imedi /  20 აგვისტო 2020, 15:42 / სანდო წყარო

ფონდი ,,ქართუს’’ მხარდაჭერით, ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თორნიკე რიჟვაძე; ტაძრის რეაბილიტაცია

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათი განცხადებით, რეაბილიტაცია უტარდება XIX საუკუნეში აგებულ წმინდა თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიას, რომელიც ფონდი „ქართუს’’ მხარდაჭერით ხორციელდება.

სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი ადგილზე გაეცნენ. ამ ეტაპზე ტაძრის გადახურვა და გარე ფასადის მოპირკეთება მიმდინარეობს. ეკლესიის რეაბილიტაციის პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2017 წელს შეიძინა.

ამასთან, ფონდი „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით, ბათუმში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის ფრესკების რესტავრაცია მიმდინარეობს.

ასევე, უკვე დასრულდა ნოე ჟორდანიას, მაზნიაშვილის და კონსტანტინე გამსახურდიასა და აბაშიძის ქუჩების კვეთაზე არსებული 5 საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია. აღნიშნულ სახლებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვთ.

მთავრობის წარმომადგენლებმა დასრულებული პროექტები დაათვალიერეს და საცხოვრებელი სახლების მცხოვრებლებს გაესაუბრნენ.

ყველა სიახლე

მიხეილ სააკაშვილი

02 დეკემბერი 2021, 14:15

სამართალი

მიხეილ სააკაშვილი ბოტოქსის პროცედურებზე: აბსოლუტური სიცრუეა - 2008 წლის შემდეგ, ნერვულ ნიადაგზე, სახე დამისივდა და კანის ნეონური მკურნალობა დამჭირდა, რაც რეგულარულად საჭიროებდა რაღაც აპარატზე შეერთებას და ა.შ

მიხეილ სააკშვილის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექსპრეზიდენტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ბოტოქსის პროცედურებს იფინანსებდა. მისი განმარტებით, 2008 წლის შედეგ, ნერვიულობის ნიადაგზე, სახე დაუსივდა და აპარატებით ამას მკურნალობდა.

02 დეკემბერი 2021, 13:59

სამართალი

მიხეილ სააკაშვილი: სანდრას რატომ არ ასამართლებენ? ხარჯების დიდი ნაწილი მისია, სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე

სანდრას რატომ არ ასამართლებენ? ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრასი, სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად ერთ საბრალდებო სკამზე. ამ ხარჯების მეოთხედი ან მეხუთედი სანდრასია, - ამის შესახებ მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ბორის ჯონსონი ემანუელ მაკრონი

02 დეკემბერი 2021, 13:59

მსოფლიო

Le Canard Enchaîné: ლა-მანშის სრუტეში მიგრანტთა კრიზისის ფონზე, ემანუელ მაკრონმა ბორის ჯონსონი „კლოუნად“ მოიხსენია

ლა-მანშის სრუტეში მიგრანტთა კრიზისის ფონზე, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბორის ჯონსონი „კლოუნად“ მოიხსენია თავის მრჩევლებთან გაცხარებული ბრიფინგის დროს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Canard Enchaîné ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილი

02 დეკემბერი 2021, 13:43

სამართალი

მიხეილ სააკაშვილის თქმით, სასამართლო დარბაზში არსებული გისოსების შიდა მხარე ლურჯადაა შეღებილი და ეს არ მოსწონს

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, გისოსები, რომელშიც სასამართლო დარბაზში უწევს ჯდომა, გარედან ყავისფრადაა შეღებილი, თუმცა, შიგნიდან ლურჯია. მისი აღქმით, ეს შეთხვევითი არაა.

მიხეილ სააკაშვილი

02 დეკემბერი 2021, 13:38

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: მე ვარ უკრაინის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი და კომედიებზე ფუჭად ხარჯვის დრო არ მაქვს

„მომიყვანეთ ხოლმე დროზე და ყველა გამოცხადდეს დროზე, რადგან პირველ რიგში, ეს არის საზოგადოების პატივისცემა, რომელიც გარეთ არის ახლა. ამ ხალხს სჭირდება პატივისცემა და არა ასე მოპყრობა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

02 დეკემბერი 2021, 13:30

რეგიონი

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული კავკასიაში EBRD-ის რეგიონალურ დირექტორს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონალურ დირექტორს კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენს და საინვესტიციო კლიმატის ანალიტიკოსს ნიკოლა ლიპარის შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გია აბაშიძე

02 დეკემბერი 2021, 13:26

პოლიტიკა

გია აბაშიძე: 2 დეკემბერს, კობა დავითაშვილი დაიღუპა, ნიშანდობლივად სიმბოლურია, რომ დღეს, განსასჯელის სკამზეა სისხლიანი რეჟიმის მთავარი შემოქმედი, მიხეილ სააკაშვილი

,,შარშან, ზუსტად 2 დეკემბერს, კობა დავითაშვილი დაიღუპა. ის გახლდათ საქართველოს ხალხის პარტიის ლიდერი, პარლამენტის ოთხი მოწვევის დეპუტატი. კობა დავითაშვილი ჯალათი ნაცრეჟიმის მიერ სასტიკად იყო ფიზიკურად და მორალურად განადგურებული და შერყეული ჯანმრთელობით დიდხანს ვერ იცოცხლა.’’ - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

02 დეკემბერი 2021, 13:25

საზოგადოება

პარლამენტის ბრიფინგების დარბაზს მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ,,ნინო წილოსანის წინადადებით, პარლამენტის B კორპუსის 410-ე ოთახს მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა. „ბრიფინგების ოთახი“ დღეიდან საქართველოს ეროვნული გმირის სახელს ატარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

02 დეკემბერი 2021, 13:18

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოპოზიციამ დაარქვა „პიჯაკების საქმე", თუმცა, პიჯაკებისთვის გაცილებით ნაკლებია დახარჯული, ვიდრე ბოტოქსებისთვის და მაშინ, რატომ არ უნდა ერქვას ბოტოქსის საქმე?

ოპოზიციას აქვს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ამ საქმეს „პიჯაკების საქმე" დაარქვან, თუმცა პიჯაკებისთვის გაცილებით ნაკლებია დახარჯული, ვიდრე ბოტოქსებისთვის და მაშინ, რატომ არ უნდა ერქვას ბოტოქსის საქმე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

არჩილ ტყეშელაშვილი

02 დეკემბერი 2021, 13:17

სამართალი

პროკურორი აცილებაზე: მხოლოდ ფაქტების კონსტატაციას ვახდენთ, მაგალითად, 350 000 ლარი სტილისტზე და მზარეულზე, 60 ათასი ლარი შვილების სწავლაზე და 720 ათასი ლარი ბოტოქსებზე დახარჯა სააკაშვილმა

პროკურორის აცილების საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა სასამართლო პროცესზე მას შემდეგ განაცხადა, რაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა პროკურორების - არჩილ ტყეშელაშვილის და გიორგი მუჯირის აცილების შუამდგომლობა დააყენეს.

02 დეკემბერი 2021, 13:16

რეგიონი

აჭარის მთავრობამ გულის ტრანსპლანტაციის პროგრამის დაფინანსება დაიწყო

წელს პირველად, აჭარის მთავრობამ გულის ტრანსპლანტაციის პროგრამის დაფინანსება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გულის ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული როლანდ ნოღაიდელი მოინახულა. ნოღაიდელი პირველია, ვინც აღნიშნული პროგრამით ისარგებლა.

გიორგი მუჯირი

02 დეკემბერი 2021, 13:13

სამართალი

პროკურორი სააკაშვილის ადვოკატებს: თქვენ ალბათ დისკომფორტს გიქმნით ის ფაქტი, რომ 26 მაისის შემდეგ ბრალდებული სააკაშვილი ფუფუნების საგნებს იღებს სახელმწიფოს ფულით

თქვენ ალბათ დისკომფორტს გიქმნით ის ფაქტი, რომ 26 მაისის შემდეგ ბრალდებული სააკაშვილი ფუფუნების საგნებს იღებს სახელმწიფოს ფულით, - ასე მიმართა პროკურორმა გიორგი მუჯირმა სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს, რომლებმაც მისი აცილება მოითხოვეს.

არჩილ ტყეშელაშვილი

02 დეკემბერი 2021, 13:10

პოლიტიკა

პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი: სხვისი ნახმარი პიჯაკების ტარებას გირჩევნიათ, ბიუჯეტის მიმართ არსებული 9 მილიონი ზარალი აანაზღაუროთ

სხვისი ნახმარი პიჯაკების ტარებას გირჩევნიათ, ის 9 მილიონი ზარალი აანაზღაუროთ, რაც ბიუჯეტის მიმართ არსებობს, – ამის შესახებ საბიუჯეტი თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა.

02 დეკემბერი 2021, 13:04

რეგიონი

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალული იყო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

ედიშერ გვენეტაძე

02 დეკემბერი 2021, 13:04

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე: ეს კაცი ნელი ტანჯული სიკვდილით მოკლეს მისივე შვილის, ნათლიის სააკაშვილის დავალებით, მან დანერგა სისტემა, რომელიც სულიერად და მორალურად ანადგურებდა, აუპატიურებდა, აწამებდა, ფიზიკურად კლავდა ადამიანებს

მიხეილ სააკაშვილმა დანერგა სისტემა, რომელიც სულიერად და მორალურად ანადგურებდა, აუპატიურებდა, აწამებდა, ფიზიკურად კლავდა ადამიანებს! ამიტომაც მან პასუხი უნდა აგოს საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე კანონის მთელი სიმკაცრით!’’ - წერს გვენეტაძე facebook - ზე.

02 დეკემბერი 2021, 13:00

სამართალი

სასამართლომ პროკურორის აცილების შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ამ წუთებში სახელმწიფოს კუთვნილი 9 მილიონის გაფლანგვის საქმე განიხილება, დაცვის მხარემ სხდომაზე რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა. მათ შორის იყო შუამდგომლობა პროკურორ გიორგი მუჯირის აცილების შესახებ. ნიკა გვარამიას მტკიცებით, მუჯირმა პოლიტიკური განცხადება გააკეთა და მის პოლიტიკურ მიუკერძოებლობაზე აქვს პრეტენზია.

დავით ქართველიშვილი

02 დეკემბერი 2021, 12:55

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ველოდებით ორივე ნათელ-მირონისათვის 7-დან 11-წლამდე განაჩენს, ამ პროცესის განახლების ისეთ სიმბოლურ დღეს, როდესაც ნათელ-მირონთა წყვილიდან - ერთია განსასჯელთა სკამზე ზის, ხოლო მისი მსხვერპლი - ზეცაშია

,,დღეს სააკაშვილის ნათელ-მირონი, ასევე "გენერალი" ჯანაშია, თავისი ნათესავის ოჯახსა და საახლობლო წრეზე, საკუთარი განკარგულებითა და ხელმოწერით დახარჯულ საბიუჯეტო 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვის საქმეზე - იმაზე არანაკლებად სამარცხვინო განმარტებებს აკეთებდა, ვიდრე ამ გაფლანგული თანხების მიზნობრიობა წარმოადგენდა.’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს.

02 დეკემბერი 2021, 12:53

COVID19

საფრანგეთში, კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პირველი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთში, კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

02 დეკემბერი 2021, 12:34

COVID19

გერმანიის მომავალი კანცლერი, ოლაფ შოლცი 2022 წლიდან სავალდებულო ვაქცინაციის ამოქმედებას მხარს უჭერს

გერმანიის მომავალი კანცლერი, ოლაფ შოლცი 2022 წლიდან სავალდებულო ვაქცინაციის ამოქმედებას მხარს უჭერს. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

02 დეკემბერი 2021, 12:34

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, შექმნას ალტერნატიული ისტორია, დაამციროს ამ პროცესის მნიშვნელობა - სინამდვილეში, საქმე ელიტური კორუფციის არნახულ მასშტაბებს ეხება

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, შექმნას ალტერნატიული ისტორია, დაამციროს ამ პროცესის მნიშვნელობა. სინამდვილეში, ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ პროცესი ელიტური კორუფციის არნახულ მასშტაბებს ეხება და უნდათ, დაიყვანონ პიჯაკებამდე, თუმცა, არ ვიცი, პიჯაკები რატომ უნდა ეყიდა ხალხის თანხით“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით საუბრისას.