imedi /  12 აგვისტო 2020, 12:01 / სანდო წყარო

მიხეილ ჩხენკელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს ხელმძღვანელ დავით ფარცვანიასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.

„დღეს გურიაში ვესტუმრე სოფელ ბახვის საჯარო სკოლას, რომლის სრული რეაბილიტაცია ჩვენი სამინისტროს მიერ მიმდინარეობს. ეს გახლავთ ისტორიული სკოლა, რომელსაც არაერთი მამულიშვილი ჰყავს აღზრდილი. ძალიან მოხარული ვარ, რომ ბავშვები ახალ სასწავლო წელს შეხვდებიან განახლებულ შენობაში, სადაც ყველა პირობა იქნება შექმნილი მათი სწავლისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ანალოგიური პროექტები – სკოლების რეაბილიტაცია, ახალი სკოლების მშენებლობა – მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, რადგანაც ჩვენს ახალგაზრდებზე და მათ განათლებაზე ზრუნვა ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტია“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

სსიპ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ითვალისწინებს სკოლის შენობის სრულ განახლებას – შენობის გადახურვას, ეზოს შემოღობვას, გათბობის სისტემის დამონტაჟებას, საკლასო ოთახების, სპორტული დარბაზის, დერეფნების შეკეთებასა და სველი წერტილების მოწყობას. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების განახლების პროცესი ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდება.

სკოლის სრული რეაბილიტაცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება და პროექტის ჯამური ღირებულება 1 125 818 ლარს შეადგენს.

ყველა სიახლე

18 იანვარი 2021, 17:22

რეგიონი

მელე-ლასდილის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

მელე-ლასდილის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მელე-ლასდილის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო აიკრძალა.

18 იანვარი 2021, 17:19

რეგიონი

დიდთოვლობის გამო, ყაზბეგში ჩარჩენილი მოქალაქეები გუდაურში საბაგირო ხაზით გადაიყვანეს

უკვე მერვე დღეა, უხვი ნალექის და ზვავსაშიშროების გამო, გუდაური - კობის გზა ჩაკეტილია. ყაზბეგში ჩარჩენილი მოქალაქეები გუდაურის მიმართულებით საბაგიროთი, სულ რამდენიმე წუთის წინ გადაიყვანეს. პარალელურად, ადგილზე საზღვრის გადაკვეთის მსურველთა რამდენიმეკილომეტრიანი რიგი დგას.

აბაშა

18 იანვარი 2021, 17:16

სამართალი

აბაშაში ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

აბაშაში თავისუფლების ქუჩაზე ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ავარიის შედეგად ორი დაშავებული გადაიყვანეს.

18 იანვარი 2021, 17:15

ტაბლოიდი

საჰარას უდაბნოში მოთოვა🌨️❄️

საუდის არაბეთის ნაწილებში ჰაერის ტემპერატურა -2C გრადუსამდე დაეცა. უარყოფითი ტემპერატურა უდაბნოშიც დაფიქსირდა, სადაც ზაფხულში ჰაერი +50 გრადუსამდე თბება.

ალეკო ელისაშვილი

18 იანვარი 2021, 17:14

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ გიორგი ვაშაძეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის მერაბიშვილი და ბოკერია კომპრომატებით ემუქრებოდნენ

„ქართული ოცნებაც“ ამბობდა და ლოგიკა არის ამაში სამწუხაროდ. ვის შეიძლება ჰქონდეს მათ წინააღმდეგ კომპრომატები? არ ვიცი, ვინც წინა ხელისუფლებაში იყვნენ. ალბათ, ვანო მერაბიშვილი, გიგა ბოკერია და ისინი, ვინც იყვნენ ადრეც ამით დაკავებულები, ხომ გვახსოვს“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

18 იანვარი 2021, 17:01

სამართალი

უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართა

უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. სხდომაზე მომხსენებელი საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი იყო. პირველი საკითხი ეხებოდა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის პროცედურაში, კანდიდატთა მიერ წარმოსადგენ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ინფორმაციას.

18 იანვარი 2021, 16:59

საზოგადოება

თამბაქოს კონტროლის ალიანსი: თამბაქოს პროდუქტი არც ერთ სავაჭრო ობიექტში არ უნდა ჩანდეს

რეგულაცია 2017 წლის მაისში, კანონის მე-5 მუხლის, მეორე პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის სახით დამტკიცდა და გულისხმობს თამბაქოს ყველა სახის ნაწარმის (მათ შორის ელ. სიგარეტის, გახურებადი თამბაქოს ნაწარმის ე.წ. აიქოსის და ა.შ.), თამბაქოს აქსესუარის ან მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობების განლაგების აკრძალვას ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის შიგნიდან.

18 იანვარი 2021, 16:56

რეგიონი

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოში ზაზა გახელაძის საქმის განხილვა გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძის საქმე განიხილა. სხდომა გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. შეხვედრაზე რამდენიმე მოწმე და ბრალდებული დაიკითხა. საქმეზე გამოცხადდა შესვენება. მომდევნო სხდომის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ალეკო ელისაშვილი

18 იანვარი 2021, 16:50

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: გიორგი ვაშაძემ ორ დღეში რადიკალურად შეცვალა პოზიცია

„ნებისმიერ ოპოზიციონერს ცალ-ცალკეც შევხვდებით და ერთადაც. ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს მხოლოდ, რომ ეს შეხვედრა მიმდინარეობდეს ჩართული კამერებით, შემდეგ ამას სპეკულაციები რომ არ მოჰყვეს. აქ ქვეყნის ბედზე ვლაპარაკობთ, პირადად რაღაც საქმე კი არ მაქვს გიორგი ვაშაძესთან ან ხაზარაძესთან. არ უნდათ პერსონალური შეხვედრები? როგორც უნდათ ისე შევხვდეთ. როგორი ფორმატიც უნდათ, ისეთი იყოს, ყველანი იყვნენ, ბოკერიაც უნდა იყოს. უბრალოდ, გაუგებარია ორ დღეში რატომ ცვლი პოლიტიკოსი პოზიციას. ერთ დღეს რომ აღტაცებული ხარ ამ შეხვედრის პერსპექტივით და ორ დღეში იძახი, რომ ეს არის მიუღებელი. ამ ორ დღეში რა მოხდა ვაშაძის თავს, არ ვიცი“, - განაცხადა ელისაშვილმა.

18 იანვარი 2021, 16:46

საზოგადოება

„ტელესკოლის“ გაკვეთილები განახლდა

საქართველოში სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“ 18 იანვრიდან მეორე სემესტრი დაიწყო.

ამსტერდამი

18 იანვარი 2021, 16:45

COVID19

პოლიციამ ამსტერდამში ლოკდაუნის მოწინააღმდეგეთა აქციაზე ცრემლმდენი გაზი გამოიყენა

პროტესტის ათასობით მონაწილე ამსტერდამის ცენტრში „თავისუფლების მოთხოვნით“ შეიკრიბა. მედიის ცნობით, მათ არ ეკეთათ პირბადეები და ცოტა თუ იცავდა სოციალური დისტანციის წესებს. ამის გამო მთავრობამ განცხადება გაავრცელა და შეშფოთება გამოხატა. პოლიციამ მათ დაშლისკენ მოუწოდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა აალებადი ნივთიერებების სროლა დაიწყეს.

გიორგი ვოლსკი

18 იანვარი 2021, 16:33

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ყველას აქვს საშუალება, ქვეყანას ემსახუროს, პარლამენტისკენ მიმავალ გზას არავის ჩავუჭრით

„პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკებების ფანჯრის დახურვის მხურვალე მხარდამჭერებიც არიან და მმართველ გუნდს ეუბნებიან, გინდათ თუ არა, ოპოზიციას მანდატები ჩამოართვით, დაუწვით და შემდეგ მოლაპარაკებების მაგიდასთან წადით, სადაც ეს თემა წამოწეული იქნება, როგორც მთავარი თემა – რა ველაპარაკოთ ამათ, როცა მანდატები გაგვიუქმესო.

18 იანვარი 2021, 16:23

საზოგადოება

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიიდან გალაკტიონის ხიდამდე ჭადრების სხვლა-ფორმირებას იწყებს

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, მარცხენა სანაპიროზე, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიიდან გალაკტიონის ხიდამდე ჭადრების სხვლა-ფორმირებას იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 200-მდე ძირი ჭადრის ხე გაისხვლება, რაც გულისხმობს ტოტების შეჭრას, რომელიც გარე განათებას უშლის ხელს.

მაია ბუწაშვილი

18 იანვარი 2021, 16:14

COVID19

მაია ბუწაშვილი: ვაქცინაცია კაცობრიობის უმთავრესი მონაპოვარია და კოვიდის ვაქცინასთან დაკავშირებულმა კითხვებმა მას საფრთხე არ უნდა შეუქმნას

კოვიდვაქცინა რისკის ჯგუფებისთვის არის გადამწყვეტი და სასიცოცხლო. მე ვაქცინაციის კომისიაში ვარ და ერთადერთი განსხვავებული აზრი მაქვს, მიმაჩნია, რომ პირველ ეტაპზე კოვიდგანდატანილები პრიორიტეტულ ჯგუფში არ უნდა იყვნენ. უნდა გამოცხრილონ.

18 იანვარი 2021, 16:12

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან ფერნანდო გრანდე-მარლასკასთან, რომელიც ასევე ხელმძღვანელობს სანიტარული კრიზისის მართვის მიზნით შექმნილ საგანგებო საკოორდინაციო საბჭოს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გლობალურ პანდემიას და მისი მართვის პროცესს, მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს COVID-19 ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მასიური წარმოების გამო და აღნიშნეს მისი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა.

18 იანვარი 2021, 16:08

კულტურა

40 წლის შემდეგ პირველად, მაყურებელი სოსო ჩხაიძის ფილმ „შვიდკაცას“ იხილავს

40 წლის შემდეგ დასრულდება სოსო ჩხაიძის მრავალსერიანი მხატვრული ფილმი „შვიდკაცა“. ფილმზე რეჟისორი სოსო ჩხაიძე 1979 – 87 წლებში მუშაობდა ტელეფილმების სტუდიაში. ფილმის მთავარი გმირი, ახალგაზრდა კინორეჟისორი აგროვებს მასალებს სადიპლომო ფილმის გადასაღებად გურულ პოლიფონიურ სიმღერაზე. მაყურებელი თითქოს მასთან ერთად მოგზაურობს და ეცნობა გურული ხალხური სიმღერის დიდოსტატებს. ფილმში ასახულია 80-იანი წლების თბილისიც რეალური პერსონაჟებით.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

18 იანვარი 2021, 16:02

COVID19

ჯანმოს დირექტორი: მსოფლიო კატასტროფული ზნეობრივი მარცხის ზღვარზეა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ვაქცინებზე სამართლიანი წვდომის პერსპექტივები საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.

იაგო ხვიჩია

18 იანვარი 2021, 15:53

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია გიორგი ვაშაძის განცხადებაზე: წარმოდგენა არ აქვს, რა მოხდა

„ჩვენ მანამდე გვქონდა კომუნიკაცია და როდესაც საჯარო სივრცეში გაჟღერებულ ამ იდეაზე ვსაუბრობდით, მისაღები იყო ბატონი გიორგი ვაშაძისთვისაც. მერე რა შეიცვალა, არ ვიცი. ცხადია, ვერავის დავაძალებ ჩემთან საუბარი უნდოდეს პრივატულ სივრცეში, მაგრამ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან საუბარი ისედაც მოგვიწევს საჯარო სივრცეში. მზად ვარ საჯაროდ ვილაპარაკო იმაზე, რაზეც მანამდე საუბარი დავიწყეთ. თუმცა მანამდე საწინააღმდეგო პოზიცია არ ყოფილა და რა შეიცვალა, ეს უნდა ჰკითხოთ გიორგი ვაშაძეს“, - განაცხადა ხვიჩიამ.

მევლუთ ჩავუშოღლუ

18 იანვარი 2021, 15:51

მსოფლიო

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: 21-ე საუკუნე აზიის საუკუნე იქნება

„მე-19 და მე-20 საუკუნეები ევროპისა და აშშ-ის საუკუნეები იყო. ახლა, ყველა მონაცემი ცხადყოფს, რომ 21-ე საუკუნე აზიის იქნება“, - განაცხადა მინისტრმა თურქეთის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა საბჭოს (DEIK) მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ შეხვედრაზე, სადაც თურქეთსა და აზიის ქვეყნებს შორის სავაჭრო მოცულობის გაზრდის ახალ პერსპექტივებზე იმსჯელეს.

18 იანვარი 2021, 15:39

COVID19

უკრაინა 25 იანვრიდან მკაცრი ლოკდაუნის გაუქმებას გეგმავს

უკრაინა 25 იანვრიდან მკაცრი ლოკდაუნის გაუქმებას გეგმავს. „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ მკაცრი ზომების გაუქმების შემდეგ ქვეყანაში ადრე დაწესებული შეზუდვები იმოქმედებს.