imedi /  29 ივლისი 2020, 12:46 / სანდო წყარო

რაჭაში, სტიქიის შედეგად, წყალმომარაგების სისტემაზე მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები იწყება

რაჭაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, რეგიონში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია გაემგზავრა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

ადიდებულმა მდინარე რიონმა დააზიანა, ონში, სოფელი ჟიჟორეთის წყლის ძველი და ახალი სათავე ნაგებობიდან გამომავალი ფოლადის მილები. მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სასმელი წყალი წყალმზიდების საშუალებით მიეწოდება, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად კი უკვე დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები.

პირველადი ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, ასევე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე გაუწევენ კოორდინაციას სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტუქტურის აღდგენით სამუშაოებს.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, სტიქიის ზონაში გაემგზავრნენ რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად.

ონის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე ადგილას ჩარჩენილი მოსახლეობის უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასაყვანად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

ყველა სიახლე

მაიკ პომპეო

10 აგვისტო 2020, 23:58

მსოფლიო

მაიკ პომპეო: ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იყო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი ღრმად შეშფოთებულია ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებით, რომელიც არ იყო თავისუფალი და სამართლიანი.

10 აგვისტო 2020, 23:53

COVID19

ისრაელში COVID19-ის პრევენციისთვის ახალი რეგულაციები 11 აგვისტოდან ამოქმედდება

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში ახალი რეგულაციების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „კოვიდ-19“ის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, ისრაელის მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციები ძალაში 11 აგვისტოს შევა.

გია ცაგარეიშვილი

10 აგვისტო 2020, 23:50

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი: დღეს ქვეყნის სათავეში დგას ხელისუფლება, რომლისთვისაც ადამიანი არის უმთავრესი ღირებულება

დღეს ქვეყანას სათავეში უდგას ხელისუფლება, რომლისთვისაც ადამიანი არის უმთავრესი ღირებულება, ქვეყნის სათავეში დგანან ადამიანები, რომლებიც თავის თანამოქალაქეს არ დაჩაგრავენ, ოჯახში არ შეუვარდებიან, პოლიტიკიური ნიშნით სამსახურიდან არ გამოაგდებენ, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, გია ცაგარეიშვილმა „POSTV“-ს ეთერში განაცხადა.

რობერტ ლევანდოვსკი

10 აგვისტო 2020, 23:49

სპორტი

ჩემპიონთა ლიგის გასული კვირის საუკეთესო ფეხბურთელად რობერტ ლევანდოვსკი დასახელდა

უეფას ჩემპიონთა ლიგის გასული კვირის საუკეთესო ფეხბურთელად რობერტ ლევანდოვსკი დასახელდა. „ჩელსისთან” მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში, რომელიც „ბაიერნმა” ანგარიშით 4:1 მოიგო, პოლონელმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა და ორი საგოლე გადაცემაც გააკეთა.

10 აგვისტო 2020, 23:34

მსოფლიო

მინსკში სამართალდამცველები საპროტესტო აქციის მონაწილეების დასაშლელად რეზინის ტყვიებსა და ხმოვან ყუმბარებს იყენებენ

მინსკში სამართალდამცველები საპროტესტო აქციის მონაწილეების დასაშლელად რეზინის ტყვიებსა და ხმოვან ყუმბარებს იყენებენ.

არჩილ თალაკვაძე

10 აგვისტო 2020, 23:31

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: სექტემბერში წარვადგენთ პროპორციულ სიას, სადაც იქნებიან ჩვენი გუნდის გამოცდილი წევრები და ახალი ადამიანები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ სექტემბერში წარადგენს პროპორციულ სიას, სადაც იქნებიან გუნდის გამოცდილი წევრები და ახალი ადამიანები.

10 აგვისტო 2020, 23:29

მსოფლიო

სომხეთში სასაწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდება

სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და ხელოვნების ცენტრებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდება. ამის შესახებ კუკტურის მინისტრმა Facebook-ზე განაცხადა. არაიკ არუთინიანის თქმით, შემდეგ კვირაში გადაწყვეტილებას უნივერსიტეტებთან დაკავშირებითაც მიიღებენ.

მარიამ ქვრივიშვილი

10 აგვისტო 2020, 23:24

რეგიონი

მარიამ ქვრივიშვილი: მესტიაში მყოფ მოქალქეებს მოვუწოდებ დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს 144-ს, რომ მოხდეს მათი აღრიცხვა და საკარანტინო ზონაში ორგანიზებული გადაყვანა

ამ დროისათვის ცხელი ხაზის „144“-ის საშუალებით იდენტიფიცირებულია ტურისტების პირველი ნაკადი. სურვილიდან გამომდინარე ტურისტების გადაყვანა უკვე დაიწყო მესტიის მუნიციპალიტეტთან ახლოს მდებარე რეგიონებში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში.

დიეგო კოლა
თეა ახვლედიანი

10 აგვისტო 2020, 22:51

საზოგადოება

თეა ახვლედიანმა საქართველოში ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

მხარეები ასევე შეეხნენ სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში მიჭრეულ შედეგებს და ამ ეტაპზე არსებულ გამოწვევებს და განიხილეს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების განათლებაზე ხელმისაწვდომობის, სახელმწიფო ენის, სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის და სხვა აქტუალური საკითხები.

10 აგვისტო 2020, 22:44

მსოფლიო

მინსკის ცენტრში სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს

მინსკის ცენტრში სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც მომიტინგეები შეიკრიბნენ, სამართალდამცველები სპეცტექნიკით არიან მობილიზებულნი.

10 აგვისტო 2020, 22:24

რეგიონი

ტურიზმის ადმინისტრაცია: მესტიის მუნიციპალიტეტში 18 სასტუმროში საკარანტინო სივრცე განთავსდება

მესტიის მუნიციპალიტეტში COVID19-ის შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ოპერატიულად განახორციელა საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად სასტუმროების აღწერა და იდენტიფიცირება.

10 აგვისტო 2020, 22:15

მსოფლიო

თეთრი სახლი: აშშ შეშფოთებულია ბელარუსში არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარების გამო

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელის, კეილი მაკინანის განცხადებით, აშშ შეშფოთებულია ბელარუსში არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარების გამო და ოფიციალურ მინსკს მოუწოდებს, თავი შეიკავოს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან.

ნათია თურნავა

10 აგვისტო 2020, 22:10

საზოგადოება

ნათია თურნავა: ანზორ ერქომაიშვილმა არა მხოლოდ განავითარა ქართული ფოლკლორი, არამედ საქართველო მსოფლიოს ამაყად გააცნო

თქვენ ბრძანდებით ადამიანი, ვინც არა მხოლოდ გადაარჩინეთ ბევრი ფოლკლორული ნაწარმოები, არა მხოლოდ განავითარეთ ქართული ფოლკლორი, არამედ საქართველო ამაყად გააცანით სრულიად მსოფლიოს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ოზურგეთის ახლად რეაბილიტირებულ, დრამატულ თეატრში ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის საიუბილეო საღამოზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი
ანზორ ერქომაიშვილი

10 აგვისტო 2020, 22:08

საზოგადოება

პრეზიდენტი ანზორ ერქომაიშვილს: თქვენ წარმოადგენდით და წარმოადგენთ ძველ კულტურას, ტრადიციებს, ღირსებას, ნამდვილ ქართველობას

„ჩვენ დიდი ხნის წინ, შევხვდით პარიზში, როცა ახალგაზრდები ვიყავით, თქვენ საქართველოს წარმომადგენელი იყავით, რომელთან შეხვედრაზეც ვოცნებობდი. თქვენ, ჩემს და ყველა იმ ადამიანის თვალში, ვინც მაშინ შეგხვდათ, წარმოადგენდით ძველ კულტურას, ტრადიციებს, ღირსებას, ნამდვილ ქართველობას. ეს დღესაც ასეა და არაფერი შეცვლილა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ოზურგეთში გამოჩენილი ქართველი მომღერლის, ლოტბარის, კომპოზიტორის, ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

არჩილ თალაკვაძე

10 აგვისტო 2020, 21:58

საზოგადოება

პარლამენტის თავმჯდომარე: ანზორ ერქომაიშვილმა შეასრულა უნიკალური მისია, ჩვენი ქვეყნის ისტორია გადაარჩინა დაკარგვას, აღადგინა და მომავალთან დააკავშირა

მან ალბათ ერთ-ერთმა გამორჩეულად შეძლო, რომ მოესმინა საკუთარი ქვეყნის ისტორიისთვის, ქვეყნის წარსულისთვის, ჩაეწერა ეს ყველაფერი და გადაეტანა ნოტებზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოზურგეთის ახლად რეაბილიტირებულ, დრამატულ თეატრში ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის საიუბილეო საღამოზე განაცხადა.

10 აგვისტო 2020, 21:48

მსოფლიო

სლოვაკეთის ხელისუფლებამ სამი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან ჯაშუშობის ბრალდებით გააძევა

სლოვაკეთის ხელისუფლებამ სამი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან ჯაშუშობის ბრალდებით გააძევა. აღნიშნული ინფორმაცია სლოვაკეთის სხაგარეო საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.

10 აგვისტო 2020, 21:31

რეგიონი

საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში COVID19-ის კიდევ 9 შემთხვევა გამოვლინდა

​​​​​​​კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ცხრა შემთხვევა გამოვლინდა ოკუპირებულ აფხაზეთში. ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმი ავრცელებს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 55 ადამიანს ჩაუტარდა კვლევა, მათგან ცხრას კი COVID19 -ი დაუდასტურდა.

ანტონიო გუტერეში

10 აგვისტო 2020, 21:30

მსოფლიო

გაეროს გენმდივანი ბელარუსის ხელისუფლებას მოუწოდებს, მაქსიმალური თავშეკავებულობა გამოიჩინონ და მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყონ

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ბელარუსის ხელისუფლებას თავშეკავებულობის გამოჩენისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის პრესმდივანმა, სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა.

10 აგვისტო 2020, 21:29

რეგიონი

მესტიაში, შავღელეს მონაკვეთთან მეწყერი ჩამოწვა

ძლიერი წვიმის შედაგად, ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, შავღელეს მონაკვეთან, მეწყრული პროცესები განვითარდა. ჩამოწოლილმა მიწის მასამ საავტომობილო გზა ჩაკეტა, რის გამოც მაგისტრალზე მოძრაობა პარალიზებულია. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომსპეციალური ტექნიკის მუშაობა საავტომობილო გზის ამ მონაკვეთზე ძლიერი წვიმის გამო ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

ნინო ვიბლიანი

10 აგვისტო 2020, 20:49

COVID19

ნინო ვიბლიანი: ლენჯერში ამ დროისთვის 300-ზე მეტი ბილიოგიური ნიმუშია აღებული

მესტიის მუნციპალიტეტი, ლენჯერის ტერიტორიაზე დაწყებულია ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა და ამ ეტაპისთვის აღებულია 300-ზე მეტი ბიოლოგიიური მასალა - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერანტორის მოადგილემ განაცხადა. ნინო ვიბლიანის თქმით, ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ნაკლები კონტაქტები ჰქონდეთ და იყვნენ თვითიზოლაციაში.