imedi /  16 ივლისი 2020, 12:46 / სანდო წყარო

ბოლნისის მუნიციპალიტეტში 70-მდე ფერმერი წელს საშუალოდ 8 000 ტონა ხორბალს ელოდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ხორბლის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტში ხორბალი 4000 ჰექტარ მიწის ფართობზეა დათესილი. 70-მდე ფერმერი წელს საშუალოდ 8 000 ტონა ხორბალს ელოდება, - ამის შესახებ ინფორმაციაცს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

დღეს სოფელ დისველში, სასოფლო სამეურნეო სავარგულებიდან, ხორბლის მოსავლის აღების პროცესს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დაესწრო. დავით შერაზადიშვილი ადგილობრივ ფერმერებს გაესაუბრა და მათ სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის მიზნით, მთავრობის მიერ შემუშავებული სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაცია პირადად გააცნო.

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული პროგრამით აქტიურად სარგებლობენ ბოლნისელი ფერმერები. აგრობარათის დარიგება ლიბერთი ბანკის ბოლნისის ფილიალში მიმდინარეობს. აგრობარათით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვინც 2500 კვადრატული მეტრიდან 10 ჰექტრამდე მიწის ფართობს ფლობს.

,,დღეს სოფელ დისველში ხორბლის მოსავლის აღების პროცესს დავესწარით. წელს საგაზაფხულო სამუშაოები საკარანტინო მდგომარეობას დაემთხვა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩვენს ფერმერებს სავარგულების მოვლის პროცესში ხელი არ შეშლიათ. წელს 70-მდე ფერმერი საშუალოდ 9 000 ტონა ხორბლის მოსავალს ელოდება. ჩვენ ვცდილობთ ფერმერებს მოსავლის რეალიზაციაში დავეხმაროთ, ამ მიმართულებით კი ცენტრალურ მთავრობასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. აღსანიშნავია, რომ აქტიურად მიმდიმარეობს ფერმერების მხარდაჭერისთვის აგრო ბარათების გაცემა, ამ პროექტით ჩვენმა ფერმერებმაც ისარგებლებს. სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი დახმაერება ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ეს ქვეყანაში ფერმერული მეურნეობების განვითარებას ხელს უწყობს“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

ყველა სიახლე

ნოვაკ ჯოკოვიჩი

15 აგვისტო 2020, 15:13

სპორტი

ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობაზე ითამაშებს

ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობაზე ითამაშებს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნიუ-იორკში გასამართ პრესტიჟულ ტურნირზე გამოვა და ასევე მონაწილეობას მიიღებს ცინცინატის მასტერსზე. ჯოკოვიჩმა აღიარა, რომ აქამდე შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, შეერთებულ შტატებში ჩასვლის ეშინოდა, თუმცა ახლად შემუშავებული სამედიცინო პროტოკოლის გაცნობის შემდეგ ის დარწმუნდა, რომ ამერიკის ღია პირველობის მიმდინარეობისას არავის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნება.

ჯანდაცვის სამინისტრო

15 აგვისტო 2020, 15:10

საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს პორტალზე daxmareba.moh.gov.ge ტექნიკური შეფერხების გამო ბოდიშს უხდის

„მოგახსენებთ, რომ 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე - daxmareba.moh.gov.ge ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხებით მიმდინარეობს. ხარვეზი პორტალზე ბევრი ადამიანის ერთდროულად დარეგისტრირებითაა განპირობებული“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლია მუხაშავრია დავით ჭიჭინაძე

15 აგვისტო 2020, 15:10

პოლიტიკა

ლია მუხაშავრია დავით ჭიჭინაძის პოლიტიკურ პარტია „ტრიბუნას“ შეუერთდა

„ტრიბუნა“ არის ადგილი, სადაც მივაღწევთ იმას, რომ ადამიანებს დარღვეული უფლებების აღდგენის პერსპექტივა გავუჩინოთ, - ამის შესახებ უფლებადამცველმა, იურისტმა ლია მუხაშავრიამ განაცხადა, რომელიც დღეს დავით ჭიჭინაძის პოლიტიკურ პარტია „ტრიბუნას“ შეუერთდა.

მარიამ ქვრივიშვილი

15 აგვისტო 2020, 15:07

COVID19

მარიამ ქვრივიშვილი: საკარანტინო სივრცეებში კოვიდინფიცირების 300-ზე მეტი შემთხვევაა გამოკვეთილი და მარტივია იმის შეფასება, რა იქნებოდა ჩვენს ქვეყანაში, ეს პირები კარანტინში რომ არ მოხვედრილიყვნენ

„დღევანდელი დღის მონაცემებით, საკარანტინო სივრცეებში 300 მეტი შემთხვევაა გამოკვეთილი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის იმპორტირებას უკავშირდება და, ალბათ, მარტივია საზოგადოებისთვის, ისევე, როგორც მედიასაშუალებებისთვის იმის შეფასება, თუ რა იქნებოდა ჩვენს ქვეყანაში, აღნიშნული 300 ადამიანი საკარანტინო სივრცეში რომ არ მოხვედრილიყო. ჩვენ გვექნებოდა მასობრივი გავრცელება“.

პაატა იმნაძე

15 აგვისტო 2020, 14:52

COVID19

პაატა იმნაძე: დღესაც გვაქვს 3-4 შემთხვევა, რომლის ინფიცირების წყაროც არ ვიცით

„დღესაც გვაქვს 3-4 შემთხვევა ჯამში, რომლის ინფიცირების წყაროც არ ვიცით, საიდან იყო, როგორ იყო. ეს არც არის გასაკვირი. მე ერთხელ მოვიყვანე მაგალითი - ახალი ზელანდია არის კუნძული, რომელზეც 3 თვე არც ერთი შემთხვევა არ იყო და მერე გაჩნდა უცებ შემთხვევები. ამ დაავადების თავისებურებიდან გამომდინარე (ის) შეიძლება გადადიოდეს უმნიშვნელო სიმპტომატიკით, ანუ სულ იტრიალებდეს. ზელანდიაში, კუნძულზე თუ იყო, ჩვენს ქვეყანაში არ არის გასაკვირი. ამიტომ მეორე მხრიდან მოვუაროთ ამას. არაფრის ჩაკეტვა, აკრძალვა - ნიღაბი გავიკეთოთ, დისტანცია დავიცვათ და პრობლემა არ იქნება. “, - განმარტა იმნაძემ.

პაატა იმნაძე

15 აგვისტო 2020, 14:51

COVID19

პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში 300 ათასზე მეტი PCR-ტესტია ჩატარებული

გუშინ ქვეყნის მასშტაბით სულ 6000-მდე ტესტი ჩატარდა და საერთო რაოდენობით გადავცდით 300 000 PCR-ტესტს, - ამის შესახებ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილი

15 აგვისტო 2020, 14:49

COVID19

მარიამ ქვრივიშვილი: ბოლო პერიოდში, საკარანტინო პროექტის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობები გახშირდა

ბოლო პერიოდში გახშირდა მიზანმიმართული მცდელობა, მოხდეს საკარანტინო პროექტის დისკრედიტაცია, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივივიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

პაატა იმნაძე

15 აგვისტო 2020, 14:47

COVID19

პაატა იმნაძე: ინფიცირებულია ქალი, რომელიც თბილისიდან ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ სამუშაოდ არის ჩასული

გვაქვს ერთი არასასიამოვნო შემთხვევა - ინფიცირებულია ქალი, რომელიც თბილისიდან ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ სამუშაოდ არის ჩასული. ამ კაფეში მომუშავე პერსონალი გამოკვლეულია და გადაყვანილია იზოლაციაში, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ამ კაფეში 9, 10 და 11 აგვისტოს იმყოფებოდნენ, მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყვნენ და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართონ ცხელების ცენტრებს, - ამის შესახებ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

გიორგი ცუცქირიძე

15 აგვისტო 2020, 14:22

ეკონომიკა

გიორგი ცუცქირიძე: Fitch-მა მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების პოზიტიურ ზეგავლენაზე ​გაამახვილა ყურადღება

„გლობალური ეკონომიკის განვითარების კონტექსტში, Fitch-ის პროგნოზით, ქვეყნის უახლოესი ორი წლის პერსპექტივა არის დადებითი, რაც ნიშნავს, რომ გაზრდილია საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა შოკების მიმართ, ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ მაკროპრუდენციულ ღონისძიებებთან ერთად, საფინანსო სექტორის სტაბილურობის და ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან მიახლოების თვალსაზრისით,“ - განაცხადა ცუცუქირიძემ.

ზაზა ლომინაძე

15 აგვისტო 2020, 14:20

პოლიტიკა

ზაზა ლომინაძე: ქუთაისში განხორცილებული პროექტების მიზანი ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა და ცხოვრების დონის ამაღლებაა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა უბნების მიხედვით მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ზაზა ლომინაძე გუმათის დასახლებისა და ლესელიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. მოქალაქეები დეპუტატობის კანდიდატს ესაუბრნენ როგორც პირად საკითხებზე, ასევე ქალაქში და კონკრეტულად მათ საცხოვრებელ უბნებში არსებულ პრობლემებზე.

ირაკლი სესიაშვილი

15 აგვისტო 2020, 14:14

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: დავით ბაქრაძემ ქვეყნის ღალატს დაარქვა კომპრომისი

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას შეეხებოდა, განაცხადა, რომ ბაქრაძემ ქვეყნის ღალატს კომპრომისი დაარქვა.

15 აგვისტო 2020, 14:10

მსოფლიო

ნიუ-იორკში მუზეუმები და გალერეები 24 აგვისტოს გაიხსნება

ნიუ-იორკის მერის, ენდრიუ კუომოს განცხადებით, დაწესებულებები 24 აგვისტოს გაიხსნება და დამთვალიერებლები ვალდებულნი იქნებიან, შენობაში ყოფნისას, პირბადე ეკეთოთ. ამასთან, სავალდებულო იქნება ვიზიტორთა ნაკადის რეგულირება და ბილეთების წინასწარ შეძენა.

ბლეზ მატუიდი

15 აგვისტო 2020, 14:05

სპორტი

„იუვენტუსის“ ფეხბურთელი ბლეზ მატუიდი „ინტერ მაიამიში“ გადავიდა, რომლის მფლობელიც დევიდ ბექჰემია

„იუვენტუსის“ ფეხბურთელი ბლეზ მატუიდი „ინტერ მაიამიში“ გადავიდა, რომლის მფლობელიც დევიდ ბექჰემია, - ამის შესახებ ინფორმაციას MLS Soccer-ი ავრცელებს. 33 წლის ფრანგ ნახევარმცველს „იუვემ“ კონტრაქტი ცალმხრივად გაუწყვიტა და ამის შემდეგ ის ამერიკულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

15 აგვისტო 2020, 14:02

სამართალი

ბათუმში, საკარანტინო სასტუმროდან მოქალაქის გადახტომის ფაქტზე 10-მდე პირი გამოიკითხა და ექსპერტიზები დაინიშნა

14 აგვისტოს, ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო სივრცეში მომხდარ ფაქტზე უკვე ჩატარებულია სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხულია მომხდართან შემხებლობაში მყოფი 10-მდე პირი და ამოღებულია ფ.ჯ.-ს პირადი ნივთები. დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

15 აგვისტო 2020, 13:56

COVID19

ბერლინში ბორდელები გახსნეს, მაგრამ სექსი კვლავ აკრძალულია

გერმანიის დედაქალაქში ბორდელების კლიენტები მხოლოდ ეროტიკული მასაჟის სერვისით სარგებლობას შეძლებენ. ასეთი ზომები დაწესებულებებში სექტემბრამდე იმოქმედებს, სანამ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი არ დაიწყება.

მატიას დე ლიხტი

15 აგვისტო 2020, 13:53

სპორტი

მატიას დე ლიხტმა დაბადების დღე საავადმყოფოში აღნიშნა

მატიას დე ლიხტმა საკუთარი დაბადების დღე საავადმყოფოში აღნიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს. „იუვენტუსის“ ნიდერლანდების ცენტრალურ მცველს მთელი სეზონი მხარის ტრავმა აწუხებდა და ოპერაცია ზუსტად მის იუბილეს დაემთხვა. დე ლიხტს ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა კლინიკაში მიაკითხეს და პალატა სადღესასწაულოდ მოურთეს. როგორც კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, 21 წლის ფეხბურთელს საკმაოდ დიდი ხნით მოუწევს დასვენება და მისი სარეაბილიტაციო პროცესი 3 თვეა გასტანს.

ალექსანდრ ლუკაშენკო ვლადიმერ პუტინი

15 აგვისტო 2020, 13:37

მსოფლიო

ლუკაშენკო: პუტინს უნდა დავუკავშირდე, ეს საფრთხე მხოლოდ ბელარუსს არ ემუქრება

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს უნდა გაესაუბროს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. „უნდა დავუკავშირდე პუტინს და ამ საკითხზე ვესაუბრო. ეს საფრთხე მხოლოდ ბელარუსს არ ემუქრება. დღეს ბელარუსის დაცვა მთელი ჩვენი სივრცის, ერთიან სახელმწიფოს. თუ ჩვენი ხალხი ამას ვერ გაუმკლავდება, ეს ტალღა რუსეთამდე ჩავა“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

შალვა კერესელიძე შეხვედრა

15 აგვისტო 2020, 13:37

რეგიონი

შალვა კერესელიძე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

კერესელიძემ ადგილობრივებს ის გეგმები გააცნო, რომლებსაც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რეგიონში განახორციელებს. მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი უკვე იმყოფებოდა მცხეთის მუნიციპალიტეტის 15 სოფელში. ოქტომბრის ბოლომდე შალვა კერესელიძე თიანეთის, ყაზბეგის, დუშეთის და მცხეთის ყველა სოფელში მისვლას და მოსახლეობისგან პრობლემების პირადად მოსმენას გეგმავს.

15 აგვისტო 2020, 13:24

COVID19

საქართველოს მასშტაბით, 140-მდე განთავსების ობიექტში კარანტინს 7 326 ადამიანი გადის

საქართველოში ამ დროისათვის 136 განთავსების ობიექტში საკარანტინო ზონები მოქმედებს, სადაც კარანტინს 7326 ადამიანი გადის. საკარანტინო ზონაში არსებულ ვითარებას, მათ შორის, მომსახურების ხარისხს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით შექმნილი სამუშაო ჯგუფები უწევენ მონიტორინგს.

ბენ ფრენცისი

15 აგვისტო 2020, 13:17

ეკონომიკა

28 წლის ყოფილი მიმტანი, გაერთიანებული სამეფოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი გახდა

28 წლის ყოფილი პიცის მიმტანი, გაერთიანებული სამეფოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი გახდა, მას შემდეგ, რაც შეთანხმებას დათანხმდა და მისი ქონება £1 მილიარდად შეფასდა, - ამის შესახებ ინფორმაციას SkyNews-ი ავრცელებს. ბენ ფრენცისი სულ რაღაც 19 წლის იყო, როცა ფიტნეს ტანსაცმლის ბრენდი Gymshark-ი მისი მშობლების ავტოფარეხში 2011 წელს დააარსა.