IMEDI /  09 ივნისი 2020, 18:35 / სანდო წყარო

თორნიკე რიჟვაძე: კრიზისულ ეტაპზე მნიშვნელოვანი ინიციატივები განხორციელდა საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობისა და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით

თორნიკე რიჟვაძე

თორნიკე რიჟვაძე

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აჭარის უმაღლესი საბჭოს წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარდგა. თორნიკე რიჟვაძემ შეაჯამა COVID 19 -ის გავრცელების შეკავების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის მასშტაბით.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და აჭარაში შექმნილი რეგიონული შტაბის მუშაობის შედეგია ის, რომ დღეს რეგიონში ახალი ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გვაქვს. ბათუმი გამოცხადდა მწვანე ზონად.

„გაკეთდა მაქსიმუმი, რომ არც ერთი ადამიანი დარჩენილიყო ელემენტარული ზრუნვის გარეშე. არ დაგვიკლია რესურსი რომ ჩვენი მოქალაქეები მშვიდად გამოსულიყვნენ ამ პროცესიდან. კონკრეტული სტატეგია, რომელიც მიზნად ისახავდა შეჩერებას, გულისხმობდა ეპიდოლოგების და პროფესიონალების რეკომენდაციების გათვალისწინებას და ეკონომიკის აღდგენას“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბიუჯეტში 23 მლნ ლარი მობილიზდა. 7 300 000 ლარი გამოიყო საკარანტინე ზონების მოსაწყობად რეგიონში, რითაც 8600-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. საკარანტინე ზონები იყო შესაძლებლობა ეკონომიკური ზარალის წინაშე მდგომი სასტუმროებისთვის, შეენარჩუნებინათ პერსონალი და შესაბამისად ადამიანები არ დარჩენილიყვნენ უმუშევრად. აჭარის მთავრობის ჩართულობით არაერთი მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში.

აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახებისთვის 7000 სასურსათო კალათის შესაძენად 367 332 ლარი დაიხარჯა.

10 დღის განმავლობაში აეწყო ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო და მოეწყო როგორც კოვიდ-19 მართვის კლინიკა, რისთვისაც ჯანდაცვის სამინისტროდან გამოიყო 9 000 000 ლარი.

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმით მხოლოდ აჭარაში 6000 ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.

საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობისა და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით, კრიზისულ ეტაპზე სხვადასხვა ინიციატივა განხორციელდა, კერძოდ ინვესტორებისთვის ვალდებულები 6 თვით გადავადდა და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პირგასამტეხლოები არ დაეკისრათ.

მიუხედავად იმის, რომ აჭარა იყო განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე როგორც საზღვრისპირა რეგიონი ჯანდაცვის სამინისტრომ მოახერხა რომ კლინიკური მართვის ნაწილში აჭარა იყო სამაგალითო რისთვისაც მთავრობის თავმჯდომარემ ექიმებს მადლობა გადაუხადა.

ყველა სიახლე

კორონავირუსი სინჯარა

15 ივლისი 2020, 16:23

COVID19

სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

ნელი ხიზაშვილის ინფორმაციით, მცირეწლოვანი თელავში, ბავშვთა კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა, ამიტომ ექიმებმა ვირუსზე ტესტი ჩაუტარეს.

15 ივლისი 2020, 16:22

საზოგადოება

ირაკლი შოთაძე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე და გენერალური პროკურორის მოადგილე, ნათია მერებაშვილი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, რისტიან ურსეს შეხვდნენ. კრისტიან ურსეს საქართველოში სამუშაო ვადის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს პროკურატურის და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და მიმდინარე საერთო აქტივობებზე ისაუბრეს. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს​ მადლობა გადაუხადა მათ მიერ საქართველოს პროკურატურისთვის გაწეული დახმარებისთვის.

ირაკლი სესიაშვილი; რან გიდორი

15 ივლისი 2020, 16:15

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს რან გიდორს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩთან, რან გიდორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ელჩი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საქმიანობის სპეციფიკით დაინტერესდა.

კელი დეგნანი

15 ივლისი 2020, 16:13

პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო აჭარის რეგიონში კელი დეგნანის შეხვედრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ის საელჩო საქართველოში ელჩის, კელი დეგნანის აჭარის რეგიონში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საელჩოს ინფორმაციით, ბათუმში პირველი ვიზიტისას ელჩი დეგნანი შეხვდა განათლების სფეროს მოღვაწეებს, ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებსა და მთავრობის წარმომადგენლებს. მისმა ვიზიტმა დემონსტრირება მოახდინა შეერთებულ შტატებსა და აჭარას შორის არსებული მტკიცე კავშირის მასშტაბისა, რომელიც მოიცავს განათლების, ტურიზმის, ინფრასტრუქტურაში ინვესტირებისა და მრავალ სხვა სფეროს.

15 ივლისი 2020, 16:05

მსოფლიო

ინდოეთში წყალდიდობას ათობით ადამიანი ემსხვერპლა

ასამის შტატში სტიქიამ 2 მილიონ ადამიანზე მეტი დააზარალა. ძლიერმა წვიმამ ათასობით სოფელი დატბორა. წვიმის სეზონი წელიწადის ამ დროს ინდოეთში ჩვეული მოვლენაა, თუმცა ამჯერად მოსახლეობას სტიქიასთან გამკლავება კორონავირუსის პანდემიის ფონზე უწევს.

გიორგი ვაშაძე

15 ივლისი 2020, 16:04

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე ისნის მაჟორიტარულ ოლქში კენჭს, სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ნომრით იყრის

ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, გიორგი ვაშაძე ისნის მაჟორიტარულ ოლქში კენჭს სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ნომრით იყრის. ამ ინფორმაციას „ახალი საქართველოს“ ლიდერი არც უარყოფს და არც ადასტურებს. შესაბამის კითხვაზე ვაშაძემ ასე განაცხადა: „იმის მიხედვით, როგორც ჩამოვყალიბდებით, ისე გავაგრძელებთ ბრძოლას“.

კორონავირუსი ინდოეთი

15 ივლისი 2020, 16:03

COVID19

ინდოეთში კორონავირუსი კიდევ 29 429 ადამიანს დაუდასტურდა

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 29 429 შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 936 181-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 582 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 24 309-ს აღწევს. ამასთან, 600 000-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დათა ქაჯაია

15 ივლისი 2020, 15:57

სპორტი

დათა ქაჯაია საქართველოს საავტომობილო სპორტის ისტორიაში პირველად გამართული ვირტუალური ჩემპიონატის გამარჯვებულია

დათა ქაჯაია საქართველოს საავტომობილო სპორტის ისტორიაში პირველად გამართული ვირტუალური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. Georgian Digital Championship 2020 - საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის და კომპანია „სიმულექს რეისინგის“ ორგანიზებით ჩატარდა. მასში Bmw m235i - ტიპის ავტომობილებით 20-ზე მეტი მოყვარული და პროფესიონალი ავტომრბოლელი მონაწილეობდა. რბოლების სერია წრიულ რბოლაში გაიმართა, სადაც თითოეული რბოლის წესები საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის წრიული რბოლის რეგულაციების იდენტური იყო. ეტაპის განმავლობაში მონაწილეებმა საერთო ჯამში მსოფლიოს სხვადასხვა სიმულირებულ ავტოდრომზე 12 რბოლასა და 6 ეტაპში იასპარეზეს. საუკეთესო სიმ რეისერის ტიტული რეზო ბობოხიძეს ერგო.

მერაბ ხალვაში
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

15 ივლისი 2020, 15:53

საზოგადოება

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში გახდა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბსუ) რექტორი მერაბ ხალვაში გახდა. მას აკადემიური საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მერაბ ხალვაში ამ უნივერსიტეტის რექტორად მეორედ აირჩიეს. ის უნივერსიტეტს კიდევ 4 წელი უხელმძღვანელებს.

კახა კალაძე

15 ივლისი 2020, 15:52

პოლიტიკა

კახა კალაძის თქმით, არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციასაც ეკისრება

„ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებამ უნდა აიღოს. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ეკისრება ოპოზიციას, იმიტომ, რომ ისიც პოლიტიკის ნაწილია. ოპოზიციას აქვს პასუხისმგებლობა იმისა, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მიეცეს შესაძლებლობა თავისუფალ გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია. დღეს ყველაზე მეტად ხელისუფლების ინტერესშია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში და მივიღოთ მაღალი შეფასებები, როგორც ეს წინა არჩევნების პირობებში ხდებოდა“, - აღნიშნა მერმა.

ბექა დოჭვირი

15 ივლისი 2020, 15:48

პოლიტიკა

ბექა დოჭვირი: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების ძირითადი მიზანი ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაა

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების ძირითადი მიზანია, დაიცვას ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურა ამ დარგში, ასევე მომხმარებლის უფლებები და შემოიტანოს და დანერგოს საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებების აღსრულების ეფექტური მექანიზმი, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სადაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის პირველი მოსმენით კენჭისყრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

ფრენბურთი

15 ივლისი 2020, 15:48

სპორტი

მომავალ წელს საქართველო ფრენბურთში 18 წლამდე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

2022 წელს საქართველო ფრენბურთში 18 წლამდე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, - ამის შესახებ გადაწყვეტილება ლუქსემბურგში გამართულ ევროპის ფრენბურთის კონფედერაციის საბჭოს წევრთა სხდომაზე მიიღეს.

15 ივლისი 2020, 15:44

ეკონომიკა

Apple ირლანდიის საგადასახადო სამსახურის სასარგებლოდ €13 მილიონს აღარ გადაიხდის

მობილური ტელეფონების და კომპიუტერების მწარმოებელმა კომპანია Apple-მა ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო სარჩელი მოიგო. ამის შესახებ Business Insider წერს. გამოცემის ცნობით, მსოფლიო ბრენდი ირლანდიის საგადასახადო სამსახურის სასარგებლოდ €13 მილიონს აღარ გადაიხდის. ევროსასამართლომ, ამ საკითხზე ევროკომისიის მიერ 2016 წელს მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა.

ნათია თურნავა

15 ივლისი 2020, 15:42

რეგიონი

ნათია თურნავა: თუშეთზე უნიკალური ადგილი ბევრი არ მეგულება და ყველას მოვუწოდებ, ხელახლა აღმოვაჩინოთ ის, რაც ჩვენია, ვიმოგზაუროთ საქართველოში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა კამპანია „იმოგზაურე საქართველოსთვის“ ფარგლებში თუშეთში იმყოფება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, თუშეთზე უკეთესი და უნიკალური ადგილი ბევრი არ ეგულება დედამიწის ზურგზე და მან ყველას მოუწოდა, კიდევ უფრო აქტიურად იმოგზაურონ საქართველოში და საქართველოსთვის.„მე დღეს ვიმყოფები თუშეთში, კესელოს კოშკებთან - ამაზე უკეთესი და უნიკალური ადგილი ბევრი არ მეგულება დედამიწის ზურგზე და ყველას მოვუწოდებ, კიდევ უფრო აქტიურად იმოგზაურონ საქართველოში და საქართველოსთვის. ხელახლა აღმოაჩინონ ის, რაც ჩვენია. ესტუმრონ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს და მოუწოდონ ყველა თავის ნაცნობს, რომ იგივე მაგალითს მიბაძონ“, - აღნიშნა თურნავამ.

მამუკა გამყრელიძე

15 ივლისი 2020, 15:39

პოლიტიკა

მამუკა გამყრელიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ჩვენ შორის არავითარი უთანხმოება არ არსებობს

ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დრო სჭირდება რომ გადაწყვეტილება მიიღოს, ამაში გასაკვირი არაფერია, ყოველთვის იყო დეკლარირება იმისა, რომ ეს შეთანხმება ურყევია და ჩვენ ყველანი ვართ ამის ერთგულები, - ამის შესახებ მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრმა, მამუკა გამყრელიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მეგი დე ბლოკი

15 ივლისი 2020, 15:32

ტაბლოიდი

ბელგიის ჯანდაცვის მინისტრის უჩვეულო პირბადემ მედიის ყურადღება მიიპყრო

ბელგიის ჯანდაცვის მინისტრის, მეგი დე ბლოკის ახალმა პირბადემ მედიის ყურადღება მიიპყრო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. მეგი დე ბლოკი პარლამენტში მივიდა პირბადით, რომელზეც მისივე სახე იყო გამოსახული.

15 ივლისი 2020, 15:30

რეგიონი

ნათია თურნავა კამპანიის „იმოგზაურე საქართველოსთვის“ ფარგლებში თუშეთს ესტუმრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კამპანიის „იმოგზაურე საქართველოსთვის“ ფარგლებში დღეს თუშეთს ეწვია. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მან მონაწილეობა მიიღო გასტროტურში, რომელსაც ასევე დაესწრნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში გელა სამხარაული და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

ჟარო შეპერდი

15 ივლისი 2020, 15:29

სპორტი

შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი ჟარო შეპერდი 30 წლის ასაკში გარდაიცვალა

შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი ჟარო შეპერდი 30 წლის ასაკში გარდაიცვალა. შეპერდი პრომოუტერული ორგანიზაცია Conteders-ის ჩემპიონი იყო და უდიდესი მცდელობის მიუხედავად, ჟურნალისტებმა მისი სიკვდილის ნამდვილი მიზეზი ვერ დაადგინეს.

აჰმედ ოუიაჰია აბდელმალექ სელალი

15 ივლისი 2020, 15:24

მსოფლიო

ალჟირის 2 ყოფილ პრემიერს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ალჟირის ყოფილ პრემიერ-მინისტრებს, აჰმედ ოუიაჰიასა და აბდელმალექ სელალს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი Al Arabiya ავრცელებს. სასამართლომ გადაწყვეტილება ბიზნესმენ მუჰიდინ ტაჰკუტისთვის უკანონო პრივილეგიების მინიჭების საქმეზე გამოიტანა. მანამდე აჰმედ ოუიაჰიასა და აბდელმალექ სელალს 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა კორუფციის გამო მიესაჯა.

ფრანჩესკო აჩერბი

15 ივლისი 2020, 15:23

სპორტი

„ლაციოს“ ფეხბურთელი ფრანჩესკო აჩერბი „სასუოლოსთან“ შეხვედრის შემდეგ კლუბის ექიმს, ივო პულჩონის ფიზიკურად დაუპირისპირდა

„ლაციოს“ ფეხბურთელი ფრანჩესკო აჩერბი „სასუოლოსთან“ შეხვედრის შემდეგ კლუბის ექიმს, ივო პულჩონის ფიზიკურად დაუპირისპირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას La Gazzeta Dello Sport ავრცელებს. გასახდელში მომხდარ დაპირისპირებაში ფიზმომზადების მწვრთნელ ფაბიო რიპერტი და მისი ასისტენტი ჯორჯო გასპარინიც მონაწილეობდა. კონფლიქტი საბოლოოდ საქმეში გუნდის მთავარი მწვრთნელის სიმონე ინძაგის ჩარევის შედეგად დარეგულირდა, რომელიც სავარაუდოდ ჩხუბის მონაწილეებს მკაცრად დასჯის.