26 ივლისი 2020, 09:51 / სანდო წყარო

115 000-ზე მეტ ფერმერს აგროქულები უკვე დაერიცხა

სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 115 000-ზე მეტ ფერმერს უკვე დაერიცხა აგროქულები. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 21 მლნ ლარს აჭარბებს. აგროქულების დარიცხვა გრძელდება, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით, უკვე 106 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა 28,000 ტონაზე მეტი მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები მიიღო. იმ ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები, ჯამურად, 3 მლნ ლარზე მეტი დაზოგეს.

აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 2020 წლის ივლისის თვის მონაცემებით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემული პოლისების რაოდენობა 15 422- შეადგენს, დაზღვეულია 15,000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24 %-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 140 მლნ ლარს აღემატება.

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, კახეთის, სამეგრელო და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონიდან სამინისტროში შესულია 1000-ზე მეტი განაცხადი.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სახელმწიფო 6 თვის საპროცენტო განაკვეთს სრულად ფარავს. გაცემულია 1528 აგროსესხი, სესხის თანხა, ჯამურად, 28 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის, სააგენტოს მიერ პროცენტის გასაცემი თანადაფინანსება 2,2 მლნ ლარს აჭარბებს

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის პირობებთან შესაბამისობაშია წარმოდგენილი 380-ზე მეტი განაცხადი. აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი 10 მლნ ლარს შეადგენს.

ყველა სიახლე

კანიე უესტი ფეხსაცმელი

13 აგვისტო 2020, 00:52

ტაბლოიდი

კანიე უესტმა ფეხსაცმლის თავისი ხაზის ახალი მოდელი წარადგინა

ამერიკელმა რეპერმა და დიზაინერმა კანიე უესტმა ფეხსაცმლის თავისი ხაზის ახალი მოდელი წარადგინა. უესტის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ ფოტოს გამომწერების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა.

13 აგვისტო 2020, 00:44

COVID19

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით სიკვდილიანობის აღრიცხვის მეთოდი შეიცვალა, რის შედეგადაც გარდაცვლილთა რიცხვი 5 377 ადამიანით შემცირდა

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ კორონავირუსით სიკვდილიანობის აღრიცხვის მეთოდი შეცვალა. აღნიშნული ცვლილების შედეგად, დიდ ბრიტანეთში კორინავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 5 377 ადამიანით შემცირდა (46 706-დან 41 329-მდე).

13 აგვისტო 2020, 00:37

ტაბლოიდი

კურტ კობეინის სახლის დაზღვევის საბუთი მუსიკოსის ხელმოწერით აუქციონზე გაიყიდება

საბუთს კომპანია Inscriptagraphs Memorabilia ფლობს, რომელიც ცნობილი ადამიანების ავტოგრაფებით ვაჭრობს. ცნობისთვის, მიმდინარე წლის ივნისში, აშშ-ში აუქციონზე კურტ კობეინის გიტარა $6 მილიონად გაიყიდა.

ტესლა

13 აგვისტო 2020, 00:20

ეკონომიკა

ილონ მასკმა გადაწყვიტა Tesla-ს აქციები ხელმისაწვდომი გახადოს

ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა აქციების გაყოფის შესახებ განაცხადა. კერძოდ ერთი აქცია 5 ნაწილად გაიყოფა და ისე გაიყიდება. ამ ფონზე აქციის ფასმა 7%-ით აიწია. ამის შესახებ Reuters წერს.

13 აგვისტო 2020, 00:09

COVID19

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დღეს COVID-19-ზე სინჯი 280-მდე მოქალაქეს აუღეს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა COVID-19-ზე სინჯი 280-მდე მოქალაქეს აუღეს. აქედან 20 პირის ტესტირება დაბა სტეფანწმინდაში მოხდა, ისინი დაინფიცირებულის კონტაქტები არიან. 19 პირს აუღეს ნიმუშები სოფელ არშაში, ისინიც ასევე ინფიცირებული პირის კონტაქტები არიან, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

13 აგვისტო 2020, 00:02

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 165 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 165 ათასს გადააჭარბა.

იური ტრუტნევი

12 აგვისტო 2020, 23:59

COVID19

რუსეთის ვიცე-პრემიერს კორონავირუსი დაუდგინდა

რუსეთის ვიცე-პრემიერს, იური ტრუტნევს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

კელი დეგნანი

12 აგვისტო 2020, 23:59

პოლიტიკა

კელი დეგნანი: მნიშვნელოვანია ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და პარლამენტი, სადაც წარმოდგენილია ხმებისა და ინტერესების მრავალფეროვნება, ვფიქრობ, ბოლო თვეებში საქართველო ამ მიმართულებით დგამს ნაბიჯებს

ახლა საქართველოს სჭირდება აღსრულების ვალდებულება, რათა გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები და გახადოს ის გამძლე. საქართველოს სჭირდება მისი პრობლემების მართვა. ახლა საქართველო იმ დონეზეა, სადაც მას სჭირდება დემოკრატიულ და ეკონომიკურ გზაზე მსვლელობის გაგრძელება“, - განაცხადა დეგნანმა.

12 აგვისტო 2020, 23:47

მსოფლიო

პროტესტის ნიშნად, ბელარუსი ტელეწამყვანები სახელმწიფო ტელეარხებს ტოვებენ

პროტესტის ნიშნად, ბელარუსი ტელეწამყვანები სახელმწიფო ტელეარხებს ტოვებენ. კერძოდ, სახელმწიფო ტელეარხები „ბელარუს 1“ და „ონტ“ ხუთმა ტელეწამყვანმა დატოვა.

კორონავირუსი დიდი ბრიტანეთი

12 აგვისტო 2020, 23:20

COVID19

ბოლო კვირის განმავლობაში ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა უკვე მესამე დღეა ათასს აჭარბებს

კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების დღიურმა მაჩვენებელმა ათასს უკვე მესამედ გადააჭარბა. ჯამში ქვეყანაში ვირუსის 315 560 შემთხვევა გამოვლინდა.

ნინო წილოსანი

12 აგვისტო 2020, 23:16

პოლიტიკა

გარემოსთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა

გარემოსთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა. ახალ რეგულაციებს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც საკანონმდებლო სივრცეში ახალია და „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპს ეფუძნება. ცვლილებების ინიციატორი მთავრობაა. პარლამენტი კი მის განხილვას სექტემბრიდან დაიწყებს.

12 აგვისტო 2020, 23:05

COVID19

საბერძნეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

საბერძნეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაციის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 262 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

12 აგვისტო 2020, 22:51

COVID19

საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 524 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 524 შემთხვევა დადასტურდა, რაც 28 აპრილიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

სტივენ ბიგანი

12 აგვისტო 2020, 22:45

პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევამ შეეჩერებინა ამ საშიში დაავადების გავრცელება

„უსაფრთხოების სფეროში ჩვენი ღრმა და ყოვლისმომცველი პარტნიორობის გზით, ამერიკა საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებისა და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაძლიერებაში დაეხმარება. მხოლოდ 2020 წელს, აშშ-მ საქართველოს თავდაცვის სექტორს 66 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსება გამოუყო. ამასთან, ამერიკა უაღრესად აფასებს ავღანეთში „გადამწყვეტი მხარდაჭრის მისიაში“ და სხვა ოპერაციებში ქართული კონტინგენტის მონაწილეობას“ - აღნიშნა სტივენ ბიგანმა

12 აგვისტო 2020, 22:39

მსოფლიო

ევროკომისარი: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება

ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, კადრი სიმსონმა განაცხადა, რომ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება.

ამირან გამყრელიძე

12 აგვისტო 2020, 22:31

COVID19

ამირან გამყრელიძე: ყაზბეგში არის შემთხვევების გარკვეული მატება, რომელთაც ბევრი კონტაქტი არ ჰქონიათ და ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია

ის, რაც ახლა სოციალურ ქსელებში ვრცელდება, რომ იკეტება ყაზბეგის, სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტი, ან მკაცრი საკარანტინო ზომები უნდა გატარდეს, სინამდვილეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ განუცხადა. მისი თქმით, ყაზბეგში არის შემთხვევების გარკვეული მატება, რომელთაც კონტაქტი არ ჰქონიათ ბევრი. მისივე განმარტებით, ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია და მათი ტესტირება მოხდა.

ბაქო კორონავირუსი აზერბაიჯანი

12 აგვისტო 2020, 22:28

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 93 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 33 824 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 497 ადამიანი. ვირუსისგან 31 058 პაციენტი განიკურნა.

პაატა იმნაძე

12 აგვისტო 2020, 22:19

COVID19

პაატა იმნაძე: სადაც არ უნდა ვიყოთ, დავიცვათ ელემენტარული წესები

„სადაც არ უნდა ვიყოთ, დავიცვათ ელემენტარული წესები - სოციალური დისტანცია, ვატაროთ ნიღბები და ხელები დავიბანოთ ხშირად. ამას თუ გავაკეთებთ კორონავირუსი არ შეგვაწუხებს, არ გავაკეთებთ და, სამწუხაროდ, შეგვაწუხებს“, - განაცხადა იმნაძემ.

თამარ გაბუნია

12 აგვისტო 2020, 22:16

COVID19

თამარ გაბუნია: ის, რომ ვირუსი ცირკულირებს და რჩება ჩვენთან ერთად, ცალსახად მიუთითებს, რომ არ გვაქვს მოდუნების უფლება

ის, რომ ვირუსი ცირკულირებს და რჩება ჩვენთან ერთად, ცალსახად მიუთითებს, რომ არ გვაქვს მოდუნების უფლება, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით საყურადღებო იყო მესტიის მუნიციპალიტეტის შემთხვევა, როდესაც ჩასული მოგზაურების მიერ მოხდა ვირუსის გავრცელება.

12 აგვისტო 2020, 22:07

სამართალი

თბილისში კაცმა 5 წლის ბავშვი ეზოდან მოტყუებით გაიყვანა და სავარაუდოდ მის გატაცებას ცდილობდა

48 წლის კაცმა 5 წლის ბავშვი ეზოდან მოტყუებით გაიყვანა და სავარაუდოდ მის გატაცებას ცდილობდა. შემთხვევა თბილისში მოხდა. მეზობლების განცხადებით, ის ბავშვს ეუბნებოდა, რომ მისი მამა იყო. კაცმა იქვე მდგარ მანქანის მძღოლს მეტრომდე ჩაყვანა სთხოვა, მაგრამ მძღოლს მისი ქცევა საეჭვოდ მოეჩვენა და წაყვანაზე უარი უთხრა. ის პოლიციამ ადგილზე დააკავა.