imedi /  31 ივლისი 2020, 14:30 / სანდო წყარო

ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ონში დღეს საგანგებო შტაბის მორიგ სხდომას გამართავს

მაშველები რაჭაში

ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ონში დღეს საგანგებო შტაბის მორიგ სხდომას გამართავს, რომელზეც რეგიონში არსებულ ვითარებას განიხილავს და სამომავლო გეგმებს განსაზღვრავენ.

ამ მომენტისთვის მაია ცქიტიშვილი სოფელ გლოლაში იმყოფება და ადგილობრივების პრობლემებს ეცნობა.

რაჭაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ხუთი სოფელი კვლავ პრობლემურ ზონად რჩება. აქ საავტომობილო მოძრაობა ჯერჯერობით არ არის. ისინი, ვისაც მოწყვეტილი დასახლებებიდან წამოსვლა სურთ, ონში ვერტმფრენით გადმოჰყავთ. ახლახანს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მაღალმთიანი შოვიდან და გლოლადან მოქალაეები გადმოიყვანეს. ადგილობრივ მოსახლეობაში პანიკა არ შეინიშნება და მათ საჭირო საკვების მარაგი გააჩნიათ.

სტიქიის ზონაში ელექტროენერგია უკვე 10 სოფელს აღუდგა, ხოლო 7 სოფელს ჯერ კიდევ ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა აქვს. ამ მიზნით კომპანია „ენერგოპროჯორჯიას“ წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ.

შემოვლითი გზა 7 სოფელთან აღდგა, დანარჩენ 5 სოფელში დროებითი გზა ეწყო და სპეციალური ტექნიკა მუშობს, რათა ამ სოფლებშიც შემოვლითი გზები მოეწყოს.

ამასთან, სტიქიის ზონაში გეოლოგები იმყოფებიან, რომლებმაც შეისწავლეს არსებული ვითარება. კერძოდ, წყალდაგუბები არ არის და სტიქიის განმეორების საფრთხე არ არსებობს. საპროექტო სამსახურის წარმომადგენლები კი გეგმავენ, თუ როგორ შეიძლება აღდგეს სტიქიისგან დგანადგურებული ინფრასტრუქტურა.

რაჭაში სტიქიით გამოწვეული ზარალის ოდენობა დაახლოებით 50 მლნ ლარს შეადგენს.

მესამე დღეა რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დროებითი შემოვლითი გზების მეშვეობით, ხუთ სოფელთან საავტომობილო კავშირი აღდგა. ხუთი ისევ გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. დიდწილად აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება.

ყველა სიახლე

გიორგი ვოლსკი

29 სექტემბერი 2020, 19:19

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: „ნაცმოძრაობის“ მავნებლობების ძირითად მიმართულებათა შორისაა კრიმინოგენური ვითარების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება

„ესაა რეალობა და ციფრები, რომლის მიღმა არაერთი ადამიანური ტრაგედიაა. თავად ამ თემით მანიპულირება არის უზნეობა, ან რა ზნეობა შეიძლება მოითხოვო ამ ხალხისაგან, რომლებიც სისხლის მოლოდინში ცხოვრობენ თავის მედიასაშუალებებთან ერთად“, - წერს ვოლსკი.

29 სექტემბერი 2020, 19:15

მსოფლიო

თურქეთი სომხეთის საჰაერო ძალების მოიერიშეს ჩამოგდებას უარყოფს

თურქეთი უარყოფს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თურქულმა გამანადგურებელმა სომხეთის საჰაერო ძალების მოიერიშე ჩამოაგდო.

29 სექტემბერი 2020, 19:14

საზოგადოება

თბილისში, ნაძალადევის რაიონში გრუნტის დამჭერი კედლები შენდება

ნაძალადევის რაიონში, მოლოკოვის ქუჩაზე ორი საყრდენი კედლის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 18 და 15-მეტრიანი გრუნტის დამჭერი კედლები შენდება. ბეტონის სამუშაოების დასრულების შემდეგ, მავთულბადის ღობეები დამონტაჟდება და გზის საფარი მოწესრიგდება.

ბელარუსი ატომური ელექტროსადგური

29 სექტემბერი 2020, 19:01

მსოფლიო

ბელარუსში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის გამო ლიეტუვა მოსახლეობას იოდის აბებს დაურიგებს

ბელარუსში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის გამო ლიეტუვა მოსახლეობას იოდის აბებსდაურიგებს. გამოცემა LRT-ს ცნობით, ვილნიუსისა და კიდევ 16 მუნიციპალიტეტის მოსახლეობას იოდის აბები ოქტომბრიდან დაურიგდება.

29 სექტემბერი 2020, 18:58

COVID19

საქართველოში 35-ე გარდაცვლილი კოვიდინფიცირებული 82 წლის ქალია - მას ორმხრივი პნევმონია, გულის იშემიური დაავადება და შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა

საქართველოში, კორონავირუსით გარდაცვლილი 35-ე პაციენტი მკურნალობის კურსს „კლინიკა ბომონდის“ კოვიდცენტრში გადიოდა. 82 წლის ქალბატონი კლინიკაში 15 სექტემბერს, ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფო ბომონდიდან მძიმე მდგომარეობაში, დადასტურებული კორონავირუსით შეიყვანეს.

გენადი არველაძე

29 სექტემბერი 2020, 18:58

ეკონომიკა

გენადი არველაძემ კორეასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე მოლაპარაკების დაწყების მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარება განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძესა და კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, ინდუსტრიისა და ენერგეტიკის სამინისტროს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების პოლიტიკის ბიუროს გენერალურ დირექტორს, კიონკი რონს შორის ონლაინ რეჟიმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი სესიაშვილი

29 სექტემბერი 2020, 18:54

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: რომელიმე ქვეყანის მიერ საქართველოს ტერიტორიის სამხედრო ტრანზიტად გამოყენებაზე მკაფიო უარი გვაქვს გაცხადებული

საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიები შეიძლება რომელიმე ქვეყანამ გამოიყენოს ტრანზიტისთვის, საკუთარი სამხედრო მიზნებისთვის, ამაზე ჩვენ ყველასთვის მკაფიო უარი გვაქვს გაცხადებული, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს ყარაბაღთან დაკავ/სირებით საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

კორონავირუსი გარდაცვალება

29 სექტემბერი 2020, 18:53

COVID19

საქართველოში კორონავირუსით 36-ე პაციენტი გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

29 სექტემბერი 2020, 18:52

მსოფლიო

სომხეთის თავდაცვის უწყება: თურქულმა გამანადგურებელმა სომხეთის საჰაერო ძალების მოიერიშე ჩამოაგდო

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შუშან სტეფანიანმა განაცხადა, რომ თურქულმა გამანადგურებელმა F-16-მა სომხეთის საჰაერო ძალების მოიერიშე Су-25 ჩამოაგდო.

სალომე ზურაბიშვილი

29 სექტემბერი 2020, 18:52

COVID19

სალომე ზურაბიშვილი: ნათლად ვხედავთ, რომ არცერთ ქვეყანას არ შესწევს ძალა მარტო გაუმკლავდეს კორონავირუსის გამოწვევას

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო გაეროს 75-ე სესიის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში, რომელიც COVID-19-სა და მის შემდგომ პერიოდში ,,2030 მდგრადი განვითარების დღის წესრიგის“ დაფინანსების საკითხს ეხებოდა.

გიორგი გახარია და დავიდ-მარია სასოლი

29 სექტემბერი 2020, 18:50

პოლიტიკა

გიორგი გახარიამ და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ინსტიტუციური გაძლიერებისკენ მიმართულ რეფორმებზე ისაუბრეს

დავიდ-მარია სასოლიმ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ევროპარლამენტის უწყვეტი და მტკიცე მხარდაჭერა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ქვეყნის ევროინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარებისადმი. ევროპარლამენტის პრეზიდენტთან შეხვედრის დასასრულს მთავრობის მეთაურმა ევროპარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

29 სექტემბერი 2020, 18:44

COVID19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 35-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში COVID-19-ს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა. კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 5866 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2324 ადამიანი, 35 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ლაშა დარსალია

29 სექტემბერი 2020, 18:32

პოლიტიკა

ლაშა დარსალია „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია სიტყვით წარსდგა მთავრობათაშორისი კოალიციის, „დემოკრატიათა თანამეგობრობა“-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე - „დემოკრატიული მმართველობის უზრუნველყოფა ტექნოლოგიის საშუალებით“, რომელიც ვირტუალურ ფორმატში გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ალექსანდრე ლუკაშენკო

29 სექტემბერი 2020, 18:30

მსოფლიო

დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ალექსანდრე ლუკაშენკოს სანქციები დაუწესეს

დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს, მის უფროს შვილსა და ბელარუსის მთავრობის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესეს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

29 სექტემბერი 2020, 18:16

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ნიკა მელიას განცხადებაზე: გარკვეული სპექტაკლის ნიშნები იკვეთება

„ნიკა მელიას შემთხვევაში, პირდაპირ გეტყვით, კარგი გამოსაძიებელია საქმე - ქვები, საერთოდ, დაუშინა თუ არა ვიღაცამ. გუშინდელი ტირის თუ კისტის თოფის არ იყოს, რაზეც ვერ ხდება ვერანაირი ინფორმაციის მოძიება. უკვე ერთ დღეზე მეტია, ჩვენ ვცდილობთ, მოვიძიოთ ინფორმაცია, ჩვენი აქტივისტები ლამის გამომძიებლები გახდნენ, რომ დაეხმარონ გამოძიებას, იქნებ მოიძიონ ვინ მიაყენა რაღაც დაზიანება ტირის თუ კისტის თოფით. ამ წუთამდე ვერ დგინდება, ყოველ შემთხვევაში ჩვენი წყაროებით, გამოძიება რას დაადგენს, არ ვიცი“.

საბაჰ მეოთხე

29 სექტემბერი 2020, 18:14

მსოფლიო

ქუვეითის ამირა საბაჰ მეოთხე 91 წლისა გარდაიცვალა

ქუვეითის ამირა საბაჰ მეოთხე (საბაჰ ალ-აჰმად ალ-ჯაბერ ალ-საბაჰი) 91 წლისა გარდაიცვალა, ინფორმაციას ამის შესახებ Daily Sabah-ი ავრცელებს.

სარაგბო ჩემპიონატი

29 სექტემბერი 2020, 18:12

სპორტი

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის თითოეულ დივიზიონში შეხვედრები მაყურებლის გარეშე გაიმართება

ღია სივრცეში 200 ადამიანის შეკრება დაშვებულია, თუმცა კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ რაგბის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლოა, გარკვეული სირთულეები შექმნილიყო და ისინი იძულებულნი გახდნენ ეპიდვითარების დასტაბილურებამდე გულშემატკივრის ტრიბუნაზე დაშვება აეკრძალათ.

დავით ზალკალიანი

29 სექტემბერი 2020, 18:09

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: შარლ მიშელთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირში ინტეგრაციას, როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტს

„მაგრამ ჩვენ უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს და სწორედ ამ ამბიციურ გეგმებზე და მომავალ პერსპექტივებზე იყო ყურადღება გამახვილებული ყველა შეხვედრაზე. მიშელთან შეხვედრის დროს ეს იყო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ხაზი გაესვა ასევე ჩვენს შემდგომ ინტეგრაციულ პროცესებს, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია, რომლიც ქვეყნის კონსტიტუციაში არის ასახული“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მიხეილ ჩხენკელი

29 სექტემბერი 2020, 18:07

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან მიმდინარე ერთობლივი პროექტები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან, სამხრეთ კავკასიაში რეგიონულ დირექტორ, სებასტიან მოლინეუსთან და ახლადდანიშნულ ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური სექტორების პროგრამების ლიდერთან სამხრეთ კავკასიაში, ლევენტ იენერთან ონლაინ რეჟიმში სამუშაო შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მაკა ბოჭორიშვილი

29 სექტემბერი 2020, 18:07

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირში ინტეგრაცია, მისი წევრობა ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზანია

ევროკავშირში ინტეგრაცია, მისი წევრობა გახლავთ ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზანი. ესაა ის, რასაც ჩვენი ხელისუფლება, უკვე წლებია, ემსახურება. 2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, შეიქმნა ძალიან მტკიცე საფუძველი იმისთვის, რომ საქართველომ ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწიოს იმ მიზნამდე, რასაც ევროკავშირის წევრობა ჰქვია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ სიის მე-14 ნომერმა, მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.