imedi /  13 აგვისტო 2020, 18:41 / სანდო წყარო

ზვიად შალამბერიძე უკრაინის ელჩს შეხვდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე საქართველოში უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდა, რომელიც ქუთაისში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, საუბარი შეეხო როგორც კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილებას, ასევე სამომავლო პერსპექტივებს.

„გავუზიარეთ ელჩს კოვიდ-19-თან ბრძოლის წარმატებული პრაქტიკა რეგიონში, თუ როგორ იყო ჩართული თითოეული ადგილობრივი სტრუქტურა, როგორ ვებრძოდით ერთობლივად მთელი ამ ხნის განმავლობაში კორონავირუსს. ელჩი ასევე დაინტერესდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტით და ვისაუბრეთ იმის შესახებ, რა პერსპექტივა იქნება უკრაინასთან, როგორც სტუდენტების, ასევე პროფესორ-მასწავლებლების გაცვლითი პროგრამის მიმართულებით", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მისივე თქმით, იგორ დოლგოვი ასევე დაინტერესდა ინფრასტრუქტურული პროექტებით, რომელიც იმერეთში ხორციელდება და მათ შორის გზების მშენებლობის ტექნოლოგიებით, დასაქმებულთა რაოდენობით და კრიტერიუმებით.

თავის მხრივ, შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის ელჩმა აღნიშნა, რომ მოხარულია, კარანტინის შემდეგ თბილისიდან პირველი გასვლა სწორედ ქუთაისში რომ შედგა.

„ჩვენ, ყველას გვაქვს რთული პერიოდი და განსაცდელი, რაც ახალ ინფექციას უკავშირდება, რომელმაც შეცვალა მთელი მსოფლიო, მათ შორის საქართველოს ცხოვრებაც. ამიტომ, ძალიან მიხარია, რომ ჩემი პირველი მოგზაურობა თბილისის გარეთ, კარანტინის შემდეგ, სწორედ აქ, ქუთაისში მოხდა. დიდი რეგიონი, დიდი ქალაქი ტრადიციებით და დიდი კავშირებითი ჩემს უკრაინასა და უკრაინელებლთან.

მადლობელი ვარ გუბერნატორის, რომ ამ საუბრის განმავლობაში განვიხილეთ არა მხოლოდ ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი და არა მხოლოდ ის, თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ბიზნესი ამ რთულ დროს და მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ მოსახლეობას, არამედ განვითარების პერსპექტივებიც: რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ, რა მიმართულებით და სად არის ეს მიმრთულებები, რომელიც ხალხების გაერთიანებას გააგრძელებს.

მოხარული ვარ იმის გაგებით, რომ სექტემბერში ქუთაისში გაიმართება ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტის საზეიმო გახსნა. იმედი მაქვს, რომ ეს არის ნაბიჯი მომავალში, ახალი მეცნიერებისკენ და ახალი განათლებისკენ და აქაც ბევრია ის, რაც ერთმანეთისგან უნდა ვისწავლოთ", - განაცხადა იგორ დოლგოვმა.

საქართველოში უკრაინის ელჩი იმერეთში დღეს და ხვალ დარჩება და როგორც აღნიშნავს, შეეცდება უფრო მეტი გაიგოს როგორც რეგიონში მიმდინარე საქმიანობის, ასევე ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლა და სად არის შესაძლებელი მეტის გაკეთება.

ყველა სიახლე

მიხეილ სააკაშვილი

01 ოქტომბერი 2020, 16:27

მსოფლიო

მიხეილ სააკაშვილს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვეს

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვეს. ამის შესახებ სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არაიკ ჰარუთიუნიანი წერს.

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2020, 16:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვეყოლება თვისობრივად გაძლიერებული საპარლამენტო გუნდი

კანონმდებლობის შესაბამისად ჩვენ წარვადგინეთ სია. ეს არის 150-კაციანი სია.მასში არიან როგორც მოქმედი დეპუტატები, ისე ახალი სახეები. მთლიანობაში ჩვენ გვეყოლება თვისობრივად გაძლიერებული საპარლამენტო გუნდი.ესეც უნდა გახდეს საფუძველი ჩვენი საარჩევნო წარმატების, გარდა იმ საარჩევნო პროგრამისა რომელსაც წარვადგენთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის საპარლამენტო სიის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

01 ოქტომბერი 2020, 16:20

საზოგადოება

ვაკის რაიონში 7 მისამართზე ფიტნეს ზონა მოეწყო

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, სავარჯიშო მოედნების მოწყობა სხვადასხვა მისამართზე გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

01 ოქტომბერი 2020, 16:07

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სია ცნობილია

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია წარადგინა.

01 ოქტომბერი 2020, 16:03

საზოგადოება

არგენტინული გამოცემა: ქვეყანა, რომელმაც კოვიდ -პანდემიის დროს ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით უცხოელებისთვის გრძელვადიანი სამუშაო ვიზების გაცემა დაიწყო

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ბევრი ადამიანი მუშაობს სახლიდან. ე.წ. home-office-ის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ იძლევა მუშაობის შესაძლებლობას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. სწორედ ამ უპირატესობის გათვალისწინებით, საქართველომ გახსნა საზღვრები იმ უცხოელებისთვის, რომელთაც სურთ საქართველოდან გააგრძელონ სამსახურებრივი პასუხისმგებლობების განხორციელება. საქართველო მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიას შორის.

კორონავირუსი

01 ოქტომბერი 2020, 16:02

COVID19

აჭარაში კორონავირუსით მე-14 პაციენტი გარდაიცვალა

„დიაგნოზი: COVID-19, სუნთქვის უკმარისობა, ფილტვის შეშუპება, ორმხრივი ტოტალური პნევმონია. თანმხლები დაავდება: გულის მწვავე უკმარისობა. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა პირველ ოქტომბერს“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

სასამართლო

01 ოქტომბერი 2020, 15:54

სამართალი

5 წლის გოგოსადმი სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის გამოტანილ განაჩენზე სააპელაციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

საქმის კოლეგიური წესით განხილვების შედეგად სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2019 წლის ივნისის თვის ბოლო რიცხვებში, ლაგოდეხის მუნიციპლიტეტის სოფელ უზუნთალაში, ა. ა-მა თავისი ნათესავი - 2014 წლის 8 იანვარს დაბადებული ე. კ-ა ძალის გამოყენებით აიყვანა თავისი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, სადაც ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით განახორციელა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება. ჩადენილი ქმედების ხასიათის, სიმძიმის და ხარისხის გათვალისწინებით ა.ა-ს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

01 ოქტომბერი 2020, 15:50

COVID19

ინდონეზიაში კორონავირუსის 4,174 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში ინდონეზიაში კორონავირუსის 4,174 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 116 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინდონეზიაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 291,182 შეადგინა. ქვეყანაში კორონავირუსი 218,847-მა ადამიანმა დაამარცხა, დაავადებას კი 10,856 ადამიანი ემსხვერპლა.

ირაკლი კობახიძე ცესკო

01 ოქტომბერი 2020, 15:46

პოლიტიკა

„ქართულმა ოცნებამ“ ცესკოში პროპორციული სია წარადგინა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სია პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და სიის მესამე ნომერმა, ირაკლი კობახიძემ შეიტანა.

01 ოქტომბერი 2020, 15:45

COVID19

ხობში, №66 საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში დასაქმებულ დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ხობში, №66 საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში დასაქმებულ დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება და ღრმა ეპიდკვლევა. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ამ დროისთვის დაახლოებით, 140-მდე კონტაქტია მოძიებული.

კორონავირუსი

01 ოქტომბერი 2020, 15:43

COVID19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 41-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში COVID-19-ს კიდევ ერთი, 41-ე პაციენტი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე გავრცელდა.

01 ოქტომბერი 2020, 15:38

სამართალი

იუსტიციის სამინისტრო: ჰააგის სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი მრჩეველთა კომიტეტის შეფასებით, გოჩა ლორთქიფანიძე მოსამართლეობისთვის კვალიფიციური კანდიდატია

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევმა მრჩეველთა კომიტეტმა მოსამართლეობის კანდიდატების კომპეტენციების თაობაზე დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც იუსტიციის სამინისტრო იუწყება, კომიტეტის შეფასებით, საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი გოჩა ლორთქიფანიძე კვალიფიციურია ჰააგის სასამართლოს მოსამართლის პოზიციის დასაკავებლად. გოჩა ლორთქიფანიძეს აქვს საერთაშორისო სამართალში შთამბეჭდავი გამოცდილება როგორც ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სამუშაო პრაქტიკის კუთხით, ისე აკადემიური საქმიანობის თვალსაზრისით.

გენერალური პროკურატურა

01 ოქტომბერი 2020, 15:32

სამართალი

„ქრონიკის“ ინფორმაციით, გამოძიებამ ვინმე ნატალია ილიჩოვას სახლის ჩხრეკისას დავით გარეჯის საქმეზე გაუჩინარებული რუკა ამოიღო

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის საქმიანობის გამოძიების ფარგლებში ამ წუთებში ვინმე ნატალია ილიჩოვას სახლი იჩხრიკება

ეკატერინე დგებუაძე

01 ოქტომბერი 2020, 15:20

საზოგადოება

ეკატერინე დგებუაძემ ბავშვთა უფლებების შესახებ UNICEF-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

„ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული განათლების სისტემის შექმნის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მომავალი პროფესიონალების მომზადებაა, რომლებიც ბავშვის უფლებათა კონვენციის პრინციპების რეალურ ცხოვრებაში გატარებას შეუწყობენ ხელს. ამ მხრივ კი მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლების სისტემის როლი“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

01 ოქტომბერი 2020, 15:05

სამართალი

თავდაცვის სამინისტრო: „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებები სამხედრო პოლიციის პოლიტიზირებაზე არის სრულიად აბსურდული

თავდაცვის სამინისტრო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისა და „მთავარი არხის“ მხრიდან გაკეთებულ ბრალდებას ეხმაურება. როგორც უწყებაში განმარტავენ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ჩართული იყო საარჩევნო პროცესში და ცდილობდა ოპოზიციის წარმომადგენლის დაშინებას, არის სრული სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სინამდვილეში გამომძიებელსა და მოქალაქეს შორის ადგილი ჰქონდა საგზაო ინციდენტს და ამის ფონზე სიტყვიერ შელაპარაკებას.

პროკურატურა

01 ოქტომბერი 2020, 14:56

სამართალი

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახში ჩხრეკა მიმდინარეობს

საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახში საგამოძიებო უწყება ჩხრეკას ატარებს. ამ ინფორმაციას პროკურატურაში ადასტურებენ. სხვა დეტალები ჯერ არ არის ცნობილი.

დავით ზალკალიანი

01 ოქტომბერი 2020, 14:55

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალურ საკონსულოს გახსნას მტკიცე პარტნიორობაში „კიდევ ერთი აგურის“ დაშენება უწოდა

„დღეს, ჩვენ კიდევ ერთი აგური დავუმატეთ ჩვენს მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს თანამშრომლობას აქვს უზარმაზარი პოტენციალი შესანიშნავი წარმატებული ისტორიის შესაქმნელად,“ - განაცხადა ზალკალიანმა.

ომი ჟურნალისტი

01 ოქტომბერი 2020, 14:45

მსოფლიო

სომხური მხარის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში ორი ფრანგი ჟურნალისტი დაიჭრა

აზერბაიჯანის საარტილერიო დარტყმის შედეგად მთიანი ყარაბაღის ქალაქ მარტუნიში საფრანგეთის ორი მოქალაქე დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის მთავრობა ავრცელებს.

01 ოქტომბერი 2020, 14:36

პოლიტიკა

ქეთევან ციხელაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს ელჩმა ავსტრიის რესპუბლიკაში, ქეთევან ციხელაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ პრეზიდენტს, ალექსანდერ ვან დერ ბელენს რწმუნებათა სიგელები გადასცა. საგარეო უწყების ინფორმაციით, ოფიციალური ცერემონია ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტის რეზიდენციაში, ისტორიული Hofburg-ის სასახლეში გაიმართა. სიგელების გადაცემის ცერემონიალის ფარგლებში შედგა ორმხრივი შეხვედრა საქართველოს ელჩსა და ავსტრიის პრეზიდენტს შორის.

დიეგო კოლასი

01 ოქტომბერი 2020, 14:31

პოლიტიკა

საფრანგეთის ელჩი: წინასაარჩევნო გარემო მაქსიმალურად დემოკრატიული დებატების ფარგლებში უნდა წარიმართოს

„მე მოვუწოდე ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ საარჩევნო გარემო დარჩეს დემოკრატიული დებატების ფარგლებში“, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩა საქართველოში, დიეგო კოლასმა ჟურნალისტებს განუცხადა.