imedi /  19 აგვისტო 2020, 14:35 / სანდო წყარო

გურიის რეგიონში თხილის მოსავლის აღება მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ხატია წილოსანი გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან, ზურაბ ნასარაიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში მეთხილე ფერმერებს შეხვდა და მოსავლის აღების პროცესს გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას მოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, როგორც ფერმერებმა აღნიშნეს, აზიურ ფაროსანას და სხვა მავნებლების წინააღმდეგ ჩატარებულმა ერთობლივმა ქმედითმა ღონისძიებებმა დადებითი შედეგი მოიტანა და, მიმდინარე წელს, მათ თხილის ხარისხიანი და ჭარბი მოსავალი მიიღეს.

მინისტრის მოადგილის თქმით, თხილის სექტორში სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის შედეგია, რომ მეთხილე ფერმერები, უხვი და ხარისხიანი მოსავლის რეალიზაციით, გაზრდილ შემოსავალს მიიღებენ.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქვეყანაში თხილის მოვლის უმნიშვნელოვანესი ღონისძიებები ეფექტიანად წარიმართა. შედეგად, მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი მივიღეთ, რომლის დიდი ნაწილიც ექსპორტზე გავა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო, თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად, 2019 წლიდან თხილის სექტორის გადარჩენის პროგრამას ახორციელებს. თხილის სექტორში სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის შედეგია, რომ მეთხილე ფერმერები, უხვი და ხარისხიანი მოსავლის რეალიზაციით, გაზრდილ შემოსავალს მიიღებენ“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა.

გურიის მხარის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ სახელმწიფოსა და ფერმერების მიერ ერთობლივი მასშტაბური ღონისძიებების მნიშვნელობაზე, მიღებულ ხარისხიან და უხვ მოსავალზე გაამახვილა ყურადღება და, სამომავლოდ, მავნებლის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გაგრძელების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა შალამბერიძემ ფერმერებს კიდევ ერთხელ მოუწოდა აქტიურობისკენ და აღნიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს; მიმდინარეობს, როგორც თერმული ნისლით დამუშავება, ასევე საყანე ფართობებზე ცივი შესხურების მეთოდით წამლობა.

თხილის მწარმოებელთა ასოციაცია 25 000-მდე ფერმერს აერთიანებს. როგორც ასოციაციაში განმარტავენ, წელს 50 000 ტონაზე მეტ მაღალი ხარისხის თხილის მოსავალს ელოდებიან. მათივე თქმით, ასოციაციაში გაწევრიანებულ ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამა კვლავ გაგრძელდება.

ყველა სიახლე

30 ნოემბერი 2021, 12:38

მსოფლიო

ოფიციალური ერევნის ინფორმაციით, ყარაბაღის ომმა 91 000-ზე მეტი ადამიანი აქცია დევნილად

„გასული წლის შემოდგომიდან ამ დრომდე, აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის შედეგად, 91 000-ზე მეტ ადამიანს მოუწია, იძულებით დაეტოვებინა საცხოვრებელი“, - განაცხადა სომხეთის მიგრაციის სამსახურის ხელმძღვანელმა არმენ ხაზარიანმა გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საბჭოს 112-ე სესიაზე გამოსვლისას.

30 ნოემბერი 2021, 12:36

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 262 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 262 მილიონს გადააჭარბა.

30 ნოემბერი 2021, 12:34

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შსს-ს აკადემიის თანამშრომლებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებზე გადამზადების კურსი ჩაუტარდათ.

30 ნოემბერი 2021, 12:31

საზოგადოება

კახა კალაძემ მოადგილეები და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები წარადგინა

დედაქალაქის მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მოადგილეები და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები წარადგინა. კახა კალაძის თქმით, ვიცე-მერის თანამდებობას კვლავ ირაკლი ხმალაძე ჩაიბარებს.

30 ნოემბერი 2021, 12:27

სამართალი

პოლიციამ საქართველოს რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო. დაკავებულია 10 პირი

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1962 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.რ. თელავში დააკავეს. პოლიციამ, მისი საცხოვრებელი სახლის, ეზოს და დამხმარე ნაგებობების ჩხრეკისას, არარეგისტრირებული მცირეკალიბრიანი შაშხანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

არტის პაბრიკსი

30 ნოემბერი 2021, 12:20

მსოფლიო

ლატვიის თავდაცვის მინისტრი: რუსეთის შესაკავებლად ლატვიას ქვეყანაში აშშ-ის მუდმივი სამხედრო წარმომადგენლობა ესაჭიროება

ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, არტის პაბრიკსმა განაცხადა, რომ რუსეთის შესაკავებლად ლატვიას ქვეყანაში აშშ-ის მუდმივი სამხედრო წარმომადგენლობა ესაჭიროება.

30 ნოემბერი 2021, 12:08

მსოფლიო

ეგეოსის ზღვაში, თურქეთთან, მიწისძვრა მოხდა

ეგეოსის ზღვაში, იზმირთან, 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ურლას დასახლებიდან 56,18 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა. ბიძგები ზედაპირიდან 3,97 კილომეტრის სიღრმეში შეინიშნებოდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

ნათია თურნავა

30 ნოემბერი 2021, 12:04

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ველოდებით, რომ წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება, რაც საქართველოს ავტომატურად გაიყვანს ევროპული ლიდერების რანგში

ოქტომბერში ეკონომიკის ზრდა კვლავინდებურად მაღალია და 6.9 პროცენტს შეადგენს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 10 თვის ეკონომიკური ზრდა კვლავინდებურად ორნიშნაა და 10,5 პროცენტია. ჩვენ ველოდებით, რომ წლის ბოლოს ასევე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება, რაც საქართველოს ავტომატურად გაიყვანს ევროპული ლიდერების რანგში,“ - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის შეფასების მაჩვენებელი 2021 წლის ოქტომბერსა და 10 თვეში. აღნიშნული ინფორმაცია დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.

ეკატერინე ტიკარაძე

30 ნოემბერი 2021, 11:59

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ ონლაინ შეხვედრა გამართეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

30 ნოემბერი 2021, 11:59

COVID19

Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამჟამად არსებული ვაქცინები ისეთივე ეფექტური იქნება „ომიკრონი“ ვარიანტის წინააღმდეგ, როგორც „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ იყო

კომპანია Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სტეფან ბანსელმა განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამჟამად არსებული ვაქცინები ისეთივე ეფექტური იქნება კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტის წინააღმდეგ, როგორც „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ იყო.

30 ნოემბერი 2021, 11:56

ეკონომიკა

Fodors Travel-ი სვანეთის შესახებ წერს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, სამოგზაურო გამოცემა Fodors Travel-ი საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას აქვეყნებს.

ედიშერ გვენეტაძე

30 ნოემბერი 2021, 11:52

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე: მიშასთანა შარლატანების, უგულავასთანა ვირთხების, ბარამიძისთანა მლიქვნელების, გუბაზისნაირი ყვარყვარეების, ხოშტარიასნაირი „მოშიმშილეების“ და კირკიტაძისნაირი უვიცების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს

„არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა"! ეს ნათლად დაამტკიცა გუშინდელმა დღემ, როდესაც სასამართლოს შენობის გარეთ მყოფები უტევდნენ პოლიციელებს - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ მკაფიოდ გვიჩვენა, რომ აუცილებელია ქვეყნის ნამდვილი დამოუკიდებლობა და არა პიარებზე გათვლილი და ფიქტიური.

ედგარს რინკევიჩსი

30 ნოემბერი 2021, 11:47

პოლიტიკა

ედგარს რინკევიჩი: კარგად ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს და ეს ძალიან დასაფასებელია - სიმართლე გითხრათ, ევროპული პერსპექტივა ჯერ კიდევ წლების წინ უნდა დაფიქსირებულიყო

„ევროპული პერსპექტივა ძალიან საინტერესო საკითხია და ასოცირებულებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი თემაა. ვიტყოდი, რომ როგორც MAP-ია ნატოში, ისეა ევროპული პერსპექტივის აღიარება. მე თბილისში ვიზიტით ვიმყოფებოდი ივნისის დასაწყისში. ვესაუბრე საქართველოს პრემიერ- მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, საკანონმდებლო ორგანოს სპიკერს და პარლამენტის წევრებს. ვისაუბრეთ ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებაზე. ძალიან კარგად ვიცით, რომ მოსახლეობის უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს და ეს ძალიან დასაფასებელია“, - აცხადებს „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი.

30 ნოემბერი 2021, 11:45

პოლიტიკა

ედგარს რინკევიჩი: საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან

უკვე საჯაროდ განვაცხადეთ, რომ ჩვენი პრინციპია მეტი მეტისთვის. თუ ასოცირებულები არიან მზად დაწინაურდნენ სექტორული თანამშრომლობის კუთხით, პოლიტიკური თანამშრომლობის მიმართულებით, მაშინ ევროკავშირმა ეს უნდა გააკეთოს. ამ იდეას და მიდგომას ლატვია მხარს უჭერს და ამ თემაზე აქტიურად მუშაობს“, - განაცხადა რინკევიჩმა.

30 ნოემბერი 2021, 11:44

ეკონომიკა

28 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოდან 66.8 მილიონი აშშ დოლარის თხილის ექსპორტი განხორციელდა

მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით საქართველოდან 14.6 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 66.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

30 ნოემბერი 2021, 11:40

ეკონომიკა

28 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოდან 2 982 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1-ლი აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 2 982 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 1.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ლია ორკოდაშვილი

30 ნოემბერი 2021, 11:36

სამართალი

მიხეილ სააკაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლის თქმით, არცერთი პოლიტიკოსის მხრიდან არ ყოფილა ზეწოლის მცდელობა

მიხეილ სააკაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლე ლია ორკოდაშვილის განცხადებით, მოლოდინი ჰქონდათ, რომ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას პოლიტიკური ელფერი ექნებოდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ის საკუთარ პოზიციას გამოხატავდა, სიტყვა არ შეაწყვეტინეს.

ლევან იოსელიანი

30 ნოემბერი 2021, 11:35

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: სააკაშვილის განცხადებაში შეცდომებზე სინანული და აღიარება ვერ დავინახე, რაც გულდასაწყვეტია

„ჩემთვის ყველაზე მეტად გულდასაწყვეტი იყო, რომ მე ვერ დავინახე მისი სინანული და აღიარება იმ შეცდომების, რაც დაშვებული იყო, თუნდაც გირგვლიანის მიმართ, თუნდაც 7 ნოემბრის საქმეზე, სამწუხაროდ, ეს სინანული ვერ დავინახე. არადა, ყველა პრობლემის მოგვარება აღიარებითა და ბოდიშის მოხდით იწყება“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ბექა დავითულიანი

30 ნოემბერი 2021, 11:35

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი სააკაშვილზე: ვიხილეთ ყავლგასული ავტოკრატის გამოსვლა, რომელიც მის მიერ ჩადენილ არცერთ დანაშაულს არ ნანობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, საზოგადოებამ გუშინ ყავლგასული ავტოკრატის გამოსვლა იხილა, რომელიც მის მიერ ჩადენილ არცერთ დანაშაულს არ ნანობს. მისი თქმით, სააკაშვილს თავი შეუცდომლად მიაჩნია და საზოგადოებამ ნახა, რა ტიპის დამნაშავესთან აქვს საქმე.

30 ნოემბერი 2021, 11:33

თემა

შეიძლება თუ არა, აცრის უარყოფითი შედეგები წლების შემდეგ გამოვლინდეს?

იმ ადამიანების უმეტესობა, რომელთაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა არ სურთ, თავის ქმედებას ვაქცინაციის გრძელვადიანი შედეგების შიშს უკავშირებს. რეალურად არსებობს თუ არა ასეთი რისკი?- ამ კითხვაზე პასუხები Deutsche Welle-მ მოიძია.