imedi /  17 აგვისტო 2020, 20:56 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: უახლოეს პერიოდში რუსთავს ჰაერის სისუფთავის მართვის გეგმა ექნება

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

უახლოეს პერიოდში რუსთავს ექნება ჰაერის სისუფთავის მართვის გეგმა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნინო ლაცაბიძის წარდგენისას განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, ასეთი გეგმა დღეს მხოლოდ და მხოლოდ თბილისს აქვს.

„სწორედ ამიტომ იყო მთავრობის მიერ ინიცირებული და დღეს უკვე პარლამენტშია კანონპროექტი, რომელიც დარწმუნებული ვარ, საშემოდგომო სესიაზე სწრაფად დამტკიცდება, რაც ჩვენ გვაძლევს საკანონმდებლო საფუძველს, რომ იმ კომპანიებს, რომლებიც არაკეთილსინდისიერად იქცევიან, კანონიერად მოვთხოვოთ ეკოლოგიური ნორმების დაცვა. მერწმუნეთ, რომ უმკაცრესად გაკეთდება. რაც აქამდე ხდებოდა, მარტივია, უბრალოდ კომპანიებისთვის უფრო მომგებიანი იყო ამ მცირე ჯარიმების გადახდა და არავინ არ ფიქრობდა სისტემურად, ეკოლოგიურად, გარემოზე ზიანის შემსუბუქებაზე. ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ახლა განხორციელდება, იქნება უმკაცრესი, დაწესდება სერიოზული ჯარიმები, რისი ძირითადი პრინციპიც იქნება აბსოლუტურად ევროპული მიდგომა - ბუნებისთვის, ჰაერისთვის, ეკოლოგიისთვის მიყენებული ზიანი გამოიწვევს პირდაპირ დამზიანებლის მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად დასჯას. ეს ის პირობები და ფუნდამენტია, სადაც გპირდებით, რომ კომპრომისს არ დავუშვებთ.

ჩვენი გუნდის ძირითადი მიზანი იყო და იქნება ადამიანზე ზრუნვა. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ გვჭირდება სამუშაო ადგილები ნებისმიერ ფასად, ადამიანის, ჩვენი მოქალაქეების და ეკოლოგიის ფასად. ამიტომ, ეს უნდა იყოს საერთო კონსენსუსი ყველასთვის და კომპანიებმა, რომლებიც რა თქმა უნდა, დოვლათს, სამუშაო ადგილებს ქმნიან, გარემოზე ზემოქმედების უმაღლესი სტანდარტების დანერგვა და გათვალისწინება უნდა დაიწყონ.

ეს კანონმდებლობა ძალაში შევა 2021 წლის 1 იანვრიდან და აქ არანაირი კომპრომისი ჩვენი მხრიდან არ იქნება. ადრე უნდა გაკეთებულიყო? დიახ, უნდა გაკეთებულიყო ადრე, მაგრამ მერწმუნეთ, დღესაც, როდესაც კრიზისულ სიტუაციაში ვიმყოფებით, როგორც ეპიდემიოლოგიურად, ასევე ეკონომიკურად, ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ის მწირი სახელმწიფომ რესურსები, რომელიც გაგვაჩნია, სამართლიანად გადავანაწილოთ, რასაც ვცდილობდით და ვცდილობთ, გავაკეთოთ პანდემიის პირობებში. ეს იყო ძირითადი პრინციპი, როდესაც ჩვენ ვგეგმავდით და ჩვენს მოქალაქეებს შევთავაზეთ სოციალური მხარდაჭერის კონკრეტული ნაბიჯები, კონკრეტულ ქმედებებში გამოხატული. ეს იყო ის, როგორც ვეხმარებით ბიზნესებს სექტორულად, ტურიზმი იქნებოდა, სოფლის მეურნეობის სფერო თუ ინდუსტრიული კომპანიები. სამართლიანობა იქნება ძირითადი პრინციპი, რომელიც უნდა გაგრძელდეს, თუმცა არსებობს სტრუქტურული, ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სისტემური მიმართულებები, სადაც ჩვენ შემდგომი წლების განმავლობაში რეფორმები დაგვჭირდება“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველა სიახლე

04 დეკემბერი 2021, 11:51

COVID19

რუსთავში კოვიდვაქცინით სამიზნე კონტინგენტის 50%-მდე ორი დოზითაა აცრილი

რუსთავის მუნიციპალურ მოხუცთა სახლში მცხოვრები ბენეფიციარების ტრანსპორტირებას ვაქცინაციის ცენტრამდე, მუნიციპალიტეტი თავად უზრუნველყოფს. მოხუცთა თავშესაფრის მცხოვრებთა 50%-ს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა. კლინიკა ,,რუსთავში“ მიმდინარე იმუნიზაციის პროცესს, გაეცნო რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი.

04 დეკემბერი 2021, 11:46

ეკონომიკა

კონკურენციის სააგენტო: კონკურენციის მხარდაჭერისა და განვითარების მიზნით, ბაზრის ხუთ მარეგულირებელს შორის შეთანხმების დოკუმენტი გაფორმდა

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის თავმჯდომარემ, დავით ონოფრიშვილმა და კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელმა, ვახტანგ აბაშიძემ ერთიანი თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

04 დეკემბერი 2021, 11:36

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 11 889 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 11 889-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 224 629 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 861 883 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 801 864, გარდაიცვალა 12298 პაციენტი.

04 დეკემბერი 2021, 11:33

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7,25%-ია

4 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7,25%, ბოლო 14 დღეში - 8,66%, ხოლო 7 დღეში - 8,33%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 861 883 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 801 864, გარდაიცვალა 12298 პაციენტი.

ივანე ჩხაიძე

04 დეკემბერი 2021, 11:28

COVID19

ივანე ჩხაიძე „ომიკრონზე“: ეს არის ის მუტაცია, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე

ეს არის ის მუტაცია, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე: გავრცელების, მიმდინარეობის სიმძიმისა და ვაქცინების მიმართ გარკვეული მდგრადობის გამო, - ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას კორონა ვირუსის „ომიკრონ“ ვარიანტზე საუბრისას განუცხადა.

04 დეკემბერი 2021, 11:26

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 40 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 40 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 861 883 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 801 864, გარდაიცვალა 12298 პაციენტი.

04 დეკემბერი 2021, 11:25

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 3950 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3950 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2014 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 861 883 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 801 864, გარდაიცვალა 12298 პაციენტი.

04 დეკემბერი 2021, 11:04

საზოგადოება

საქართველო ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ცენტრის (ECMWF) წევრი გახდა

ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ცენტრი (ECMWF) მსოფლიოში, მეტეოროლოგიის დარგში, ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის 34 წევრი ქვეყნისთვის აწარმოებს და ავრცელებს ციფრული ამინდის პროგნოზებს, თანამშრომლობს წევრი ქვეყნების მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ სამსახურებთან და ხელს უწყობს მათი შესაძლებლობების გაძლიერებას.

04 დეკემბერი 2021, 11:02

საზოგადოება

თბილისში ელექტროენერგიის მომხმარებელთა ნაწილი დეკემბერში 2 ქვითარს მიიღებს

ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადების პენსიისა და საარსებო შემწეობის მიღების ვადებზე მორგების მიზნით, ე.წ. გარდამავალ პერიოდში თბილისში „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) აბონენტების ნაწილი 2 ქვითარს მიიღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილი

04 დეკემბერი 2021, 10:29

სამართალი

არასამთავრობო ორგანიზაციები არ პასუხობენ კითხვას - შეიცავს თუ არა კორუფციის ნიშნებს ბიუჯეტიდან მიხეილ სააკაშვილის შვილის სწავლის დაფინანსება მხოლოდ იმიტომ, რომ ის ნიჭიერია

არასამთავრობო ორგანიზაციები არ პასუხობენ კითხვას - შეიცავს თუ არა კორუფციის ნიშნებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიხეილ სააკაშვილის შვილის სწავლის დაფინანსება მხოლოდ იმიტომ, რომ ის ნიჭიერია. ამ კითხვით „ქრონიკამ“ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას მიმართა, თუმცა, ვერც ერთისგან პასუხი ვერ მიიღო.

04 დეკემბერი 2021, 10:27

COVID19

განათლების სამინისტროს განცხადებით, სკოლებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ სტაბილურია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლებში მაქსიმალურად დაცულია ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და შექმნილია უსაფრთხო გარემო. ამ პროცესს მონიტორინგს საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს წარმომადგენლები უწევენ.

04 დეკემბერი 2021, 10:17

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილმა ტექნოპარკში საერთაშორისო შეჯიბრი Future Agro Challenge გახსნა

„ერთ-ერთი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ესაა ჩვენი ახალგაზრდების ჩართვა სოფლის მეურნეობაში. ინოვაციების მიმართულება არის გზა, რომ ახალგაზრდები დავაინტერესოთ სასოფლო-სამეურნეო სექტორით და ამის მაგალითები უკვე გვაქვს; არის ბევრი სტარტაპი, მათ შორის წარმატებულიც. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ჩვენ ვართ ძალიან მწვავე კლიმატის ცვლილების პერიოდში. ეს საკითხი პარიზის კლიმატის შეთანხმების ბოლო შეხვედრაზე, გლაზგოშიც იყო აქტიურად განხილული. ყველა ქვეყანამ მკაფიო განცხადებები გააკეთა, დაისახა ამბიციური მიზნები და ვალდებულებები კლიმატის ცვლილების შესარბილებლად. კლიმატის ცვლილების შერბილება სასურსათო სექტორში ეფექტიანობის ზრდის პარალელურად, არ გამოვა ინოვაციების და ტექნოლოგიების გარეშე. აგროსასურსათო სექტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ზემოქმედია ბუნებაზე; ეს ყოველივე კი, შეიძლება გადაწყდეს ინოვაციებით, კვლევებით, აღმოჩენებითა და სწორი მიგნებების სწორად დანერგვით. მინდა გისურვოთ წარმატებები; გვიგულეთ თქვენ მხარდამჭერად. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა; ის მიგნებები, რომელიც იქნება წარმოდგენილი და აქვს პრაქტიკული გამოყენების შანსი, გვინდა, რომ სწრაფად იყოს გაზიარებული, ერთი მხრივ, მეწარმეებისა და ფერმერების მიერ, მეორე მხრივ კი, გავიდეს საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

04 დეკემბერი 2021, 10:03

თავდაცვა

DIBS სკოლასა და იტალიის არმიის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIBS) და იტალიის არმიის პოსტკონფლიქტური ოპერაციების სწავლების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა და იტალიის არმიის პოსტკონფლიქტური ოპერაციების სწავლების ცენტრის დირექტორმა პოლკოვნიკმა დელ გაუდიო ანტონიომ მოაწერეს.

04 დეკემბერი 2021, 09:29

პოლიტიკა

მიხეილ ჩხენკელმა უნგრელ კოლეგასთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ადამიანური რესურსების მინისტრთან მიკლოშ კაშლერთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა და მასთან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა. აღსანიშნავია, რომ უნგრეთის ადამიანური რესურსების სამინისტრო განათლების საკითხებს ფარავს.

04 დეკემბერი 2021, 09:20

COVID19

„ომიკრონის“ შტამით ინფიცირების შემთხვევები უკვე ამერიკის 10 შტატშია დაფიქსირებული

კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების შემთხვევები უკვე ამერიკის 10 შტატშია დაფიქსირებული. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს.

04 დეკემბერი 2021, 08:53

COVID19

ბელგიაში ორი ბეჰემოთი კორონავირუსით დაინფიცირდა

ბელგიის ქალაქ ანტვერპენის ზოოპარკში ორი ბეჰემოთი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. ბეჰემოთებს სურდო დაეწყოთ, რის შემდეგაც ვეტერინარებმა მათ ანალიზები აუღეს. ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია - ზოოპარკში მკაცრი სანიტარული ზომები იყო დაცული, თანამშრომლებს კი კორონავირუსი არ ჰქონიათ.

04 დეკემბერი 2021, 08:24

მსოფლიო

Reuters: „დემოკრატიის სამიტის“ ფარგლებში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ახალ სანქციებს დააწესებს

მომდევნო კვირაში, „დემოკრატიის სამიტის“ ფარგლებში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ახალ სანქციებს დააწესებს. ამის შესახებ უწყებაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით Reuters-ი წერს.

ჯო ბაიდენი

04 დეკემბერი 2021, 08:17

მსოფლიო

ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინის კონტექსტში ის ვინმეს წითელ ხაზებს პატივს არ სცემს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინის კონტექსტში ის ვინმეს წითელ ხაზებს პატივს არ სცემს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

04 დეკემბერი 2021, 08:05

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

4 დეკემბერს ქუთაისში გამოიდარებს. +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი + 5 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ეკატერინე ტიკარაძე

04 დეკემბერი 2021, 01:04

COVID19

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში ორჯერადად 1 000 000 ადამიანია აცრილი

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დღეის მდგომარეობით საქართველოში ორჯერადად აცრილების რიცხვი მილიონს გადასცდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.