imedi /  28 ივლისი 2020, 11:50 / სანდო წყარო

ალექსანდრე მოწერელიამ ზუგდიდის ტექნოპარკში საზოგადოებას 2019-2020 წლის ანგარიში წარუდგინა

ალექსანდრე მოწერელია

ალექსანდრე მოწერელია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ზუგდიდის ტექნოპარკში საზოგადოებას 2019-2020 წლის ანგარიში წარუდგინა.

სახელმწიფო რწმუნებულმა იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რისი განხორციელებაც ორი წლის განმავლობაში მოხდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, ალექსანდრე მოწერელიამ ყურადღება გაამახვილა თანამდებობაზე მისი მუშაობის პერიოდში მიღწეულ მნიშვნელოვან საკითხებზე. სახელმწიფო რწმუნებულმა ერთ-ერთ ასეთ საკითხად სამეგრელო-ზემო სვანეთის ,,პერიფერიული საზღვაო რეგიონების კავშირ ,,CPMR“-ში (Conference of peripheral maritime regions) გაწევრიანება დაასახელა.

უწყების ინფორმაციით, ,,CPMR“ წარმოადგენს საზღვაო რეგიონების კავშირს, რომელიც აერთიანებს 24 ქვეყნის 150 რეგიონს, როგორც ევროკავშირიდან, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კავშირი აერთიანებს ქვეყნებისა და რეგიონების 200 მილიონამდე მოქალაქეს. „CPMR“ მხარს უჭერს წევრი რეგიონების განვითარებას. სამეგრელო-ზემო სვანეთი ორგანიზაციის წევრი ალექსანდრე მოწერელიას უშუალო ჩართულობით მიმდინარე წლის მარტში გახდა.

სახელმწიფო რწმუნებულმა ყურადღება გაამახვილა რეგიონის ორგანიზაციაში გაწევრიანების მნიშვნელობაზე და ისაუბრა საზღვაო პოტენციალის განვითარებასა და რეგიონის ჭრილში მის დადებით ასპექტებზე.

,,საფუძველი ჩავუყარეთ რეგიონში საზღვაო სასწავლებლის ჩამოყალიბების საკითხს. დღეს ინტენსიურად მიმდინარეობს სასწავლებლის რეაბილიტაციის სამუშაოები. 1 000-ზე მეტ, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სტუდენტს საშუალება ექნება მიიღოს შესაბამისი განათლება და კვალიფიკაცია“, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.

უწყების ცნობით, სახელმწიფო რწმუნებულმა საზღვაო სასწავლებლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ის ასევე თხილის გადარჩენის პროგრამის მნიშვნელობას შეეხო. აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე მოწერელია მეთხილე ფერმერებთან შეხვედრებს პირადად კარდაკარის პრინციპით მართავდა.

„სახელმწიფო რწმუნებულის უშუალო ჩართულობით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობით რეგიონში ფერმერთა ჯგუფები ჩამოყალიბდა, რომელთაც თხილის მოვლისთვის გადაეცათ შესაწამლი აპარატები, ისინი მუდმივად იღებენ კვალიფიციური აგრონომების კონსულტაციებს. ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, ინტენსიურად მიმდინარეობს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებების გატარება.

ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ორი წლის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში 3 000-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მათ შორის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2019 წელს 1061 პროექტი განხორციელდა, რომლიც თავად მოსახლეობამ სოფლის კრებებზე აირჩია, ამავე პროგრამით მიმდინარე წელს დაგეგმილია და მიმდინარეობს 895 ინფრასტრუქტურული პროექტი.

რეგიონის მასშტაბით დაიგო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 362 კილომეტრი საავტომობილო გზა, აშენდა 12 და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 9 ხიდს. წყალმომარაგების, წყალარინების და გამწმენდი ნაგებობების მასშტაბური პროექტები ხორციელდება ზუგდიდში, ფოთში, მესტიაში, აბაშაში, ჯვარსა და ანაკლიაში. ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდა 17 ობიექტზე. სამელიორაციო სამუშაოების კუთხით, მოწესრიგდა 2693 ჰექტარი მიწა.

ორი წლის განმავლობაში, გაზიფიცირდა 70 სოფელი. დამატებით მიმდინარეობს სამუშაოები და სატენდერო პროცედურები 12 ობიექტზე.

მრავალბინიანი საცხოვრებელი ეზოების და ფასადების კეთილმოწყობის კუთხით განხორციელდა 10 პროექტი, დასრულდა 8 სკვერისა და პარკის მოწყობა, ამჟამად მიმდინარეობს 10 პროექტი, გარე განათება მოეწყო 7 კილომეტრზე მეტ მონაკვეთზე.

ჯანდაცვის და სოციალური დაცვის მიმართულებით განხორციელდა სხვადასხვა პროექტები: გაიხსნა რუხის საავადმყოფო, კლინიკა ამჟამად კორონავირუსთან ბრძოლის საქმიანობაშია ჩართული. აშენდა 26 ახალი ამბულატორია, რეაბილიტირდა 23 ამბულატორია. ზუგდიდში მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 26 სოციალურად დაუცველ ოჯახს ახალი სახლი აუშენდა. მიმდინარე წელს კი 24 ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდება.

აშენდა გადაუდებელი დახმარების 8 ცენტრი, დასრულების ეტაპზეა კიდევ 1 ცენტრის მშენებლობა. მუნიციპალიტეტებმა ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების ფარგლებში 51 126 ბენეფიციარი 14 მილიონ ლარზე მეტით დააფინანსეს. პანდემიის დროს სასურსათო დახმარება გაეწია 20 000-ზე მეტ ოჯახს.

უახლოეს პერიოდში ბინები გადაეცემა 360 დევნილ ოჯახს. მიმდინარეობს 640 ბინის მშენებლობა, რომელიც 2021 წლის დასაწყისში დევნილ ოჯახებს გადაეცემათ. 2019-2020 წლებში, სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში 634 დევნილი ოჯახისთვის სახლების შესყიდვა მოხდა.

პროექტები განხორციელდა განათლების სფეროში: ფოთში, ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალის მშენებლობა მიმდინარეობს. რომელიც 1000 სტუდენტზე იქნება გათვლილი. დასრულდა 3 და მიმდინარეობს 11 საბავშვო ბაღის მშენებლობა. მიმდინარეობს 10 საჯარო სკოლის მშენებლობა. სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 100-ზე მეტ სკოლას.

განახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, 2019 წელს 15 ახალი ავტობუსი შეიძინა ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა. მიმდინარე წელს კი 25 ახალი ავტობუსი ზუგდიდს, ხოლო 10 ავტობუსი ფოთს გადაეცემა.

მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება, ამისთვის ინტენსიურად მიმდინარეობს სპორტული ობიექტების მშენებლობა რეაბილიტაცია.

აქტიურად მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია. განხორციელდა სოფლის მეურნეობისა და მეწარმეთა ხელშეწყობის პროექტები“, - აცხადებენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

05 აგვისტო 2021, 22:43

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: კახა კალაძე არის უალტერნატივო კანდიდატი, მის გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ

გარდა იმისა, რომ ჩვენი პარტიის გამარჯვებაში ვარ დარწმუნებული, ასევე კახა კალაძის გამარჯვებაში კიდევ უფრო მეტად ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ კახა არის უალტერნატივო კანდიდატი, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, დღეს კახა კალაძის საარჩევნო შტაბი გაიხსნა, რომელსაც შესანიშნავი ხელმძღვანელი ჰყავს.

მამუკა მდინარაძე

05 აგვისტო 2021, 22:14

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პრემიერის არცერთი შეხვედრა, რომელიც იყო დაგეგმილი და შეთანხმებული, არ ჩაშლილა და არც ჩაიშლება

დარწმუნებული ვარ, რადგან იყო რაღაც შეხვედრებზე საუბარი და მათთან დაკავშირებით შეთანხმება არ ყოფილა. ეს არის გამოგონილი ამბავი. სინამდვილეში შეთანხმება შეხვედრასთან დაკავშირებით რომ ყოფილიყო, შეხვედრაც იქნებოდა. თუ რომელიმე მედია ამბობს, რომ შეთანხმებულია შეხვედრა და ჩაიშალა, ეს არის ტყუილი. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კახა კალაძე

05 აგვისტო 2021, 22:07

პოლიტიკა

კახა კალაძე: როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, ეს ძალიან მძიმეა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ტერიტორიების დაბრუნება მოხდეს

როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიებზე სხვა ქვეყნის ჯარები დგას და ოკუპირებულია, ეს ძალიან მძიმეა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ტერიტორიების დაბრუნება მოხდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ზოგადად, ურთიერთობების ნორმალიზება, ყველასთან ძალიან მნიშვნელოვანია.

ლიონელ მესი

05 აგვისტო 2021, 21:57

სპორტი

ლიონელ მესიმ „ბარსელონა“ დატოვა

არგენტინის საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ „ბარსელონა“ დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ კატალონიური კლუბი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

05 აგვისტო 2021, 21:55

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 2024 წლამდე არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება

„შეთანხმება არის ანულირებული, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ მომავალში აღარასდროს ასეთი ტიპის შეთანხმებას აღარ გავაფორმებთ. აქ საუბარი იყო დროებით კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლაზე, მეორედ ეს აღარასოდეს მოხდება. ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

05 აგვისტო 2021, 21:52

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე: გამომდინარე იქიდან, რომ წითელი ხაზები არსებობს, ვერ იქნება საუბარი ვერანაირ დიპლომატიურ ურთიერთობებზე

წითელი ხაზები არ გადაიკვეთება, დანარჩენზე ვნახოთ, რაზეა საუბარი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საჰაერო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, არსებობს წითელი ხაზები, რაც არის დაკავშირებული დეოკუპაციასა და ჩვენს დასავლურ ინტეგრაციასთან.

ირაკლი კობახიძე

05 აგვისტო 2021, 21:48

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საერთო სასამართლოების შესახებ კანონი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად შევცვალეთ, სამი საკვანძო რეკომენდაცია ასახულია

ჩვენ თავიდან ბოლომდე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად შევცვალეთ ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ სასამართლო რეფორმაზე ევროკომისიის ანგარიშში არსებული ჩანაწერის შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.

არჩილ ყარაულაშვილი

05 აგვისტო 2021, 21:37

პოლიტიკა

არჩილ ყარაულაშვილი: ეს არის აბსოლუტური სპეკულაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთს პერსონა ნონ გრატად არ გამოუცხადებია

ეს არის აბსოლუტური სპეკულაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთს პერსონა ნონ გრატად არ გამოუცხადებია, - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა ესტონეთში, არჩილ ყარაულაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ესტონეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აუცილებლად შედგება.

თეა მაისურაძე

05 აგვისტო 2021, 21:30

პოლიტიკა

თეა მაისურაძე: ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს ბალტიის ქვეყნებმა, არის სრული აბსურდი

„რაც შეეხება ვიზიტის გაუქმებას, ამასაც ვერ დავადასტურებ. ვიზიტი არ გაუქმებულა და მისი ორგანიზება უმაღლეს დონეზე ორ ქვეყანას შორის ყოველთვის დღის წესრიგშია და ვადასტურებ, რომ მათ შორის პრემიერის ვიზიტი განიხილება და უკვე დიდი ხანია დღის წესრიგშია. ეს დარჩება დღის წესრიგში მანამ, სანამ არ მოხდება შეთანხმება ქართულ და ლატვიურ მხარეებს შორის ვიზიტის კონკრეტილ თარიღებზე“, - განაცხადა ელჩმა.

გიორგი ამილახვარი
კახა კალაძე

05 აგვისტო 2021, 20:43

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: საარჩევნო კამპანია დახუნძლული იქნება ინოვაციებით, რეალისტური იდეებით და სწორი პროგრამით

მინდა მადლობა გადავუხადო ნდობისთვის კახა კალაძეს და ჩვენს გუნდს. ეს ჩემისთვის დიდი პატივია და რა თქმა უნდა, მოხარული ვარ, რომ ვერთვები საარჩევნო კამპანიაში მერობის გამორჩეულ კანდიდატთან ერთად ვერთვები, - ამის შესახებ კახა კალაძის საარცევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ამილახვარმა, შტაბის გახსნაზე განაცხადა.

კახა კალაძე

05 აგვისტო 2021, 20:42

პოლიტიკა

კახა კალაძე: ერთიანი და სოლიდარული თბილისი არის ძალა, რომელსაც მე ვეყრდნობი

თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბი გაიხსნა. მერობის კანდიდატმა ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.მისი თქმით, დღეიდან, თბილისელებს აქვთ ადგილი, სადაც საკუთარი მოსაზრებების გაზიარება შეეძლებათ.

05 აგვისტო 2021, 20:38

COVID19

აშშ-ის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ უცხოელი ვიზიტორებისგან ვაქცინაციის მოთხოვნის საკითხს განიხილავს

აშშ-ის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ უცხოელი ვიზიტორებისგან ვაქცინაციის მოთხოვნის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ თეთრი სახლის კორონავირუსზე რეაგირების კოორდინატორმა, ჯეფ ზინტსმა განაცხადა.

კახა კალაძე

05 აგვისტო 2021, 20:30

პოლიტიკა

კახა კალაძე: მჯერა, კიდევ ბევრჯერ იტყვიან, მე ამ ქალაქში ვნახე ყველაფერი

მჯერა, კიდევ ბევრჯერ იტყვიან, მე ამ ქალაქში ვნახე ყველაფერი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, საარჩევნო შტაბის წარმატებაზე დამოკიდებულია არა მხოლოდ მისი, როგორც კანდიდატის გამარჯვება, არამედ ამ ქალაქში მცხოვრები ძალიან ბევრი ადამიანის იმედები.

გიორგი ამილახვარი

05 აგვისტო 2021, 20:15

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბს გიორგი ამილახვარი უხელმძღვანელებს

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბს გიორგი ამილახვარი უხელმძღვანელებს. შტაბის ხელმძღვანელი დღეს პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ წარადგინა. მისი თქმით, გიორგი ამილახვარი კარგი მენეჯერია, აქტიური პროგრესული და ენერგიული ადამიანია.

კახა კალაძე

05 აგვისტო 2021, 20:14

პოლიტიკა

კახა კალაძემ საარჩევნო შტაბი გახსნა

დღეს წინასაარჩევნო პროცესისთვის, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი და რიგითი ღონისძიებაა-იხსნება საარჩევნო შტაბი. თუმცა, მერწმუნეთ, პირადად ჩემთვის, ჩემი გუნდისთვის, ჩვენი მხარდამჭერებისთვის დღევანდელი დღე უმნიშვნელოვანესია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თავისი საარჩევნო შტაბის გახნის ღონისძიებაზე განაცხადა.

05 აგვისტო 2021, 20:11

მსოფლიო

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანთან საზღვარზე რუსი მესაზღვრეების განთავსების ფაქტს განმარტავს

რუსი მესაზღვრეები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე სოფელ ვოსკეპარში განთავსდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დავით ზალკალიანი

05 აგვისტო 2021, 19:53

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ჯო ბაიდენის განცხადება აღიარებაა იმ უაღრესად მნიშვნელოვანი საშუამავლო პროცესისა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობით განხორციელდა

ეს გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მხრიდან საქართველოს მნიშვნელოვანი როლის და ფუნქციის აღიარება, ასევე იმ უაღრესად მნიშვნელოვანი საშუამავლო პროცესის აღიარება, რომელიც განხორციელდა უშუალოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩართულობით, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებას, სადაც ის აზერბაიჯანში სომეხი სამხედროების გათავისუფლების ძალისხმევაში საქართველოს მხარდაჭერით მიღწეული პროგრესზე საუბრობს.

დავით ქართველიშვილი

05 აგვისტო 2021, 19:41

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: სისხლის, გვამების და ადამიანთა წამების მოყვარულთა რეჟიმი დასრულდა საქართველოში და ეს პრინციპი, პირველ რიგში, ციხესთან მიმართებაში მოქმედებს

არანაირად არ ვიცავ ციხიდან პირობითად, ვადაზე ადრე განთავისუფლებულ მარიანა ჩოლოიანს, მაგრამ არსებული ინფორმაციით, რომელიც გასაჯაროებას არ ექვემდებარება - იგი უმძიმესი სენით არის დაავადებული და ელემენტარული ჰუმანიზმის პრინციპი გკარნახობს, თუნდაც დამნაშავე - მაგრამ, პირველ რიგში, ადამიანის წვალებას ციხეში, ბოლო მოეღოს“ - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი Facebook-ის გვერდზე.

ებრაჰიმ რაისი

05 აგვისტო 2021, 19:35

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა მოიხსნას

ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს ნებისმიერ დიპლომატიურ გეგმას, რომელიც აშშ-ის მიერ ირანისთვის დაწესებულ სანქციებს გააუქმებს.

გია აბაშიძე

05 აგვისტო 2021, 19:31

პოლიტიკა

გია აბაშიძე ჩოლოიანის გათავისუფლებაზე: ამ „ქეისშიც“ დაცული რომ იყო ყველა კანონიერი მოთხოვნა, არ გეტყვით „პოლიტიკური“ ძალა, რომლის დროსაც კანონის აღსრულება სააკაშვილისა და ერთი-ორი მაღალჩინოსნის ახირებებზე იყო დამოკიდებული

ის, რომ ამ „ქეისშიც“ დაცული იყო ყველა კანონიერი მოთხოვნა, არ გეტყვით ის დესტრუქციული, არაჰუმანური „პოლიტიკური“ ძალა, რომლის დროსაც კანონის აღსრულება მხოლოდ სააკაშვილისა და მისი ერთი-ორი მაღალჩინოსნის ახირებებზე იყო დამოკიდებული“ - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე მარიანა ჩოლოიანია ვადამდე გათავისუფლებას. მისი თქმით, მარიანა ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.