imedi /  01 ივლისი 2020, 14:42 / სანდო წყარო

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ამბულატორიებში განსათავსებელი აღჭურვილობის შესყიდვაზე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს

ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე

პირველადი ჯანდაცვის სფეროს გაუმჯობესება მოქალაქეებს ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალებას მისცემს. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ სენაკში, სასწრაფოს ახალი შენობის გახსნაზე განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პროცესის ფარგლებში უკვე გარემონტდა 400-მდე ამბულატორია.

„თქვენ იცით, რომ უკვე გარემონტებული არის 400-მდე ამბულატორია. ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს უკვე ძალიან აქტიური მოლაპარაკებები იმ აღჭურვილობის შესყიდვაზე, რომელსაც ვგეგმავთ, რომ განვათავსოთ თითოეულ ამბულატორიაში, იმისთვის რომ გავაუმჯობესოთ სოფლის ექიმების სამუშაო გარემო, ასევე ავამაღლოთ მათი პროფესიონალიზმი. ჩვენ ასევე გვაქვს ძალიან აქტიურად მზადება იმ კურსებისთვის, რომლებითაც მოვახდენთ ჩვენი ექიმების უწყვეტი სამედიცინო განათლების მობილიზებას და გააქტიურებას. ჩვენს მოქალაქეებს კი ამით მივცემთ საშუალებას, საქართველოს ნებისმიერ გეოგრაფიულ ერთეულში მიიღონ ყველა ის საჭირო სამედიცინო მომსახურება, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი საჭიროებს და იმსახურებს“, - აღნიშნა მინისტრმა.

ყველა სიახლე

სერგი კაპანაძე

15 ივლისი 2020, 14:14

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე: შემოტანილი კანონპროექტით, მარეგულირებელი შეუზღუდავ ძალაუფლებას იღებს ტელეკომუნიკაციის სფეროში

შემოტანილი კანონპროექტით, მარეგულირებელი შეუზღუდავ ძალაუფლებას იღებს ტელეკომუნიკაციის სფეროში. იღებს ისეთ უფლებებს, რომელიც შეუძლებელია, რომ ნეგატიურად არ აისახოს ამ ბაზარზე. იღებს უფლებას, რომ სასამართლოს კონტროლის გარეშე შევიდეს კომპანიაში და შეიყვანოს დროებითი მმართველი, - ამის შესახებ სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

ძაღლები კორონავირუსი

15 ივლისი 2020, 14:10

COVID19

ჩილეში ძაღლებს კორონავირუსის ყნოსვით დადგენას ასწავლიან

როგრამაში 4 ძაღლი მონაწილეობს - 3 ოქროსფერი რეტრივერი და 1 ლაბრადორი. მათი ასაკი 4-5 წელს შორის მერყეობს. ისინი აქამდეც სამართალდამცველებთან ერთად მუშაობდნენ და ნარკოტიკების, ასაფეთქებელი ნივთიერებების და დაკარგული ადამიანების პოვნაზე არიან გაწვრთნილები.

15 ივლისი 2020, 14:09

COVID19

აშშ-მექსიკის საზღვარზე გადაადგილების დროებითი შეზღუდვა 30 დღით გახანგრძლივდება

მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-მექსიკის საზღვარზე გადაადგილების დროებითი შეზღუდვა 30 დღით გახანგრძლივდება.

პაატა დავითაია

15 ივლისი 2020, 14:02

პოლიტიკა

„ძალა ერთობაშიას“ განცხადებით, კვოტებზე საუბარი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ დაწყებულა

„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდების პასუხად, მისი პოლიტიკური პარტნიორები ირწმუნებიან, რომ კვოტებზე საუბარი მიხეილ სააკაშვილის გუნდთან არც კი დაწყებულა, რადგან პარტია ერთობის წევრებთან თაიმაუტის რეჟიმში იმყოფება.

სოფო კილაძე

15 ივლისი 2020, 13:56

პოლიტიკა

სოფო კილაძე: „ქართული ოცნების“ გუნდს არ უნდა, რომ მედიასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშანი დარჩეს

„იმიტომ გვაქვს ჩვენ სამი მოსმენა, რომ თუ რამე პრობლემური საკითხი იქნება, სამი მოსმენის ფარგლებში დავამუშაოთ და საბოლოო ჯამში ისეთ კანონპროექტს ვუყაროთ კენჭი, რომელიც იქნება მაქსიმალურად დახვეწილი. ვფიქრობ, რომ ამ კანონპროექტზე ბევრმა ადამიანმა იმუშავა იმისთვის, რომ დახვეწილი სახით იყოს წარმოდგენილი. საბოლოო ჯამში, ჩვენ გვაქვს ინსტიტუციურად გამართული კანონპროექტი, რომელიც არ დატოვებს არც ერთ კითხვის ნიშანს და მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ამ პროექტზე იმუშავა. წინა საარჩევნო პერიოდში არ უნდა დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი მედიაში მედიათავისუფლების შესაძლო შეზღუდვასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

ბექა ნაცვლიშვილი

15 ივლისი 2020, 13:50

პოლიტიკა

„დამოუკიდებელი დეპუტატების“ ფრაქცია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს

პრობლემა იცით რაშია, ჩვენ არ გვაქვს გარანტია იმისა, რომ მთავრობა სახელმწიფოს მიერ მინიჭებულ ბერკეტებს გამოიყენებს კეთილსინდისიერად. ეს ჩარევა არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი, ამიტომ ვემხრობი კერძო ინტერესის მოტივაციას, - ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

15 ივლისი 2020, 13:47

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ყველა სექტორის კონტროლი გრძელდება, რომელმაც პანდემიის შემდეგ საქმიანობის გაგრძელების ნებართვა მიიღო

თუ ჩვენ არ დავიცავთ ყველა რეკომენდაციას, რომელსაც ეპიდემიოლოგების პარალელურად გასცემს შრომის ინსპექცია, ნამდვილად გვექნება მეორე ტალღა და ეს იქნება გაცილებით უფრო მძიმე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განუცხდა.

ლევან ბეჟაშვილი ნაციონალური მოძრაობა

15 ივლისი 2020, 13:42

პოლიტიკა

ლევან ბეჟაშვილი: „ძალა ერთობაშია“ როგორც ბრენდი „ნაცმოძრაობას“ ეკუთვნის

„ერთობა შექმნილია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, როგორც ბრენდი ეკუთვნის „ნაციონალურ მოძრაობას“ და ბუნებრივია იქ სადაც იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, იქნება გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია.საუბარი გვაქვს პარტნიორებთან იმაზე რომ ნაწილი შემოგვიერთდება ბლოკის სახით ჩვენს მოძრაობას, ნაწილი სიაში იქნება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათ შევთავაზოთ კონკრეტული წინადადებები და მათაც მოვუწოდებთ მხოლოდ თანამდებობზე და პარტიულ ნომერზე აქცენტის გაკეთება არ იქნება მართებული, როცა საუბარია საერთო ოპოზიციურ მოძრაობაზე. მოლაპარაკებებისას ადგილი პროპორციულ სიაში, თანამდებობები და ასე შემდეგ ჩვეულებრივი მოვლენაა, ეს პირველად არ ხდება, მაგრამ სხვა გამოწვევაა დღეს - ეს არის ერთობის შენარჩუნება", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ნინო ლომჯარია

15 ივლისი 2020, 13:42

საზოგადოება

ნინო ლომჯარია პრეზიდენტის განცხადებაზე: არ ვიცი ერთი ერთზე იქნება თუ ჯგუფურად, ძალადობა არის ძალადობა და ეს არის კრიმინალი

„არ ვიცი ერთი ერთზე იქნება თუ ჯგუფურად, ძალადობა არის ძალადობა და ეს არის კრიმინალი. რა თქმა უნდა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საჯარო პირების განცხადებებს და შეფასებებს. არ უნდა მოვახდინოთ არც ერთი ერთზე და არც ჯგუფური ძალადობის რომანტიზება. ძალიან მნიშვნელოვანია რა გზავნილებს გაავრცელებენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ამ საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს მესიჯი ასე აღიქმება, რომ თუ ერთი ერთზე იყო დაპირისპირება, ეს უფრო მისაღებია ან ჯდება ქართულ ტრადიციებში. ეს მსოფლმხედველობა არის შესაცვლელი. ჩვენს საზოგადოებაში არის შესაცვლელი წარმოდგენები იმასთან დაკავშირებით, რომ ძალადობა ერთი ერთზე იქნება თუ ჯგუფური, ეს არის კრიმინალი, მიუღებელია და ვაჟკაცობა გამოიხატება არა ძალადობაში ან თუნდაც ფიზიკურ დაპირისპირებაში, არამედ სხვა ღირებულებებში - სამშობლოს სიყვარულში, დაჩაგრულის დაცვაში და ა.შ.“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ჯო ბაიდენი

15 ივლისი 2020, 13:41

COVID19

ჯო ბაიდენი: სიტუაცია იმდენად რთულადაა, რომ დონალდ ტრამპმაც კი გადაწყვიტა, პირბადე ატაროს

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი კორონავირუსთან ბრძოლაში გადადგმული ნაბიჯებისთვის გააკრიტიკა.

ბექა დოჭვირი

15 ივლისი 2020, 13:31

პოლიტიკა

ბექა დოჭვირი: კომისიას დროებითი მმართველის დანიშვნა შეუძლია, როდესაც ირღვევა ქვეყნის ეკონომიკური ინტერესები

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის რედაქცია, რომელიც დღეს დეპუტატების წინაშეა წარდგენილი, ასახავს დაინტერესებული მხარეების შენიშვნებს და მოსაზრებებს, რომლებიც საკომიტეტო მოსმენების დროს გამოითქვა, კერძოდ ახალ რედაქციაში დავიწროვდა პრინციპები, რა დროსაც კომისიას დროებითი მმართველის დანიშვნა შეუძლია, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ბექა დოჭვირი

15 ივლისი 2020, 13:22

პოლიტიკა

ბექა დოჭვირი: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის რედაქცია დაინტერესებული მხარეების შენიშვნებსა და მოსაზრებებს ასახავს

დროებითი მმართველის ინსტიტუტი გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარგში ოპერირებადი კომპანია არ შეასრულებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე, 27-ე მუხლს, ან 34-ე და 35-ე მუხლებს, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ბექა დოჭვირმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას განიხილავენ.

ბენქსი ვირთხები

15 ივლისი 2020, 13:22

კულტურა

ლონდონის სატრანსპორტო სამსახურმა მეტროში განთავსებული ბენქსის ახალი გრაფიტი წაშალა

კორონავირუსის პანდემიის თემისადმი მიძღვინილი ნამუშევრის შექმნის პროცესის ამსახველი ვიდეო ანონიმმა მხატვარმა Instagram-ზე ცოტა ხნის წინ ატვირთა.

15 ივლისი 2020, 13:11

ეკონომიკა

Startup World Cup-ის რეგიონალურ ღონისძიებას საქართველო უმასპინძლებს

30 ივლისს, Startup Connect ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და „თიბისი ბანკის“ პროგრამა „სტარტაპერთან“ ერთად, საქართველო პირველად უმასპინძლებს მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური სტარტაპ შეჯიბრის - „Startup World Cup”-ის რეგიონალურ ღონისძიებას - „Black Sea and Beyond Regional Competition”, - ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

15 ივლისი 2020, 13:03

სამართალი

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღებაში ბრალდებულ თურქეთის მოქალაქეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღებაში და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა, შენახვაში ბრალდებული - თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს.ბ. დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს.ბ-მ, 2019 წლის 7 და 11 დეკემბერს, უკანონოდ შეიძინა, შეინახა და საქართველოს მოქალაქეზე გაასაღა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 3,232 გრ. ნარკოტიკული საშუალება „3,4“ მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი (მდმა).

15 ივლისი 2020, 13:02

პოლიტიკა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგიონების მასშტაბით მაჟორიტარების ნაწილი შეარჩია

„ქრონიკის“ ინფორმაციით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგიონების მასშტაბით მაჟორიტარების ნაწილი უკვე შეარჩია. კერძოდ, გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარულ ოლქში ლევან ბეჟაშვილი იბრძოლებს, თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის ოლქში - გიორგი ბოტკოველი. ქუთაისის მაჟორიტარულ ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება, ქვემო ქართლის ერთ-ერთ ოლქში კი - დავით კირკიტაძე. არსებული ინფორმაციით, ზუგდიდის ოლქში, მაჟორიტარობისთვის მურთაზ ზოდელავა იბრძოლებს. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.

ეკატერინე ტიკარაძე

15 ივლისი 2020, 13:01

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე: კლინიკების მიმართ დავალიანება არ გვაქვს, სახელმწიფო მათ მიერ შესრულებულ სამუშაოს ანაზღაურებს

სახელმწიფოს კლინიკების მიმართ დავალიანება არ აქვს, სახელმწიფო კლინიკების მხრიდან შესრულებულ სამუშაოს ანაზღაურებს, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების კითხვას, კლინიკების მიმართ არსებული დავალიანების შესახებ.

თხილი

15 ივლისი 2020, 12:57

საზოგადოება

სურსათის სააგენტო მეთხილე ფერმერებს მოუწოდებს, დაავადებების წინააღმდეგ წამლობა სქემის მიხედვით ჩაატარონ

მცენარეთა დაცვის სპეციალისტები მეთხილე ფერმერებს მოუწოდებენ, ნარგავებში აგროსამუშაოები დროულად და გეგმის მიხედვით ჩაატარონ, - ამის შესახებ აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. სააგენტოს ინფორმაციით, ბიოლოგიური ციკლის გათვალისწინებით, ამ პერიოდში აღინიშნება აზიური ფაროსანას ზაფხულის პირველი თაობის მესამე-მეოთხე ასაკის ინდივიდები, რომლებსაც თხილის მოსავლის დაზიანება შეუძლიათ.

კორონავირუსი ავსტრალია

15 ივლისი 2020, 12:57

COVID19

ავსტრალიის პოლიცია თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს, შემოწმებაზე მისულ ოფიცრებს კარი ჩაცმულებმა გაუღონ

სამართალდამცველების თქმით, უკვე რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა შემოწმებაზე მისულ პოლიციელებს კარს შიშველი ადამიანები უღებდნენ.

არჩილ თალაკვაძე

15 ივლისი 2020, 12:45

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ბიუროს სხდომაზე ვერ ვხედავ იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსის პიკის დროს პარლამენტის მუშაობას ითხოვდნენ

ბიუროს სხდომაზე ვერ ვხედავ იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსის პიკის დროს გვსაყვედურობდნენ, პარლამენტი რატომ არ მუშაობსო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. „რიგგარეშე სესია გადატვირთულია. პირველ რიგში, მადლობას გიხდით კომიტეტებს. გუშინ ღამის პირველ საათზე დასრულდა კომიტეტის ბოლო სხდომა. სხვათა შორის, ბიუროს სხდომაზე ვერ ვხედავ იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსის პიკის დროს გვსაყვედურობდნენ, პარლამენტი რატომ არ მუშაობსო და ახლა გვსაყვედურობენ, პარლამენტი ამდენ კანონპროექტზე რატომ მუშაობსო“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.