13 აგვისტო 2020, 11:46 / სანდო წყარო

ზემო იმერეთი-რაჭის გზაზე შქმერი-ზუდალის მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის, შქმერი-ზუდალის 7.7 კმ-იანი მონაკვეთის (კმ40,9-კმ48,6) რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია და ამ ეტაპზე, მიუხედავად რაჭაში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს, - ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

სარეაბილიტაციო გზა ზემო იმერეთი - რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 50-ე კმ-ზე, სოფელ უშოლთასა და ბოყვას შორის დაუსახლებელ ტერიტორიაზე იწყება, მიუყვება მდინარე ხეორის მარჯვენა სანაპიროს, გაივლის სოფელ ბოყვაში და მთავრდება სოფელ კვაშხიეთში. არსებული გზა გრუნტოვანია და სრულად რეაბილიტირდება.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 20,8 მილიონი ლარია. სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და 2020 წლის ბოლომდე დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია “NEW ROAD” ახორციელებს.

თავად ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზა 51 კმ-მდეა. გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის შემდეგ სოფლებს - სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, კვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ შეუერთდება, ქალაქ ამბროლაურიდან 20 კმ-ით, ხოლო ქალაქი ონიდან 5 კმ-ით დაშორებულ, ამბროლაური-ონის გზას. პროექტი დაყოფილია 7 მონაკვეთად.

გზის დიდი ნაწილი ფაქტობრივად დაუსახლებელ ტყიან ზონაში მდინარე ხეორის ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მ სიმაღლეზე მდებარეობს. არსებული გზა, რომელიც გრუნტოვანი იყო, სრულად რეაბილიტირდება მოხდება და ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება.

ამ დროისთვის, მიწის სამუშაოები და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა 5 მონაკვეთზე ერთდროულად ინტენსიურად მიმდინარეობს. ზემო იმერეთი-რაჭის გზის 3.5 კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოები დარსულებულია. დარჩენილ მე-7 მონაკვეთზე სამუშაოების დაწყება და დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება.

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა მნიშვნელოვანია სოციალ-ეკნომიკური თვალსაზრისით. საჩხერე-ონის მარშრუტის (სიგრძე 111 კმ) სამგზავრო დრო დაახლოებით 2 საათია, ხოლო ზემო იმერეთი - რაჭის ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე 1 საათით მცირდება. სატრანსპორტო მოძრაობა საჩხერე-ონის გზაზე მნიშვნელოვნად გაზრდის უსაფრთხოების ხარისხს, განსაკუთრებით ქალაქებსა და სოფლებში. თბილისიდან ონში მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება და 6 საათის ნაცვლად 4,5 საათი დასჭირდება.

ყველა სიახლე

ჯო ბაიდენი

30 სექტემბერი 2020, 09:18

მსოფლიო

ჯოზეფ ბაიდენი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინეს

აშშ-ს პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჯოზეფ ბაიდენი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინეს. მისი კანდიდატურა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის წევრმა კრის ბრაიანტმა დაასახელა.

30 სექტემბერი 2020, 09:11

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა მარსზე ტბა აღმოაჩინეს

იტალიელი მეცნიერები აცხადებენ, მარსზე მიწისქვეშა ტბა აღმოაჩინეს. ამის შესახებ სტატიას Nature Astronomy აქვეყნებს. მეცნიერებმა გააანალიზეს რადარული ზონდის მონაცემები, რომელიც ორბიტაზე მდებარე აპარატ Mars Express-ზეა დამაგრებული.

დონალდ ტრამპი

30 სექტემბერი 2020, 08:53

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: თუ დავინახავ, რომ ათასობით ბიულეტენი ჩაწყობილია, ამას ვერ გავატარებ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან, ჯო ბაიდენთან პირველი ტელედებატებისას არჩევნებში ფოსტით ხმiს მიცემის მეთოდი კვლავ გააკრიტიკა.

30 სექტემბერი 2020, 08:50

მსოფლიო

გაეროს უშიშროების საბჭო სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

გაეროს უშიშროების საბჭო სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდებს.რეზოლუცია საბჭომ გვიან ღამით, საგანგებო სხდომაზე მიიღო. მანამდე მხარეებს ვითარების ესკალაციისა და დიალოგისკენ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მოუწოდეს.

30 სექტემბერი 2020, 08:44

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID19-ის 35 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 35 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.

ჯო ბაიდენი

30 სექტემბერი 2020, 08:29

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: დონალდ ტრამპი პუტინის ლეკვია

პირველი საპრეზიდენტო ტელედებატების დროს „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი რუსეთის გაკრიტიკებაზე უარის თქმაში დაადანაშაულა.

ნინო ნიჟარაძე

30 სექტემბერი 2020, 08:29

COVID19

ნინო ნიჟარაძე: აჭარაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ დაძაბულია

აჭარაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ დაძაბულია, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე აცხადებს. მისი თქმით, არსებული რესურსი უმკლავდება იმ მოთხოვნას, რომელიც ამ ჟამად დგას სამედიცინო დაწესებულებების წინაშე.

ჯო ბაიდენი

30 სექტემბერი 2020, 08:17

მსოფლიო

ჯო ბაიდენი ტრამპს: გაჩუმდები? ისე იქცევი, როგორც პრეზიდენტს არ შეეფერება

პირველი საპრეზიდენტო ტელედებატების დროს „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს გაჩუმება მოსთხოვა.

მცხეთის რაიონული სასამართლო

30 სექტემბერი 2020, 08:15

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში არასრულწლოვანთა პროცესი განახლდება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში არასრულწლოვანთა პროცესი განახლდება. დაიკითხებიან მოწმეები.

დონალდ ტრამპი

30 სექტემბერი 2020, 08:05

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს: პანდემიასთან ბრძოლაში ვერასდროს გააკათებდით იმას, რაც ჩენ გავაკეთეთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან, ჯო ბაიდენთან პირველი ტელედებატებისას განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი კორონავირუსის პანდემიას ვერ გაუმკლავდებოდა.

30 სექტემბერი 2020, 07:56

პოლიტიკა

დღეს საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას დაასრულებს

დღეს, მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას ასრულებს და ბოლო პლენარულ სხდომას გამართავს. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საკანონმდებლო ორგანომ პლენარული სხდომების გამართვა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უნდა შეწყვიტოს.

30 სექტემბერი 2020, 07:56

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: დონალდ ტრამპს პანდემიასთან ბრძოლის მკაფიო გეგმა არ ჰქონდა და კრიზისის პირობებში პანიკაში ჩავარდა

„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა პირველი ტელედებატებისას განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს პანდემიასთან ბრძოლის მკაფიო გეგმა არ ჰქონდა და კრიზისის პირობებში პანიკაში ჩავარდა.

30 სექტემბერი 2020, 07:45

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს: არც კი გამოიყენოთ სიტყვა ჭკვიანი ჩემთან საუბარში - თქვენში არაფერია ჭკვიანი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან, ჯო ბაიდენთან პირველი ტელედებატებისას ეჭვის ქვეშ დააყენა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის გონებრივი შესაძლებლობები.

30 სექტემბერი 2020, 01:58

მსოფლიო

კორონავირუსის გამო, დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი ტელედებატების დაწყებისას ერთმანეთს ხელს არ ჩამოართმევენ

კორონავირუსის პანდემიის გამო, დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის პირველი საპრეზიდენტო ტელედებატები რიგი ცვლილებების გათვალისწინებით ჩატარდება.

ზაურ დარგალი

30 სექტემბერი 2020, 01:55

რეგიონი

ზაურ დარგალი: ამ დროისთვის, მარნეულში სიმშვიდეა

ამ დროისთვის, მარნეულში სიმშვიდეა და დაპირისპირება დასრულებულია, - ამის შესახებ „იმედინიუსს“ „ქართული ოცნების“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზაურ დარგალმა განუცხადა.

დონალდ ტრამპი

30 სექტემბერი 2020, 01:30

მსოფლიო

დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი კლივლენდში ჩავიდნენ, სადაც რამდენიმე საათში პირველი საპრეზიდენტო ტელედებატები დაიწყება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი კლივლენდში ჩავიდნენ, სადაც პირველი საპრეზიდენტო ტელედებატები გაიმართება.

30 სექტემბერი 2020, 01:24

საზოგადოება

მარნეულში მომხდარი ინციდენტისას დაშავებული პირების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

„პირველ პაციენტთან ცხვირის ძვლის მოტეხილობაა. მეორე პაციენტთან ტრავმული დაზიანებები არ არის გამოხატული, დაზიანებებია სახის არეში. ორივე პაციენტი ამ დროისთვის რჩება კლინიკაში. მათი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სავარაუდოდ, ხვალ გაეწერებიან. ხოლო, რაც შეეხება მესამე პაციენტს, ის უკვე გაეწერა", - განაცხადა ექიმმა.

არჩილ თალაკვაძე

30 სექტემბერი 2020, 01:10

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: არავის მივცემთ უფლებას, რომ ძალადობრივი ინციდენტებით ჩრდილი მიაყენონ წინასაარჩევნო კამპანიას

ჩვენ არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ძალადობრივი ინციდენტებით ჩრდილი მიაყენონ წინასაარჩევნო კამპანიას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბეჭდების მბრძანებელი

30 სექტემბერი 2020, 00:52

კულტურა

ახალ ზელანდიაში „ბეჭდების მბრძანებლის“ გადაღებები განახლდა

ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე Amazon-ის სერიალ „ბეჭდების მბრძანებლის“ გადაღების ნებართვა გასცა. ამის შესახებ Deadline წერს. მანამდე გადაღებები რამდენჯერმე კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერდა.

30 სექტემბერი 2020, 00:41

ეკონომიკა

ბრიტანელმა პენსიონერმა ფაიფურის ჩაიდანი £390 ათასად გაყიდა

ბრიტანელმა პენსიონერმა სახლის დალაგებისას იპოვა ფაიფურის ჩაიდანი, რომელიც აუქციონზე £390 ათასად გაყიდა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, ჩაიდანი პენსიონერის ბაბუას ეკუთვნოდა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს შორეულ აღმოსავლეთში მსახურობდა. ნივთის შემფასებელმა განაცხადა, რომ ეს XVIII საუკუნის ნივთია და ჩინეთის იმპერატორ ციანლუნის სასახლის ჭურჭლის სერვიზის ნაწილია.