imedi /  30 ივლისი 2020, 12:15 / სანდო წყარო

კახეთში რეგისტრირებულ მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოშობის სერტიფიკატი რეგიონიდან გაუსვლელად აიღონ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მხარდაჭერით, ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ გურჯაანში, ადგილობრივ მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ რეგიონიდან გაუსვლელად - ,,ერთი ფანჯრის პრინციპით“ სწრაფად და მარტივად ისარგებლონ ყველა სახის საბაჟო პროცედურით, ხოლო წარმოშობის სერტიფიკატის აღება დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე განახორციელონ.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიის წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია საბაჟო პროცედურებთან და ფორმალობებთან, საბაჟოს დისტანციურ-ელექტრონულ სერვისებთან, სასაქონლო კოდების დადგენასთან, ნებართვა სერთიფიკატის საჭიროების განსაზღვრასთან და საბაჟო გადასახდელებთან დაკავშირებით.

დღეის მონაცემებით, მებაჟე ოფიცრების მიერ, ქალაქ გურჯაანში, გაფორმებულია 497 საბაჟო დეკლარაცია და გაცემულია 440 წარმოშობის სერტიფიკატი.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმების თანახმად, საქართველოდან ექსპორტირებულ 9 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი გაუქმდა. იმისთვის, რომ პროდუქცია საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლდეს, მას წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატი - EUR.1 უნდა გააჩნდეს.

ყველა სიახლე

09 აგვისტო 2020, 18:58

COVID19

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა

კახეთში კირონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. „ქრონიკის“ ინფორმაციით, დაინფიცირებული გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხიდან არის და ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტზე მუშაობს. 27 წლის კაცის ტესტირების პასუხი დღეს გახდა ცნობილი. ინფორმაცია, კახეთში კორონავირუსით ინფიცირების შესახებ „ქრონიკას“ გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, მანანა გოგაშვილმა დაუდასტურა.

ემანუელ მაკრონი

09 აგვისტო 2020, 18:55

მსოფლიო

ემანუელ მაკრონმა საერთაშორისო თანამეგობრობას ლიბანის დასახმარებლად სწრაფად მოქმედებისკენ მოუწოდა

„დღეს მთავარია სწრაფად და ეფექტიანად ვიმოქმედოთ, რათა ადგილზე კოორდინირებულად და მაქსიმალურად ეფექტიანად დავეხმაროთ ლიბანელ ხალხს. ფსონზე ლიბანელი ხალხის მომავალია“, - განაცხადა მაკრონმა და აღნიშნა, რომ აფეთქების მიზეზები დამოუკიდებელმა საერთაშორისო გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

09 აგვისტო 2020, 18:44

COVID19

დღე-ღამეში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 87 ადამიანს გამოუვლინდა, 2 ინფიცირებული გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 87 ადამიანს გამოუვლინდა. 308 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 33 568 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 490 ადამიანი.

ანზორ ერქომაიშვილი ოზურგეთი

09 აგვისტო 2020, 18:27

კულტურა

ოზურგეთში ხვალ ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილეს აღნიშნავენ

იუბილეზე გამოიფინება ანზორ ერქომაიშვილის ცხოვრების და შემოქმედების ამსახველი ფოტოარქივი. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია.

ბეშარ ბუტროს ალ-რაჰი

09 აგვისტო 2020, 18:27

მსოფლიო

ლიბანის მარონიტული ეკლესიის პატრიარქი ბეირუთში მომხდარ აფეთქებაზე: ესაა დანაშაული კაცობრიობის წინაშე

ლიბანის ქრისტიანულ-მარონიტული ეკლესიის პატრიარქი, ბეშარ ბუტროს ალ-რაი, ხუთი დღის წინ, ბეირუთში მომხდარ აფეთქებას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს უწოდებს. პატრიარქი აცხადებს, რომ მომხდარი საერთაშორისო გამოძიების საგანი უნდა გახდეს.

სალომე ზურაბიშვილი

09 აგვისტო 2020, 18:17

საზოგადოება

პრეზიდენტი: საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც ზოგ ტელევიზიას უნდა, რომ აჩვენოს

„მე სხვაგანაც მიცხოვრია და ზუსტად ვიცი, რა არის კრიმინალური მდგომარეობა, რაც ყველგან ხდება, სამწუხაროდ. ეს არის თანამედროვე მსოფლიოს სენია და აქ ისეთი არაფერი ხდება, რაც სხვაგან არ ხდება. საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც ზოგ ტელევიზიას უნდა, რომ აჩვენოს. და მგონი, ის არის ძალიან მძიმე, როცა ქვეყანაში ტელევიზიებიდან მხოლოდ ეს გვესმის დილიდან საღამომდე. ეს ჩვენს ახალგაზრდობასა და მათ ფსიქიკაზე ძალიან ცუდად აისახება. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც ადამიანებს ასეთ დაძაბულ მდგომარეობაში ვაცხოვრებთ. ვფიქრობ, ყველამ ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ, ცოტა დავწყნარდეთ, ყველაფერს ცოტა დისტანციაზე შევხედოთ. არ უნდა დავუშვათ კრიმინალური მდგომარეობის გაუარესება, მაგრამ ეს მონსტრი არ უნდა გავხადოთ, როგორიც არ არის ამ ქვეყანაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მარკ ცუკერბერგი

09 აგვისტო 2020, 18:15

ეკონომიკა

Facebook-ის გენერალური დირექტორის, მარკ ცუკერბერგის ქონებამ $100 მილიარდს გადააჭარბა

Facebook-ის გენერალური დირექტორის, მარკ ცუკერბერგის ქონებამ $100 მილიარდს გადააჭარბა. როგორც Independent-ი იუწყება, ცუკერბერგის ქონების მკვეთრი ზრდა მისმა განცხადებამ განაპირობა, რომლის თანახმადაც ის აპირებს, ვიდეო პლატფორმის შექმნას, რომელიც TikTok-ის პირდაპირი კონკურენტი იქნება. 36 წლის მარკი Facebook-ის 13 პროცენტს ფლობს.

09 აგვისტო 2020, 17:50

მსოფლიო

სამხრეთ კორეაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა

სამხრეთ კორეაში, 46-დღიანი გადაუღებელი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერებს, სულ მცირე, 30 ადამიანი ემსხვერპლა. 11 პროვინციიდან და სხვადასხვა ქალაქიდან 5 900-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებულია. 4 600-მდე იძულებით გადაადგილებული ამ დრომდე თავშესაფრებშია.

09 აგვისტო 2020, 17:23

რეგიონი

აბაშაში ქართული ხალხური ცხენოსნობის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი იმართება

აბაშის მუნიციპალიტეტის საცხენოსნო იპოდრომზე, ქართული ხალხური ცხენოსნობის დღისადმი ფესტივალი იმართება. ტურნირი ერთდღიანია და მასში სხვადასხვა კუთხის საცხენოსნო კლუბების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კორონავირუსი საქართველო

09 აგვისტო 2020, 17:18

COVID19

გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე ტესტირების მეორე ეტაპი დაიწყო

„დავიწყეთ მეორე ეტაპი ფართომასშტაბიანი ტესტირების. ჯამში ამ დროისთვის მთლიანად არის დაახლოებით 1 500-ზე მეტი ნიმუში აღებული. ნაწილი უკვე ჩატანილია და ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებულია. ჯერჯერობით გვაქვს 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა. რა თმა უნდა, ეპიდემიოლოგები უკვე მუშაობენ, გამოვლენილია კონტაქტები, რომლებიც, შესაბამისად, გადასულები არიან საკარანტინო სივრცეებში, ხოლო პაციენტი გადაყვანილია შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში“, - აღნიშნა ბეგაშვილმა.

09 აგვისტო 2020, 17:13

საზოგადოება

გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ნახშირღელეს კვანძამდე 10 აგვისტოს მოძრაობა შეიზღუდება

გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ნახშირღელეს კვანძამდე 10 აგვისტოს მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

09 აგვისტო 2020, 17:05

პოლიტიკა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

პრესისა და პოლიტიკის სამმართველოს მიერ გამოქვეყნებული ტექსტის თანახმად, მაიკ პომპეოს უწყება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას გმობს და მოსკოვს აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

საიმონ ქაუელი

09 აგვისტო 2020, 16:57

ტაბლოიდი

საიმონ ქაუელი ელექტრო ველოსიპედიდან გადმოვარდა და ხერხემალი დაიზიანა

საიმონ ქაუელი ელექტრო ველოსიპედიდან გადმოვარდა და ხერხემალი დაიზიანა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. საიმონის სპიკერის განმარტებით, 60 წლის მუსიკოსი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია უტარდება. სპიკერის თქმით, საიმონი თავს კარგად გრძნობს და საიმედო ხელში იმყოფება. საიმონი ფართო აუდიტორიისთვის The X Factor-იდან და Britain's Got Talent-იდანაა ცნობილი.

09 აგვისტო 2020, 16:51

მსოფლიო

ინდოეთში მეწყერს, სულ მცირე, 29 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ-დასავლეთ ინდოეთში, იდუკის დასახლებაში, მეწყერს, სულ მცირე, 29 ადამიანი ემსხვერპლა. გადაუღებელი წვიმების გამო, მიწის მასა 7 აგვისტოს ჩამოიშალა, თუმცა, სამძებრო და სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე შეფერხებულია.

09 აგვისტო 2020, 16:33

COVID19

დღე-ღამეში მსოფლიოში კორონავირუსს 5 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 721 ათასს გადააჭარბა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 721 594 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ვირუსით კი 19 432 244 ადამიანი დაინფიცირდა.

09 აგვისტო 2020, 16:31

მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს ღამურამ უკბინა

„მას შემდეგ, რაც წინასაარჩევნო ტურის დასაწყისში ღამურამ მიკბინა, სიფრთხილე გამოვიჩინე და ცოფზე აცრას გავიკეთებ“, - დაწერა ჯორგენსონმა.

09 აგვისტო 2020, 16:19

მსოფლიო

მინსკში „დოჟდის“ ჟურნალისტები დააკავეს

ბელარუსის დედაქალაქში „დოჟდის“ 2 ჟურნალისტი, ვლადიმერ რომენსკი და ვასილი პოლონსკი, ასევე ოპერატორი ნიკოლაი ანტიპოვი დააკავეს. პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის სბეტლანა ტიხანოვკაიას შტაბის წარმომადგენლის განცხადებით, ჟურნალისტები მას შემდეგ დააკავეს, რაც კანდიდატს ქუჩაში გამოელაპარაკნენ.

ნაგასაკი

09 აგვისტო 2020, 16:13

მსოფლიო

იაპონიაში 75 წლის წინ ატომური დაბომბვის შედეგად დაღუპულები გაიხსენეს

75 წლის წინ, 9 აგვისტოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბ-29 ტიპის ბომდამშენმა Bockscar-მა, ნაგასაკიში ატომური ბომბი „მსუქანა“ (Fat Man) ჩააგდო. დაიღუპა 74 000 ადამიანი.

09 აგვისტო 2020, 15:53

რეგიონი

2020 წლის ივლისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 213 ფაქტი გამოვლინდა

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი, 77 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 49 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთში - 26, აჭარაში - 15, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 14, შიდა ქართლში -11.

09 აგვისტო 2020, 15:52

რეგიონი

ბიზნესომბუდსმენი ზუგდიდში კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ბიზნესომბუდსმენი ზუგდიდში კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა შეხვედრის მთავარი თემა კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ეკონომიკური საქმიანობის მდგრადი აღდგენა და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეგულაციებს შეეხებოდა.