imedi /  07 აგვისტო 2020, 14:56 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: მაღალი გამავლობის მანქანისთვის რაჭაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ყველა სოფელი მისაწვდომია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია რაჭაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

მთავრობის მეთაური ონში ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად იმყოფებოდა.

პრემიერმა ადგილზე მიიღო ინფორმაცია განხორციელებული სამუშაოებისა და დარჩენილი პრობლემების მოგვარების გზების შესახებ. სტიქიის შედეგად მოწყვეტილ სოფლებთან მაღალი გამავლობის ავტომანქანებით მიმოსვლა უკვე აღდგენილია, მსუბუქი ავტომობილებით მოძრაობა კი რამდენიმე დღეში გახდება შესაძლებელი.

რაჭის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2 კონტრაქტორი კომპანიის 25 ერთეული მძიმე ტექნიკა და რამდენიმე ათეული სპეციალისტი. სტიქიის ზონაში, სულ 48 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, რომელთაგან 40 უკვე გაიწმინდა, 8 სახლი კი დამატებით სამუშაოებს საჭიროებს. გარესამყაროს მოწყვეტილ 8 სოფელში დარიგდა 770 სასურსათო კალათა, პროდუქტი და მედიკამენტები.

გიორგი გახარია ადგილობრივ მაშველებს შეხვდა, რომლებსაც სტიქიით დაზარალებულ სოფლებში, სადაც ავტომანქანით გადაადგილება შეუძლებელი იყო, მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტი და მედიკამენტები ფეხით აჰქონდათ. პრემიერმა მათ გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრი უშუალოდ გაეცნო ღარის, შოვის ხიდისა და საავტომობილო გზის აღდგენით სამუშაოებს, ასევე, გომი-ჯინჭვისის ხიდის რეაბილიტაციის პროცესს.

ამასთან, სოფელ ნაკიეთსა და ჟამიერეთში გიორგი გახარია ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები პირადად მოისმინა.

აღნიშნულ სოფლებში სტიქიის შედეგად დაზიანებული ჯამში 12 ოჯახი გასახლებას ექვემდებარება. მთავრობის მეთაურმა ონის მუნიციპალიტეტის მერს დაზარალებული ოჯახების განსახლების საკითხის უმოკლეს ვადაში მოგვარება დაავალა. პრემიერის დავალების შესაბამისად, თითოეული ოჯახის პრობლემას ინდივიდუალურად შეისწავლიან და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ, ასევე, ადგილობრივებთან მუდმივ სატელეფონო კომუნიკაციაში იქნებიან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა სტიქიით მიყენებული ზარალი მოსახლეობას მაქსიმალურად შეუმსუბუქოს.

მისივე თქმით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების პარალელურად, აქტიურად გაგრძელდება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელება რეგიონის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ასევე, მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისა და მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, გიორგი გახარიამ რაჭაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის წევრებს შეხვდა, რომელიც რეგიონში განვითარებული მოვლენებისთანავე პრემიერის დავალებით შეიქმნა. პრემიერ-მინისტრმა შტაბის წევრებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოფხვრის მიმართულებით კონკრეტული დავალებები მისცა და გაწეული ოპერატიული სამუშაოსთვის მათ მადლობა გადაუხადა

„შტაბის მუშაობა საკმაოდ ეფექტური იყო თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვთქვით, რომ დაახლოებთ 1 თვე დაგვჭირდებოდა გზების აღსადგენად. დღეს, მე რაც ვნახე, ფაქტობრივად, მაღალი გამავლობის მანქანისთვის ყველა სოფელი მისაწვდომია, შესაბამისად, ვერტმფრენები აღარ დაგვჭირდება და სოფლებთან გადაადგილება იქნება მაღალი გამავლობის მანქანებით. მსუბუქი მანქანებისთვის ალბათ დაგვჭირდება კიდევ 3-4 დღე. აღდგენილია ელექტროენერგია და წყალმომარაგება. ფაქტობრივად, მოწყვეტილი სოფლები ეტაპობრივად, ნელ-ნელა უკვე ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან. კიდევ ერთი კვირა და აქ ყველაფერი, სიწყნარე და სიმშვიდე იქნება. შემდეგ უკვე ინფრასტრუქტურის სამინისტრო სისტემურად გააგრძელებს დაზიანებული მაგისტრალური ინფრასტრუქტურის აღდგენას და ამას დასჭირდება თვეები და, როგორც ჩანს, ათობით მილიონი ლარი. მინდა მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც ამ პროცესშია ჩართული, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, კერძო კომპანიას, რომელმაც ასევე ძალიან აქტიურად იმუშავა, შტაბის თითოეულ წარმომადგენელს, საგანგებო სამსახურს და ჩვენს მაშველებს, რომლებიც, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში თითოეულ სოფელში მიდიოდნენ და ხალხთან წამლიდან დაწყებული ყველაფერი მიჰქონდათ. როგორც შედეგი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთმა გუნდურმა ეფექტურმა მუშაობამ მოგვცა შედეგი, რომ ჩვენ ცოტა უფრო ადრე მივეცით მოწყვეტილ სოფლებში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობა, რომ ცხოვრების ნორმალურ წესზე გადავიდნენ. რამდენიმე დღის მონაცემებით, მე რაც ვნახე, დაახლოებით ალბათ 2 სოფელში 12 სახლი იქნება გასასახლებელი, ეს პროცესი დაწყებულია, დღეს დავალება მიეცა ადგილობრივ თვითმმართველობას და დღეიდან ყოველდღიურ სატელეფონო კავშირზე იქნებიან ამ ადამიანებთან იქ რაიმე რისკი რომ არ შეიქმნას, ერთი ბზარი და სასწრაფო რეაგირება უნდა იყოს, თუ უკვე გასასახლებელია სასწრაფოდ ქირით გადაიყვანენ, პროცესი კონტროლზეა და ჩვენ შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ სტიქიის შედეგების აღმოფხვრის პირველ ეტაპს ალბათ კიდევ დასჭირდება 1 კვირა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რაჭის 12 სოფელი 29 ივლისს მოსულმა უხვმა ნალექმა გარესამყაროს მოსწყვიტა.

ყველა სიახლე

იენს სტოლტენბერგი ენტონი ბლინკენი

09 დეკემბერი 2021, 02:06

მსოფლიო

ენტონი ბლინკენმა და იენს სტოლტენბერგმა სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

09 დეკემბერი 2021, 01:38

მსოფლიო

პენტაგონი: ამ ეტაპზე არ გვაქვს განცხადებები ან გადაწყვეტილებები უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე აშშ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევას არ გეგმავს.

09 დეკემბერი 2021, 00:47

საზოგადოება

გაზგამანაწილებელ ქსელზე დაზიანების გამო, 9 დეკემბერს, 10:00 საათიდან გაზის მიწოდება 4 280 აბონენტს დროებით შეუწყდება

გაზგამანაწილებელ ქსელზე აღმოჩენილი დაზიანების გამო, 9 დეკემბერს, 10:00 საათიდან გაზის მიწოდება 4 280 აბონენტს დროებით შეუწყდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

ოლაფ შოლცი

09 დეკემბერი 2021, 00:33

მსოფლიო

ოლაფ შოლცი: რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრების დარღვევას შედეგები მოჰყვება

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრების დარღვევას შედეგები მოჰყვება.

გიორგი კალანდია

09 დეკემბერი 2021, 00:32

საზოგადოება

გიორგი კალანდია: თუ იმაზე ვკამათობთ, ბიძინა ივანიშვილი რატომ არის საქართველოს ისტორიის წიგნში შეტანილი, ეს უბრალოდ სასაცილოა

თუ ჩვენ იმაზე ვკამათობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი რატომ არის შეტანილი საქართველოს ისტორიის წიგნში ეს უბრალოდ სასაცილოა, - ამის შესახებ ისტორიკოსმა, ხელოვნების სასახლის დირექტორმა, გიორგი კალანდიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, დღეს საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის ბულინგი, სიძულვილის ენით საუბარი უფრო პოპულარული და მისაღებია, ვიდრე მადლიერების გამოთქმა.

გიორგი კალანდია

09 დეკემბერი 2021, 00:29

საზოგადოება

გიორგი კალანდია: ამ ისტორიის სახელმძღვანელოს ავტორები არიან აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანები და თავიანთი საქმის მაღალი პროფესიონალები

მე ძალიან კარგად ვიცნობ ამ სახელმძღვანელოების ავტორებს, ისინი არიან უმაღლესი პროფესიონალები. ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნო. საქართველოს ამ ისტორიის წიგნში, რომელზეც ახლა კამათია, ამ ადამიანებს ისტორიული ფაქტების აღნუსხვის გარდა არაფერი არ გაუკეთებიათ, - ამის შესახებ ისტორიკოსმა, ხელოვნების სასახლის დირექტორმა, გიორგი კალანდიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

გიორგი კალანდია

09 დეკემბერი 2021, 00:13

საზოგადოება

გიორგი კალანდია: თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ხელოვნების სასახლის ისტორიაში ყველაზე დიდი შემომწირველი და ყველაზე დიდი დონორი არის ბიძინა ივანიშვილი

თამამად შემიძლია გითხრათ და ამის გადამოწმებაც შეიძლება, რომ ხელოვნების სასახლის ისტორიაში ყველაზე დიდი შემომწირველი და ყველაზე დიდი დონორი არის ბიძინა ივანიშვილი. ეს არის რეალობა და ამ რეალობას ვერ გავექცევით, - ამის შესახებ ისტორიკოსმა, ხელოვნების სასახლის დირექტორმა, გიორგი კალანდიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

09 დეკემბერი 2021, 00:10

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მაგრამ გარკვეული რეალობისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ქცევის გათვალისწინებით

საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მაგრამ გარკვეული რეალობისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ქცევის გათვალისწინებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

09 დეკემბერი 2021, 00:01

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ისტორიის სახელმძღვანელოს მონაკვეთი ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულების ინტერპრეტაციის საშუალებას 0 პროცენტით იძლევა

ისტორიის სახელმძღვანელოში 2008 წლის ომის შესახებ არსებულ მონაკვეთთან დაკავშირებით აგორებული კამპანია, ჩემი ვარაუდით, გამიზნული რუსული საქმის კეთება იყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2021, 23:52

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რომელია სახელმძღვანელოში არასწორი? ბიძინა ივანიშვილი არ იყო და არ არის მეცენატი?!

„ნაციონალურ მოძრაობას“ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ძალიან აღიზიანებს. რომელია სახელმძღვანელოში არასწორი, ეს ადამიანი არ იყო და არ არის მეცენატი?! არ იყო და არ არის ქველმოქმედი?! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2021, 23:49

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის წამებაზე საუბარი არის პიარული და ძალიან მდაბიო კამპანია, რომელიც არ ჭრის

„თუ აინტერესებთ რა არის წამება, ჰკითხონ თავიანთ მაშინდელ მაღალჩინოსნებს, განსაკუთრებით მათ, ვინც პენიტენციურ სისტემებში მუშაობდნენ. წამება არის ის, რაც ხდებოდა ციხეებში 2012 წლამდე და წამება იყო ის, რის გამოც ის 10 000 ადამიანი მიდიოდა შუაღამეს ნოტარიუსთან და სახელმწიფოს „ჩუქნიდა“ მთელი ცხოვრება ნაგროვებ ქონებას. ეს ხდებოდა წამების საფუძველზე, მაგრამ სააკაშვილის წამებაზე საუბარი და ის, რაც დღეს ხდება, არის პიარული და ძალიან მდაბიო კამპანია, რომელიც არ ჭრის, მათ მომხრეებშიც კი. მათ მხარეს რამე სიმართლე მაინც რომ იყოს, ისინი კარგად შეფუთავდნენ ამ სიმართლეს. პიარი ნამდვილად არის მათი ძლიერი მხარე“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძე.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2021, 23:43

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის გამოსვლის შემდეგ ერთადერთი გზა დარჩათ - წაეყვანათ იქით, თითქოს ის იღებდა ისეთ წამლებს, რომ რაღაც თავის ჭკუაზე ვერ არის

იმ ნაწილში, სადაც სააკაშვილი ამბობს საკუთარ ინტერპრეტაციებს, თუ როგორ ჩადიოდა დანაშაულს სამშობლოს სიყვარულით და ამიტომ ეს დანაშაული არ იყო, სააკაშვილმა ბრალდების მიერ გაჟღერებული ფაქტები დაადასტურა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

08 დეკემბერი 2021, 23:42

მსოფლიო

მალიში მომხდარ აფეთქებას გაეროს შვიდი მშვიდობისმყოფელი ემსხვერპლა

მალიში მომხდარ აფეთქებას გაეროს შვიდი მშვიდობისმყოფელი ემსხვერპლა, ხოლო სამი - მძიმედ დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ მალიში გაეროს მისია ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2021, 23:36

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: თავი დაანებონ ამ ქვეყნის რყევისა და შეჯანჯღარების დაუსრულებელ მცდელობებს

​​​​​​​შესარიგებელიც არაფერია, როგორც ერთ ადამიანს, გულწრფელად ასე მგონია. თავი დაანებონ ტყუილებს, რაღაცეების მოგონებას და მერე ამ მოგონილი ამბებით ვითომ სიბრაზის დემონსტრირებას, თავი დაანებონ ამ ქვეყნის რყევისა და შეჯანჯღარების დაუსრულებელ მცდელობებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2021, 23:24

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: შერიგების დიადი იდეით გამოვიდნენ მაშინ, როცა ყველაფერი წააგეს და მიხვდნენ, რომ არანაირი შანსი აღარ აქვთ

შერიგების დიადი იდეით გამოვიდნენ მაშინ, როცა ყველაფერი წააგეს, არეულობის ყველა სქემა ჩავარდა. ყველაფერი იკადრეს და როცა ზუსტად მიხვდნენ, რომ არანაირი შანსი აღარ აქვთ, ააფრიალეს თეთრი დროშა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

08 დეკემბერი 2021, 23:17

COVID19

ჯანმოს დირექტორი: მთავრობებმა კორონავირუსზე რეაგირების ეროვნული მექანიზმები უნდა გადააფასონ და ვაქცინაციის კამპანია დააჩქარონ „ომიკრონი“ ვარიანტის დასაძლევად

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მთავრობებმა კორონავირუსზე რეაგირების ეროვნული მექანიზმები უნდა გადააფასონ და ვაქცინაციის კამპანია დააჩქარონ „ომიკრონი“ ვარიანტის დასაძლევად.

08 დეკემბერი 2021, 22:14

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატკომი: უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ჩვენი უწყების მიმართ ბათუ ქუთელიას ბრალდებები უსაფუძვლოა

საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატკომი უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პარტია „დროას” წარმომადგენლის, ბათუ ქუთელიას განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ბათუ ქუთელიას ბრალდება საქართველოს ხელისუფლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, თითქოს ისინი არ გამოხატავენ უკრაინის მხარდამჭერ პოზიციას უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე, უსაფუძვლოა.

ჯასტინ ტრიუდო

08 დეკემბერი 2021, 22:05

მსოფლიო

პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი კანადამაც გამოუცხადა

პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი კანადამაც გამოუცხადა. ამის შესახებ Twitter-ზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ დაწერა.

08 დეკემბერი 2021, 22:00

ეკონომიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სხდომაზე განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს, რომლის მიღებით გაუმჯობესდება პირობები საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შეუფერხებლად განხორციელებისათვის, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ჯო ბაიდენი

08 დეკემბერი 2021, 21:55

მსოფლიო

ჯო ბაიდენი მოელის, რომ 10 დეკემბრისთვის აშშ და ნატოს, სულ მცირე, ოთხი მოკავშირე და რუსეთი მაღალი დონის შეხვედრების გამოცხადებას შეძლებენ, რათა ნატოსთან დაკავშირებით რუსეთის შეშფოთება განიხილონ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის მოელის, რომ 10 დეკემბრისთვის აშშ და ნატოს, სულ მცირე, ოთხი მოკავშირე და რუსეთი მაღალი დონის შეხვედრების გამოცხადებას შეძლებენ, რათა ნატოსთან დაკავშირებით რუსეთის შეშფოთება განიხილონ.