imedi /  22 ივლისი 2020, 12:11 / სანდო წყარო

რუსთავში ახლადრეაბილიტირებული კოსტავას გამზირი გაიხსნა

ქალაქის ისტორიული ქუჩა, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა, რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა გახსნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

,,კოსტავას გამზირი არის ძველი ქალაქის ერთ-ერთი ისტორიული უბანი. პროექტი ორ ნაწილად იყო დაყოფილი და მოიცავდა, როგორც ფასადების სრულ რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას, ასევე გზის საფარის რეაბილიტაციას, არსებული რეკრეაციული სივცის კეთილმოწყობას. ჩვენ აღნიშნული ტერიტორია აღვადგინეთ, პროექტის ხანგრძლივობა იყო დაახლოებით ერთი წელი და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დახმარებით მოვახდინეთ ამ ქუჩის სრული რეაბილიტაცია. ხედავთ, რამდენად კმაყოფილია მოსახლეობა, პროექტის საერთო ღირებულება 6 მილიონ ლარამდეა. ეს ერთ-ერთი ღირებული პროექტია თუ არ ჩავთვლით სანიაღვრე სისტემის მოწყობის პროექტს, რომლის ღირებულება 13 მილიონ ლარამდეა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ.

ღონისძიება ველორბოლით დაიწყო. ქუჩის შუაგამყოფ ზოლში მოწყობილ სკვერში, რუსთაველმა მუსიკოსებმა სხვადასხვა მუსიკალური კომპოზიცია შეასრულეს. ველორბოლის დასრულების შემდეგ კი რუსთაველი ველომოყვარულების დაჯილდოების ღონისძიებაც გაიმართა.

,,ვულოცავ რუსთაველებს ამ მშვენიერი ქალაქის კიდევ უფრო გალამაზებას. ტრადიციულად ლამაზი დღესასწაული მოეწყო დღეს და შესაბამის მიზეზიც იყო - კოსტავას გამზირი სრულად რებილიტირებულია, რამაც დაამშვენა ეს უბანი და მთლიანად ქალაქი. მე მინდა მადლობა გადავუხადო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომ არა მათი მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების ფონდიდან თანხის გამოყოფა, გაჭირდებოდა ამ მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტის სრულყოფილად განხორციელება“, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა.

რუსთავში, კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია გასული წლის ნოემბერში დაიწყო. პროექტი ორ ნაწილად იყო გაყოფილი. ქუჩა, სადაც რამდენიმე შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული, დღეს მთლიანად რეაბილიტირებულია. პირვანდელი არქიტექტურული სტილის შენარჩუნებითაა აღდგენილი ფასადები, გამოცვლილია ყველა მიწისქვეშა კომუნიკაცია და წყალარინების სისტემა. განახლებულია ასფალტის საფარი, სპეციალური ფილებითაა მოპირკეთებული ტროტუარები, მოწყობილია გარე განათების ენერგოეფექტური ქსელი, რეკრეაციული სივრცე, ველობილიკები, დახაზულია საპარკინგე ზონები და გადასასვლელები. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

05 აგვისტო 2021, 20:30

პოლიტიკა

კახა კალაძე: მჯერა, კიდევ ბევრჯერ იტყვიან, მე ამ ქალაქში ვნახე ყველაფერი

მჯერა, კიდევ ბევრჯერ იტყვიან, მე ამ ქალაქში ვნახე ყველაფერი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, საარჩევნო შტაბის წარმატებაზე დამოკიდებულია არა მხოლოდ მისი, როგორც კანდიდატის გამარჯვება, არამედ ამ ქალაქში მცხოვრები ძალიან ბევრი ადამიანის იმედები.

გიორგი ამილახვარი

05 აგვისტო 2021, 20:15

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბს გიორგი ამილახვარი უხელმძღვანელებს

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბს გიორგი ამილახვარი უხელმძღვანელებს. შტაბის ხელმძღვანელი დღეს პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ წარადგინა. მისი თქმით, გიორგი ამილახვარი კარგი მენეჯერია, აქტიური პროგრესული და ენერგიული ადამიანია.

კახა კალაძე

05 აგვისტო 2021, 20:14

პოლიტიკა

კახა კალაძემ საარჩევნო შტაბი გახსნა

დღეს წინასაარჩევნო პროცესისთვის, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი და რიგითი ღონისძიებაა-იხსნება საარჩევნო შტაბი. თუმცა, მერწმუნეთ, პირადად ჩემთვის, ჩემი გუნდისთვის, ჩვენი მხარდამჭერებისთვის დღევანდელი დღე უმნიშვნელოვანესია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თავისი საარჩევნო შტაბის გახნის ღონისძიებაზე განაცხადა.

05 აგვისტო 2021, 20:11

მსოფლიო

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანთან საზღვარზე რუსი მესაზღვრეების განთავსების ფაქტს განმარტავს

რუსი მესაზღვრეები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე სოფელ ვოსკეპარში განთავსდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დავით ზალკალიანი

05 აგვისტო 2021, 19:53

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ჯო ბაიდენის განცხადება აღიარებაა იმ უაღრესად მნიშვნელოვანი საშუამავლო პროცესისა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობით განხორციელდა

ეს გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მხრიდან საქართველოს მნიშვნელოვანი როლის და ფუნქციის აღიარება, ასევე იმ უაღრესად მნიშვნელოვანი საშუამავლო პროცესის აღიარება, რომელიც განხორციელდა უშუალოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩართულობით, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებას, სადაც ის აზერბაიჯანში სომეხი სამხედროების გათავისუფლების ძალისხმევაში საქართველოს მხარდაჭერით მიღწეული პროგრესზე საუბრობს.

დავით ქართველიშვილი

05 აგვისტო 2021, 19:41

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: სისხლის, გვამების და ადამიანთა წამების მოყვარულთა რეჟიმი დასრულდა საქართველოში და ეს პრინციპი, პირველ რიგში, ციხესთან მიმართებაში მოქმედებს

არანაირად არ ვიცავ ციხიდან პირობითად, ვადაზე ადრე განთავისუფლებულ მარიანა ჩოლოიანს, მაგრამ არსებული ინფორმაციით, რომელიც გასაჯაროებას არ ექვემდებარება - იგი უმძიმესი სენით არის დაავადებული და ელემენტარული ჰუმანიზმის პრინციპი გკარნახობს, თუნდაც დამნაშავე - მაგრამ, პირველ რიგში, ადამიანის წვალებას ციხეში, ბოლო მოეღოს“ - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი Facebook-ის გვერდზე.

ებრაჰიმ რაისი

05 აგვისტო 2021, 19:35

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა მოიხსნას

ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს ნებისმიერ დიპლომატიურ გეგმას, რომელიც აშშ-ის მიერ ირანისთვის დაწესებულ სანქციებს გააუქმებს.

გია აბაშიძე

05 აგვისტო 2021, 19:31

პოლიტიკა

გია აბაშიძე ჩოლოიანის გათავისუფლებაზე: ამ „ქეისშიც“ დაცული რომ იყო ყველა კანონიერი მოთხოვნა, არ გეტყვით „პოლიტიკური“ ძალა, რომლის დროსაც კანონის აღსრულება სააკაშვილისა და ერთი-ორი მაღალჩინოსნის ახირებებზე იყო დამოკიდებული

ის, რომ ამ „ქეისშიც“ დაცული იყო ყველა კანონიერი მოთხოვნა, არ გეტყვით ის დესტრუქციული, არაჰუმანური „პოლიტიკური“ ძალა, რომლის დროსაც კანონის აღსრულება მხოლოდ სააკაშვილისა და მისი ერთი-ორი მაღალჩინოსნის ახირებებზე იყო დამოკიდებული“ - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე მარიანა ჩოლოიანია ვადამდე გათავისუფლებას. მისი თქმით, მარიანა ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

05 აგვისტო 2021, 19:23

საზოგადოება

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლემ, გიორგი თევდორაშვილმა ფიცი დადო

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლე გიორგი თევდორაშვილის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება იწყება მის მიერ ფიცის დადების დღიდან.

სანი შენერი
ირაკლი ღარიბაშვილი

05 აგვისტო 2021, 19:22

ეკონომიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი TAV-ის პრეზიდენტს შეხვდა

პრემიერის განცხადებით, საქართველოში ოპერირება განაახლეს როგორც იმ ავიაკომპანიებმა, რომლებიც პანდემიამდეც ოპერირებდნენ, ასევე ქვეყანაში შემოვიდა არაერთი ახალი კომპანია, რომელიც რეგულარულ რეისებს, არა მხოლოდ თბილისის, არამედ ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდანაც ასრულებს.

05 აგვისტო 2021, 19:09

კულტურა

კულტურის სამინისტრომ სახელმწიფო კონსერვატორიასა და 12 სამუსიკო სასწავლებელს ინსტრუმენტების შეძენა დაუფინანსა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება” გამარჯვებულები გამოავლინა. კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა სახელმწიფო კონსერვატორიასა და სხვადასხვა სამუსიკო სასწავლებელში ინსტრუმენტების განახლება, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც სასწავლებლების დიდ უმრავლესობაში ახალი ინსტრუმენტების შეძენა გასული საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ არ მომხდარა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

კახა კუჭავა

05 აგვისტო 2021, 18:57

პოლიტიკა

კახა კუჭავა: არანაირი კონფლიქტი არ არსებობს, პრეზიდენტს უფლებაც არ აქვს დემარში განახორციელოს საკონსტიტუციო ორგანოს წინააღმდეგ

არანაირი კონფლიქტი არ არსებობს, პრეზიდენტს უფლებაც არ აქვს დემარში განახორციელოს საკონსტიტუციო ორგანოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტსა და მმართველ ძალას შორის შესაძლო კონფლიქტზე საუბარი აზრს მოკლებულია.

05 აგვისტო 2021, 18:44

COVID19

საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ სანიტარული საშვების კაფეებში, რესტორნებსა და ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში მოქმედება დაამტკიცა

საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ სანიტარული საშვების კაფეებში, რესტორნებსა და ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში მოქმედება დაამტკიცა. 26 ივლისს საფრანგეთის სენატმა კორონავირუსთან ბრძოლის ზომების გამკაცრებას მხარი დაუჭირა.

05 აგვისტო 2021, 18:17

საზოგადოება

როდის დაიწყება აბიტურიენტთა საპრეტენზიო განაცხადების მიღება

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს საშუალება აქვთ განაცხადით მომართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს 6 აგვისტოს 10:00 საათიდან 10 აგვისტოს 18:00 საათამდე, - ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სააპელაციო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge.

ებრაჰიმ რაისი

05 აგვისტო 2021, 18:16

მსოფლიო

ებრაჰიმ რაისი ირანის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა

ებრაჰიმ რაისი ირანის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. ინაუგურაციის ცერემონია ირანის პარლამენტში გაიმართა. 19 ივნისს ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ებრაჰიმ რაისმა გაიმარჯვა. ებრაჰიმ რაისმა 17.6 მილიონი ხმა მიიღო.

ლაშა ხუციშვილი

05 აგვისტო 2021, 18:16

COVID19

ლაშა ხუციშვილი: დღევანდელი მოცემულობით, ტურიზმი უნდა იყოს გახსნილი დაახლოებით 30%-ის შესაძლებლობით

ის მოცემულობა, რომელიც დღეს გვაქვს, არის იმ ოდენობით, რომ ტურიზმი უნდა იყოს გახსნილი დაახლოებით 30%-ის შესაძლებლობით. ეს არის შედარება 2019 წელთან მიმართებაში, რომელიც რეკორდული წელი იყო საქართველოში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტმა, ლაშა ხუციშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ლაშა ხუციშვილი

05 აგვისტო 2021, 18:15

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: საგარეო ვალის მართვის ახალი სტრატეგიით, მიმდინარე წელს ვალის მოცულობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 60%-დან 55%-ს ჩამოსცდება

ჩვენ გვაქვს საგარეო ვალის მართვის ახალი სტრატეგია, რომლის მიხედვითაც უკვე მიმდინარე წელს ვალის მოცულობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 60%-დან 55%-ს ჩამოსცდება, ხოლო მომდევნო 5 წლის განმავლობაში წმინდა ვალის მოცულობა 45%-ის ფარგლებში იქნება, - ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, საგარეო ვალის პარამეტრები პანდემიიდან გამომდინარე მთელ რიგ ქვეყნებში გაუარესებულია, რადგან დამატებით ეკონომიკურ სტიმულს საჭიროებდა.

ვლადიმერ ბოჟაძე

05 აგვისტო 2021, 18:11

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: სვავებო, შეეშვით ადამიანური ტრაგედიებით ვაჭრობას და პარტიული ინტერესების გატარებას, სირცხვილია, ძალიან დიდი სირცხვილი

,,ნაციონალური მოძრაობის" დროს ვინმე დაესაჯათ კი არა, პირიქით ამაყობდნენ და მოძალადეებს კიდეც აწინაურებდნენ, ხოლო როცა მათი უტვინო ,,ხერხემალი“ და გვამების მოყვარული ივანე მერაბიშვილი ციხეში იჯდა, მის ყველა დაცემინებაზე ვადამდე ადრე გათავისუფლებას ითხოვდნენ, ნიკანორ მელიას დაკლებული კილოგრამების გამო კი სტრასბურგის სასამართლოში ჩივილს აპირებენ. სვავებო, შეეშვით ადამიანური ტრაგედიებით ვაჭრობას და პარტიული ინტერესების გატარებას, სირცხვილია, ძალიან დიდი სირცხვილი, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე მარიანა ჩოლოიანის ვადამდე გათავისუფლებას.

ემანუელ მაკრონი

05 აგვისტო 2021, 17:56

COVID19

ემანუელ მაკრონი: ვაქცინაცია თქვენი მეგობრების, ოჯახის წევრებისა და ახლობლების დაცვას ნიშნავს

ვაქცინაცია თქვენი მეგობრების, ოჯახის წევრებისა და ახლობლების დაცვას ნიშნავს, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

ივანე ჩხაიძე

05 აგვისტო 2021, 17:50

COVID19

ივანე ჩხაიძე: დღეს კიდევ გვაქვს რესურსი, რომ, ქვეყანამ მძიმე პაციენტები მართოს, მაგრამ ეს რესურსი ამოწურვადია

690-მდე საწოლია თავისუფალი და 500-მდე ხელოვნური სუნთქვის აპარატი. ჩვენ დღეს კიდევ გვაქვს რესურსი, რომ, ქვეყანამ მძიმე პაციენტები მართოს, მაგრამ ეს რესურსი ამოწურვადია, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.