imedi /  08 აგვისტო 2020, 08:13 / სანდო წყარო

ზვიად შალამბერიძე: რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს იმის დასაბრუნებად, რაც ჩვენია და რისთვისაც ბევრი სისხლი დაიღვარა

ზვიად შალამბერიძე

ზვიად შალამბერიძე

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავს ეხმაურება.

როგორც სახელმწიფო რწმუნებულის ოფიციალურ Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სწორი, თანმიმდევრული და მშვიდობიანი ნაბიჯებით გახდება შესაძლებელი ერთხელ და საბოლოოდ დასრულდეს ომი, რომელსაც რუსეთი საუკუნეებია, საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებს.

„12 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან და რუსეთის მიერ დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების ოკუპაციიდან. ყოველ წელს მტკივნეულად ვიმეორებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია, ოკუპანტის მიერ კვლავ უხეშად ირღვევა ჩვენს მიერ დროებით არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების უფლებები და ათასობით ადამიანს ჯერ კიდევ არ აქვს საშუალება, საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნდეს, ისევ იტაცებენ ჩვენს თანამემამულეებს მათსავე მიწიდან და ერთი რამ ყველამ ვიცით, ყველა ვთანხმდებით, რომ ომი აღარ უნდა განმეორდეს, მხოლოდ დიპლომატიური გზით უნდა მოხერხდეს ყველაფრის მოგვარება და ბოლო წლებში ჩვენი ხელისუფლების მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები სწორედ ამას ემსახურება.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ვაფასებთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი და რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს იმის დასაბრუნებად, რაც ჩვენია და რისთვისაც ბევრი სისხლი დაიღვარა", - აცხადებს შალამბერიძე.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა.

ყველა სიახლე

01 ოქტომბერი 2020, 19:18

საზოგადოება

დევნილთა სააგენტო კიდევ 80 ბინას კონკურსის წესით შეისყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის კიდევ 80 ბინას კონკურსის წესით შეისყიდის. დევნილთა დააგენტოს ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ კონკურსში მონაწილე მენაშენეებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა.

თენგიზ ცერცვაძე

01 ოქტომბერი 2020, 19:03

საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძის თანამდებობიდან გადადგომა არ დადასტურდა

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე რჩება თანამდებობა და აგრძელებს თავის მოვალეობას, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, გოგა ბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ალექსეი ნავალნი

01 ოქტომბერი 2020, 18:58

მსოფლიო

ალექსეი ნავალნი დიმიტრი პესკოვს სასამართლოში უჩივის

რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს, დიმიტრი პესკოვს სასამართლოში უჩივის.

01 ოქტომბერი 2020, 18:57

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი დანიშნა

კომუნიკაციების კომისიამ ერთი წლის განმავლობაში კანონდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი დანიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი იმ დრომდე დაინიშნა, ვიდრე კომპანიის კანონდარღვევით გასხვისებული წილის 49% პირვანდელ მდგომარეობაში არ დაბრუნდება და კანონის მოთხოვნა არ აღსრულდება.

მაია კობახიძე

01 ოქტომბერი 2020, 18:41

საზოგადოება

მაია კობახიძე: მასწავლებლების გამოცდებზე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების 4 700-მდე მასწავლებელი პროფესიული და საგნობრივი გამოცდების თარიღის განსაზღვრას ელოდება

მასწავლებლების გამოცდებზე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების 4 700-მდე მასწავლებელი პროფესიული და საგნობრივი გამოცდების თარიღის განსაზღვრას ელოდება, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტის მაია კობახიძის განცხადებაში. განცხადების თანახმად, აღნისნული პედაგოგები ზარალდებიან ფსიქოლოგიურად და მატერიალურად და რაც მთავარია, კარგავენ ნდობას განათლების სამინისტროსა და მთლიანად, რეფორმის მიმართ.

სოზარ სუბარი

01 ოქტომბერი 2020, 18:36

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ჩვენი მთავარი მიზანია მშვიდი განვითარების შესაძლებლობა, ყოველგვარი ომის გარეშე

„ამ მშვიდობის ფარგლებში ჩვენ ვახერხებთ, რომ საქართელოს ეკონომიკური განვითარება დადგეს მყარ საფუძველზე. სწორედ მშვიდობაა იმის საფუძველი, რომ ხვალ-ზეგ და რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენმა მოძმეებმა, აფხაზებმა და ოსებმა თქვან, რომ მათ უნდათ იცხოვრონ ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში“.- განაცხადა სოზარ სუბარმა.

01 ოქტომბერი 2020, 18:33

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 42 812 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 42 812 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 946 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

ვახტანგ კიკაბიძე

01 ოქტომბერი 2020, 18:26

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი მომღერალი ვახტანგ კიკაბიძეა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცესკოში პარტიული სია 17:55 საათზე, ვადის ამოწურვამდე 5 წუთით ადრე წარადგინა. სიის პირველი ნომერი მოულოდნელად შეიცვალა და ის მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე იქნება.

01 ოქტომბერი 2020, 18:25

COVID19

ბოლო 24 საათში ისრაელში კორონავირუსის 8 919 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 919 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

სოზარ სუბარი

01 ოქტომბერი 2020, 18:23

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: გამარჯვება გარდაუვალია, ამაზე მეტყველებს ყველა გამოკითხვა

8 წლის წინ მართლა ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ და იმ ემოციის დავიწყება შეუძლებელია. ეს იყო ქართველი ხალხის ნების სრული გამოხატულება, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გამარჯვება გარდაუვალია და ამაზე მეტყველებს ყველა გამოკითხვა.

ამირან გამყრელიძე

01 ოქტომბერი 2020, 18:17

COVID19

ამირან გამყრელიძე: სიცხიანი ბავშვი სკოლაში არ გაუშვათ

„მინდა ვთხოვო ყველა მშობელს, სიცხიანი ბავშვი სკოლაში არ გაუშვათ. თუ სიციანი იქნება ბავშვი, აუცილებლად გამოიყენონ 112-ის კონსულტაცია“, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვიდეომიმართვისას.

სოზარ სუბარი

01 ოქტომბერი 2020, 18:16

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: „ქართული ოცნების“ პირველი ამოცანა იყო, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ჯანმრთელობის სადარაჯოზე დამდგარიყო

„ქართული ოცნების“ რამდენიმე წარმატება შეგვიძლია გამოვყოთ. საყოველთაო ჯანდაცვა, თუ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ არის დაცული, შეუძლებელია ვილაპარაკოთ სხვა რაიმე ღირებულებაზე, - ამის შესახებ სოზარ სუბარმა „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელთა განვითარებაზეც მმართველი პარტია განსაკუთრებულად მუშაობდა.

სოზარ სუბარი

01 ოქტომბერი 2020, 18:14

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მახასიათებელი ხალხისთვის ღირსების წართმევა იყო

„„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, იყო წამება ციხეებში, პოლიციაში, სასამართლოს არარსებობა, რაზეც მეტყველებს ერთი გამამართლებელი განაჩენი წლის განმავლობაში, ადამიანები ავადმყოფობის გამო სახლებს ყიდდნენ, ოპერაცია არ ფინანსდებოდა. ეს დეტალებია, ამ ყველაფერს თავი რომ მოვუყაროთ და ერთ სიტყვაში მოვაქციოთ, ეს იყო სრული უუფლებობა ადამიანებისთვის და წართმეული ღირსება. სწორედ ეს ღირსება დაიბრუნა ქართველმა ხალხმა“.

ამირან გამყრელიძე

01 ოქტომბერი 2020, 18:14

COVID19

ამირან გამყრელიძე: განსაკუთრებულ ყურადღებას ვიჩენთ იმერეთის რეგიონის მიმართ

უფრო მეტ ყურადღებას ვიჩენთ იმერეთის რეგიონის მიმართ, სადაც დღეს დაგვფიქსირდა 96 ახალი შემთხვევა. ასევე, განსაკუთრებული სიფრთხილით ვეკიდებით თბილისში ფართომასშტაბიანი პრევენციული ღონისძიებების გატარებას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მის ვიდეომიმართვას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

01 ოქტომბერი 2020, 18:10

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: საზოგადოება გამოსავალს ხედავს იმ პოლიტიკურ ძალაში, ვინც სტაბილურობა უზრუნველყო

გიორგი ვოლსკიმ ისაუბრა იმ შედეგებზე, რასაც ხელისუფლებამ ოპოზიციის დაპირისპირებისა და მსოფლიოში შექმნილი მძიმე ვითარების ფონზე მიაღწია და აღნიშნა, რომ განხორციელდა მნიშნელოვანი სტრატეგიული პროექტები და ეს მიმართულებები კვლავ გაგრძელდება.

ჯუზეპე კონტე

01 ოქტომბერი 2020, 18:09

COVID19

იტალიაში პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 2021 წლის 31 იანვრამდე გახანგრძლივდება

იტალიაში პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 2021 წლის 31 იანვრამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა.

01 ოქტომბერი 2020, 18:08

ეკონომიკა

საპენსიო აქტივებმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა

საპენსიო აქტივებმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით 484-მა ადამიანმა ისარგებლა. მათ შორის: საპენსიო ასაკის შეუსრულების საფუძვლით - 223 მონაწილე, საზღვარგარეთ მუდმივსაცხოვრებლად გადასვლის გამო - 1, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის საფუძვლით - 201, ხოლო მემკვიდრის უფლებით ისარგებლა - 59 პირმა.

ემანუელ მაკრონი

01 ოქტომბერი 2020, 18:00

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: თურქეთმა მთიან ყარაბაღში საომრად სირიელი ჯიჰადისტები გაგზავნა

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, თურქეთმა მთიან ყარაბაღში საომრად სირიელი ჯიჰადისტები გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ამირან გამყრელიძე

01 ოქტომბერი 2020, 17:55

COVID19

ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში 650 000-მდე PCR და 340 000-მდე სწრაფი ტესტი ჩატარდა

დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან, კორონავირუსი აჭარაში 241 ადამიანს გამოუვლინდა, გურიაში - 7, თბილისში - 62, გურიაში -56, კახეთში - 2, მცხეთა-მთიანეთში ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი კომენტარს პრესსამსახური ავრცელებს.

თენგიზ ცერცვაძე

01 ოქტომბერი 2020, 17:41

საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძე ოფიციალურ განცხადებას სავარაუდოდ 19:00 საათზე გააკეთებს

თენგიზ ცერცვაძე ამ დრომდე მედიასთან არ გამოჩენილა, თუმცა ჟურნალისტები მას ინფექციურ საავადმყოფოში 19:00 საათისთვის ელოდებიან, სადაც ის სავარაუდოდ მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძემ უკვე მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი წერილით, თუმცა უწყებაში ამ დრომდე კომენტარი არ გაკეთებულა.