IMEDI /  12 აგვისტო 2020, 16:27 / სანდო წყარო

ზვიად შალამბერიძე: ჩვენ გვაქვს პრეტენზია, ქუთაისი გახდეს საგანმანათლებლო ჰაბი

ზვიად შალამბერიძე

ზვიად შალამბერიძე

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების მისაღებად მზადაა.

„მინდა, მივულოცო ყველა ახალბედა სტუდენტს წარმატება და განსაკუთრებით მათ, ვინც არჩევანი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე შეაჩერა, მათთვის ნამდვილად ახალი ერა იწყება და ახალი ერა იწყება ქუთაისისთვის საგანმანათლებლო სფეროში. ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის პროექტია არამარტო ქუთაისისთვის, არამედ მთლიანად იმერეთისთვის და ჩვენ გვაქვს პრეტენზია, ქუთაისი გახდეს იმერეთსა და საქართველოში საგანმანათლებლო ჰაბი. მზადყოფნა არის 1 000 სტუდენტზე, ამ დღეებში გაირკვევა ზუსტად რამდენი სტუდენტი ისწავლის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მათ აქ ყველანაირი პირობა ექნებათ სწავლისა და ცხოვრებისთვის და იმისთვის, რომ გახდნენ წარმატებული კადრები“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ცნობისთვის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს განათლების და ჯანდაცვის მინისტრებთან - მიხეილ ჩხენკელსა და ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად დაათვალიერა.

ყველა სიახლე

25 სექტემბერი 2020, 18:10

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 101 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 101 ადამიანს გამოუვლინდა, 2 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 39,787 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 583 ადამიანი. ვირუსისგან 37,392 პაციენტი განიკურნა.

25 სექტემბერი 2020, 18:08

COVID19

კალიფორნიის შტატში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 800 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კალიფორნიის შტატში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 800 ათასს გადააჭარბა.

თამარ გაბუნია

25 სექტემბერი 2020, 18:00

COVID19

თამარ გაბუნია: იმედი გვაქვს, რომ ორი კვირის შემდეგ ბათუმში შემთხვევების რიცხვის შემცირებაზე ვისაუბრებთ

იმედი გვაქვს, რომ მომდევნო ორი კვირა იქნება გარდატეხის პერიოდი და შემდეგ ბათუმში შემთხვევების რიცხვის შემცირებაზე ვისაუბრებთ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

25 სექტემბერი 2020, 17:45

სამართალი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მომხდარ მკვლელობებში ბრალდებულს 14-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა პირს, რომელსაც 1-ელ თებერვალს მომხდარ, განზრახ მკვლელობის ორ ეპიზოდსა და პოლიციელზე თავდასხმაში ედებოდა ბრალი.

კახა კუჭავა

25 სექტემბერი 2020, 17:38

პოლიტიკა

კახა კუჭავა: საქართველო არ არის ერთადერთი გამონაკლისი და მისიები სხვა ქვეყნებშიც იგზავნება

ახა კუჭავას განცხადებით, ოპოზიციის განცხადებები, რომ პანდემიის ფონზე სადამკვირვებლო მისიებს მხოლოდ საქართველოში გზავნიან, ტყუილი და სპეკულაციაა.

25 სექტემბერი 2020, 17:37

ეკონომიკა

ლევან მეხუზლა: არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება

რთველის საკოორდინაციო შტაბი მოქალაქეებს სოფლის რწმუნებულებთან კოორდინირებული მუშაობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რათა რეგიონში რთველის პიკური პერიოდის დროს ქარხნებთან რიგებში დგომა დიდხანს არ მოუწიოთ. ამ თემაზე პრესკონფერენცია რთველი 2020-ის საკოორდინაციო შტაბში გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან მევენახეებს რიგში დგომა უწევთ.

25 სექტემბერი 2020, 17:33

მსოფლიო

ლონდონში, წინასწარი დაკავების იზოლატორში, პოლიციელი სასიკვდილოდ დაჭრეს

დიდ ბრიტანეთში, სამხრეთ ლონდონში, პოლიციის ოფიცერი დაჭრეს. სამართალდამცველი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. შემთხვევა კროიდონში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი დაკავებულმა, 23 წლის პირმა გახსნა. ის თავადაც დაჭრილია და მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

25 სექტემბერი 2020, 17:29

საზოგადოება

Times Higher Education ქუთაისის უნივერსიტეტზე: „მილიარდერის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი უნივერსიტეტი დიდი ამბიციებით“

„მილიარდერის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი უნივერსიტეტი დიდი ამბიციებით“ - ამ სათაურით გამოცემა Times Higher Education-ი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

ხვიჩა მღებრიშვილი

25 სექტემბერი 2020, 17:22

სამართალი

ხვიჩა მღებრიშვილი​: ღამურებთან დაკავშირებით განცხადებები სისულელეა, რა ლაბორატორია, ინგლისური არ ვიცი, რა ამერიკელები

ვნახე ქართველები, კარგად არიან, გამოსვლას ელოდებიან, - ამის შესახებ ხვიჩა მღებრიშვილმა ცხინვალის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა. 86-დღიანი პატიმრობის შემდეგ ის ერგენთის ე.წ. გამშვებ პუნქტთან, ქართულ მხარეს გადმოსცეს. ხვიჩა მღებრიშვილს დე ფაქტო ცხინვალი აბსურდულ ბრალდებას უყენებდა და ლუგარის ლაბორატორიაში ჩაბარების მიზნით ღამურების დაჭერას ედავებოდა. ის მოგვიანებით ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის გაასამართლეს. ამ დროისათვის გათავისუფლებული პირი, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, კარანტინში გადაიყვანეს. ის ოჯახში სწორედ, სავალდებულო კარანტინის გავლის შემდეგ დაბრუნდება. მღებრიშვილმა სულ ცოტა ხნის წინ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

კახა კუჭავა

25 სექტემბერი 2020, 17:19

პოლიტიკა

კახა კუჭავა: მოხარულნი ვართ, რომ საქართველოში არჩევნებს ეუთო/ოდირის წარმომადგენლები დააკვირდებიან

დღეს ჩვენ მოვისმინეთ ეუთო/ოდირის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება საერთაშორისო დამკვირვებლებთან დაკავშირებით. როგორც გრძელვადიანი ისე მოკლევადიანი დამკვირვებლების ნაწილი ჩამოსულია“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ განაცხადა.

25 სექტემბერი 2020, 17:16

რეგიონი

აფხაზეთიდან წარმატებულ ახალგაზრდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთიდან წარმატებულ ახალგაზრდებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაში უცხოეთში მოღვაწე ახალგაზრდებმა ონლაინ ფორმატში მიიღეს მონაწილეობა.

25 სექტემბერი 2020, 17:15

COVID19

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 20,000-ს გადააჭარბა

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 20,000-ს გადააჭარბა. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 7,212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 1,128,836-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID-19-ით 108 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 20,056-ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 934,146 პაციენტი.

მურთაზ ზოდელავა

25 სექტემბერი 2020, 17:04

რეგიონი

ხობის აგრარულ ბაზარში მოვაჭრეები „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს დაუპირისპირდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი მურთაზ ზოდელავა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტიის მხარდამჭერებთან და აქტივისტებთან ერთად ხობის აგრარულ ბაზარს სტუმრობდა. როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, ისინი ხალხთან საარჩევნო პროგრამაზე სასაუბროდ იყვნენ მისულები.

25 სექტემბერი 2020, 17:00

საზოგადოება

ზაჰესში, თავისუფლების ქუჩის მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება

თბილისის მერიის ინფორმაციით,ზაჰესში გზის მოწესრიგების სამუშაოები, თავისუფლების ქუჩის მონაკვეთზე სრულდება. აღნიშნულ მისამართზე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო წყალარინების ქსელი. ამ ეტაპზე კი, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

კახა კუჭავა

25 სექტემბერი 2020, 16:52

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ბულგარეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის სტატიაში მოყვანილი ფაქტები აცდენილია რეალობას

ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ უზუსტობებზე დაფუძნებული სტატია გამოაქვეყნა ყოფილმა დიპლომატმა. კონკრეტული ფაქტები აქვს მოყვანილი, რომელიც არ არის ზუსტი და აცდენილია რეალობას, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა ბულგარეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა „ცუდი ნიშანია აღორძინებადი დემოკრატიისთვის“.

25 სექტემბერი 2020, 16:46

სპორტი

ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევი მატჩები „ბაბლის“ სისტემით გაიმართება

ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევ ეტაპზე დარჩენილი მატჩები „ბაბლის“ სისტემით გაიმართება, რაც იმას ნიშნავს რომ ყოველი ჯგუფის ოთხ-ოთხ მატჩს ერთი ქალაქი უმასპინძლებს. დიდი ალბათობით თებერვლის ფანჯრის მატჩებს საქართველო უმასპინძლებს. შესარჩევი ეტაპის ფანჯრების „ბაბლის“ სისტემით ჩატარების ინიციატივით ფიბას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა და ფიბას ბორდის წევრმა გიორგი ქართველიშვილმა მიმართა.

25 სექტემბერი 2020, 16:26

სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „შემოდგომის ერთა თასისთვის“ მზადება დაიწყო

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „შემოდგომის ერთა თასისთვის“ მზადება დაიწყო. ნაკრების წევრების დაინფიცირების რისკის თავიდან ასაცილებლად, მორაგბეები მზადების პირველ ეტაპზე 11 ოქტომბრამდე „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე იზოლაციაში იქნებიან და მათი ყველა ვარჯიში დახურული იქნება.

ირაკლი ღარიბაშვილი

25 სექტემბერი 2020, 16:26

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო გახდა ნატოს მეორე არაწევრი ქვეყანა, რომელიც მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მრავალეროვნულ პლატფორმას შეუერთდა

„საქართველო ნატოს მეორე არაწევრი ქვეყანა გახდა, რომელიც შეუერთდა ნატოს ჭკვიანი თავდაცვის პროექტს - მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მრავალეროვნულ პლატფორმას“, - აღნიშნულის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2020“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფოტო: ფოტო: ცესკო

25 სექტემბერი 2020, 16:20

პოლიტიკა

ცესკოში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის​ სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა გაიმართა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) 2020 წლის პარლამენტის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მისიის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე საქმიანობის შესახებ.

ლევან გორგაძე

25 სექტემბერი 2020, 16:20

სპორტი

ტოჩინოშინი აკი ბაშოს უარყოფითი ბალანსით დაასრულებს

ტოჩინოშინი აკი ბაშოს უარყოფითი ბალანსით დაასრულებს. ეს საკითხი დღეს, ლევან გორგაძის კაგაიაკისთან დამარცხების შემდეგ საბოლოოდ გაირკვა. ქართველმა სუმოისტმა მეტოქე დოჰიოდან გადააგდო, თუმცა მსაჯების თათბირის შემდეგ გამარჯვება კაგაიაკის ჩაეთვალა, რადგან ტოჩინოშინმა რკალსმიღმა ფეხი იმაზე ადრე დადგა ვიდრე კაგაიაკი მიწას ხელით შეეხო.