imedi /  23 მაისი 2020, 14:10 / სანდო წყარო

აფხაზეთობის დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა სასურსათო დახმარება მიიღეს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში და აფხაზეთობის დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდში, „ვექტორის დასახლბაში“ კომპაქტურად ჩასახლებულმა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, სასურსათო დახმარება მიიღეს.

დევნილებს, სასურსათო პაკეტები და პირველადი დახმარების ნივთები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა, გადასცეს.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლების ინფორმაციით, ჰუმანიტარული დახმარება, 70 დევნილ ოჯახს გადაეცა. მათივე თქმით, ჰუმანიტარულ აქციაში, ჩართულნი არიან აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები, რომელთა ხელფასებიდან ნებაყოფლობით გაღებული სახსრებით ხორციელდება მსგავსი აქციები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

აღნიშნული აქცია ერთჯერადი არ არის და მომავალშიც, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება.

ყველა სიახლე

28 მაისი 2020, 18:40

პოლიტიკა

დაავადებათა კონტროლის ცენტრში განმარტავენ, რა წესები უნდა დაიცვან მგზავრებმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში

ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის შემდეგ ნაკადების გაკონტროლებაზე შესაბამისი უწყებები იმუშავებენ, ეს მათი პრეროგატივაა, ჩვენი მხრიდან რეკომენდებულია, რომ მგზავრთა ნაკადები იმგვარად იყოს მობილიზებული, რომ რაც შეიძლება ნაკლებად გადაიკვეთოს მგზავრების დიდი რაოდენობა ერთ სივრცეში და ეს სიტუაცია კონტროლირებული იყოს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

28 მაისი 2020, 18:40

სპორტი

ინგლისის პრემიერ-ლიგა 17 ივნისს განახლდება

ინგლისის პრემიერლიგა 17 ივნისს განახლდება. ამის შესახებ ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციამ დღეს ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. BBC-ის ინფორმაციით. ოთხშაბათს, 17 ივნისს ორი გადადებული შეხვედრა, „ასტონ ვილა“ - „შეფილდ იუნაიტედი“ და „მანჩესტერ სიტი“ - „არსენალი“ შედგება.

ზაალ ანჯაფარიძე

28 მაისი 2020, 18:37

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: პრემიერის გუშინდელი ვიზიტით ოპოზიციამ ბრძოლის ეს რაუნდიც წააგო

რაც შეეხება პრემიერის გამოსვლას, თუ ვიმსჯელებთ თუნდაც სოციალური ქსელების გამოხმაურებებს, მათ შორის იმ ადამიანებისაც, რომლებიც ვერ ჩაითვლებიან ხელისუფლების მომხრეებად, აშკარად ჩანს, რომ ოპოზიციამ ბრძოლის ეს რაუნდიც წააგო - ამის შესახებ ზაალ ანჯაფარიძემ, „დღის ქრონიკის“ ეთერში, პრემიერ-მინისტრის გუშინდელი მოხსენების შეფასებისას განაცხადა. ანალიტიკოსმა საკონსტიტუციო ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა გააგრძელებს თუ არა ოპოზიცია ბოიკოტს, ცვლილებები საჭირო რაოდენობის მხარდამჭერს პარლამენტში მაინც მოიპოვებს.

რამაზ საყვარელიძე

28 მაისი 2020, 18:32

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებზე: ბიბლიიდან ვიცით, რომ ურწმუნო თომა არსებობს - რამდენი ფაქტიც არ უნდა აჩვენო, აზრს არ შეიცვლიან

ბიბლიიდან მოყოლებული ვიცით, რომ ურწმუნო თომა არსებობს. რამდენიც არ უნდა ანახო ადამიანთა რაღაც ჯგუფს მათი პოზიციის საწინააღმდეგო ფაქტები, ისინი აზრს არ შეიცვლიან, - ამის შესახებ ფსიქოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „დღის ქრონიკასთან“, საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORDI) კვლევაზე საუბრისას განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

28 მაისი 2020, 18:30

COVID19

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტის ზოგადი მდგომარეობა მძიმე არ არის

ამ ეტაპამდე დაბალი გავრცელების ქვეყნად ვრჩებით - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბათუმის საქალაქო სასამართლო

28 მაისი 2020, 18:26

რეგიონი

ბათუმში აქციაზე ადმინისტრაციული წესით გუშინ დაკავებულთაგან 26 მოქალაქეს ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გუშინდელ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა პროცესი დასრულდა. სასამართლოს ოფიციალური ინფორმაციით, პროცესზე განხილული იყო 29 მოქალაქის საქმე. 26 მათგანს დაეკისრა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით, ერთი სიტყვიერი შენიშვნით გათავისუფლდა, ორი პირის პროცესი კი, 4 და 10 ივნისისთვის გადაიდო.

ხათუნა ზახაშვილი

28 მაისი 2020, 18:25

COVID19

ხათუნა ზახაშვილის თქმით, ყველა იმ სამსახურმა, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, სასურველია მუშაობა ონლაინ გააგრძელოს

პანდემიის პროცესში საზოგადოდ არსებული რეკომენდაციებით ყველა იმ სამსახურისთვის, რომლისთვისაც დასაშვებია მუშაობა განორციელდეს და გაგრძელდეს ონლაინ რეჟიმში ისე, რომ ეს თუ არ აყენებს მათ გარკვეულ ზარალს, რეკომენდირებულია, რომ ამავე რეჟიმში გააგრძელონ მუშაობა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

28 მაისი 2020, 18:23

მსოფლიო

ბუნდესტაგზე კიბერშეტევის საქმეზე გერმანიაში რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტების მისაცემად გამოიძახეს

2015 წელს გერმანიის პარლამენტზე განხორციელებული კიბერშეტევის საქმეზე გერმანიაში რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტების მისაცემად გამოიძახეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

ამირან გამყრელიძე პაატა იმნაძე

28 მაისი 2020, 18:20

COVID19

PCR ტესტირების დღიური საშუალო მაჩვენებელი 1500-ზე მეტს შეადგენს

ამ ეტაპამდე დაბალი გავრცელების ქვეყნად ვრჩებით - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

28 მაისი 2020, 18:17

COVID19

ამირან გამყრელიძე: ამ ეტაპზე საქართველო მწვანე ზონად რჩება

„გარკვეული ქვეყნები დაინტერესებული არიან, რომ საქართველოსთან იყოს ორმხრივი შეთანხმება ტურისტული მარშუტის და ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

28 მაისი 2020, 18:11

მსოფლიო

ინდოეთში 200-ზე მეტი მკვდარი ღამურა იპოვეს

ინდოეთში, უტარ პრადეშის პროვინციაში 200-ზე მეტი გარდაცვლილი ღამურა იპოვეს, რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. ადგილობრივები ამ ფაქტს კორონავირუსს უკავშირებენ, რის გამოც სახლიდან აღარ გადიან. ეპიდემიოლოგებმა დახოცილი ფრინველები გამოკვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნეს.

ზაალ ანჯაფარიძე

28 მაისი 2020, 18:08

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ის, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დადებითად აფასებს მთავრობის საქმიანობას კორონავირუსთან გამკლავების საქმეში, სიურპრიზი არ ყოფილა

საკმაოდ საინტერესო კვლევა იყო. პრინციპში ის, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან დადებითად აფასებს მთავრობის საქმიანობას კორონავირუსთან გამკლავების საქმეში, სიურპრიზი არ ყოფილა - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ, „დღის ქრონიკის“ ეთერში, „იმედის“ დაკვეთით ჩაატარებულ კვლევაზე საუბრისას განაცხადა. „ეს არის ის რეალობა, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ნებისმიერ მოქალაქეს ალბათ უნდა ეამაყებოდეს ის, რომ საკუთარი ქვეყნის მთავრობა ასე კარგად გაუმკლავდა ამ ძალიან საშიშ პანდემიას. ჩვენ ვნახეთ თუ რა სიტუაცია იყო ამ მხრივ ჩვენზე გაცილებით უფრო ძლიერ სახელმწიფოებში. ამის ფონზე, ასევე ლოგიკურად გამოიყურება ის, რომ გამოკითხულთა საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ამას უკავშირებს „ქართულ ოცნებას“, როგორც მმართველ ძალას და შესაბამისად, მმართველი ძალის რეიტინგი და მისი პოლიტიკური და რეპუტაციული დივიდენდები არის მომატებული. როგორ იმოქმედებს ეს არჩევნებზე - ჩვენ ამას ვნახავთ დარჩენილი 5 თვის მანძილზე. რამდენად მოახერხებს ხელისუფლება შეინარჩუნოს ის პოზიტივი, რაც მან აკრიფა პანდემიის დროს“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

თენგიზ ცერცვაძე

28 მაისი 2020, 18:07

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევა ბევრისმეტყველია

GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევა ბევრისმეტყველია, საინტერესო კვლევაა. თან, როგორც იქნა, ქართული კვლევა ვნახე. ეს არაა NDI და IRI, სადაც პოლიტიკური შენარევი იგულისხმება, - ამის შესახებ ფსიქოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „დღის ქრონიკასთან“, GORBI-ს კვლევაზე საუბრისას განაცხადა.

პირველი საუნივერსიტეტო

28 მაისი 2020, 17:55

COVID19

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 7 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას

„28 მაისის მონაცემებით ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 15 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 7 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 1 პაციენტი“, - წერია განცხადებაში.

ზურაბ აბაშიძე

28 მაისი 2020, 17:55

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე: ლუგარის ცენტრის კრიტიკის უფრო ცუდ მომენტს რუსეთის მხარე ალბათ ვერ შეარჩევდა

ლუგარის ცენტრის კრიტიკის უფრო ცუდ მომენტს რუსეთის მხარე ალბათ ვერ შეარჩევდა, როდესაც ეს ცენტრი ასე კარგად მუშაობს და ამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

ბექა ლილუაშვილი

28 მაისი 2020, 17:53

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: იმ 30 განაცხადიდან, რომელიც დღეს მერიას წარმოებაში აქვს, დაუმთავრებელი მშენებლობის შედეგად დაზარალებული 4000 ადამიანი დაკმაყოფილდება

„ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ ამ დროებითი ღონისძიებების სარგებლობისთვის განაცხადის შეტანის ვადა გახანგრძლივდეს ერთი წლის განმავლობაში და მეორე ჩვენ, ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს პროგრამა გაგრძელდეს არამხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტის ფარგლებში, არამედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ამისთვის პარლამენტის მხარდაჭერა იქნება აუცილებელი, იმიტომ, რომ ეს ინიციატივა მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

თენგიზ ცერცვაძე

28 მაისი 2020, 17:53

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: რემდესივირზე საკმაოდ ბევრი ნეგატიური შედეგი იდება და გაურკვეველია, ლიდერის პოზიციას დაიკავებს თუ „პლაქვენილის“ ბედი ეწევა

რემდესივირზეც საკმაოდ ბევრი ნეგატიურ შედეგები იდება, არანაკლები, რაც იდებოდა პლაქვენილზე. მისი ბედი ბოლომდე, ჯერჯერობით, გაურკვეველია. დაიკავებს ლიდერის პოზიციას კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტებში, თუ ეწევა პლაქვენილის ბედი.

28 მაისი 2020, 17:46

სპორტი

მაიკ ტაისონი პოპულარულ ამერიკულ შოუში ჯგუფური ჩხუბის ინიციატორი გახდა

კრივში მსოფლიოს აბსოლუტური ექსჩემპიონი მაიკ ტაისონი პოპულარულ ამერიკულ შოუზე All Elite Wrestling’s Dynamite გამოცხადდა და ჯგუფური ჩხუბის ინიციატორი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას espn ავრცელებს. ტაისონმა მაისური შემოიხია, შემდეგ კი, კრის ჯერიკოს შეურაცხყოფა მიაყენა და როდესაც მან ბოდიშის მოხდა მოსთხოვა, ხელი ჰკრა და ჩხუბი დაიწყო. ყველაფერი შოუს ნაწილი იყო, თუმცა, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ვეტერანი მოკრივე ისევ კარგ ფორმაშია.

კახა კალაძე

28 მაისი 2020, 17:44

საზოგადოება

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები 15 ივნისისთვის დასრულდება

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები 15 ივნისისთვის დასრულდება, - ამის შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე ჩართვისას დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. ამ დროისთვის, გლდანის III მიკრორაიონის შესახვევიდან V-VII მიკრორაიონების შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 10 000 კვ.მ ფართობზე მოდიფიცირებული ასფალტის ზედა ფენა იგება.

პაულო დიბალა

28 მაისი 2020, 17:42

COVID19

პაულო დიბალა მშობლიური პროვინციის კორდოვას კლინკებს კორონავირუსთან საბრძოლველად 160 ათასი ევროთი დაეხმარა

„იუვენტუსის“ არგენტინელი ფეხბურთელი პაულო დიბალა მშობლიური პროვინციის კორდოვას კლინკებს კორონავირუსთან საბრძოლველად 160 ათასი ევროთი დაეხმარა, - ამის შესახებ ინფორმაციას Juvefc-ი ავრცელებს. თანხა როუსონას, სან როკეს და ფლორენსიოს საავადმყოფოებს გადაერიცხებათ, რისი მეშვეობითაც მათი თანამედროვე სპეციალური სამედიცინო აპარატურით აღჭურვა მოხდება. დიბალა ერთ-ერთი პირველი ფეხბურთელი იყო, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა და თითქმის ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდა.