imedi /  11 აგვისტო 2020, 11:20 / სანდო წყარო

ლევან დავითაშვილი: პროგრამა „დანერგე მომავალი“ ხელშესახებ შედეგებს უკვე გვაძლევს

ნუშის ხე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებული ნუშის ბაღი დაათვალიერა და მოსავლის აღების პროცესში მონაწილეობდა.

სამინისტროს ინფორმაციით, ებრაული კომპანიის „ბარ ლევ ჯგუფი“ მიერ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ლემშვენიერაში, 6 ჰექტარზე სუპერ ინტენსიური, ექვსი ჯიშის ნუშის ბაღი 2018 წელს გაშენდა. ნუშის ბაღი დარგვიდან მეორე წელს, მხოლოდ სასიგნალო ნაყოფს ისხამს. თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიებით გაშენებულ ბაღში ნუშის ესპანური ავიხოსის ჯიში (ქლიავის საძირეზე დამყნობილი სუსტი ნუში) ის გამონაკლისი აღმოჩნდა, რომელმაც დარგვიდან მეორე წელს უხვი ნაყოფი გამოიღო.

„სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამა „დანერგე მომავალი“ ხელშესახებ შედეგებს უკვე გვაძლევს. კომპანიის „ბარ ლევ ჯგუფი“ მიერ გაშენებული სუპერ ინტენსიური, თანამედროვე ტექნოლოგიებით გაშენებული ნუშის ბაღი, ამის ნათელი მაგალითია. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოში, თანამდეროვე ბაღები, რომლის ღირებულებაც 100 მლნ დოლარს აღემატება, დაახლოებით, 10 000 ჰა-მდე ფართობზე გაშენდა, ეს არის დამატებითი ღირებულება, რომელიც ჩვენ სოფლის მეურნეობაში შევქმენით. მნიშვნელოვანია, რომ ეს ბაღები, ყოველი შემდეგი წლის განმავლობაში, მეტი საექსპორტო პროდუქტის წარმოების საშუალებას მოგვცემს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ათობით მილიონი დოლარის შემოსავალია. ეს გახლავთ ჩვენი სწორი მუშაობის შედეგი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც „ბარ ლევ ჯგუფის“ დამფუძნებელმა, აჰარონ გაგულაშვილმა აღნიშნა, მისთვის, როგორც ინვესტორისთვის, ნუშის ბაღის გაშენებაში სახელმწიფოს თანამონაწილეობა მნიშვნელოვანი დახმარება და წახალისება იყო.

„საქართველოში ყველა პირობაა ნუშის კულტურის განვითარებისთვის. ვფიქრობ, საქართველო მსოფლიო ბაზარზე აღნიშნული კულტურის მსხვილი ექსპორტიორი გახდება“, - განაცხადა აჰარონ გაგულაშვილმა.

ყველა სიახლე

ჯეკ დორსი

30 ნოემბერი 2021, 08:44

ტექნოლოგიები

Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

ამ პოსტზე მას Twitter-ის ტექნიკური დირექტორი, პარაგ აგრავალი შეცვლის. დორსის განმარტებით, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დირექტორთა საბჭოს წევრად მუშაობას გააგრძელებს, შემდეგ კი კომპანიას საბოლოოდ დატოვებს.

30 ნოემბერი 2021, 08:26

პოლიტიკა

დღეს რიგაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იხსნება

ასევე დაგეგმილია დავით ზალკალიანის ორმხრივი შეხვედრები წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები იქნება.

ლიონელ მესი

30 ნოემბერი 2021, 08:17

სპორტი

ლიონელ მესიმ მეშვიდე „ოქროს ბურთი“ მოიპოვა

არგენტინის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენისა“ თავდამსხმელმა მეშვიდე „ოქროს ბურთი“ მოიპოვა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ეს არის პრიზი, რომელიც ჟურნალ France Football-ის ვერსიით, წლის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა.

ირაკლი ღარიბაშვილი

30 ნოემბერი 2021, 08:02

პოლიტიკა

დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი, დენის შმიგალი და ნატალია გავრილიცა ერთობლივ შეხვედრებს გამართავენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტ დევიდ მარია სასოლისთან.

ლიზ ტრასი იაირ ლაპიდი

30 ნოემბერი 2021, 01:39

მსოფლიო

ისრაელი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, ირანზე ზეწოლა განაგრძონ

ისრაელი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, ირანზე ზეწოლა განაგრძონ და სანქციები არ გააუქმონ ბირთვული მოლაპარაკებების ფარგლებში. ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაირ ლაპიდმა განაცხადა.

კახა კალაძე

30 ნოემბერი 2021, 01:12

პოლიტიკა

კახა კალაძე: ვერავინ ვერასდროს უნდა გაბედოს, ისე მოექცეს ადამიანებს, როგორც სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ექცეოდა

სააკაშვილი უნდა იყოს მაგალითი იმისა, რომ ვერავინ ვერასდროს უნდა გაბედოს, ისე მოექცეს ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს, როგორც სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ექცეოდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. კალაძის თქმით, სააკაშვილი ბნელი წარსულია და ის ქვეყნის ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება.

კახა კალაძე

30 ნოემბერი 2021, 01:08

საზოგადოება

კახა კალაძე: ქალაქის მთავარი ნაძვის ხე და ილუმინაციები 10 დეკემბერს აინთება

„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს განაგრძობს. ამჟამად სამონტაჟო სამუშაოები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთზე მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

30 ნოემბერი 2021, 00:52

ტაბლოიდი

აშშ-ში ქალმა ლატარეაში $50 ათასი 3 წლის განმავლობაში მესამედ მოიგო

თავად ქალი, რომლის ვინაობაც არ საჯაროვდება, ამბობს, რომ მესამე მოგება მისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. „უბრალოდ ვერ ვიჯერებდი, ისევ?!“ - ამბობს ის.

უაიტფორდის შუქურა

30 ნოემბერი 2021, 00:44

კულტურა

ფოტოკონკურსის Historical Photographer of the Year გამარჯვებულები გამოვლინდნენ📷გალერეა

კონკურსში მონაწილეობისთვის ფოტოგრაფებმა ისტორიული ლოკაციებისა ან ობიექტების ფოტოები უნდა გაგზავნონ. წელს საუკეთესოდ სტივ ლიდარდი დასახელდა, რომელმაც ფოტო უელსში, უაიტფორდ პოინტის შუქურას გადაუღო.

30 ნოემბერი 2021, 00:32

მსოფლიო

პერუში „იდუმალი მუმია“ აღმოაჩინეს

პერუში, კახამარკილიას არქეოლოგიურ ველზე, აღმოაჩინეს მუმია, რომელსაც მედია „იდუმალად“ მოიხსენიებს. ირკვევა, რომ მუმია, რომლის სქესიც ჯერ უცნობია, ინკების იმპერიამდელ ხანას მიეკუთვნება და ეს ადამიანი, დაახლოებით, 1 200 წლის წინ ცხოვრობდა. ის თოკებში გადახვეული იპოვეს.

30 ნოემბერი 2021, 00:24

COVID19

ჯანმოს ოფიციალური წარმომადგენელი: სამხრეთ აფრიკამ „ომიკრონ“ ვარიანტთან დაკავშირებით გამჭვირვალობისთვის ოქროს მედალი უნდა მიიღოს და არა სამოგზაურო შეზღუდვები

სამხრეთ აფრიკამ „ომიკრონ“ ვარიანტთან დაკავშირებით გამჭვირვალობისთვის ოქროს მედალი უნდა მიიღოს და არა სამოგზაურო შეზღუდვები, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარგარეტ ჰარისმა.

30 ნოემბერი 2021, 00:19

ტაბლოიდი

ინდოეთში კაცმა ცოლისთვის თაჯ-მაჰალის ასლი ააშენა

„დღეს ჩვენს ქვეყანაში ბევრი სიძულვილია. ჩემთვის ეს სახლი სიყვარულის სიმბოლოა, რომელიც სოციალურ განსხვავებებსა და პოლიტიკურ ხმაურს სცდება“, - ამბობს ბიზნესმენი.

ნიკოლოზ სამხარაძე

30 ნოემბერი 2021, 00:09

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს

საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ განუცხადა.

პაატა იმნაძე

30 ნოემბერი 2021, 00:00

COVID19

პაატა იმნაძე: შესაძლოა, ძალიან მალე მთელ დედამიწაზე ისეთივე დომინანტური გახდეს „ომიკრონი", როგორიც თავის დროზე ბრიტანული შტამი იყო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი, „ომიკრონი“ „დელტაზე“ უფრო სწრაფად გავრცელდება და განსაკუთრებით პრობლემებს საქართველოს მსგავს ქვეყნებს შეუქმნის.

29 ნოემბერი 2021, 23:55

მსოფლიო

გერმანიაში, ინფლაცია 5.2%-ით გაიზარდა, რაც ბოლო 29 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

გერმანიაში, ინფლაცია 5.2%-ით გაიზარდა, რაც ბოლო 29 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია სტატისტიკის ფედერალურ უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

29 ნოემბერი 2021, 23:47

კულტურა

ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში პროექტი „კულტურული ღონისძიებები საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისათვის“ დაიწყო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაიწყო პროექტი „კულტურული ღონისძიებები საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისათვის“, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

პაატა იმნაძე

29 ნოემბერი 2021, 23:18

COVID19

პაატა იმნაძე: ზამთარს ისე ვხვდებით, რომ მოსახლეობის მესამედია ორჯერადად აცრილი - ეს არის ფიჩხი, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება აგიზგიზდეს

ზამთარს ისე ვხვდებით, რომ მოსახლეობის მესამედია ორჯერადად აცრილი - ეს არის ფიჩხი, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება აგიზგიზდეს, ეს შემაშფოთებელი პროგნოზია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

29 ნოემბერი 2021, 23:13

COVID19

ვაქცინების მწარმოებლებმა კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტზე მორგებულ ვაქცინებზე მუშაობა დაიწყეს

BioNTech-მა, Moderna-მ და Johnson & Johnson-მა კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტზე მორგებულ ვაქცინებზე მუშაობა დაიწყეს იმ შემთხვევისთვის, თუ არსებული ვაქცინები ახალი კორონავირუსის ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტური არ იქნება.

ეკატერინე ტიკარაძე

29 ნოემბერი 2021, 22:49

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე აცრასთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებაზე: ვთვლი, რომ ძალიან გონივრულია - რამდენიმე თვეში შეიძლება მოწოდებებზეც გადავიდეთ

კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრასთან დაკავშირებული ეკლესიის პოზიცია ძალიან გონივრულია , - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „მე ვთვლი, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა ვაქცინაციის მოწოდებები უნდა გააკეთონ. ეს კონკრეტული ორგანოებია დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისად, ჩვენ ვაკეთებთ განცხადებებს, ვინაიდან, ნებისმიერ განცხადებასა და პროფესიულ საკითხებთან მიმართებაში შეგვიძლია გავაკეთოთ კომენტარი და ავხსნათ ეს მოვლენები.

29 ნოემბერი 2021, 22:15

ეკონომიკა

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, ლარის საბაზრო საპროცენტო განაკვეთების ზრდის შემდგომ, რაც ძირითადად არჩევნების შემდგომი გაუფასურების მოლოდინებით იყო გამოწვეული, ოქტომბერში განაკვეთები ნორმალიზდა. ნოემბრის წინასწარი მონაცემები დეპოზიტების ლარში გადატანაზე მიუთითებს, რაც ეროვნული ვალუტის დანაზოგებზე განაკვეთების დამატებითი შემცირების არგუმენტია. ამავე დროს, ლარის შემოსავლიანობის მრუდიც ბაზრის მონაწილეების მხრიდან სამომავლოდ მონეტარული პოლიტიკის შერბილების მოლოდინებს ასახავს. მეორე მხრივ, მართალია საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის ვარდნა თავის მხრივ ინფლაციური წნეხის შერბილებას გულისხმობს, თუმცა, რადგანაც ამის მიზეზი ვირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებული გაურკვევლობის ზრდაა, საქართველოს შემთხვევაში ეს ლარის განაკვეთის უფრო ზომიერი შემცირების არგუმენტია. მთლიანობაში, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, 2022 წლის ზრდისა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის სცენარის მატერიალურად გადასახედად, ჯერჯერობით უფრო მეტი ინფორმაციაა საჭირო.