imedi /  09 ივნისი 2020, 11:41 / სანდო წყარო

დმანისის სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

დმანისში სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები

დმანისის სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

დმანისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და დმანისის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა სკოლების რეაბილიტაციის სამუშაოები შეაფასეს, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს.

საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 361 790 ლარის ღირებულების სამუშაოები განხორციელდება, რომლის ფარგლებში გათბობის სისტემების, გადახურვისა და სანიტარული კვანძების მოწყობა მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები კამარლოს, იაღუფლოს, მაშავერისა და სარკინეთის სკოლებში ტარდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში განხორციელდება.

ყველა სიახლე

კარლ ჰარცელი

03 ივლისი 2020, 17:55

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: მოგზაურობისთვის ორივე მიმართულებით გახსნა არ ნიშნავს, თითქოს ღილაკს დააჭერ და ყველაფერი შესრულდება. ეს მოიცავს დაძაბულ სამუშაოს

მოგზაურობისთვის ორივე მიმართულებით გახსნა არ ნიშნავს, თითქოს ღილაკს დააჭერ და ყველაფერი შესრულდება. ეს მოიცავს დაძაბულ სამუშაოს ევროკავშირის დონეზე, ევროკავშირის ინდივიდუალურ წევრებთან, კომერციულ საჰაერო გადამზიდავდებთან - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ვიდეოკონფერენციისას განაცხადა.

კელი დეგნანი და ილია მეორე

03 ივლისი 2020, 17:50

საზოგადოება

ილია მეორემ აშშ-ის ელჩსა და რობერტ რედფილდს მადლობის წერილები მისწერა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორს, რობერტ რედფილდსა და აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მადლობის წერილები მისწერა. ილია მეორეს ელჩმა ასევე წერილობით უპასუხა.

მამუკა მდინარაძე

03 ივლისი 2020, 17:48

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: არ უნდა გაუკვირდეთ, რომ ჩვენ მათ აბსოლუტურად სამართლიანად ვეძახით კრიმინალურ ხელისუფლებას

არ უნდა გაუკვირდეს არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც „ევროპულ საქართველოს“ ის, რომ ჩვენ მათ აბსოლუტურად სამართლიანად ვეძახით კრიმინალურ ხელისუფლებას მაშინ, როდესაც მათი ლიდერების დიდი ნაწილი პასუხისგებაშია მიცემული და მსჯავრდებულია ბევრ საქმეში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე განაცხადა.

დავით ზალკალიანი

03 ივლისი 2020, 17:45

პოლიტიკა

დავით ზაკალიანმა დაასახელა ქვეყნები, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრები წინაპირობის გარეშე გახსნეს

ბალტიისპირეთს სამი ქვეყანა, ასევე გერმანია, საფრანგეთი, უნგრეთი ეს არის იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელბმაც დღევანდელი მომენტისთვის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარი გახსნეს. აქედან გამომდინარე ჩვენც ვფიქრობთ რომ ადეკვატური მიდგომა იყოს ამ ქვეყნების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

კოპენჰაგენი ქალთევზა

03 ივლისი 2020, 17:43

მსოფლიო

ვანდალებმა კოპენჰაგენში ქალთევზის ქანდაკებას „რასისტი თევზი“ დააწერეს

დანიის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, ქალთევზის ქანდაკება ვანდალების თავდასხმის ობიექტი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ქვაზე, რომელზეც ქალთევზა ზის, ინგლისურენოვანი წარწერა „racist fish“ (რასისტი თევზი) გაჩნდა. პოლიციის ინფორმაციით, ვანდალების ძებნა აქტიურად მიმდინარეობს.

03 ივლისი 2020, 17:43

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

მინისტრმა მადლიერება გამოხატა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის მიმართ და ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც მისია ასრულებს საერთაშორისო საზოგადოებისთვის ადგილზე არსებული სიტუაციის შესახებ მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდებასა და ვითარების ესკალაციის პრევენციის საქმეში. ხაზი გაესვა, მანდატის შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე EUMM-ის წვდომის აუცილებლობას.

03 ივლისი 2020, 17:37

საზოგადოება

საერთაშორისო კონფერენცია „ორგანიზაციული ტრანსფორმაცია და ეჯაილი“, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით წარმატებით ჩატარდა

საერთაშორისო კონფერენცია „ორგანიზაციული ტრანსფორმაცია და ეჯაილი“, რომელიც „თიბისისა“ და „მასტერქარდის“ ორგანიზებით გუშინ გაიმართა, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით წარმატებით ჩატარდა. თიბისი მიზნად ისახავს ეჯაილ კულტურის პოპულარიზაციას საქართველოში და საერთაშორისო კონფერენციაც ამ მიზანს ემსახურებოდა. კონფერენციას მსოფლიოს 16 ქვეყნიდან 1000-ზე მეტი უნიკალური ვიზიტორი ესწრებოდა. მათ შორის, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, იტალიიდან, ჰოლანდიიდან, გერმანიიდან, შვედეთიდან, საფრანგეთიდან, უკაინიდან და სხვ.

გიორგი კანდელაკი

03 ივლისი 2020, 17:36

პოლიტიკა

„ევროპული საქართველო“ მთავრობას კარგი ეპიდსიტუაციის ქვეყნებთან ფრენების დაუყოვნებლივ აღდგენისკენ მოუწოდებს

„ევროპული საქართველო“ მთავრობას კარგი ეპიდსიტუაციის ქვეყნებთან ფრენების დაუყოვნებლივ აღდგენისკენ მოუწოდებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რეგულარული ფრენები დაუყოვნებლივ არ აღდგება, სრულიად შესაძლებელია, რომ 3 მილიარდი დოლარი, რომელიც ეკონომიკაში ტურიზმიდან შემოდის და რომელზეც ათეულ ათასობით სამუშაო ადგილია დამოკიდებული, სრულიად დაიკარგოს. „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობის დაპირების მიუხედავად რეგულარული ფრენების პირველი ივლისიდან არგანახლების გამო ჩვენი ქვეყნის ტურიზმისთვის უმნიშვნელოვანესმა ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ქუთაისში საკუთარი ბაზა დახურა და ფრნეები გაურკვეველი ვადით გააუქმა. დღეს, „ვიზეარმა“ ახალი ბაზა გახსნა უკრაინის ქალაქ ლვოვში. ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობა განიხილავს შესაძლებლობას, რომ რეგულარული ფრენები ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებთანაც კი, სადაც კარგი ეპიდსიტუაციაა, არ აღდგეს არც აგვისტოში და არც სექტემბერში.

03 ივლისი 2020, 17:35

ეკონომიკა

„თიბისი“ იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება

პროგრამაში მონაწილეობისთვის, მომხმარებელმა დეველოპერული კომპანიისგან ბინის შესაძენად იპოთეკური სესხით მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა ისარგებლოს. სუბსიდიის მისაღებად, განაცხადის ბოლო დღე 31 დეკემბერია, ხოლო სახელმწიფო საგარანტიო კომპონენტით სარგებლობის ბოლო ვადა - 20 დეკემბერი.

03 ივლისი 2020, 17:29

საზოგადოება

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად 24 საგამოცდო ცენტრის ტექნიკური აღჭურვა მიმდინარეობს

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მზადება 24 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს. მათი ტექნიკური აღჭურვის პროცესი სრულდება. გამოცდები ჩატარდება ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

ხადას ხეობა

03 ივლისი 2020, 17:26

რეგიონი

მწვანე ალტერნატივა: საზიანო ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა ხადას ხეობას საფრთხეს უქმნის

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ აცხადებს, რომ საზიანო ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა ხადას ხეობას საფრთხეს უქმნის. ორგანიზაცია ამ საკითხზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

03 ივლისი 2020, 17:16

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე უმკაცრესი რეაგირებაა საჭირო

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ნათია სულავასა და ქეთევან თათოშვილს პაციენტის ამჟამინდელი მდგომარეობისა და შემდგომი მკურნალობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ პაციენტის მდგომარეობა, ამ დროისათვის, მძიმეა.

03 ივლისი 2020, 17:08

ეკონომიკა

ევროკავშირში უმუშევრობის დონე რვა თვის მაქსიმუმზეა

ევროკავშირში უმუშევრობის დონე ბოლო 8 თვის მაქსიმუმზეა. ამის შესახებ Euronews-ი წერს. მაისში უმუშევრობის დონე 6,7%-ით მეტი იყო ვიდრე აპრილში. თუმცა აცხადებენ, რომ უარესი სცენარის თავიდან აცილება შეძლეს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

03 ივლისი 2020, 17:06

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების საკითხი თურქეთის საქმეა

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების საკითხი თურქეთის საქმეა, ამ თემაზე საზღვარგარეთ გაკეთებული განცხადებები კი თურქეთის უფლებების შელახვას წარმოადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

გიორგი ხაინდრავა

03 ივლისი 2020, 16:57

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: შალიკოს ფანჩატურის გაერთიანება პირდაპირ კრიმინალური გაერთიანებაა იმიტომ, რომ ასეთი ერთსულოვნება შესაძლებელია მხოლოდ იმ ადამინებს შორის, ვინც კრიმინალით და დანაშაულით არიან გაერთიანებულნი

ჩვენ კარგად ვიცით, ვინ არიან ამ გაერთიანებაში შეკრებილნი, რომელიც ჩემი აზრით პირდაპირ კრიმინალური გაერთიანებაა იმიტომ, რომ ასეთი ერთსულოვნება შესაძლებელია მხოლოდ იმ ადამინებს შორის, ვინც კრიმინალით და დანაშაულით არიან გაერთიანებულნი. დღეს, პოლიტიკური ფანჩატურის წარმომადგენლები გუშინწინდელი დღის განუკითხაობის, ძალადობის, უკანონობის გაცოცხლებას და გაპრავებას ცდილობენ , - ამის შესახებ რეჟისორმა გიორგი ხაინდრავამ ,,მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

03 ივლისი 2020, 16:52

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა და ასაკობრივმა ნაკრებებმა ვარჯიში განაახლეს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა და ასაკობრივმა ნაკრებებმა ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო იძულებითი პაუზის შემდეგ ვარჯიში განაახლეს. მოთამაშეები შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ დაწესებული რეგულაციების დაცვით ვარჯიშობენ. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ფედერაციამ პოსტპანდემიურ პერიოდში ნაკრები გუნდებისთვის უკონტაქტო ვარჯიშების განახლების სპეციალური გეგმა შეიმუშავა. პროგრამაში გათვალისწინებულია ის მოთხოვნები და რეგულაციები, რომლებიც შესაბამისმა სახელმწიფო სტურქტურებმა, როგორც ღია ასევე დახურულ სივრცეში ვარჯიშისთვის დააწესეს. პროგრამის მიზანია საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების კანდიდატი მოთამაშეებისთვის სპორტული ფორმის შენარჩუნება და მაქსიმალური ხელშეწყობა. სავარჯიშო პროცესს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები გაუძღვებიან.

გიგა ბოკერია

03 ივლისი 2020, 16:52

პოლიტიკა

გიგა ბოკერია აცხადებს, რომ სად-ის ყოფილ უფროსს, დავით ჭაკუას არ იცნობს

„არ ვიცნობ ჭაკუას, მაგრამ პრობლემა, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პრობლემა იყო პენიტენციურ სისტემაში, უკავშირდებოდა არა რომელიმე ერთ ბიუროკრატს, არამედ, საქმე გვქონდა მთლიანად პოლიტიკურ ჩავარდნასთან. ჩვენი, ჩემი და ყველა იმ ლიდერის პასუხიმგებლობა იყო, რომ ამ სისტემაში შესაძლებელი იყო ადამიანის უფლებების დარღვევა“.

03 ივლისი 2020, 16:51

რეგიონი

დედოფლისწყაროში დაიწვა ქალი, რომელმაც თავის ნაკვეთზე ბალახს ცეცხლი დასუფთავების მიზნით წაუკიდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევა მოხდა. Imedinews-ის ინფორმაციით, სოფელ მაჩხაანში მარტოხელა მოხუცი იმ დროს დაიწვა, როცა მან საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში ბალახს ცეცხლი დასუფთავების მიზნით წაუკიდა. თვითმხილველების თქმით, აალება უცბად მოხდა, ამიტომ ქალმა ცეცხლიდან თავის დაღწევა დროულად ვეღარ შეძლო. მიღებული დამწვრობით პენსიონერი ადგილზე გარდაიცვალა.

დავით ზალკალიანი

03 ივლისი 2020, 16:51

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: გერმანია, საფრანგეთი და უნგრეთი საქართველოსთვის უპირობოდ ხსნიან საზღვარს

გერმანია, საფრანგეთი და უნგრეთი საქართველოსთვის უპირობოდ ხსნიან საზღვარს. დათქმები აქვს იტალიას 2-კვირიანი თვითიზოლაცია, შვედეთი ითხოვს ტესტებს, საბერძნეთი და ესანეთი სპეციალური დოკუმენტაციის შევსებას ითხოვენ.

03 ივლისი 2020, 16:45

COVID19

ინდოეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელებაზე დაწესებული აკრძალვა ივლისის ბოლომდე გახანგრძლივდა

ინდოეთში კორონავირუსის გამო საერთაშორისო სამგზავრო ფრენების განხორციელებაზე დაწესებული აკრძალვა ივლისის ბოლომდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოში განაცხადეს.