IMEDI /  06 ივნისი 2020, 17:50 / სანდო წყარო

ქუთაისში მოძრაობამ „შემახე ამნისტია“ საპროტესტო აქცია გამართა

ქუთაისში, მერიის შენობის წინ, მოძრაობის „შემახე ამნისტია“ წევრების აქცია გაიმართა. შეკრებილები ფართომასშტაბიანი ამნისტიის აქტის გამოცემას ითხოვენ და საპროტესტო აქციას ყველა ქალაქში აანონსებენ.

მათი თქმით, ამ ეტაპზე მთავარია მოძრაობა და კამპანია სახალხო გახდეს, მოგვიანებით კი პარლამენტს ამნისტიის შესახებ კანონპროექტით მიმართავენ.

მსგავსი აქცია უკვე ჩატარდა ზუგდიდსა და ბათუმში. ქუთაისის შემდეგ კი ორგანიზატორები აქციის გამართვას თბილისში აანონსებენ.

ყველა სიახლე

05 ივლისი 2020, 12:19

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 6 736 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 6 736 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 681 251-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 134 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი 10 161-მდე გაიზარდა.

კორონავირუსი

05 ივლისი 2020, 12:16

COVID19

კორონავირუსის პირობებში აეროპორტებისა და საჰაერო ტრანსპორტისთვის განახლებული რეკომენდაციები გამოქვეყნდა

საჰაერო ხომალდიდან ჩამოსვლისას მგზავრებს სიცხეს გაუზომავენ, ამის შესახებ აღნიშნულია მოთხოვნებში, რომელიც მოფრენის დროს ტერმინალის მიმართ ექნებათ. შესაბამისი რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

05 ივლისი 2020, 12:13

COVID19

აზერბაიჯანში კოვიდინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 19 800-ს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 534 შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 19 801 შეადგინა. დღე-ღამეში 6 კოვიდინფიცრებული გარდაიცვალა, რითაც ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 241-მდე გაიზარდა.

05 ივლისი 2020, 12:13

COVID19

რა წესები უნდა დაიცვან სასტუმროებში და ღია/დახურული ტიპის აუზებში

სასტუმროებისთვის და ღია/დახურული ტიპის აუზებისთვის ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

05 ივლისი 2020, 12:05

COVID19

რა წესები უნდა დაიცვათ ზღვაზე - განახლებული რეკომენდაციები

პლაჟის ტერიტორიაზე განთავსებული ინფრასტრუქტურის განკუთვნილ სათავსებში თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

მირიან ნიკოლაძე

05 ივლისი 2020, 11:40

საზოგადოება

გიორგი შაქარაშვილის ბიძა: დახრჩობასთან დაკავშირებით, რა დასკვნაც არ უნდა მოვიდეს, ერთ-ერთ ძირითად და სერიოზულ ვერსიად განზრახ მკვლელობა რჩება

„ბლაგვი საგანი, შეიძლება, ცემის დროსაც იყო გამოყენებული. მათ შორის, შეიძლება, მუშტსაც ერქვას ბლაქვი საგანი, შეიძლება - ხის ძელს და ა.შ. კომპლექსურად უნდა გაირკვეს ყველაფერი. აქ ერთ კითხვაზე რომ პასუხი გასცე, მაგალითად, ბავშვი წყალშია დამხრჩვალი თუ - არა, ეს რას სცემს პასუხს? საერთოდ არაფერს“.

05 ივლისი 2020, 11:32

პოლიტიკა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი 15-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნება, პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ კი ამოქმედდება. კანონპროექტით 6 მაჟორიტარული ოლქი სამამდე შემცირდება. 2020 წლის არჩევნებზე უმაღლეს საბჭოს 21 დეპუტატიდან სამს მაჟორიტარული, 18 კი პროპორციული წესით აირჩევენ. საუბარია ბუნებრივ ბარიერზე, ბლოკები კი უცვლელი რჩება.

მირიან ნიკოლაძე

05 ივლისი 2020, 11:23

საზოგადოება

გიორგი შაქარაშვილის ბიძა: მოწმეები და ბრალდებულები სიმართლეს რომ ამბობდნენ, აქამდე ეს საქმე ბოლოში გვექნებოდა გაყვანილი

გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის ბიძა ადასტურებს, რომ უმთავრესი ვერსია, რომელზეც გამოძიება მუშაობს, არის განზრახ მკვლელობა. მირიან ნიკოლაძე არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულთა წრე გაიზარდოს და მეტიც - ბრალდებულთა სკამზე აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომელთაც ახლა დაზარალებულის სტატუსი აქვთ.

თვითმფრინავი

05 ივლისი 2020, 11:21

COVID19

დამტკიცდა რეკომენდაციები, რომელიც მგზავრებმა და ეკიპაჟის წევრებმა თვითმფრინავში უნდა დაიცვან

თვითმფრინავში დასაქმებულთა და მგზავრთა ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა და ვირუსის პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების სია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ეკიპაჟმა უნდა უზრუნველყოს, რომ მგზავრს სწორად ჰქონდეს სახის ნიღაბი მორგებული და შეცვლის საჭიროების შემთხვევაში მოამარაგოს ის დამატებითი ნიღბებით; იმ შემთხვევაში, თუ ნიღაბი ხველების ან დაცემინების შემდეგ სველდება, უნდა მიეთითოს მგზავრს მისი გამოცვლის აუცილებლობაზე;

05 ივლისი 2020, 11:07

COVID19

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები

სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები. მათ შორისაა რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისა და გიდებისთვის.

ჯეიმი ვარდი

05 ივლისი 2020, 11:05

სპორტი

ჯეიმი ვარდიმ ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატში მეასე გოლი გაიტანა

ჯეიმი ვარდიმ ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატში მეასე გოლი გაიტანა. Anadolu Agency-ის ინფორმაციით, საიუბილეო დარტყმა „ლესტერის“ 33 წლის თავდამხმელმა „კრისტალ პალასთან“ მოგებული შეხვედრის 77-ე წუთზე შეასრულა, 90-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში, 3:0 დააფიქსირა.

05 ივლისი 2020, 10:58

COVID19

აჭარაში კორონავირუსის დიაგნოზით 5 პირი მკურნალობს

აჭარაში კორონავირუსის დიაგნოზით 5 პირი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 4 ინფიცირებულს აქვს მოგზაურობის ისტორია, ერთი კი ინფექციური საავადმყოფოს სანიტარია, რომელიც სავარაუდოდ პაციენტისგან დაავადდა, ცნობილია მისი ყველა კონტაქტი. აჭარაში კორონავორუსზე ყოველდღურად 300-ზე მეტ პირს იკვლევენ, მედიკოსების განცხადებით რეგიონში მდგომარეობა კონტროლირებადია. ისინი მოსახლეობაა მოუწოდებენ დაიცვან რეკომენდაციები.

05 ივლისი 2020, 10:50

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, თითქმის ორი კვირაა, ახალი პაციენტი არ მიუღიათ

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დაახლოებით ორი კვირაა ახალი პაციენტი არ მიუღიათ. კლინიკაში ერთი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან, რომლის პირველად ჩატარებულმა რე ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, დღეს კი განმეორებითი კვლევის შედეგს ელოდებიან.

05 ივლისი 2020, 10:44

სპორტი

კრიშტიანუ რონალდუმ და ჯანლუიჯი ბუფონმა 2 რეკორდი დაამყარეს

კრიშტიანუ რონალდუმ და ჯანლუიჯი ბუფონმა 2 რეკორდი დაამყარეს. Sports Illustrated, - ის ინფორმაციით, ტურინის „იუვენტუსის“ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა, 4 ივლისს, „ტორინოსთან“ შეხვედრისას კლუბურ დონეზე 46-ე ჯარიმა გაიტანა, რითაც მან რეკორდი დაამყარა და გახდა „იუვენტუსის“ პირველი ფეხბურთელი 1961 წლის შემდეგ, ვინც სეზონში 25 გოლის გატანა მოახერხა.

05 ივლისი 2020, 10:37

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

05 ივლისი 2020, 10:34

მსოფლიო

აშშ-ში დემონსტრანტებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს და ნავსადგურში ჩაძირეს

აშშ-ში, მერილენდის შტატში, ქალაქ ბალტიმორში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს და ნავსადგურში ჩაძირეს. შემთხვევის ადგილზე, სულ მცირე, 300 ადამიანი იყო შეკრებილი. მას შემდეგ, რაც ძეგლი ჩამოაგდეს, ის ნაწილებად დაიშალა.

ბაიერნი

05 ივლისი 2020, 10:32

სპორტი

გერმანიის საფეხბურთო თასი „ბაიერნმა“ მოიგო

გერმანიის საფეხბურთო თასის გამარჯვებული „ბაიერნი“ გახდა. ფინალში მიუნხენელებმა „ლევერკუზენი“ ანგარიშით 4:2 დაამარცხეს და ეს ტურნირი არსებობის ისტორიაში მეოცედ მოიგეს.

05 ივლისი 2020, 10:27

სამართალი

„ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის მიერ აქტივისტის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო გამოძიება ხულიგნობის მუხლით დაიწყო

რაჭაში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ოთარ სირაძემ აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შსს-მ გამოძიება სსკ-ის 239-ე, ხულიგნობის მუხლით დაიწყო. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ოთარ სირაძემ ამბროლაურში „ახალგაზრდა მწვანეების“ აქტივისტს, ნიკოლოზ ღლონტს სცემა.

შსს

05 ივლისი 2020, 10:24

სამართალი

თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ოზურგეთში 5 ადამიანი დააკავეს. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

05 ივლისი 2020, 10:22

თავდაცვა

კოჯორში გეგმიური სიტუაციური საველე შეკრება „ისარი 2020“ მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის ძალების სადაზვერვო ქვედანაყოფებისა და შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საველე შეკრების “ისარი 2020”-ის ფარგლებში საჩვენებელი სწავლება გაიმართა. გეგმიურ სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, ასევე შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. გენერალ-მაიორმა სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობას და სპეციალური ოპერაციების ძალების ინსტრუქტორებს სწავლების მაღალ დონეზე ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.