imedi /  09 ივნისი 2020, 14:25 / სანდო წყარო

თორნიკე რიჟვაძე: ვამაყობ, რომ აჭარაში არ გვაქვს გაჩერებული პროექტები

თორნიკე რიჟვაძე

თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დღეს უმაღლეს საბჭოში ანგარიშით წარსდგა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელიც მთელ საქართველოში არსებობდა კორონავირუსის პანდემიის გამო, რეგიონში არც ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი არ შეჩერებულა. მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა რეგიონში სამი ქალაქის მშენებლობის მნიშვნელობას და ამ პროექტების მიმდინარეობის დინამიკურობას.

„ვამაყობ, რომ არ გვაქვს გაჩერებული პროექტები, მიუხედავად პანდემიისა. ჩვენ არ გაგვიჩერებია იმ სამი ქალაქის მშენებლობა, რომელიც დავიწყეთ დაახლოებით ერთი წლის წინ. ეს არის განათლების და მეცნიერების ქალაქი, რომელსაც, იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს დავასრულებთ.

ასევე, იცით, რომ ოცნების ქალაქის მშენებლობა დავიწყეთ თებერვლის თვეში და არც ერთი დღით არ გაჩერებულა მშენებლობა. პირველ ეტაპზე 580 ოჯახი დაკმაყოფილდება. ამის პარალელურად, მიმდინარეობდა მუშაობა კრიტერიუმებზე და პროცესის დასრულების შემდეგ ეს ინფორმაცია გახდება ყველასთვის ცნობილი.

მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანია კერძო საინვესიტიციო პროექტი, „მწვანე ქალაქი“ ქობულეთში, ყველა სანებართვო პროცედურა უკვე გავლილია და ამ ზაფხულში მასშტაბურად დავიწყებთ სამუშაოებს. ეს პროექტი იქნება უპრეცედენტო როგორც ინვესტიციების მოცულობით, ასევე დატვირთვით და ტურისტული მნიშვნელობით“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ყველა სიახლე

10 ივლისი 2020, 11:23

სპორტი

„ლაციოს“ ფეხბურთელი პატრიკ გაბარონი მეტოქე გუნდის ფეხბურთელის კბენისთვის 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

„ლაციოს“ ფეხბურთელი პატრიკ გაბარონი მეტოქე გუნდის ფეხბურთელის კბენისთვის 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sport News ავრცელებს. რომაული კლუბის ესპანელმა ლეგიონერმა არასპორტული საქციელი „ლეჩეს“ მოთამაშის ჯულიო დონატის წინააღმდეგ თამაშისას ჩაიდინა, რის გამოც მსაჯმა მას მაშინვე წითელი ბარათი უჩვენა. სადისციპლინო კომიტეტმა კი 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციის გარდა, პატრიკი 10 ათასი ევროთი დააჯარიმა. წლევანდელ სეზონში გამართულ 20 შეხვედრაში გაბარონის ანგარიშზე 1 გოლია.

ბახმარო

10 ივლისი 2020, 11:22

სამართალი

ბახმაროსკენ მიმავალი ავტომობილი, რომლითაც ერთი ოჯახის 6 წევრი, მათ შორის 8 თვის ბავშვი მგზავრობდა, ხიდიდან გადავარდა

ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე, სოფელ ქვაბღასთან ავტოსაგზაო შემთხვება მოხდა. მერსედესის მარკის ავტომობილი, რომელშიც ერთი ოჯახის 6 წევრი იჯდა, მათ შორის 8 თვის ბავშვი, ხევში გადავარდა.

10 ივლისი 2020, 11:22

პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით სამინისტროში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით სამინისტროში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მედიატორთა რეესტრის შემადგენლობა დაამტკიცეს. მოხდა კომისიის 2020-2022 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცებაც და გეგმაში შემავალი სხვადასხვა საკითხების განხილვა. საუბარი შეეხო შრომის კანონმდებლობის რეფორმასაც.

გიორგი გახარია

10 ივლისი 2020, 11:21

საზოგადოება

გიორგი გახარია „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში წარდგენილ ცვლილებებზე: მედიის თვალსაზრისით, ეს არანაირ საფთხეს არ წარმოადგენს

„ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ, ის, რაც ქვეყანაში აქამდე ხდებოდა, ასეთი განუკითხაობა, ეს დასასრულებელია. ქვეყანაში არსებობს კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელზეც გარდა მისი მფლობელებისა, ასევე სახელმწიფოც პასუხისმგებელია. ამიტომ, იქედან გამომდინარე, სანამ ჩვენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მართვის სრულფასოვანი საკანონმდებლო ჩარჩო გვექნება, ჩვენ რა თქმა უნდა, მსგავს მიმართულებებზე უნდა ვიზრუნოთ“, - განაცხადა გახარიამ.

10 ივლისი 2020, 11:20

COVID19

ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას 23 პაციენტი აგრძელებს, მათგან 2 ახალია

„გუშინ გვყავდა 22 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა მხოლოდ ერთი, რომელიც გაეწერა დაგვემატა 2 ახალი შემთხვევა, ორივე ავტომანქანების მძღოლია, მათი მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია. სტაციონარში არსებული სიტუაცია უცვლელია, დაავადების პროგრესირება არც ერთ პაციენტთან არ შეინიშნება“, - აღნიშნა მარინა ეზუგაბიამ.

გიორგი გახარია

10 ივლისი 2020, 11:20

პოლიტიკა

გიორგი გახარია გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონპროექტზე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ამ ინიციატივის მიღება

„ეკოლოგიური საკითხები მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია. სწორედ ამიტომ, მთავრობის გუშინდელ სხდომაზე ეს საკითხი გავიდა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პარლამენტში მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიღება“.

გიორგი გახარია

10 ივლისი 2020, 11:12

ეკონომიკა

გიორგი გახარია: ვიწყებთ ახალ პროგრამას, რომელმაც შიდა ტურიზმი უნდა განავითაროს, ჩვენ ყველამ ერთად, ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო, საქართველო

„ჩვენ ვიწყებთ შიდა ტურიზმის მხარდაჭერას, ჩვენ ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო, ყველა ის ადგილი, რომელიც შესაძლებელია იყოს დავიწყებული, ჩვენს ოჯახის წევრებთან, შვილებთან ერთად, ხელახლა უნდა ვნახოთ ეს ყველაფერი, რათა როდესაც ტურიზმი სრულად აღდგება და უცხოელი სტუმრები ჩამოვლენ, საუკეთესო გიდი იყოს თითოეული ჩვენგანი და მოვუყვეთ ჩვენს სამშობლოზე“.

მარინა ეზუგბაია

10 ივლისი 2020, 11:11

COVID19

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 5 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია

5 ახალი შემთხვევიდან 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი საკარანტინო სივრციდან დადასტურებული შემთვევასთან კონტაქტი, ერთი შემთხვევის ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი გახარია

10 ივლისი 2020, 11:08

სამართალი

გიორგი გახარია შაქარაშვილის საქმეზე: ტრაგედიით სპეკულირება და პოლიტიკური მიზნებით გამოყენება, კატეგორიულად მიუღებელი და ამორალურია

გიორგი გახარიას თქმით, ახლა ყველას ამოცანაა, რომ გამოძიებას ხელი შევუწყოთ. „გამოძიება რომ დასრულდება და შედეგი იქნება, შემდეგ შეიძლება მისი ყველა მხრიდან შეფასება, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, ტრაგედიის სპეკულირება და გამოყენება რაღაც პოლიტიკური მიზნებით, ეს კატეგორიულად მიუღებელია. არასამართლიანი კი არა, ამორალურია ეს ყველაფერი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

10 ივლისი 2020, 11:07

COVID19

მექსიკაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7 280 ახალი შემთხვევა დადასტურდა

მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7 280 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 730 ადამიანი გარდაიცვალა.

გიროგი გახარია

10 ივლისი 2020, 11:01

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ზოგიერთი ჩვენი ვაიპოლიტიკოსის გამო, არის მცდელობები, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები ჩათრეულნი იყვნენ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებში

„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან ჩვენი ყველაზე ახლო სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები. მათი მხრიდან გამოხატული თითოეული საკითხი ჩვენთვის ყურადსაღებია, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ზუსტად ასე იყო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით“.

გიორგი გახარია

10 ივლისი 2020, 10:53

პოლიტიკა

გიორგი გახარია: საქართველოს პროგრესსა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას არაფერი ემუქრება

„ქართული ოცნებისთვის“ სიგნალი არის ის შეფასებები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ქართული დემოკარტიის განვითარების თვალსაზრისით საერთაშორისო პლატფორმებზე გაკეთებულა, მათ შორის ამერიკის მხრიდანაც, მათ შორის იგივე საკანონმდებლო ინიციატივაში ჩაწერილი ბევრი წარმატებული რეფორმის შეფასება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი გახარიას თქმით, უფრო მეტი კომუნიკაცია უნდა იყოს და უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ რა ხდება შიდა პოლიტიკურ კონტექსტში.

დონალდ ტრამპი

10 ივლისი 2020, 10:53

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: რადიკალმა მემარცხენეებმა ჯო ბაიდენს ტვინი გამოურეცხეს - აზრზე არ არის, რას აკეთებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რადიკალმა მემარცხენეებმა ჯო ბაიდენს ტვინი გამოურეცხეს. „ჯო ბაიდენს რადიკალი მემარცხენეები აკონტროლებენ. იგი აზრზე არ არის, რას აკეთებს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ტელეკომპანია Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში. მისივე თქმით, ჯო ბაიდენი ვერასდროს შეძლებს რადიკალ მემარცხენეებს წინააღმდეგობა გაუწიოს, თუნდაც მათ არ ეთანხმებოდეს. „ვფიქრობ, მას ტვინი გამოურეცხეს. არც კი იცის, სად არის, რას აკეთებს. ჩვენი ქვეყანა დაზარალდება. ჩვენი საფონდო ბირჟები ჩამოიშლება. ცუდი რამ მოხდება. პოლიციას დაფინანსებას შეუწყვეტენ. პოლიციას გააუქმებენ. შესაძლოა, ვენესუელის მსგავს ჯოჯოხეთად იქცეს ყველაფერი“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.

გიორგი გახარია

10 ივლისი 2020, 10:51

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს რომელი ნომერი ვიქნები, ახლა მთავარია სანიმუშო არჩევნები ჩავატაროთ

საარჩევნო სიაში მე ვიქნები ბოლო ნომერი. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელი ნომერი ვიქნები, გულწრფელად გეუბნებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

10 ივლისი 2020, 10:42

სამართალი

ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ფაქტზე კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მიეცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ფაქტზე, კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, კუთვნილ საამქროში აწარმოებდა თვისობრიობა შეცვლილ ხორცის ნახევარფაბრიკატებს.

10 ივლისი 2020, 10:33

COVID19

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 60 646 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 60 646 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

სან-პაულუ, კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო საფლავი

10 ივლისი 2020, 10:31

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 69 ათასს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ბრაზილიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი 42 907 ადამიანს დაუდგინეს, 1 199 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. ქვეყანაში ვირუსი უკვე 1 759 103 ადამიანს დაუდასტურდა, 69 254 ინფიცირებული გარდაიცვალა, 1 185 596 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

10 ივლისი 2020, 10:30

მსოფლიო

დიდ ბრიტანეთში ტერაქტების მომზადებაში ეჭვმიტანილები დააკავეს

9 ივლისს კი სასამართლომ მანამდე გამართლებულ ისლამისტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლო მიიჩნევს, რომ 27 წლის მოხიუსანატ ჩაუდჰარი, რომელიც ადრე Uber-ში მძღოლად მუშაობდა, მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმზე, ტურისტულ ავტობუსზე ან გეი-აღულმის მონაწილეებზე თავდასხმას გეგმავდა.

10 ივლისი 2020, 10:23

სპორტი

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერ ლიგაში რეკორდი დაამყარა

„მანჩესტერმა“ 3, ან მეტი ბურთის სხვაობით ინგლისის ჩემპიონატში, ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო, რაც პრემიერ ლიგის ყველა დროის რეკორდია, - ამის შესახებ ინფორმაციას ESPN ავრცელებს. ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდმა სტუმრად „ასტონ ვილას“ 3:0 მოუგო და გუნდის ფრანგმა ნახევარმცველმა პოლ პოგბამ წლევანდელ სეზონში სადებიუტო ბურთი გაიტანა. თითო გოლი კი მეისონ გრინვუდის და ბრუნო ფერნანდეშის ანგარიშზეა, რომელმაც თავი თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით გამოიჩინა. წლევანდელ სეზონში „იუნაიტედს“ ყველაზე მეტი, ცამეტი პენალტი დაუდეს, რაც ასევე საუკეთესო მაჩვენებელია.

ნათია თურნავა

10 ივლისი 2020, 10:17

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ხობში ჩინური ინვესტიციით საწარმოს პროექტი, პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია

„ხობში ჩინური ინვესტიციით პლატმასის გადამამუშავებელი საწარმოს პროექტი, პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია. პროექტი საგანგებო ვითარების პარალელურად მზადდებოდა, უახლოეს პერიოდში კი მშენებლობა დაიწყება. განხორციელდება 50 მილიონი ლარის ინვესტიცია და 400 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კომპანია „გლობალ რისაიქლინგის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.