www.imedi /  12 ივლისი 2020, 20:13 / სანდო წყარო

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე გაზგაყვანილობის მილი გასკდა

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე გაზის მილი დაზიანდა. შემთხვევა ერთერთ მშენებარე კორპუსთან ახლოს მოხდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში imedinews-ს განუცხადეს, უსაფრთხოების მიზნით ადგილზე ბრიგადა იყო გასული.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის გაზსადენი გადაკეტილია, რის გამოც ბუნებრივი აირი შეუწყდებათ ინასარიძისა და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.

ყველა სიახლე

მიხეილ ჩხენკელი

11 აგვისტო 2020, 13:27

რეგიონი

მიხეილ ჩხენკელი: ოზურგეთის თეატრის სრული რეაბილიტაცია ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა და შედეგად გვაქვს ბრწყინვალე შენობა, სადაც თანამშრომლებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი

„ოზურგეთის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სრული რეაბილიტაცია ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა და შედეგად გვაქვს ბრწყინვალე შენობა, სადაც ყველა პირობაა შექმნილი მსახიობების, რეჟისორებისა და ყველა თანამშრომლისთვის. მინდა ყველა მათგანს მივულოცო ახალი შენობა და შემოქმედებითი წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, თეატრისმოყვარულები აქ დიდი ინტერესით ივლიან, რათა შესანიშნავი სპექტაკლები იხილონ“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ეროვნული ბანკი

11 აგვისტო 2020, 13:22

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგებს აქვეყნებს

ბანკის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

11 აგვისტო 2020, 13:13

COVID19

ჯანმოს დირექტორის თქმით, გლობალური ვაქცინაციისთვის 100 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, გლობალური ვაქცინაციისთვის 100 მილიარდზე მეტი დოლარი იქნება საჭირო. ამის შესახებ მან ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

11 აგვისტო 2020, 13:04

საზოგადოება

კრწანისის რაიონში შვიდი სკვერი მოეწყო

კრწანისის რაიონში შვიდი სკვერი მოეწყო. მათგან ხუთი ორთაჭალაში, ორი კი ფონიჭალაში მდებარეობს. გორგასალის ქუჩა N39, N41, N91, N111-შიდა გულიას ქუჩაზე, ავტოსადგურის მიმდებარედ ახალი რეკრეაციული სივრცეები იმ ტერიტორიებზე განთავსდა, სადაც აქამდე მოსახლეობისთვის დასასვენებელი სივრცეები საერთოდ არ არსებობდა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

სვეტლანა ტიხანოვსკაია

11 აგვისტო 2020, 12:51

მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოვსკაია ბელარუსიდან წასვლაზე: არავის ვუსურვებდი ასეთი არჩევანის წინაშე ყოფნას

ვიცი, რომ ბევრი გამიგებს, ბევრი გამაკრიტიკებს, ზოგიერთი კი შემიძულებს, მაგრამ არავის ვუსურვებდი ასეთი არჩევანის წინაშე ყოფნას, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რითაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის დატოვებას გამოეხმაურა.

ქვევრი

11 აგვისტო 2020, 12:41

რეგიონი

„ჯუსოს მეღვინეობამ“ თიბისის მხარდაჭერით სოფელ შილდაში ვენახები გააშენა

ლაშა ხვედელიძე საოჯახო მარანს პაპის ტრადიციების დაცვით და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად უძღვება, - ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ავრცელებს. „ჯუსოს მეღვინეობა“ არტიზანულ, ნატურალურ ქვევრის ღვინოს აწარმოებს ქართული ტრადიული წესით და მომხმარებელს რამდენიმე სახის ღვინოს სთავაზობს, მათ შორის არის რქაწითელი, მწვანე, საფერავი და ცოლიკოური.

ვახტანგ გომალაური

11 აგვისტო 2020, 12:34

საზოგადოება

ვახტანგ გომელაური: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღარ განმეორდეს ის დიდი უბედურება, რაც 2008 წელს თავს დაგვატყდა

„2008 წლის აგვისტო საქართველოსთვის უმძიმესი იყო, დაიღუპნენ ჩვენი მეგობრები, შვილები, ძმები. ახლა მშობლები დგანან მემორიალთან და სიტყვებიც არ მყოფნის რითი ვანუგეშო ეს ადამიანები, ეს დღე მათთვის, ყველა ქართველისთვის მძიმეა. ამ გმირების სახელებზე და გმირობაზე უნდა იზრდებოდეს მომავალი თაობა, ჩვენი შვილები. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღარ განმეორდეს ის დიდი უბედურება, რაც 2008 წელს თავს დაგვატყდა“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

11 აგვისტო 2020, 12:33

სპორტი

მაიკლ ჩენდლერმა ბრძოლაში კონორ მაკგრეგორი გამოიწვია

შერეული ორთაბრძოლების ამერიკელმა მებრძოლმა, მაიკლ ჩენდლერმა ბრძოლაში ​კონორ მაკგრეგორი გამოიწვია. ორგანიზაცია „ბელატორის“ ერთ-ერთი უძლიერესი წარმომადგენლის განცხადებით, ის მაკგრეგორს ორ რაუნდში დაამარცხებს და მან UFC-ის ირლანდიელ მებრძოლს ზედმეტად თვითდაჯერებული ადამიანი უწოდა, რომელსაც ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლია.

დიდი ბრიტანეთი

11 აგვისტო 2020, 12:31

ეკონომიკა

ბრიტანეთში დასაქმების მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

დიდ ბრიტანეთში დასაქმების მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 2020 წლის მეორე კვარტალში სამსახური 220 000-მა ადამიანმა დაკარგა. ბოლოს დასაქმებულთა რიცხვის ასეთი შემცირება 2009 წელს, მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს დაფიქსირდა. სტატისტიკური მონაცემებით, ამ მხრივ ყველაზე მეტად პანდემიის დროს დაზარალდნენ 24 წლამდე პირები და ის დასაქმებულები, რომლებიც საპენსიო ასაკს უახლოვდებიან.

ნათია თურნავა

11 აგვისტო 2020, 12:26

COVID19

ნათია თურნავა: გვაქვს საკმარისი რესურსი, რომ ვიზიტორები განვათავსოთ როგორც მესტიაში, ასევე ქვეყნის სხვა რეგიონებში

„მოსახლეობასთან საუბრისას, ჩვენ ყოველთვის ვიმეორებთ, რომ კორონავირუსი არსად გამქრალა და ეპიდემია არ დაგვიმარცხებია. ჩვენ ვისწავლეთ ეპიდემიის ეფექტური მართვა. მესტიაში უკვე შევარჩიეთ 20 სასტუმრო, აღვრიცხეთ ვიზიტორები და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საკარანტინო სივრცეებში მათი გეგმაზომიერი გადაყვანა მოხდეს. საკარანტინო სივრცეები მოეწყო როგორც უშუალოდ მესტიის მუნიციპალიტეტში, ასევე დანარჩენ საქართველოშიც. გვაქვს ამისთვის საკმარისი რესურსი,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მესტიის მუნიციპალიტეტში შექმნილი ვითარების შესახებ.

11 აგვისტო 2020, 12:24

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: რამდენადაც ტრაგიკული იყო შინდისის გმირების აღსასრული, იმდენად დიდი იყო მათი თავდადება ქვეყნის წინაშე

შინდისის ბრძოლის გმირები გაიხსენეს ბათუმში. აჭარის მთავრობის წევრებმა და საჯარო პირებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 2008 წლის ომში დაღუპულ გმირებს. „დღეს ჩვენ ვიხსენებთ აგვისტოს ომის ყველაზე გამორჩეულ ჯარისკაცებს, შინდისის გმირებს. რამდენადაც ტრაგიკული იყო მათი აღსასრული, იმდენად დიდი გმირობა და თავდადება გამოიჩინეს მათ ქვეყნის წინაშე. ესაა ნამდვილი მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი პატრიოტი“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

ტიმ კუკი

11 აგვისტო 2020, 12:13

ეკონომიკა

Apple-ს ხელმძღვანელი ტიმ კუკი მილიარდერი გახდა

კომპანია Apple-ს ხელმძღვანელი ტიმ კუკი მილიარდერი გახდა. ამის შესახებ Bloomberg წერს. კუკი შეუერთდა კომპანიების ხელმძღვანელების ელიტალურ კლუბს, რომელთაც არ დაარსეს კომპანიები, მაგრამ მათმა კაპიტალმა $1 მილიარდი შეადგინა. ამასთან გამოცემა არ ასახელებს თუ რა მოცულობის კაპიტალს ფლობს კუკი.

ვახტანგ გომელაური

11 აგვისტო 2020, 12:11

თავდაცვა

ვახტანგ გომელაური: 2008 წლის ომის შემდეგ ჩვენი გმირების გვამები ისევ ტყეებში ესვენა და თბილისში კონცერტები იმართებოდა, რას ზეიმობდნენ?!

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლება ოკუპაციის შედეგების საპასუხოდ, მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს.

გრიგოლ ლილუაშვილი

11 აგვისტო 2020, 12:09

საზოგადოება

გრიგოლ ლილუაშვილი: შინდისის ბრძოლა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკული ფურცელია, რომელსაც არასდროს დავივიწყებთ

„დიდება მათ სახელებს, მათ მაგალითზე მომავალი თაობა უნდა აღიზარდოს. ეს არის ჩვენთვის, ყველასთვის მძიმე დღე, მათი სულების უკვდავსაყოფად ყოველ წელს უნდა ჩამოვიდეთ და მათ ხსოვნას პატივი უნდა მივაგოთ“, - აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ვახტანგ გომელაური

11 აგვისტო 2020, 12:07

სამართალი

ვახტანგ გომელაური: ახალქალაქში მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, დამნაშავეების იდენტიფიცირება მოხდება

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, ადამიანი, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა, დაკავებულია. მისივე თქმით, გამოძიება გრძელდება და შემდგომი დაპირისპირების მონაწილეების იდენტიფიცირება მოხდება.

მარია შარაპოვა

11 აგვისტო 2020, 12:02

სპორტი

მარია შარაპოვამ კრივში ვარჯიში დაიწყო

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა სოციალურ ქსელში ატვირთა ვიდეო, სადაც პლაჟზე მისი წვრთნის პროცესია ასახული და ვიდეო-რგოლმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

სოხუმის დინამო

11 აგვისტო 2020, 12:02

სპორტი

სოხუმის „დინამოს“ ქალთა გუნდმა ახმეტის „თუშეთს" 8:0 სძლია

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით სოხუმის ქალთა საფეხბურთო გუნდმა „დინამომ“ ქალთა ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში ასპარეზობა დაიწყო. სოხუმის „დინამო“ ახმეტის „თუშეთს" 8:0 მოუგო და ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქალთა გუნდებს შორის 2020 წლის სეზონი ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში გაიხსნა, ჩემპიონატში 14 გუნდი მონაწილეობს.

კორონავირუსი რუსეთი

11 აგვისტო 2020, 11:55

COVID19

რუსეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 900 ათასს უახლოვდება

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 4 945 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 897 599-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 130 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 15 131-ს აღწევს. ამასთან, 703 175 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რობერტ სუთიძე

11 აგვისტო 2020, 11:50

სპორტი

რობერტ სუთიძე რუსეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა

რობერტ სუთიძე რუსეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა. ცნობილი ვებ-გვერდის, Rugger.info-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში „კრასნი იარის" ქართველმა ლეგიონერმა 160 ხმა მიიღო და 65 პროცენტით პირველ ადგილზე გავიდა.

11 აგვისტო 2020, 11:50

რეგიონი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ეკლესია გაძარცვეს და დაარბიეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გაძარცვეს და დაარბიეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. „ქრონიკას“ ტაძრის სტიქაროსანი უჩა ქემაშვილი უყვაბენ, რომ დილით ტაძარში მისულს ხატები დამტვრეული, ხოლო გარკვეული რაოდენობის თანხა წაღებული დახვდა. „ფანჯარაა ჩამტვრეულია, საიდანაც მძარცველები შევიდნენ. მრევლის მიერ შემოწირული და ასევე, გაყიდული სანთლების თანხა წაღებულია. ხატებმა რა დაუშავეს არ ვიცი, დამტვრეული დიდი ნაწილი. პოლიცია ადგილზე უკვე მუშაობს“,- ამბობს სტიქაროსანი.