imedi /  12 აგვისტო 2020, 12:58 / სანდო წყარო

დევნილთა სააგენტოს დირექტორი წინამძღვრიანთკარში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა წინამძღვრიანთკარში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.

ბესარიონ სიმონიშვილმა შეხვედრის მონაწილე დევნილებს სააგენტოში არსებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათი პრობლემები პირადად მოისმინა.

შეხვედრაზე საუბარი საერთო სარგებლობის ფართების დაკანონებასაც შეეხო. ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, სააგენტომ საერთო სარგებლობაში არსებული ფართების დევნილთა ამხანაგობებისთვის საკუთრებაში გადაცემის პროცესი უკვე დაიწყო და წინამძღვრიანთკარში მცხოვრები ოჯახების საკითხიც ოპერატიულად განიხილება.

ყველა სიახლე

30 სექტემბერი 2020, 11:43

COVID19

სოფელ შილდაში, კორონავირუსი თელავის მე-20 კადრირებული ბრიგადის ჯარისკაცს დაუდასტურდა

„იმედინიუსის“ ინფორმაციით, კახეთში, კორონავირუსი 4 მოქალაქეს დაუდგინდა, მათ შორის ერთი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მცხოვრები დაინფიცირებული, სამხედრო მოსამსახურეა, რომელიც თელავის მე-20 კადრირებული ბრიგადის ჯარისკაცია. ეპიდემიოლოგები ახლა კონტაქტების მოძიებას ინტენსიური რეჟიმით ცდილობენ.

30 სექტემბერი 2020, 11:34

რეგიონი

მარნეულში მომხდარი ინციდენტისას დაშავებული ერთი ადამიანის მდგომარეობა საყურადღებოა

მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში გუშინ მომხდარი ინციდენტისას დაშავებული ორი ადამიანი რჩება. მამა-შვილი ქველაძეები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან. ექიმის ინფორმაციით გიორგი ქველაძის მდგომარეობა საყურადღებოა, ხოლო ლაშა ქველაძე მსუბუქადაა დაშავებული და კლინიკას მალე დატოვებს.

30 სექტემბერი 2020, 11:32

პოლიტიკა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე გახდა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე გახდა. ის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ თორნკე რიჟვაძემ წარადგინა. როგორც რიჟვაძემ განმარტა, პროფესიით იურისტ გიორგი სურმანიძეს სოფლის მეურნეობის სფეროში 12-წლიანი გამოცდილება აქვს. ბოლო ოთხი წელი კი ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა და მუშაობდა.

ზონალურ-საათობრივი პარკირება

30 სექტემბერი 2020, 11:29

საზოგადოება

20 ოქტომბრიდან ვაკის რაიონში განთავსდება საინფორმაციო ჯიხურები, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში დარეგისტრირება იქნება შესაძლებელი

20 ოქტომბრიდან ვაკის რაიონში განთავსდება საინფორმაციო ჯიხურები, რათა მოსახლეობა მივიდეს და დაარეგისტრიროს ავტომობილები ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობისსხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

30 სექტემბერი 2020, 11:29

COVID19

თბილისის ინფექციურში კრიტიკულად მძიმე პაციენტთან დადებითი დინამიკა შეინიშნება

მარინა ენდელაძის თქმით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი 3 072 პაციენტიდან 28-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათგან 26 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. აქედან რვა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ბაღები პროდუქტები

30 სექტემბერი 2020, 11:28

საზოგადოება

თბილისის საბავშვო ბაღების აღსაზრდელები საკვებ პროდუქტებს 15 ოქტომბრამდე მიიღებენ

„ძალიან მნიშვნელოვანია ეს ხელშეწყობა და ეს თანადგომა, მით უმეტეს ამ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში, როდესაც პანდემიამ სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა ქვეყანას და მსოფლიოშიც ზოგადად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ ჩვენ ამ ოჯახებს, ამ ბავშვებს მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ, ხელი შევუწყოთ და გაცდენა რომ არ იყოს ამ ორკვირიან პერიოდში გააკეთეთ უზრუნველყოფა საკვები პროდუქტებით“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე

30 სექტემბერი 2020, 11:20

საზოგადოება

თბილისის მერია მთაწმინდის პარკის საბაგიროს აღსადგენად საამშენებლო კომპანიის შესარჩევ ტენდერს გამოაცხადებს

თბილისის მერია მთაწმინდის პარკის საბაგიროს აღსადგენად საამშენებლო კომპანიის შესარჩევ ტენდერს გამოაცხადებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მთაწმინდის საბაგიროს აღდგენაზე მუშობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა შეჩერდა.

30 სექტემბერი 2020, 11:18

COVID19

უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 4,027 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 4,027 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში ქვეყანაში COVID-19 208,959 ადამიანს დაუდგინდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს კიდევ 64 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 4,129-მდე გაიზარდა, ჯამში 92,360 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

30 სექტემბერი 2020, 11:14

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსის 32,058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსის 32,058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 863 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბრაზილიაში ვირუსის სულ 4,7 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურდებული. ჯამში 149,921 ინფიცირებული გარდაიცვალა.

კორონავირუსი

30 სექტემბერი 2020, 11:13

COVID19

საქართველოში 37-ე გარდაცვლილი კოვიდინფიცირებული 69 წლის კაცია

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

30 სექტემბერი 2020, 11:12

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 235 აჭარაში, 30 კი თბილისში დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა აჭარაში გამოვლინდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა.

30 სექტემბერი 2020, 11:07

COVID19

საქართველოში კორონავირუსისგან 796 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 6 192 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 120-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 5 637 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 გადის.

30 სექტემბერი 2020, 11:06

სპორტი

ლონდონის „ტოტენჰემი“ ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალშია

ლონდონის „ტოტენჰემი“ ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალში გავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. ჟოზე მოურინიოს მიერ მომზადებული „დეზები“ დედაქალაქის კიდევ ერთ გუნდს „ჩელსის“ შეხვდნენ და თამაშის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.

ირაკლი სესიაშვილი

30 სექტემბერი 2020, 11:03

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ თემურ შუბითიძეზე თავდასხმაში ჩვენი ოპონენტების ხელი ურევია

როგორც ჩანს, ჩვენს ოპონენტებს გააზრებულად, გამიზნულად დაგეგმილი აქვთ პროვოკაციებით მისვლა არჩევნებამდე, ვინაიდან იციან, რომ მათი მარცხი გარდაუვალია, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტზე თავდასხმას.

30 სექტემბერი 2020, 11:00

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 80,472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 80,472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 6,2 მილიონს აჭარბებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ინდოეთში ბოლო 24 საათში ვირუსით 1,179 ადამიანი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 97,497-ს აღწევს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 5,187,825-ს უტოლდება.

ინციდენტი

30 სექტემბერი 2020, 10:55

სამართალი

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტს, რომელიც მარნეულში სამსახურში მიდიოდა, გზაში სასტიკად გაუსწორდნენ

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტს, თემურ შუბითიძეს, რომელიც მარნეულში, სამსახურში მიდიოდა, გზაში სასტიკად გაუსწორდნენ.

30 სექტემბერი 2020, 10:54

სამართალი

კახეთში, 51 წლის კაცის დაჭრაში სავარაუდო ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა

კახეთში, 51 წლის კაცის დაჭრაში სავარაუდო ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში მოხდა. კაცს დაზიანება ფეხის არეში საფანტის პისტოლეტიდან რამდენიმე გასროლით აქვს მიყენებული. თვითმხილველების თქმით, დაჭრას წინ უძღოდა მხარეებს შორის დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

30 სექტემბერი 2020, 10:53

რეგიონი

მატანის მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები იწყება

რეგიონებში მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სამშენებლო პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს, - ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კომპანიის განცხადებით, ამჯერად, წყლის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია იწყება ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ჯი პი სი“ შეასრულებს.

30 სექტემბერი 2020, 10:51

თავდაცვა

I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი GDRP-ის პროგრამაში ჩაერთო

I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) ოფიციალურად ჩაერთო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამწყობრო მოედანზე თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა, სამხედროებს პროგრამის დაწყება მიულოცა და წვრთნების წარმატებით ჩატარება უსურვა.

30 სექტემბერი 2020, 10:47

საზოგადოება

გაზსადენზე ავარიის გამო 14 000 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა

„თბილისის ენერჯის“ ინფორმაციით, ზღვის უბნის დასახლების IV კვ-ში საშუალო წნევის მიწისქვეშა დ-500 მმ-იან გაზსადენზე ავარია მოხდა, რის გამოც 14,000 აბონენს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდა.