imedi /  10 ივლისი 2020, 12:17 / სანდო წყარო

ნინო წილოსანი: სახელმწიფო მუდმივად უწევს მონიტორინგს და რეალურად წინ დგამს ნაბიჯებს გარემოს დაცვის მიმართულებით

ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრები, კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანის ინიციატივით, მორიგი მონიტორინგის მიზნით, კაზრეთს ეწვივნენ, სადაც RMG Copper-სა და RMG Gold-ის საწარმოო ტერიტორიები დაათვალიერეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში კომიტეტის წევრებთან ერთად, არიან საზოგადოებრივი გაერთიანება „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ და ორგანიზაცია „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმების“ წარმომადგენლები, ორი წლის წინ შეიქმნა და მისი მიზანი იყო კომპანია RMG-ის ოპერირების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის შესწავლა და ამ ზიანის აღმოფხვრის მიზნით, კომპანიის მიერ ჩასატარებელი სამუშაოების განსაზღვრა.

კომპანიის მიერ გარემოსადმი წლების განმავლობაში მიყენებული ზიანი რომ სერიოზული იყო, ამაზე მეტყველებს სამუშაო ჯგუფის მიერ მოძიებული ინფორმაციები და კვლევებიც, რომლის საფუძველზეც კომპანიას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მიწერილობის ფორმატით, განესაზღვრა შესაბამის ვადაში განსახორციელებელი სამუშაოები: ეს შეეხება როგორც წყლის მონიტორინგს, ასევე გამწვანების და ეკოლოგიის მიმართულებას, მტვერდამჭერ სისტემებს, გზის საფარის მოწყობას, რომელიც საბოლოო ჯამში ეკოლოგიაზე ახდენს გავლენას. აღნიშნული მიწერილობის ფარგლებში არსებული ღონისძიებების დამთავრების წლად განსაზღვრულია 2020 წელი.

კომპანია გარემოსდაცვით პროგრამას სწორედ პარლამენტის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის მუდმივი მონიტორინგის ქვეშ ახორციელებს და სამუშაო ჯგუფის ეს სტუმრობაც აღნიშნული მონიტორინგის ნაწილს წარმოადგენს.

სამუშაო ჯგუფის წევრებს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მიწერილობის ფორმატით განსაზღვრული, უკვე შესრულებული პროექტები RMG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ ადგილზე დაათვალიერებინა და მიაწოდა ინფორმაცია წყლის, ნიადაგის და ჰაერის დაცვის კუთხით განხორციელებული გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა დაათვალიერეს საოპერაციო ტერიტორიები, მადნეულის კარიერის რამდენიმე სანაყარო და საყდრისის უბანი, ინფრასტრუქტურა, გაეცნენ წარმოების პროცესს და რეკულტივაციის სამუშაოებს. კომპანიის მიერ შესრულებულია ისეთი სამუშაოები, რომლებიც უკავშირდება წყლის შემკრებ ავზებს და გამწმენდ რეზერვუარებს, მტვრის შემაკავებელს და გამფილტრავ ნაგებობებს, ტერასებს, რომლებიც როგორც შრომის უსაფრთხოების, ასევე ეკოლოგიური მიზნით არის გაკეთებული და სხვა.

კომპანიის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, დღეისათვის მდინარეების - კაზრეთულას და მაშავერას დამაბინძურებელი წყაროები ფაქტობრივად აღმოფხვრილია, წყლის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. პროგრამის ფარგლებში მოეწყო როგორც შემკრები, ასევე საავარიო სარეზერვო აუზები, საამქროში მტვრის კონცენტრაციის შესამცირებლად სავენტილაციო ქსელი, აქტიურად მიმდინარეობს რეკულტივაციის პროცესი ნიადაგის დაცვის მიზნით. წლის ბოლოსთვის დაგეგმილია ქიმიური გამწმენდი ნაგებობის დასრულება, რომლის მსგავსიც მთელ კავკასიაში არ იქნება და რომელიც სანიაღვრე მძიმე მეტალებით დაბინძურებულ წყალს გაწმენდს.

პასუხისმგებლობის მიწერილობის ფორმატით განსაზღვრული პროგრამა წელს მთავრდება, თუმცა როგორც კომპანიაში აცხადებენ, გარემოს დაცვით ღონისძიებებს მომავალშიც დაუთმობენ ყურადღებას.

როგორც კომპანიის გარემოსდაცვითი დირექტორი მიხეილ კვარაცხელია აცხადებს, 2020 წლის ბოლოსთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ კომპანიისთვის მიწერილობით განსაზღვრული ყველა ღონისძიება შესრულებული იქნება. მისივე თქმით, ძალიან ბევრი გაკეთდა მდინარეების - მაშავერასა და კაზრეთულას დაბინძურების აღმოსაფხვრელად, დასკვნითი ეტაპი არის წყლის ქიმიური გამწმენდი დანადგარების მონტაჟი, რის შემდეგაც უკვე მდინარე ფოლადაურიც მთლიანად იქნება დაცული ნებისმიერი სახის დაბინძურებისაგან, რომელიც პოტენციურად კომპანიისგან მოდის და, შესაბამისად, მდინარეების საკითხი ბოლომდე მოგვარებული იქნება. განხორციელდა რამდენიმე პროექტი ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიმართულებითაც და გარემოში მავნე გაფრქვევები მინიმუმამდე იქნა დაყვანილი.

კომპანია არემჯიმ გარემოსდაცვითი პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე სავარაუდოდ 30-40 მილიონამდე ლარი დახარჯა.

საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის ფორმატში, მისი წევრები ამ ორი წლის განმავლობაში მუდმივად ახორციელებდნენ გასვლით შეხვედრებს და კომპანიის საწარმოო ტერიტორიაზე გარემოსდაცვითი თვალსაზრისით აწარმოებდნენ მონიტორინგს.

სამუშაო ჯგუფის წევრის, საყდრისის კომიტეტის წევრის ნინო ბურჭულაძის განცხადებით, კომპანიამ გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მართლაც დიდი მასშტაბის სამუშაოები განახორციელა.

„2018 წლიდან საპარლამენტო სამუშაო საპარლამენტო ჯგუფის ფარგლებში ჩვენ მონიტორინგს ვუწევთ არემჯის გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულებას. მინდა გითხრათ საყდრისის კომიტეტი ამ ორი წლის განმავლობაში არსად წასულა და ჩვენ, ფაქტობრივად, ისევ ბრძოლის ველზე დავრჩით და თითქმის ყოველკვირეულ რეჟიმში ვაკვირდებით აქ გარკვეულ პროცესებს ეკოლოგიასთან მიმართებაში. გასულ წლებს თუ შევადარებთ, მე ვიტყოდი შედარებაც არ შეიძლება, იმდენი რამეა გაკეთებული. ფაქტობრივად, დასასრულისკენ მიდის წყლის დაბინძურების საკითხის გადაწყვეტა. ასევე გარკვეული შედეგები გვაქვს მტვერთან დაკავშირებითაც,“ - განაცხადა ნინო ბურჭულაძემ. მისივე თქმით, რა თქმა უნდა, გარკვეული პრობლემები რჩება, ბუნებრივია ყველაფერი უცბად ვერ მოგვარდებოდა, ამიტომაც კომპანიაზე მონიტორინგის გაგრძელებას მომავალშიც აპირებენ. ამასთანავე, იგი იმედს გამოთქვამს, რომ წლის ბოლოსთვის დასრულდება ყველა ის სამუშაო, რომელიც კომპანიას ვალდებულებად აქვს აღებული.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანის შეფასებით, კომპანიის მიერ გარემოს დაცვის მიმართულებით ჩატარებული სამუშაოები ბოლო ორი წლის განმავლობაში არის საკმაოდ მასშტაბური და უმნიშვნელოვანესი ადგილობრივი ეკოსისტემისთვის.

მისივე თქმით, მიწერილობით გათვალისწინებული ყველა სამუშაო გარემოს დაცვის მიმართულებით დაწყებულია და ხშირ შემთხვევაში დასრულებულიც, თუმცა არის მიმდინარე პროექტები, იგივე გამწმენდ ნაგებობებთან დაკავშირებით, რაც აუცილებელია მდინარეში ჩამდინარე მჟავე წყლების ფაქტორის გამოსარიცხად, უბრალოდ პანდემიის პერიოდში კომპანიამ ვერ განახორციელა გარკვეული სამუშაოები, რასაც კომიტეტი და სამუშაო ჯგუფი ობიექტურ ფაქტორად მიიჩნევენ, თუმცა ამ სამუშაოების განხორციელების საკითხს ყურადღების მიღმა არ დატოვებენ.

„აქ თვალნათლივ ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანი და მასშტაბური სამუშაოებია ჩატარებული. ვგულისხმობ როგორც ჩამომდინარე წყლების კუთხით ავზების მოწყობას, ასევე გამწმენდ ნაგებობებს და შემდეგ უკვე ამ წყლის მეორად გამოყენებას. ამასთანავე, სამუშაოებს უსაფრთხოების კუთხით, სანაყარეების დატერასებას, ჰაერის დაბინძურების კუთხით ჩატარებულ სამუშაოებს, როგორც საწარმოო ნაწილში ფილტრების დამონტაჟებას, ასევე გზების დაბინძურების კუთხით, მორწყვასთან დაკავშირებით ჩატარებულ სამუშაოებს.

ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ მიწერილობით გათვალისწინებული ყველა სამუშაო გარემოს დაცვის მიმართულებით დაწყებულია, ხშირ შემთხვევაში დასრულებულია, თუმცა არის მიმდინარე პროექტები იგივე გამწმენდ ნაგებობებთან დაკავშირებითაც, რაც ძალიან აუცილებელი იყო მდინარეში ჩამდინარე მჟავე წყლების ფაქტორის გამოსარიცხად, უბრალოდ პანდემიის პერიოდში კომპანიის მხრიდან ვერ მოხერხდა გარკვეული სამუშაოების ჩატარება, რასაც კომიტეტი და სამუშაო ჯგუფი ძალიან ობიექტურ ფაქტორად მივიჩნევთ, თუმცა ჩვენი მხრიდან მოხდება მუდმივი მონიტორინგი ამ სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით.

სექტემბერში ველოდებით აუდირებულ დასკვნას კომპანიის მხრიდან რამდენი მილიონი ლარის სამუშაოები ჩატარდა. სიტყვიერად მათ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ დაახლოებით 40 მლნ-მდე ლარის სამუშაოები განხორციელდა გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოსაფხვრელად, რაც საქართველოს მასშტაბით, მძიმე ინდუსტრიაში ჩართული კომპანიების მხრიდან გაწეული ფინანსური დანახარჯების კუთხით, საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტორია“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ნინო წილოსანის თქმით, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სახელმწიფო, როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლება სამოქალაქო სექტორთან ერთად მუდმივად უწევს მონიტორინგს და რეალურად წინ დგამს ნაბიჯებს გარემოს დაცვის მიმართულებით.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ როდესაც წლის ბოლოს კომპანია დაწყებულ პროექტებსაც ბოლომდე განახორციელებს, სახეზე უკვე ხელშესახები შედეგები იქნება.​

ყველა სიახლე

04 აგვისტო 2020, 14:32

საზოგადოება

კორონავირუსის გამო ბაგა-ბაღები მუშაობას ახალი რეგულაციებით განაახლებენ

„ამ ეტაპზე ზოგადი მოთხოვნები, როგორიც არის დისტანცია, სადენზიფექციო სამუშაოების განხორციელება ეს იქნება შესაბამისად მოთხოვნა, რაც შეეხება ზოგადად სხვა პროტოკოლურ მოთხოვნებს, ეს უახლოეს დროში კერძო და სახელმწიფო სექტორთან შეთანხმებით იქნება დაზუსტებული, მათ შორის ბავშვების რაოდენობაც“, - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ.

04 აგვისტო 2020, 14:24

რეგიონი

რაჭაში, სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას მოძრავი სასურსათო მაღაზიები მოემსახურება

რაჭაში სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას მოძრავი სასურსათო მაღაზიები მოემსახურება. პროდუქციის ტრანსპორტირება გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების დახმარებით ხდება. ამ დროისთვის უკვე აღდგენილია რეგულარული ფრენაც.

04 აგვისტო 2020, 14:20

საზოგადოება

თეონა თამაზაშვილი: აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა გვითხრა, რომ საქმეში FBI-ის ჩართვა სახელმწიფომ უნდა მოითხოვოს

„ჩავთვლი, რომ ეს ძალიან დიდი მიღწევა იყო ჩემთვის, ამასაც არ ველოდით, რომ ვინმე წარმომადგენელი შეგვხვდებოდა. როგორც მითხრეს, ელჩი კელი დეგნანი არ იმყოფება ამ წუთას ადგილზე, - ეს განცხადება მედიასთან თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა გააკეთა.

04 აგვისტო 2020, 14:17

საზოგადოება

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ხვალ გურამ შარაძის მიერ დაარსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმი გაიხსნება

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში ხვალ ქართული ემიგრაციის მუზეუმი გაიხსნება. როგორც ეროვნულ ბიბლიოთეკაში აცხადებენ, ქართული ემიგრაციის მუზეუმი 1994 წელს პროფესორმა გურამ შარაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დააარსა. მას ბოლო წლებში გადაწყვეტილი ჰქონდა, საბოლოოდ მუზეუმს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაედო ბინა. მეცნიერის სიცოცხლეში ეს ვერ განხორციელდა, საქმე მისმა მკვლელობამ შეაფერხა. მამის სურვილის შესრულება გურამ შარაძის ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ ითავა.

ვახტანგ გომელაური

04 აგვისტო 2020, 14:04

სამართალი

ვახტანგ გომელაურმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან თათბირი გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, შალვა ბედოიძე.

04 აგვისტო 2020, 14:02

COVID19

ფილიპინებზე 24 საათში COVID-19-ის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ფილიპინების ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში COVID-19-ის 6 352 შემთხვევა დააფიქსირა. მონაცემები უწყების Facebok-ზეა ხელმისაწვდომი. 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 11 ადამიანი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით 112 593 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან ლეტალურად 2 115 შემთხვევა დასრულდა.

თემურ მიქელაძე

04 აგვისტო 2020, 13:59

COVID19

თემურ მიქელაძე: ბავშვებს კორონავირუსი შედარებით მსუბუქად გადააქვთ, მაგრამ მისი სუპერ გამავრცელებლები არიან

„ყველას აქვს სოფელი, ამიტომ მშობლებს შეუძლიათ ბავშვები ნებისმიერ სოფელში გაიყვანონ. სწორი კვებით და ცხოვრების ჯანსაღი წესით ნებისმიერ სეზონზე ჩვენ ავიცილებთ ხშირ ავადობას, გავაძლიერებთ ბავშვის იმუნიტეტს. თუ ბავშვი არ იღებს ხილს, შეგვიძლია ორცხობილა ხილთან ერთად შევაზავოთ და ისე მივცეთ, რადგან ასეთ საკვებს უფრო მიირთმევენ“, - განაცხადა პედიატრმა.

ფაუერჩაინა/სინოჰიდრო

04 აგვისტო 2020, 13:53

ეკონომიკა

Powerchina/Sinohydro-ში აცხადებენ, რომ მზად არიან, ხულო-ზარზმის რთული პროექტის ხარისხიანად შესრულებაზე პასუხისმგებლობა აიღონ

კომპანიამ Powerchina/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა. კომპანია სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42 მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოს შეასრულებს. ამ ეტაპზე კომპანიასა და სამინისტროს შორის ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები მიმდინარეობს.

04 აგვისტო 2020, 13:50

ეკონომიკა

ნათია თურნავა: „შტადლერი“ დავარწმუნეთ, რომ საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია მათი ბიზნესის გაფართოებისთვის

უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის“ ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის“ მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ ფრანცენი. ასევე სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.

04 აგვისტო 2020, 13:32

COVID19

გერმანიაში სკოლები გაიხსნა

გერმანიაში სკოლები გაიხსნა და მოსწავლეებს შედარებით მოკლე სასწავლო დღეები ექნებათ. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, საკლასო ოთახებში მოსწავლეების დასაშვები რაოდენობა. ასევე, განახლდება ცხრილები, რათა სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს დერეფნებში ერთმანეთთან ნაკლები შეხება ჰქონდეთ.

ნაზი ჯანეზაშვილი  რან გიდორი

04 აგვისტო 2020, 13:30

საზოგადოება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნაზი ჯანეზაშვილმა რან გიდორს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უმასპინძლა.

04 აგვისტო 2020, 13:28

ეკონომიკა

აუქციონზე 70 მილიონი ლარის 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2020 წლის 4 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 146 560 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.000 პროცენტით, მაქსიმალური 8.350 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.308 პროცენტით განისაზღვრა.

04 აგვისტო 2020, 13:26

ეკონომიკა

აუქციონზე 20 მილიონი ლარის 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2020 წლის 4 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო რვა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 63 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.250 პროცენტით, მაქსიმალური 8.300 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.274 პროცენტით განისაზღვრა.

ბექა ფერაძე

04 აგვისტო 2020, 13:15

საზოგადოება

ბექა ფერაძე: 150-მდე გეგმური ინსპექტირება განხორციელდა, დაჯარიმდა 33 რესტორანი და 18 ბაზარი

დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 150-მდე გეგმური ინსპექტირება განხორციელდა. შემოწმდა 91 რესტორანი და დაჯარიმდა 33 ობიექტი, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ განუცხადა. მისი თქმით, გამოწვევები არსებობს, თუმცა დადებითია დინამიკა, რომელიც ბოლო დღეებში ფიქსირდება.

04 აგვისტო 2020, 13:14

საზოგადოება

ჩუღურეთის რაიონში, ნინოშვილის N7-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები დასრულდა

ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ნინოშვილის N7-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მონოლითური რკინა-ბეტონით სახლის საძირკველი და კედლები კაპიტალურად გამაგრდა. დასრულებული სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სამუშაოები, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა. გამგეობის ბიუჯეტიდან აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად 37,00 ლარი დაიხარჯა.

04 აგვისტო 2020, 12:58

COVID19

ინფექციონისტი: კორონას მეორე ტალღა ჩვეულებრივ გრიპს თუ დაერთვება, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დამძიმდება

„მეორე ტალღის დაწყებას არ გამოვრიცხავ. მაშინ, როდესაც დასასვენებლად წასული მოსახლეობა ქალაქში დაბრუნდება, სკოლებში სწავლა დაიწყება, არ არის გამორიცხული ამ დროს დაიწყოს მეორე ტალღა. თუ ჩვეულებრივ გრიპს ზედ დაერთვება კორონავირუსი, მდგომარეობა ძალიან გართულდება. ამიტომ მოსახლეობას მასობრივი იმუნიზაციისკენ მოვუწოდებ.“, - აღნიშნა ინფექციონისტმა.

04 აგვისტო 2020, 12:55

ეკონომიკა

კვლევა: BAG ინდექსით დასაქმების ბარომეტრი გაუმჯობესდა, თუმცა კვლავ ნეგატიურია

BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების მოლოდინი დასაქმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. BAG-ის დასაქმების ბარომეტრი, რომელიც მომდევნო სამი თვის განმავლობაში ასოციაციის წევრების მიერ დასაქმების სავარაუდო ცვლილებას ასახავს, 2020 წლის მეორე კვარტლის ბოლოს ჩატარებული კვლევის საფუძველზე, კვლავ უარყოფითია. თუმცა, აღნიშნული მაჩვენებელი პირველ კვარტალთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და -2.8 ქულა შეადგინა.

ყვითელი ამკრძალავი ლენტი

04 აგვისტო 2020, 12:41

სამართალი

ნაძალადევის რაიონში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე ერთ-ერთ ბინაში ქურდობის ფაქტი მოხდა

ნაძალადევის რაიონში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე ახლადაშენებულ ერთ-ერთი კორპუსის ბინაში ქურდობის ფაქტი მოხდა. დაზარალებულის განცხადებით, მან ბინა სავარაუდოდ, ნახევარი საათით დატოვა, როდესაც უკან დაბრუნდა, კარი გაღებული დახვდა.

04 აგვისტო 2020, 12:38

საზოგადოება

პროექტის „აღმოაჩინე ქართული გასტრონომია“ ფარგლებში 7 ვიდეო-სახელმძღვანელო შეიქმნა

საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია, The USAID Economic Security Program-ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „აღმოაჩინე ქართული გასტრონომია“. ამ პროექტის მთავარი მიზანი გასტრონომიული ტურიზმის მხარდაჭერა და წახალისებაა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია ავრცელებს.

04 აგვისტო 2020, 12:36

რეგიონი

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ბეგლარ ხოზრევანიძის ოჯახი აქციას მართავს

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ბეგლარ ხოზრევანიძის ოჯახი და ახლობლები აქციას მართავენ. ბეგლარ ხოზრევანიძე 27 ივნისს დააკავეს. დაკავებულის ადვოკატის თქმით, არსებობს ვიდეო ჩანაწერები, სადაც ჩანს დაპირისპირება და ის, რომ თავად პოლიციელი გია გოგოლაძე ესხმის თავს მოქალაქეს და სცემს.