imedi /  05 ივნისი 2020, 11:10 / სანდო წყარო

ბათუმი უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი

European Best Destinations-ის მიერ ბათუმის, როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულებად დასახელების პარალელურად, ბათუმი უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის განცხადებით, Emerging Europe, ფორბსი, ინტერფაქსი, Travel News, Where Minsk იმ 40-ზე მეტ მედიასაშუალებას შორისაა, რომლებშიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ბათუმსა და ზოგადად, საქართველოს მზადყოფნაზე, უმასპინძლოს ტურისტებს, სტატიები გამოქვეყნდა. მათში ჟურნალისტები COVID119-თან ბრძოლაში საქართველოს მიღწევებსა და ტურიზმის გახსნის ღონისძიებებზე, ასევე ბათუმის, როგორც უსაფრთხო, მწვანე ზონის ტურისტულ შესაძლებლობებსა და პროდუქტებზე ამახვილებენ ყურადღებას.

„წელს, თქვენი მოგზაურობის არჩევანი შეიძლება შეზღუდული იყოს, მაგრამ საქართველო და მისი შავი ზღვის მარგალიტი - ბათუმი, ბიზნესისთვის და ვიზიტორთათვის ღიაა“, - წერს პოპულარული საერთაშორისო გამოცემა Emerging Europe, რომლის ჟურნალისტიც მკითხველებს აჭარაში დასვენებისკენ მოუწოდებს. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რეგიონში ტურიზმი განახლებულიყო და ბათუმი პირველი „მწვანე ზონა“ ყოფილიყო საქართველოში.

რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებზე საუბრობს „ფორბსიც“ - "ბათუმი, აჭარა იქნება პირველი, სადაც ტურისტები შეძლებენ დასვენებას. აქ მათ ელოდებათ ზღვა, მთა, დაცული ტერიტორიები და ტურიზმის სხვადასხვა სახეობა, რომელიც ერთ რეგიონშია თავმოყრილი". მსგავსი შინაარსის სტატიები მეორე კვირაა ისრაელში, პოლონეთში, ლატვიასა და 10-მდე სამიზნე ქვეყნის მედიასაშუალებაში ქვეყნდება.

„ახლა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის, როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულების პოზიციონირება მსოფლიო მასშტაბით. ის, რომ European Best Destinations რეიტიგნში ბათუმის მოხვედრის პარალელურად უცხოურ მედიაში ყოველდღიურად ქვეყნდება სტატიები ბათუმისა და ზოგადად, საქართველოს შესახებ, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ამ პოზიტიური იმიჯის ჩამოყალიბებას და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, ჩვენი ქვეყნის, როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულების უპირატესობას არსებულ კონკურენტულ გარემოში. თუკი აქამდე, ჩვენთვის პრიორიტეტული იყო წარმოგვეჩინა ჩვენი მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები და სერვისები, ახლა მთავარი აქცენტი უკვე უსაფრთხოებაზე კეთდება. პანდემიის შემდეგ ეტაპზე, მოგზაურებისთვის არსებულ პროდუქტებთან ერთად მთავარი სწორედ მათი უსაფრთხოება და ჯანმრთელობაა. ამ მხრივ კი ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

საერთაშორისო: emerging-europe.com.
ესპანეთი: cadenaser.com
ლატვია: travelnews.lv
პოლონეთი: ttg.com.pl, waszaturystyka.pl.
ისრაელი: g-news.co.il.
უკრაინა: tsn.ua, unian.info, glavred.info, hochu.ua, interfax.com.ua, vesti.ua, unian.net, sovetnews.com, ukrinform.ru, 112.ua
ყაზახეთი: forbes.kz, inbusiness.kz, bizlife.kz, prnews.kz, dknews.kz
სომხეთი: banks.am.
აზერბაიჯანი: urban.az, m.zerkalo.az
ბელარუსი: news.tut.by, gorodvitebsk.by, masheka.by, gomel.today, mogilev.online, newgrodno.by, s13.ru, virtualbrest.by, bobrlife.by, sb.by, whereminsk.by.

ყველა სიახლე

მირიან ნიკოლაძე

10 ივლისი 2020, 18:48

სამართალი

მირიან ნიკოლაძე: ექსპერტიზით დადგენილია, რომ დაზიანებები ვერ გამოიწვევდა გიორგის გარდაცვალებას, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ და ვივარაუდოთ, რომ ბავშვი, ჯერ კიდევ ცოცხალი გადააგდეს არაგვში და იქ დაიხრჩო

ოჯახმა მესამე დღეს იცოდა, გიორგის გარდაცვალების უშუალო მიზეზიც, ჩვენ ეს არ გავახმაურეთ, რომ გზა-კვალი არ აბნეოდა არც გამოძიებას და არც საზოგადოებას და არ გაკეთებულიყო აქცენტები, მხოლოდ წყლით დახრჩობის ფაქტზე. ასევე ვიცოდით გიორგის დაზიანებებზე ყველა გარემოება, - ამის შესახებ მირიან ნიკოლაძემ, დღეს, მაედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

10 ივლისი 2020, 18:45

COVID19

აფრიკის კონტინენტზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 543 000-ს გადააჭარბა

აფრიკის კონტინენტზე კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 543 136-ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, ინფექციით 12 474 ადამიანი გარდაიცვალა, 265 810 კი გამოჯანმრთელდა.

ენტონი ფაუჩი

10 ივლისი 2020, 18:31

COVID19

ენტონი ფაუჩი: ვცდილობ გავარკვიო, საიდან მოიტანა პრეზიდენტმა, რომ კორონავირუსის შემთხვევების 99% აბსოლუტურად უვნებელია

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ იმის გარკვევას ცდილობს, თუ საიდან მოიტანა პრეზიდენტმა ტრამპმა ის, რომ კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების 99% აბსოლუტურად უვნებელია.

ნინო წილოსანი

10 ივლისი 2020, 18:31

საზოგადოება

ნინო წილოსანის თქმით, საწვავის ხარისხის დარღვევისთვის სანქციების გამკაცრება იგეგმება

დღეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე პირველად გავიდა ინიციატივა საწვავის ხარისხის დარღვევისთვის სანქციების გამკაცრების შესახებ. ეს შეეხება როგორც რეალიზატორს, ასევე მწარმოებელსა და იმპორტიორს. იმდენად იზრდება ადმინისტრაციულ კოდექსში ჯარიმები, რომ ეს დარღვევებს მინიმუმამდე დაიყვანს. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში შემოვიღებთ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთის სახით, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

10 ივლისი 2020, 18:29

სამართალი

თელავი-გომბორის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ვაზიანი-თელავი-გომბორის საავტომობილო მაგისტრალზე. ერთმანეთს ნისანის და ფორდის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, რა დროსაც სატვირთო მანქანა ამოტრიალდა. ავარიის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი. ყველა მათგანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ნინო წილოსანი

10 ივლისი 2020, 18:29

ეკონომიკა

ნინო წილოსანი: დაახლოებით 3 ათას ტონა თევზის პროდუქტებს ვაწარმოებთ და 10-ჯერ მეტის პოტენციალი გვაქვს

აკვაკულტურის შესახებ კანონი უკვე მიღებულია. ეს იყო პირველი გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ქვეყანას პრიორიტეტად დაესახა აკვაკუტურა, რაც გულისხმობს თევზპროდუქტების ხელოვნურად მოშენების პოლიტიკას - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

10 ივლისი 2020, 18:26

COVID19

უკრაინაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 52 ათასს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 819 შემთხვევა გამოვლინდა, 18 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.ქვეყანაში კოვიდინფიცირების 52 043 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 1 345 ადამიანი, 24 800-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

10 ივლისი 2020, 18:22

COVID19

ინფიცირებული აბიტურიენტი გარდაბნის მკვიდრია და კორონავირუსი მას ბებიისგან გადაედო

აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის და კორონავირუსი ოჯახის წევრისგან, კერძოდ კი ბებიისგან გადაედო. როგორც imedinews-ს გარადაბნის მერმა განუცხადა, ბებიის ყველა კონტაქტი გამოკვლეულია.

ნინო წილოსანი

10 ივლისი 2020, 18:13

რეგიონი

ნინო წილოსანი: RMG-მ ჩაატარა ძალიან დიდი სამუშაო და ჩამომდინარე წყლების პრობლემა უკვე აღმოფხვრილია

გარემოს დაცვა და ეკოლოგია არ არის ტრაფარეტული სიტყვები, მას აქვს პირდაპირი კავშირი ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან და ისევე, როგორც ნიადაგის, ჰაერისა და წყლის დაბინძურება, გლობალური დათბობითა თუ სტიქიური უბედურებებით გამოწვეული ეკოსისტემის რღვევა ახდენს გავლენას ადამიანს სიცოცხლეზე, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

ირაკლი კოვზანაძე

10 ივლისი 2020, 18:13

პოლიტიკა

ირაკლი კოვზანაძე: ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები, დაბეგვრის ნაწილში, თითქმის შესრულებულია

„პარლამენტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე ინტენსიურად მუშაობს, მათ შორის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ჩართულობა ამ პროცესში განსაკუთრებით აქტიურია, ფაქტიურად კომიტეტმა დაბეგვრის ნაწილში ვალდებულებები შეასრულა“.

10 ივლისი 2020, 18:03

სპორტი

საქართველოს მოქმედმა და ვეტერანმა კალათბურთელებმა თორნიკე შენგელიას მხარდაჭერა გამოუცხადეს. ვიდეო

საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლას საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ვეტერანი და მოქმედი კალათბურთელები გამოეხმაურნენ და სპეციალური მიმართვა გაავრცელეს, ისინი შენგელიას სრულ მხარდაჭერას აღუთქვამენ და მათთვის მიუღებელია ის უარყოფითი დამოკიდებულებები რაც ბოლო 2 დღის განმავლობაში ვრცელდება.

კრისტიან ურსე; დავით ზალკალიანი

10 ივლისი 2020, 18:01

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა მინისტრის დავით ზალკალიანის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან, რომელიც საქართველოში ხუთწლიან მოღვაწეობას ასრულებს. შეხვედრაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი სტრატეგიული თანამშრომლობის პროგრამული ინსტრუმენტის - ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მნიშვნელობას.

10 ივლისი 2020, 17:53

სამართალი

მირიან ნიკოლაძე: ოჯახის პოზიციაა, რომ ექვს პირს, რომლებიც ბავშვებს და გიორგის დაედევნენ, ბრალი უნდა დაუმძიმდეთ

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძის განცხადებით, ოჯახის პოზიციაა, რომ ექვს პირს, რომლებიც ბავშვებს და გიორგის დაედევნენ, ბრალი უნდა დაუმძიმდეთ. ამის შესახებ, მან დღეს მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ალეკო გეჯაძე

10 ივლისი 2020, 17:47

სამართალი

დამოუკიდებელი ექსპერტი: ნაკლებსავარაუდოა, რომ თუკი ეს დაზიანებები გიორგი შაქარაშვილმა ცემის შედეგად მიიღო, ისინი ერთ ადამიანს მიეყენებინა

მან ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა დამატებითი ექსპერტიზა იმისთვის, რომ დადგინდეს კონკრეტულად რა საგნით არის დაზიანებები მიყენებული.

კარიმ ბენზემა

10 ივლისი 2020, 17:44

სპორტი

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ივნისის თვის საუკეთესო მოთამაშედ კარიმ ბენზემა დასახელდა

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ივნისის თვის საუკეთესო მოთამაშედ კარიმ ბენზემა დასახელდა. გასული თვის განმავლობაში ლა ლიგაში გამართულ 5 შეხვედრაში „რეალის“ 32 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბენზემა წელს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობისთვისაც იბრძვის - მის ანგარიშზე 17 გოლია და პირველ პოზიციაზე მყოფ „ბარსელონას“ ლიდერს ლიონელ მესის 5 ბურთით ჩამორჩება. ფრანგი ფეხბურთელი სამეფო კლუბში 2009 წლიდან გამოდის და ამ ხნის განმავლობაში „რეალთან“ ერთად 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ ლა ლიგა, 2-ჯერ სამეფო თასი, 2-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, 3-ჯერ უეფას სუპერთასი და 4-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

10 ივლისი 2020, 17:40

მსოფლიო

აია-სოფია ისევ მეჩეთი გახდება

თურქეთის სახელმწიფო საბჭომ გააუქმა მთავრობის 1934 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარი მუზეუმად გადაკეთდა. ამრიგად, აია-სოფიას ტაძარი ისევ მეჩეთად გადაკეთდება.

10 ივლისი 2020, 17:34

სპორტი

წლევანდელ სეზონში „ბარსელონა“ 200 მილიონ ევროს იზარალებს

წლევანდელ სეზონში საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“ 200 მილიონ ევროს იზარალებს. ფინანსისტების და მარკეტოლოგების გათვლით, კლუბის წლიური შემოსავალი მილიარდი ევრო უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს თანხა 800 მილიონამდე შემცირდა. ასეთი რეგრესის მიზეზი ტრიბუნაზე მაყურებლის დასწრების აკრძალვის გამო ბილეთების გაყიდვიდან დაკარგული შემოსავალია და თან, ამ ყველაფრის ფონზე, ნაკლები შანსია წელს „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონი გახდეს, რაც კლუბს დამატებითი შემოსავლის მიღების შანსს უსპობს.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი

10 ივლისი 2020, 17:31

მსოფლიო

ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, სუსის მთავარი ამოცანა არჩევნების ექსცესების გარეშე ჩატარებაა

პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. გასული წლის საქმიანობის შემაჯამებელი დოკუმენტის მთავარი მიმართულებები სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სუსის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა წარადგინა.

10 ივლისი 2020, 17:28

COVID19

სოფელ ჩუმლაყში კორონავირუსზე მოსახლეობის გაფართოებული პირველადი ტესტირება დაიწყო

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში კორონავირუსზე მოსახლეობის გაფართოებული პირველადი ტესტირება დაიწყო. ამის შესახებ გადაწყვეტილება სპეციალისტებმა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად მას შემდეგ მიიღეს, რაც მოქალაქეს ამავე სოფელში ჩასვლის შემდეგ COVID-19 დაუდასტურდა.

10 ივლისი 2020, 17:26

საზოგადოება

ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას გამზირის ერთ-ერთ ცენტრალურ ზოლში 4 200-მდე კვ.მ ფართობის დასასვენებელი სივრცე კეთილმოეწყობა.