IMEDI /  01 აგვისტო 2020, 22:06 / სანდო წყარო

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID19-ის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

საერთო ჯამში, ოკუპირებულ აფხაზეთში COVID19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 98-ს შეადგენს. აქედან, 37 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა.

26 პაციენტი გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას, დანარჩენები საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

03 აგვისტო 2020, 18:33

COVID19

ჯანმო: პანდემია ნეგატიურ გავლენას ახდენს მსოფლიოში ჯანდაცვის სისტემების ფუნქციონირებაზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელი დირექტორის, მაიკ რაიანის განცხადებით, Covid-19- ის პანდემიამ მსოფლიოში ჯანდაცვის სერვისები შეაფერხა.

გიგი წერეთელი

03 აგვისტო 2020, 18:29

პოლიტიკა

გიგი წერეთელი: „ევროპული საქართველო“ ეს არის დიდი იდეა უკეთესი ქვეყნისთვის

„ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ არჩევნების შემდეგ ეს იგრძნოს ყველამ საქართველოს ყველა ოჯახში, თბილისში და რეგიონებში. ხოლო ჩემთვის როცა წარდგენილი ვარ მაჟორიტარ დეპუტატად ჩემი მიზანია რომ ეს იგძნოს მოსახლეობამ ზესტაფონში, თერჯოლაში, ბაღდათსა და ტყბულში, მე მათი მხარდაჭერის იმედი მაქვს. არჩევნებში წარმატება საქართველოს წარმატება უნდა იყოს“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ლევან ნიკოლეიშვილი

03 აგვისტო 2020, 18:21

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ის, რაც დღეს ოპოზიციურ სპექტრში ხდება, ალბათ, პოლიტიკური მეცნიერების სახელმძღვანელოებშია შესატანი

„თავიდან ვნახეთ, რომ ოპოზიცია ჩამოყალიბდა განსაკუთრებულ ძალად, რომელიც იყოფოდა სხვადასხვა ნაწილად, შემდეგ შეძლეს შეკრება, თავი მოიყარეს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, ის გახდა მათი მამოძრავებელი, შემდეგ გადაინაცვლეს ფანჩატურში, თავიანთ თავს ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია უწოდეს და რაც ყველაზე მთავარი იყო, აქ თავი ადამიანების ისეთმა ჯგუფმა მოიყარა, რომლებიც თავის დროზე ერთმანეთს ლანძღავდნენ“.

ყვითელი ამკრძალავი ლენტი

03 აგვისტო 2020, 18:16

სამართალი

ჭიათურის მუნიციპალიტეტში 4 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთში 4 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ დამხმარე სათავსოში მოხდა. ბავშვს დენმა სადენებთან შეხების შედეგად დაარტყა.

03 აგვისტო 2020, 18:05

მსოფლიო

კაცი, რომელიც კიევში ბანკის აფეთქებით იმუქრებოდა, უზბეკეთის მოქალაქეა

„სუხრაბ კამიროვი, რომელიც უზბეკეთის მოქალაქეა „ უნივერსალ ბანკში“ შევიდა და განაცხადა, რომ მას ასაფეთქებელი ნივთიერება ჰქონდა და თანამშრომლებს პოლიციის გამოძახება მოსთხოვა. მას თან ჰქონდა ზურგჩანთა და ქეისი. ქეისიდან გამომავალი მავთული კი ფეხზე ჰქონდა მიმაგრებული. გავრცელებული ინფორმაციით, მან 40 ათასი გრივნა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბანკის აფეთქებით დაიმუქრა“- წერს გერაშენკო.

მიხეილ რამიშვილი

03 აგვისტო 2020, 18:01

სპორტი

რატომ არ ეცვა თამარ ბაჩალიაშვილს ფეხსაცმელი - ახალი გარემოება გარდაცვლილის საქმეში

ოჯახისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, როდესაც გარდაცვლილის ცხედარი აღმოაჩინეს, მას ფეხსაცმელი არ ეცვა და სამართალდამცავებმა ბაჩალიაშვილის ფეხსაცმელი, მოგვიანებით, ავტომანქანის სალონში იპოვეს.

03 აგვისტო 2020, 17:55

საზოგადოება

საპატრიარქო: გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები გარემოების ასახსნელად და წესის აგების ნებართვისთვის იმყოფებოდნენ

საპატრიაროქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საპატრიარქოში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას Facebook-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საქართველოს საპატრიარქოში გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) შეხვდნენ.

03 აგვისტო 2020, 17:42

COVID19

იტალიელი მეცნიერები: კორონავირუსი ადამიანებიდან ცხოველებზე გადადის

სპეციალისტები ასეთ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც ჩრდილოეთ იტალიაში, კერძოდ კი ლომბარდიაში 540 ძაღლი და 277 კატა გამოიკვლიეს. ეს ცხოველები ინფიცირებულებთან ერთად ეპიდემიისგან განსაკუთრებით დაზარალებულ რეგიონში ცხოვრობდნენ. ძაღლების 3,4%-სა და კატების 3,9%-ს ანტისხეულები აღმოაჩნდათ.

გიორგი კახიანი

03 აგვისტო 2020, 17:28

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური რაოდენობა იყოს ჩართული

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური რაოდენობა იყოს ჩართული, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, მმართველი ძალა ყველაფერს გააკეთებს, არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

თამარ ბაჩალიაშვილი

03 აგვისტო 2020, 17:27

საზოგადოება

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

დღეს ბოლო დღეა ვითხოვ, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გამოიჩინოს კეთილი ნება და შემხვდეს, რათა ნდობის ფაქტორი გამოვუცხადო მას, რომ ჩემი შვილის საქმე ნამდვილად იქნება გამოძიებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ოჯახს მთავრობის ადმინისტრციიდან და პრესსამსახურიდან ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. ოჯახი აცხადებს, რომ თუ გიორგი გახარია მათ არ შეხვდება, გამოძიებას უნდობლობას გამოუცხადებენ.

ჟან კასტექსი

03 აგვისტო 2020, 17:24

COVID19

საფრანგეთის პრემიერი: ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ - ვირუსი შვებულებაში არ გასულა და ჩვენც არ უნდა გავიდეთ

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა მოქალაქეებს მოუწოდა, კორონავირუსთან ბრძოლაში სიფხიზლე არ მოადუნონ.

გიორგი ვაშაძე

03 აგვისტო 2020, 17:19

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: გამარჯვებისა და სწრაფი ცვლილებებისთვის ერთმანეთთან თანამშრომლობა გვჭირდება და არა ტალახის სროლა

გამარჯვებისა და სწრაფი ცვლილებებისთვის ერთმანეთთან თანამშრომლობა გვჭირდება და არა ტალახის სროლა, - ასე ეხმაურება პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელი, გიორგი ვაშაძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მასზე გაკეთებული განცხადებების გამო.

გიორგი ვოლსკი

03 აგვისტო 2020, 17:19

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი „ნაცმოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოზე“: ვფიქრობ, ეს შიდა თამაშები ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს

მიკვირს კიდევაც, როგორ დაიშალა პოლიტიკური გუნდი, მაშინ, როდესაც მათ აკავშირებთ საკმაოდ სერიოზული წარსული, რომელიც ახლა მოქმედებს საქართველოს დღევანდელობაზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

03 აგვისტო 2020, 17:18

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: საარჩევნო სიაში იქნებიან კომპეტენტური ქალები, რომლებიც არანაირად არ ჩამორჩებიან კაც კოლეგებს

„იქნებიან ის ადამიანებიც, ვისაც კარგად იცნობთ, ზოგს არა მხოლოდ პარლამენტიდან და იქნებიან ქალბატონები, რომელიც ვალდებულები ვართ რომ იყვნენ, მაგრამ იქნებიან კომპეტენტური ქალბატონები, რომელიც არანაირად არ ჩამორჩებიან თავის ტოლ კაცი კოლეგებს თავის ცოდნით და ეს არ იქნება მხოლოდ გენდერული ნიშნით შერჩეული ადამიანები“- განაცხადა გიორგიი ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკი

03 აგვისტო 2020, 17:13

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს კონკრეტული ადამიანების უბედურებით სპეკულირების საშუალება ეძლევათ

მე ვფიქრობ, რომ გამოძიება მიმდინარეობს საკმაოდ კომპეტენტურად და სწრაფი შედეგი რომ არ გვაქვს ეს ჩვენი ყველას სატკივარია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ბოლო დროის გახმაურებელ საქმეებზე გამოძიების კომენტირებისას განაცხადა. „საკმაოდ რთული გამოსაძიებელია ეს კონკრეტული საქმეები და სამწუხაროა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს ეძლევათ საშუალება ისპეკულირონ კონკრეტული ადამიანების უბედურებით. რასაკვირველია, საზოგადოების მოთხოვნა, რომ გამოძიება სწრაფად დამთავრდეს ერთია, მაგრამ გაცილებით უფრო მაღალია მოთხოვნა კომპეტენციასთან დაკავშირებით. შეცდომის დაშვების უფლება საგამოძიებო სტრუქტურებს არ გააჩნიათ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკი

03 აგვისტო 2020, 16:58

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი გიგი უგულავაზე: მას უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების ხმების მიღება მოუწევს, ასე რომ ტრაბახს თავი დაანებოს

„ქართული ოცნების“ კანდიდატები არიან ინტელექტუალური პოტენციალის მქონე, სამშობლოს მოყვარული, მაღალი დონის ექსპერტები თავის საქმეში. ბიძინა ივანიშვილი ლიდერია „ქართული ოცნების“ და რაც არ უნდა იფახიფუხოს ვთქვათ გიგი უგულავამ, რომ ის ებრძვის ბიძინა ივანიშვილს, მას ჯერ უპირველეს ყოვლისა საზოგადოების ხმების მიღება მოუწევს - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

03 აგვისტო 2020, 16:56

საზოგადოება

თამარ ბაჩალიაშვილის დედის განცხადებით, პატრიარქმა ოჯახს წესის აგების უფლება მისცა

საპატრიარქოში თამარ ბაჩალიაშვილს პანაშვიდი გაუდახადეს - ამის შესახებ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა საპატრიარქოს დატოვებისას განაცხადა. მისივე თქმით, პატრიარქმა ოჯახს წესის აგების უფლება მისცა. შეხვედრას პატრიარქი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ესწრებოდა. საპატრიარქოში მეუფე შიოსთან და მღვდელმთავრებთან შესახვედრად ბაჩალიაშვილის მშობლები, ძმასთან ერთად დღეს მივიდნენ.

03 აგვისტო 2020, 16:53

მსოფლიო

ინდოეთში კუსტარულად დამზადებული ალკოჰოლური სასმელით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა

ინდოეთში, პენჯაბის შტატში, კუსტარულად დამზადებული ალკოჰოლური სასმლის მიღების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა. ტოქსიკური ლიქიორის დალევის შედეგად უკვე 105 ადამიანია გარდაცვლილი.

რომან გოცირიძე

03 აგვისტო 2020, 16:49

პოლიტიკა

რომან გოცირიძე ვანო მერაბიშვილზე: ეს იყო პოლიტიკური პროცესიდან გათიშული, უკვე ნეიტრალური და გაბრაზებული ადამიანის გამონათქვამი

მერაბიშვილმა უარი თქვა ამ ციკლში პოლიტიკურ საქმიანობაზე. პირადად ჩემი მოსაზრებაა, მას რომ დაეყენებინა საკუთარი კანდიდატურა ახალციხეში, ის მოიგებდა, ვინაიდან მას საკმარისი ავტორიტეტი აქვს, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

რომან გოცირიძე

03 აგვისტო 2020, 16:48

პოლიტიკა

რომან გოცირიძე: რომელი ოპოზიციური პარტიაც გავა მეორე ტურში, მთელი ოპოზიციური ფრონტის მხარდაჭერა ექნება

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, არ არის საჭირო იმის დრამატიზება, რომ შესაძლოა, გარკვეულ ადგილებში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ კონკურენტები იყვნენ. მისი თქმით, ახლა კონკურენტები არიან, ხოლო როდესაც პარლამენტში შევლენ და კოალიციურ მთავრობას შექმნიან, პარტნიორები იქნებიან.