imedi /  14 აგვისტო 2020, 23:42 / სანდო წყარო

„ქართული ოცნების” ლიდერებმა სოფელ ჩუმლაყში სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერეს და ატმის ჩაბარების პროცესს დაესწრნენ

ჩუმლაყი სამაცივრე მეურნეობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი, სოფელ ჩუმლაყში იმყოფებოდნენ, სადაც სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერეს და ატმის ჩაბარების პროცესს დაესწრნენ.

„ქართული ოცნების" ლიდერები ხილის ჩაბარების პროცესის მიმდინარეობით დაინტერესდნენ და მეურნეობაში დასაქმებულ ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ. მათი თქმით, მნიშვნელოვანია ყველა გლეხმა და ფერმერმა, საკუთარი მოყვანილი პროდუქციის ჩაბარება შეუფერხებლად შეძლოს.

სოფელ ჩუმლაყში არსებული, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. მასში 1 100 000 ლარის ინვესტიცია განახორციელდა, საიდანაც 800 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. აღსანიშნავია, რომ სამაცივრე მეურნეობაში 450 ტონა სხვადასხვა სახეობის ხილის შენახვაა შესაძლებელი.

სამაცივრე მეურნეობაში სეზონზე დასაქმებულია 150-დან 350-მდე ადამიანი.

ყველა სიახლე

ავსტრალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები

24 სექტემბერი 2020, 19:30

სპორტი

ავსტრალიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ავიაკომპანია „კანტასთან" 30-წლიანი თანამშრომლობა დაასრულა

„კანტასი" უდიდესი ავსტრალიური ავიაკომპანიაა, რომელიც რეისებს სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით ასრულებს. როგორც ავსტრალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, რობ კლარკმა განაცხადა, ისინი პოტენციურ პარტნიორთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ და ახალ სპონსორს საზოგადოებას მალე წარუდგენენ.

კახა ბექაური

24 სექტემბერი 2020, 19:28

ეკონომიკა

კახა ბექაური: „კავკასუს ონლაინის“ დირექტორმაც და ბენეფიციარი კომპანიის წარმომადგენლებმაც თავი დაანებეთ დეზინფორმაციის გავრცელებას

ამავე სხდომაზე კახა ბექაურმა „კავკასუს ონლაინის“ იურისტს დაუსვა კითხვა, როგორ მოხდა, რომ კომპანიის მენეჯმენტი და მესაკუთრეები ყოველთვის იცავდნენ კანონს და მიმართავდნენ კომისიას წინასწარი თანხმობის მიღების თხოვნით, როგორც ამას კანონი ავალდებულებთ და მხოლოდ 49% წილის გასხვისების დროს დაარღვიეს კანონი, რაზეც კომისიის თავმჯდომარეს კომპანიის იურისტმა ვერ უპასუხა.

ნათიოა მეზვრიშვილი

24 სექტემბერი 2020, 19:27

საზოგადოება

ნათია მეზვრიშვილის თქმით, შესაძლოა, ტაქსებში 3-ზე მეტი პირის ყოფნაზე დაწესებული შეზღუდვა გაუქმდეს

„რეალურად ჩვენ დადგენილ შეზღუდვებს, რაც არის დარჩენილი მსხვილი შეზღუდვების მოხსნით შემდეგ, ყოველ საბჭოს სხდომაზე ვიხილავთ. არ გამოვრიცხავ, რომ ეს საკითხი გადაიხედოს და გამორიცხული არაფერია, მას შემდეგ რაც ვნახავთ, რომ ცუდ ქცევას და არაკეთილსინდისიერ ქცევას არ აქვს ადგილი მძღოლების მხრიდან“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილი

24 სექტემბერი 2020, 19:19

საზოგადოება

ნათია მეზვრიშვილის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულების სტაციონარში მოთავსების დრო შესაძლოა, შემცირდეს

აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა, მათ შორის, სტაციონარში მოთავსების დროის შემცირებაზე, ჩვენ ვუყურებთ მსოფლიო პრაქტიკას და ტენდენციას, რაც შემდეგ გადმოგვაქვს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე დაკვირვების შედეგად 8 დღემდე შემცირდა კარანტინი საზღვარგარეთიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის.

სტეფან ლოფვენი

24 სექტემბერი 2020, 19:02

COVID19

შვედეთის პრემიერი: ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა შემაშფოთებელია

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, სტეფან ლოფვენმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა შემაშფოთებელია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

გიორგი გახარია

24 სექტემბერი 2020, 18:59

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ამ მძიმე დრომ ყველას შეგვახსენა, რომ მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების თანამშრომლობა წარმატების გასაღებია

საქართველოს მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივის როლზე, ასევე ხაზი გაუსვა პარტნიორობის პრინციპებისადმი საქართველოს ერთგულებას და დემოკრატიული განვითარების გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებს.

ეკატერინე დგებუაძე

24 სექტემბერი 2020, 18:55

საზოგადოება

ეკატერინე დგებუაძე: ციფრული განათლების მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ

განათლების სამინისტროს მიზანია ციფრული განათლების კუთხით განვითარება და ბევრ სიახლეს შევთავაზებთ ამ მხრივ მასწავლებლებსა და სკოლებს, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, ციფრული განათლების მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და ეს არის პროცესი, როდესაც სისტემა ვითარდება.

ნავიდ აფკარი

24 სექტემბერი 2020, 18:48

მსოფლიო

მოჭიდავე ნავიდ აფკარის სიკვდილით დასჯის გამო აშშ ირანს სანქციებს დაუწესებს

უახლოეს დღეებში აშშ ირანს 27 წლის მოჭიდავის, ნავიდ აფკარის სიკვდილით დასჯის გამო დამატებით სანქციებს დაუწესებს. ამის შესახებ სენატში სიტყვით გამოსვლისას ირანისა და ვენესუელის საკითხებში ოფიციალურმა წარმომადგენელმა ელიოტ აბრამსმა განაცხადა.

24 სექტემბერი 2020, 18:44

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 162 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 162 ადამიანს გამოუვლინდა, 1 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 39,686 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 581 ადამიანი. ვირუსისგან 37,255 პაციენტი განიკურნა.

ირაკლი ბერაია

24 სექტემბერი 2020, 18:40

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია

ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელი პარტნიორები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, როგორც მრავალმხრივ ფორმატებში, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.

24 სექტემბერი 2020, 18:40

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლეს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახაბერ კუჭავა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებებზე ისაუბრეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

24 სექტემბერი 2020, 18:36

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გამოწვევაა ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გამოწვევაა ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის.

ირაკლი ბერაია

24 სექტემბერი 2020, 18:26

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: ბრიტანეთი არის საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი

ბრიტანეთი არის ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ურთიერთობების განმტკიცებას. ჩვენთვის ეს თანამშრომლობა არის პრიორიტეტულად მნიშნელოვანი და ვდგამთ ყველა ნაბიჯს ამ ურთიერთობების გასაღრმავებლად, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. ირაკლი ბერაიას განცხადებით, „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მეშვიდე რაუნდი, რომელიც საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის გაიმართა როგორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო დონეზე იყო მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა, სადაც განიხილეს ყველა ის საკითხი, რომელიც აქტუალურია ორი ქვეყნის ურთიერთობაში.

კახა კუჭავა

24 სექტემბერი 2020, 18:21

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ჩვენ დიდი ბრიტანეთისგან გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა სხვადასხვა ფორმატებში

ჩვენ კოლეგებთან ერთად ვისაუბრეთ იმ სხვადასხვა საკითხზე, რომლის გარშემოც ჩვენი ქვეყნები თანამშრომლობენ. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი საკითხი ეს არის ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და ამ მიმართულებით ჩვენ დიდი ბრიტანეთისგან გვაქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა სხვადასხვა ფორმატებში, როგორც ფინანსური ისე ტექნიკური, რომ გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვის, მათ შორის, კიბერ-უსაფრთხოების მიმართულება, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ეკატერინე დგებუაძე

24 სექტემბერი 2020, 18:19

საზოგადოება

ეკატერინე დგებუაძე: დარწმუნებული ვარ, ჩვენ სკოლებში აკადემიურ წელს არ გამოვაცხადებთ

მინისტრის მოადგილეს კითხვით მიმართეს, გვემუქრება თუ არა საფრთხე, გამოცხადდეს აკადემიური წელი და თუ მუშაობს განათლების სამინისტრო ამ სცენარზეც. დგებუაძემ გაზაფხულის პერიოდში სამინისტროს მიერ განხორციელებული ქმედებები გაიხსენა, კერძოდ განათლებისა და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება, რომლის შედეგადაც ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადაიყვანეს.

ეკატერინე დგებუაძე

24 სექტემბერი 2020, 18:13

საზოგადოება

ეკატერინე დგებუაძე: სიცხის გაზომვის გარეშე სკოლაში ვერც ერთი პირი ვერ შევა

სიცხის გაზომვის გარეშე სკოლაში ვერც ერთი პირი ვერ შევა, მათ შორის მოსწავლე. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს სიცხე აღმოაჩნდება, ის გადადის სხვა სივრცეში, გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ ხდება სიცხის შემოწმებად და თუ ისევ დაფიქსირება ტემპერატურა, მოსწავლე გადადის საიზოლაციო სივრცეში და სკოლამ ჯანდაცვის შესაბამის სამსახურს ამის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

პიტერ ალტმაიერი

24 სექტემბერი 2020, 18:12

COVID19

კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო, გერმანიის ეკონომიკის მინისტრი კარანტინში გადავიდა

კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო, გერმანიის ეკონომიკის მინისტრი, პიტერ ალტმაიერი კარანტინში გადავიდა.

ეკატერინე დგებუაძე

24 სექტემბერი 2020, 18:10

საზოგადოება

ეკატერინე დგებუაძე: მე-6 კლასის ზემოთ განსხვავებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს სპეცმასწვლებლები სკოლებში ასწავლიან

მე-6 კლასის ზემოთ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც სჭირდებათ განსხვავებული მიდგომები, მათთვის სკოლის კარები ღია იქნება“, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა. მინისტრის მოადგილემ სკოლებში არსებული საგანმანათკლებლო საჭიოროების მქონე მოსწავლეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაახლოებით, 10 ათასი ასეთი მოსწავლე იღებს ზოგადი განათლებას საფეხურზე განათლებას.

ეკატერინე დგებუაძე

24 სექტემბერი 2020, 18:03

საზოგადოება

ეკატერინე დგებუაძემ განმარტა, მშობლების სურვილის შემთხვევაში, როგორ გაგრძელდება 1-6 კლასელთათვის დისტანციურად სწავლა

„ჩვენს მოსწავლეებს და მათ მშობლებს ვთავაზობთ კიდევ ერთ განსხვავებულ სერვისს და მოდელს, რაც გულისხმობს შემდეგს: მშობლებს, რომელსაც აქვთ შიში, რომ მოსწავლეები დაბრუნდნენ საკლასო ოთახებში, სკოლები დააორგანიზებენ ერთ განსხვავებულ კლასს, რომელიც ამ მოსწავლეებისთვის წარიამრთება დისტანციურ ფორმატში. ეს არის არჩევანი და შეთანხმება სკოლასა და მშობელს შორის“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

სტელა კირიაკიდესი

24 სექტემბერი 2020, 17:59

COVID19

ევროკომისარი: ევროპა მზად უნდა იყოს შეზღუდვების დაწესებისთვის

ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, სტელა კირიაკიდესმა განაცხადა, რომ ევროპა შეზღუდვების დაწესებისთვის მზად უნდა იყოს.