IMEDI /  16 ივნისი 2020, 15:04 / სანდო წყარო

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ხილის სარეალიზაციო საბითუმო ბაზარი გაიხსნა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ხილის სარეალიზაციო საბითუმო ბაზარი გაიხსნა. დღეიდან ფერმერებს ატმის, ვაშლატამას, გარგარისა და სხვადასხვა ხილის გაყიდვის შესაძლებლობა ადგილზე ექნებათ.

კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ბაზრის ტერიტორიაზე მკაცრად კონტროლდება ჯანდაცვის უწყებების მიერ დადგენილი რეგულაციები. მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებს უტარდებათ დეზინფექცია, მძღოლები კი გადიან თერმოსკრინინგს.

ხილის საბითუმო ბაზარი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა დაათვალიერეს. სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ წელს ფერმერებს ატმისა და ვაშლატამას რეალიზაციის არ გაუჭირდეთ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმის კრეფა ატიურ ფაზაში შედის.

ყველა სიახლე

06 ივლისი 2020, 14:51

სამართალი

თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ გაიზიარა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა და ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე - ი.ქ.-ს, ო.კ-ს. და ვ.ჯ.-ს, ხოლო დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულებს - ი.ქ.-ს და ო.კ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ქუთაისის „ტორპედო“

06 ივლისი 2020, 14:48

სპორტი

ქუთაისის „ტორპედომ“ წლევანდელ გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა

ქუთაისის „ტორპედომ“ საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული საფეხბურთო ლიგის 2020 წლის გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ვლადიმერ ხაჩიძისა და მიხეილ აშვეთიას მომზადებულმა გუნდმა სტუმრად თბილისის „მერანი“ 2:0 დაამარცხა.

06 ივლისი 2020, 14:46

COVID19

კორონავირუსის გამო დიდ ბრიტანეთში 13 უნივერსიტეტი გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა

კორონავირუსის პანდემიის გამო დიდ ბრიტანეთში 13 უნივერსიტეტი და კოლეჯი გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. აღნიშნულს საგადასახადო კვლევების ინსტიტუტის ანგარიში ცხადყოფს.

06 ივლისი 2020, 14:45

COVID19

რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ საცურაო აუზებმა მომხმარებელთა მიღებამდე

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, თუ რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ საცურაო აუზებმა, რომ მომხმარებელთა მიღებისა და მომსახურების ნებართვა მიიღონ.

ბრესტის „დინამოს“ 11 ფეხბურთელი კორონავირუსიტ ინფიცირებულია

06 ივლისი 2020, 14:39

COVID19

ბრესტის „დინამოს“ 11 ფეხბურთელს ტესტირებისას კორონავირუსი დაუდასტურდათ

ბრესტის „დინამოს“ საკადრო პრობლემები შეექმნა. გუნდის 11 ფეხბურთელს კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი აქვს „Tribuna“-ს ინფორმაციით, მეკარე სერგეი იგნატოვიჩი, ნახევარმცველები რომან იუზეპჩუკი და ალექსანდრ გოიოკი ბრესტის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ.

ბექა ფერაძე

06 ივლისი 2020, 14:39

ეკონომიკა

ბექა ფერაძე: რეგულარული რეისების აღდგენა ეპიდსიტუაციაზე დამოკიდებული

რეგულარული რეისების აღდგენა ეპიდსიტუაციაზე დამოკიდებული, საკოორდინაციო საბჭო ამ საკითხზე ყოველდღიურად მსჯელობს - შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, ამ ეტაპისთვის რეგულარული რეისები 31 ივლისამდეა შეჩერებული.

ირაკლი ჩიქოვანი

06 ივლისი 2020, 14:32

COVID19

ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, როგორ ხდება არასრულწლოვნების კარანტინში განთავსება

საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა არასრულწლოვნების კარანტინში განთავსებასთან დაკავშირებით. მოგახსენებთ, რომ განთავსება ხდება ყოველი კონკრეტული შემთხვევის თავისებურებების გათვალისწინებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რესპუბლიკური საავადმყოფო

06 ივლისი 2020, 14:27

საზოგადოება

რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსით ინფიფიცირებულების გარდა სხვა პაციენტებსაც მიიღებს

რესპუბლიკური საავადმყოფო მუშაობის ჩვეულ რეჟიმზე გადადის. როგორც სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა, კოვიდ ინფიფიცირებულების გარდა საავადმყოფო სხვა პაციენტებსაც მიიღებს და გეგმიური ოპერაციებიც ჩატარება. ამის წინაპირობა კი ქვეყანაში შემსუბუქებული ეპიდვითარება გახდა.

ბექა ფერაძე

06 ივლისი 2020, 14:25

COVID19

ბექა ფერაძემ განმარტა, თუ რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ სავარჯიშო დარბაზებმა გახსნის უფლების მისაღებად

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, თუ რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ სავარჯიშო დარბაზებმა, რომ მომხმარებელთა მიღებისა და მომსახურების ნებართვა მიიღონ.

ირაკლი ჩიქოვანი

06 ივლისი 2020, 14:20

COVID19

ირაკლი ჩიქოვანი: შედეგები, რომელიც დღეს გვაქვს, მიღწეულია თანმიმდევრული მოქმედებებით

ზომების შემსუბუქებები აუცილებელია განხორციელდეს ყველა იმ რეკომენდაციისა და პროტოკოლის დაცვით, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს, ვინაიდან ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ის შედეგები, რომელიც დღეს გვაქვს, მიღწეულია თანმიმდევრული მოქმედებებით - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.

06 ივლისი 2020, 14:14

COVID19

პირველად 78 დღის განმავლობაში ფიჯიზე კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა

პირველად 78 დღის განმავლობაში ფიჯიზე კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა. როგორც ფრანგული გამოცემა Le Figaro აღნიშნავს, 66 წლის მამაკაცს, რომელიც ინდოეთიდან დაბრუნდა, ექიმებმა კორონავირუსის დაუდგინეს.

რან გიდორი: დავით სონღულაშვილი

06 ივლისი 2020, 14:12

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი ისრაელის სრულუფლებიან ელჩს, რან გიდორს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი ისრაელის სრულუფლებიან ელჩს, რან გიდორს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს.

06 ივლისი 2020, 14:11

საზოგადოება

უახლოეს დღეებში საქართველოში შიდა ავიარეისები აღდგება

შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უახლოეს დღეებში აღდგება შიდა ავიარეისები. საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს PCR ტესტირებების პროცესის მიმდინარეობა, ქვეყანაში არსებული სიმძლავრეები და კლინიკების რესურსები. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 953 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 830 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 15 ადამიანი.

06 ივლისი 2020, 14:04

COVID19

დღეიდან შვეიცარიაში საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, დღეიდან შვეიცარიაში საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Guardian-ი ავრცელებს.

06 ივლისი 2020, 14:04

რეგიონი

ბაკურიანში წყლის დებიტის გაზრდის მიზნით წყლის სისტემის რეაბილიტაციის დამატებითი სამუშაოები იწყება

კურორტზე არსებულ ვითარებას და სათავე ნაგებობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის მოადგილე თამაზ გამცემლიძე და დარგის სპეციალისტები.

06 ივლისი 2020, 14:02

COVID19

საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რომლებიც დადგენილ რეგულაციებს დააკმაყოფილებენ - გაიხსნება

საცურაო აუზები და სპორტდარბაზები შრომის ინსპექციის შემოწმების შემდეგ გაიხსნება, - აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

06 ივლისი 2020, 14:02

საზოგადოება

ცნობილია ავიარეისების განრიგი, რომელიც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს დააბრუნებს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდა ავიარეისების განრიგი, რომელსაც საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები - Wizz air-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ.

06 ივლისი 2020, 13:59

რეგიონი

სვანეთში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი კონტროლს ექვემდებარება

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს 20 მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი აქრობს. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, თუმცა სამუშაოებს, ქარი, ძლიერი სიცხე და რელიეფი ართულებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ეკა ბესელია

06 ივლისი 2020, 13:57

პოლიტიკა

ეკა ბესელია: დავით ჭაკუას ხელმძღვანელობით, ციხეში სისასტიკე საკუთარი თვალით მაქვს ნანახი

მე იმ პერიოდში ვეწეოდი საადვოკატო საქმიანობას. ვიცავდი ადამიანებს, რომლებიც უსამართლოდ და უკანონოდ იმყოფებოდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, არაადამიანურ პირობებში, წამების ქვეშ, - აცხადებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია.

06 ივლისი 2020, 13:52

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი ნიდერლანდების სამეფოს სრულუფლებიან ელჩს, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი ნიდერლანდების სამეფოს სრულუფლებიან ელჩს, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. მათივე განმარტებით, შეხვედრისას მხარეებმა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრეს, ასევე მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე.