www.imedi /  12 ივლისი 2020, 19:49 / სანდო წყარო

ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად მაშველებმა მდინარე რიონში ხანდაზმული კაცის ცხედარი იპოვეს

რიონი სამძებრო სამუშაოები

სამტრედიაში, ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად მაშველებმა, მდინარე რიონში, 72 წლის კაცის ცხედარი იპოვეს.

ოჯახის ინფორმაციით, კაცი 9 ივლისს გაუჩინარდა. საღამოს სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარ უნახავთ.

მოგვიანებით, მისი ტანსაცმელი რიონის ნაპიროზე იპოვეს. სწორედ ამის შემდეგ მდინარეში საძიებო სამუშაოები დაიწყო, რომელშიც სამტრედიისა და ქუთაისის სამაშველო ბრიგადები იყო ჩართული.

ყველა სიახლე

ანზორ ერქომაიშვილი ოზურგეთი

09 აგვისტო 2020, 18:27

კულტურა

ოზურგეთში ხვალ ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილეს აღნიშნავენ

იუბილეზე გამოიფინება ანზორ ერქომაიშვილის ცხოვრების და შემოქმედების ამსახველი ფოტოარქივი. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია.

ბეშარ ბუტროს ალ-რაჰი

09 აგვისტო 2020, 18:27

მსოფლიო

ლიბანის მარონიტული ეკლესიის პატრიარქი ბეირუთში მომხდარ აფეთქებაზე: ესაა დანაშაული კაცობრიობის წინაშე

ლიბანის ქრისტიანულ-მარონიტული ეკლესიის პატრიარქი, ბეშარ ბუტროს ალ-რაი, ხუთი დღის წინ, ბეირუთში მომხდარ აფეთქებას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს უწოდებს. პატრიარქი აცხადებს, რომ მომხდარი საერთაშორისო გამოძიების საგანი უნდა გახდეს.

სალომე ზურაბიშვილი

09 აგვისტო 2020, 18:17

საზოგადოება

პრეზიდენტი: საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც ზოგ ტელევიზიას უნდა, რომ აჩვენოს

„მე სხვაგანაც მიცხოვრია და ზუსტად ვიცი, რა არის კრიმინალური მდგომარეობა, რაც ყველგან ხდება, სამწუხაროდ. ეს არის თანამედროვე მსოფლიოს სენია და აქ ისეთი არაფერი ხდება, რაც სხვაგან არ ხდება. საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც ზოგ ტელევიზიას უნდა, რომ აჩვენოს. და მგონი, ის არის ძალიან მძიმე, როცა ქვეყანაში ტელევიზიებიდან მხოლოდ ეს გვესმის დილიდან საღამომდე. ეს ჩვენს ახალგაზრდობასა და მათ ფსიქიკაზე ძალიან ცუდად აისახება. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც ადამიანებს ასეთ დაძაბულ მდგომარეობაში ვაცხოვრებთ. ვფიქრობ, ყველამ ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ, ცოტა დავწყნარდეთ, ყველაფერს ცოტა დისტანციაზე შევხედოთ. არ უნდა დავუშვათ კრიმინალური მდგომარეობის გაუარესება, მაგრამ ეს მონსტრი არ უნდა გავხადოთ, როგორიც არ არის ამ ქვეყანაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მარკ ცუკერბერგი

09 აგვისტო 2020, 18:15

ეკონომიკა

Facebook-ის გენერალური დირექტორის, მარკ ცუკერბერგის ქონებამ $100 მილიარდს გადააჭარბა

Facebook-ის გენერალური დირექტორის, მარკ ცუკერბერგის ქონებამ $100 მილიარდს გადააჭარბა. როგორც Independent-ი იუწყება, ცუკერბერგის ქონების მკვეთრი ზრდა მისმა განცხადებამ განაპირობა, რომლის თანახმადაც ის აპირებს, ვიდეო პლატფორმის შექმნას, რომელიც TikTok-ის პირდაპირი კონკურენტი იქნება. 36 წლის მარკი Facebook-ის 13 პროცენტს ფლობს.

09 აგვისტო 2020, 17:50

მსოფლიო

სამხრეთ კორეაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა

სამხრეთ კორეაში, 46-დღიანი გადაუღებელი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერებს, სულ მცირე, 30 ადამიანი ემსხვერპლა. 11 პროვინციიდან და სხვადასხვა ქალაქიდან 5 900-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებულია. 4 600-მდე იძულებით გადაადგილებული ამ დრომდე თავშესაფრებშია.

09 აგვისტო 2020, 17:23

რეგიონი

აბაშაში ქართული ხალხური ცხენოსნობის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი იმართება

აბაშის მუნიციპალიტეტის საცხენოსნო იპოდრომზე, ქართული ხალხური ცხენოსნობის დღისადმი ფესტივალი იმართება. ტურნირი ერთდღიანია და მასში სხვადასხვა კუთხის საცხენოსნო კლუბების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კორონავირუსი საქართველო

09 აგვისტო 2020, 17:18

COVID19

გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე ტესტირების მეორე ეტაპი დაიწყო

„დავიწყეთ მეორე ეტაპი ფართომასშტაბიანი ტესტირების. ჯამში ამ დროისთვის მთლიანად არის დაახლოებით 1 500-ზე მეტი ნიმუში აღებული. ნაწილი უკვე ჩატანილია და ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებულია. ჯერჯერობით გვაქვს 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა. რა თმა უნდა, ეპიდემიოლოგები უკვე მუშაობენ, გამოვლენილია კონტაქტები, რომლებიც, შესაბამისად, გადასულები არიან საკარანტინო სივრცეებში, ხოლო პაციენტი გადაყვანილია შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში“, - აღნიშნა ბეგაშვილმა.

09 აგვისტო 2020, 17:13

საზოგადოება

გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ნახშირღელეს კვანძამდე 10 აგვისტოს მოძრაობა შეიზღუდება

გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ნახშირღელეს კვანძამდე 10 აგვისტოს მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

09 აგვისტო 2020, 17:05

პოლიტიკა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

პრესისა და პოლიტიკის სამმართველოს მიერ გამოქვეყნებული ტექსტის თანახმად, მაიკ პომპეოს უწყება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას გმობს და მოსკოვს აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

საიმონ ქაუელი

09 აგვისტო 2020, 16:57

ტაბლოიდი

საიმონ ქაუელი ელექტრო ველოსიპედიდან გადმოვარდა და ხერხემალი დაიზიანა

საიმონ ქაუელი ელექტრო ველოსიპედიდან გადმოვარდა და ხერხემალი დაიზიანა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. საიმონის სპიკერის განმარტებით, 60 წლის მუსიკოსი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია უტარდება. სპიკერის თქმით, საიმონი თავს კარგად გრძნობს და საიმედო ხელში იმყოფება. საიმონი ფართო აუდიტორიისთვის The X Factor-იდან და Britain's Got Talent-იდანაა ცნობილი.

09 აგვისტო 2020, 16:51

მსოფლიო

ინდოეთში მეწყერს, სულ მცირე, 29 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ-დასავლეთ ინდოეთში, იდუკის დასახლებაში, მეწყერს, სულ მცირე, 29 ადამიანი ემსხვერპლა. გადაუღებელი წვიმების გამო, მიწის მასა 7 აგვისტოს ჩამოიშალა, თუმცა, სამძებრო და სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე შეფერხებულია.

09 აგვისტო 2020, 16:33

COVID19

დღე-ღამეში მსოფლიოში კორონავირუსს 5 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 721 ათასს გადააჭარბა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 721 594 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ვირუსით კი 19 432 244 ადამიანი დაინფიცირდა.

09 აგვისტო 2020, 16:31

მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს ღამურამ უკბინა

„მას შემდეგ, რაც წინასაარჩევნო ტურის დასაწყისში ღამურამ მიკბინა, სიფრთხილე გამოვიჩინე და ცოფზე აცრას გავიკეთებ“, - დაწერა ჯორგენსონმა.

09 აგვისტო 2020, 16:19

მსოფლიო

მინსკში „დოჟდის“ ჟურნალისტები დააკავეს

ბელარუსის დედაქალაქში „დოჟდის“ 2 ჟურნალისტი, ვლადიმერ რომენსკი და ვასილი პოლონსკი, ასევე ოპერატორი ნიკოლაი ანტიპოვი დააკავეს. პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის სბეტლანა ტიხანოვკაიას შტაბის წარმომადგენლის განცხადებით, ჟურნალისტები მას შემდეგ დააკავეს, რაც კანდიდატს ქუჩაში გამოელაპარაკნენ.

ნაგასაკი

09 აგვისტო 2020, 16:13

მსოფლიო

იაპონიაში 75 წლის წინ ატომური დაბომბვის შედეგად დაღუპულები გაიხსენეს

75 წლის წინ, 9 აგვისტოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბ-29 ტიპის ბომდამშენმა Bockscar-მა, ნაგასაკიში ატომური ბომბი „მსუქანა“ (Fat Man) ჩააგდო. დაიღუპა 74 000 ადამიანი.

09 აგვისტო 2020, 15:53

რეგიონი

2020 წლის ივლისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 213 ფაქტი გამოვლინდა

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი, 77 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 49 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთში - 26, აჭარაში - 15, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 14, შიდა ქართლში -11.

09 აგვისტო 2020, 15:52

რეგიონი

ბიზნესომბუდსმენი ზუგდიდში კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ბიზნესომბუდსმენი ზუგდიდში კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა შეხვედრის მთავარი თემა კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ეკონომიკური საქმიანობის მდგრადი აღდგენა და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეგულაციებს შეეხებოდა.

09 აგვისტო 2020, 15:38

საზოგადოება

თბილისში, ალექსანდრეს ბაღსა და ორბელიანის მოედანზე ადგილობრივი ნაწარმისა და მეორეული ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

ალექსანდრეს ბაღსა და ორბელიანის მოედანზე ადგილობრივი ნაწარმისა და მეორეული ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ორდღიანი ღონისძიების მხარდამჭერი თბილისის მერია იყო. გამოფენა გაყიდვაში ხელოვანებთან ერთად მეწარმეებიც მონაწილეობდნენ.

09 აგვისტო 2020, 15:36

რეგიონი

ე.წ. „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ოცნების ქალაქის მოსახლეობისთვის ბინების გადასაცემად საჭირო კრიტერიუმების დოკუმენტზე კომისიამ მუშაობა დაიწყო. ამ ეტაპზე აჭარის სამთავრობო კომისიის მუშაობაში მონაწილეობს იუნისეფი, წითელი ჯვარი და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი. სამუშაო პროცესში დაახლოებით 120 ადამიანია დასაქმებული.

09 აგვისტო 2020, 15:35

რეგიონი

დაცული ტერიტორიების თანამშრომლები პირველადი სამედიცინო დახმარების კურსს გადიან

დაცული ტერიტორიების თანამშრომლები გადაუდებელ სიტუაციაში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სასწავლო კურსს გადიან. ამჯერად ტრენინგი მარტვილისა და ოკაცეს კანიონების ადმინისტრაციის გიდების, რეინჯერებისა და ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტებისთვის ჩატარდა.