imedi /  29 ივლისი 2020, 16:30 / სანდო წყარო

გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი ვიზიტორების მისაღებად მზადაა

ხვალ, 13:30 საათზე, გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი ოფიციალურად გაიხსნება.

გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი ვიზიტორების მისაღებად მზადაა. ბაღის სტუმრებს წელს, უნიკალური ქვის ბაღის ალპინარიუმის მონახულება შეეძლებათ, რომლის მოწყობაზეც ქართველ სპეციალისტებთან ერთად მიუნხენის ბოტანიკური ბაღის მებაღეც მუშაობს.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ალპინარიუმი 200 მ2 ტერიტორიაზე მცენარეებთან შერწყმული სპეციალური ქვების კომპოზიციებითაა წარმოდგენილი. ბაღში, სადაც სუბალპური და ალპური ზონებისთვის დამახასიათებელი მცენარეების მრავალფეროვნებაა წარმოდგენილი, სტუმრებისთვის საპიკნიკე და საკემპინგე ზონებია მოწყობილი.

გოდერძის ალპური ბაღი ჯამში 15 ზონას მოიცავს, რომელთა შორის გამოირჩევა ტბისა და ჭაობის ზონები, წყაროსა და საპიკნიკე ზონები, ასევე მეფუტკრეობის სადემონსტრაციო ზონა, სადაც ვიზიტორებს საშუალება აქვთ ჯარას ველური თაფლის უნიკალურ ტრადიციას გაეცნონ. ბოტანიკური ბაღი ერთი-ერთი საინტერესო ტურისტული დანიშნულების ადგილია ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ტურისტული მარშრუტსა და მწვანე ტბაზე მოგზაურებისთვის, ასევე კურორტ გოდერძისა და ბეშუმში დამსვენებლებისთვის. მიმდინარე წელს ალპურ ბაღში განხორციელებულ პროექტებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლები ადგილზე გაეცნენ.

გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი ხულოში, ზღვის დონიდან 1960 მეტრ სიმაღლეზე კურორტ გოდერძისთან ახლოს „შქერნალის“ ტერიტორიაზე მდებარეობს. ათეულობით წლის წინ ტერიტორიის დიდი ნაწილი სუბალპური ტყით იყო დაფარული. ამჟამად, ალპური ბაღის ტერიტორიაზე ექვსი სახეობის მერქნოვანი და ასამდე სახეობის ბალახოვანი მცენარე არსებობს, რომელთა ძირითადი ნაწილი აბორიგენული სახეობაა. ბაღს, რომელიც 2016 წელს შეიქმნა, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს. მასში შესვლა უფასოა. ბაღის მონახულებისთვის საუკეთესო დრო მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე პერიოდია. წლის დანარჩენ დროს კი იქაურობა თოვლითაა დაფარული.

ყველა სიახლე

გიორგი ტატუაშვილი

10 აგვისტო 2020, 15:33

პოლიტიკა

დმანისის მერი, გიორგი ტატუაშვილი „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს

პარტიული დისციპლინის უხეში დარღვევის გამო, დმანისის მერი გიორგი ტატუაშვილი „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს - ამის შესახებ განცხადებას პარტია ავრცელებს. „„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნოს გადაწყვეტილებით, დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ტატუაშვილი, რომელიც ამავე დროს იკავებს დმანისის მერის თანამდებობას, პარტიის რიგებიდან იქნა გარიცხული. გარიცხვის მიზეზი გახდა პარტიული დისციპლინის უხეში დარღვევა, რაც გამოიხატა მის მიერ „ქართული ოცნების“ კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

10 აგვისტო 2020, 15:27

COVID19

საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, მესტიასა და ლენჯერში, მოუწოდებს, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისას, მიმართონ ცხელების ცენტრებს ან დაუკავშირდნენ 112-ს

მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში, ნებისმიერი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ტესტირების მიზნით, მიმართონ ცხელების ცენტრებს ან დაუკავშირდნენ 112-ს, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პაატა იმნაძე

10 აგვისტო 2020, 15:26

COVID19

პაატა იმნაძე: ახლა ვინც არის დარჩენილი მესტიის რაიონში, მინდა მოვუწოდო, მაქსიმალურად დაიცვან წესები

სამწუხაროდ მოხდა ის, რასაც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვამბობთ და მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ ნუ დაგვავიწყდება, კორონავირუსის არსებობა ჩვენ გვერდით. შედეგი სახეზე, გვაქვს საყურადღებო შემთხვევები, სოფელ ლენჯერში და მასთან დაკავშირებული შემთხვევები უკვე თბილისში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

10 აგვისტო 2020, 15:26

რეგიონი

გოჩა ენუქიძე და ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები სტიქიის ზონაში იმყოფებიან

„ყველა ოჯახი, რომელთა საცხოვრებელი სახლები განსაკუთრებით საშიშ არეალში მდებარეობს, მუდმივად კონტროლდება. სტიქიის ზონაში იმყოფებიან სპეციალისტები, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან. ასევე, ადგილზე მობილიზებულია ჰიდროლოგთა ჯგუფი და მალე დაიწყებენ მუშაობას გეოლოგებიც“, - განაცხადა რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ.

ეკატერინე ტიკარაძე

10 აგვისტო 2020, 15:17

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: დროული რეაგირების დამსახურებით, მესტიიდან ბევრი პაციენტის მოლოდინი არ გვაქვს

გვმართებს ეფექტური და ოპერატიული ღონისძიებების გატარება. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გამკაცრდეს საკარანტინო ღონისძიებები მესტიაში. დღეის მდგომარეობით, 5 აქტიური ჯგუფი მუშაობს იმისთვის, რომ გამოვლინდეს ყველა საეჭვო შემთხვევა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მტავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

10 აგვისტო 2020, 15:15

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ერთადერთი მიზანი და ჟინი, რომელიც სააკაშვილს ამოძრავებს - ძალაუფლებაა, რომელსაც ვერ ივიწყებს

ერთადერთი მიზანი და ჟინი, რომელიც სააკაშვილს ამოძრავებს - ძალაუფლება. ძალაუფლება, რომელსაც ვერ ივიწყებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ახმეტაში გამოსვლისას განაცხადა. ღარიბაშვილმა გიორგი ანწუხელიძის გმირობა გაიხსენა და განაცხადა, რომ მისი გმირობის საპირისპიროდ აგვისტოს ომის დღეებში ქართველმა ხალხმა მაშინდელი პრეზიდენტისა და მთავარსარდლის სააკაშვილის სიმხდალე იხილა.

ირაკლი ქადაგიშვილი

10 აგვისტო 2020, 15:07

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ რეგიონალურ დონეზე მოხდეს ისეთი ცვლილებები, რაც ხელს შეუწყობს ახმეტაში ახალი ინვესტიციების შემოდინებას

ჩემთვის ღირსებისმომგვრელია, რომ საარჩევნო კამპანია იწყება კახეთში, ერეკლეს სასახლიდან და გრძელდება ახმეტაში, რომელიც სიმბოლოა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის, ახმეტა, რომელიც არის სიმბოლო იმისა, რომ ქართველი კაცისთვის ღირსება არის უმთავრესი რამ - ამის შესახებ თელავი-ყვარელი-ახმეტა-ლაგოდეხის ოლქში დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ახმეტაში წარდგენისას განაცხადა.

10 აგვისტო 2020, 15:07

COVID19

მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში შესვლა და გასვლა შეიზღუდა. დეტალები

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაბა მესტიასა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში, დამატებითი შეზღუდვები წესდება, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

გიორგი გახარია

10 აგვისტო 2020, 14:53

COVID19

გიორგი გახარია: მესტიაში გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

მესტიაში გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ახმეტაში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის შემდეგ, მედიასთან განაცხადა.„სამწუხაროდ გვიწევს მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული სპეციალური ღონისძიებების მიღება. გადაადგილების გარკვეული შეზღუდვები იქნება. იქ უკვე გაგზავნილია დამატებითი სამედიცინო ბრიგადები იმისთვის, რომ აქტიურად დაიწყოს ტესტირების რეჟიმი. გვესმის, რომ მესტიაში ბევრი ტურისტია , ყველას მივხედავთ, არავინ დარჩება ყურადღების გარეშე. არაფერია საპანიკო, ჩვენ ვმართავთ ამ პროცესს. არ არსებობს რისკები, რომ რაიმე ემოციების საფუძველი იყოს. წყნარად, მშვიდად, მესტიაში იქნება სპეციალური ღონისძიებები გადაადგილების ნაწილობრივი შეზღუდვაც იქნება, სამედიცინო ბრიგადები უკვე იწყებენ გაძლიერებულ ტესტირებას.“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ირაკლი ღარიბაშვილი

10 აგვისტო 2020, 14:53

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს დესტრუქციული ძალა ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკური ველიდან გავიყვანოთ.

ჩვენი, ბიძინა ივანიშვილის, მმართველობის 8-წლიანი პერიოდი არის ის ერთადერთი, იშვიათი გამონაკლისი, როდესაც ხალხმა იგემა მშვიდობისა და თავისუფლების გემო, - ამის შესახებ „ქართული ონების“ პოლიტიკურმა მდივანმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ახმეტაში გამოსვლისას განაცხადა. ახმეტაში საზოგადოების წინაშე წარდგომისას ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოში 12 წლის წინ დატრიალებულ მოვლენებზე.

ჟოზეპ ბორელი

10 აგვისტო 2020, 14:49

მსოფლიო

ჟოზეპ ბორელი: ბელარუსში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული და მიუღებელი ძალის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეპ ბორელი ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

გიორგი გახარია

10 აგვისტო 2020, 14:41

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენი საარჩევნო კამპანია აგებული იქნება მომავალზე, ახალგაზრდობაზე, დაწყებული საქმეების დასრულებასა და ახალი საქმეების დაწყებაზე

ჩვენ საარჩევნო კამპანიას ვაგებთ მხოლოდ მომავალზე. რა თქმა უნდა, მომავლის შენება მშვიდობის გარეშე შეუძლებელია და ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახლა აგვისტოს დღეებია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, იმის შესახებ, თუ რატომ უსვამს ხაზს „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას 2008 წლის ომს.

გიორგი გახარია

10 აგვისტო 2020, 14:39

რეგიონი

გიორგი გახარია: ირაკლი ქადაგიშვილმა ყველაზე კარგად იცის სად რა პრობლემაა, ვინ არის მისახედი და რა უნდა გამოასწოროს

როდესაც ვარჩევდით ამ რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატს, უაღრესი პასუხისმგებლობით მოვეპყარით ამ არჩევანს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ირაკლის არ სჭირდება რაღაცის სწავლა. ამ ადამიანმა ყველაზე კარგად იცის, სად რა პრობლემაა, სად ვინა რის მისახედი, სად როგორ უნდა გამოასწოროს. ეს ადმიანი მზად არის, არჩევნების მეორე დღიდან მოჰკიდოს ხელი და დაიწყოს საქმის კეთება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ახმეტაში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენისას განაცხადა.

კახა კალაძე

10 აგვისტო 2020, 14:38

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ კახელებისთვის შევარჩიეთ ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი, წესიერი, კახელებზე უზომოდ შეყვარებული და საქმიანი კაცი მაჟორიტარობის კანდიდატად

2012 წელს, საქართველოს უსამართლობისა და ჩაგვრისგან გათავისუფლების შემდეგ, ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ, ჩვენს თანამოქალაქეებს შევუმსუბუქოთ ყოფა, მივაწოდოთ გაუმჯობესებული ჯანდაცვის, სოციალური დახმარების პაკეტები, მოვაწესრიგოთ ინფრასტრუქტურა ყველა მხარესა და მუნიციპალიტეტში, შევქმნათ განვითარებისა და შემოსავლების მიღების მეტი შესაძლებლობა, სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის ხელშეწყობის თუ სხვა სახელმწიფო პროგრამების საშუალებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ ახმეტაში ამომრჩევლებისთვის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენისას განაცხადა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

10 აგვისტო 2020, 14:32

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი: მოვუწოდებ ბელარუსის ხელისუფლებას, ამომრჩეველთა ხმები ზუსტად დათვალონ

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

10 აგვისტო 2020, 14:21

მსოფლიო

გერმანიის მთავრობა: ბელარუსში დემოკრატიული არჩევნების მინიმალური სტანდარტებიც კი არ იყო დაცული - ეს მიუღებელია

გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობისას დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მინიმალური სტანდარტები დაცული არ იყო. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა.

10 აგვისტო 2020, 14:16

პოლიტიკა

კახა კალაძე: ირაკლი ქადაგიშვილს აქვს კახეთის რეგიონის განვითარების ხედვა და არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის თქვენ გვერდში იდგა, დგას და მომავალშიც ასე იქნება

„მას თქვენ ყველა ძალიან კარგად იცნობთ. ესაა ადამიანი, რომელსაც აქვს კახეთის რეგიონის განვითარების ხედვა, ადამიანი, რომელიც ყოველთვის თქვენ გვერდში იდგა, დგას და მომავალშიც ასე იქნება. კახეთის მხარის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი. ირაკლი გახლავთ წესიერი, უნარიანი ადამიანი, რომელსაც არ ეშლება ადამიანებთან კომუნიკაცია“.

ალექსანდრე ლუკაშენკო

10 აგვისტო 2020, 13:57

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო: ვიღაცას დღესასწაულის გაფუჭება მოუნდა - პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ჩეხეთიდან დავაფიქსირეთ ზარები, საიდანაც ჩვენს ცხვრებს მართავდნენ

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებმა დღესასწაულივით ჩაიარა და ვიღაცას ამ დღესასწაულის გაფუჭება მოუნდა. ალექსანდრე ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ისტორიული აქტივობა დაფიქსირდა.

10 აგვისტო 2020, 13:57

მსოფლიო

ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 200-მდე გაიზარდა

ლიბანის დედაქალაქში, ბეირუთში მომხდარი მძლავრი აფეთქების მსხვერპლთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა. მარვან აბოუდის აღნიშნავს, რომ ათობით ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. მათი დიდი ნაწილი უცხოელი მუშაა.

10 აგვისტო 2020, 13:47

COVID19

გორის მუნიციპალიტეტში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება. გუშინ გაგზავნილი 27 ნიმუშიდან COVID-19 ერთ პირს დაუდასტურდა, რომელიც სამხედრო ჰოსპიტალში მედდად მუშაობს. მას სიმპტომები ზღვიდან დაბრუნების შემდეგ გამოუვლინდა და ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია. ამ ეტაპზე გორის მუნიციპალიტეტში 78 პირს აქვს თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვის რეკომენდაცია, აქედან 19 პირი მედდას კონტაქტია.