imedi /  31 აგვისტო 2020, 14:43 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: შეუძლებელია ებრძოლო პანდემიას წარმატებით და პარალელურად არ ზრუნავდე ეკონომიკაზე

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

შეუძლებელია, ებრძოლო პანდემიას წარმატებით და პარალელურად არ ზრუნავდე ეკონომიკაზე. ერთთან პრობლემა ქმნის მომენტალურად, იმ წუთში მეორე პრობლემას. ჩვენ თუ ვერ დავამარცხეთ პანდემია ეფექტურად, ჩათვალეთ, რომ ეკონომიკას ვერ მოვუვლით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჩაქვში განაცხადა, სადაც ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაალ მიქელაძე და ქობულეთის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცოტნე ანანიძე წარადგინა.

მისი თქმით, ქობულეთი გარდა ტურისტული ქალაქისა, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობის თვალსაზრისითაც საკმაოდ კარგად ვითარდება.

„საქართველოს მთავრობა ქართველ გლეხს, ვიდრე ის ფეხზე მყარად არ დადგება და არ გახდება ძლიერი ფერმერი, არ მიატოვებს. ეს არის აბსოლუტურად გააზრებული გადაწყვეტილება, როგორი სპეკულირებაც არ უნდა იყოს ზოგიერთი „ვაი ოპონენტის“ მხრიდან. როდესაც ჩვენ ამას ვაკეთებთ, მარტივი მიზანი გვაქვს, ამ ქვეყანაში არც ერთი გოჯი მიწა არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი. მადლობას ვუხდი თორნიკე რიჟვაძეს იმისთვის, რაც მან წელს გააკეთა და 1500 ჰექტარი ხელუხლებელი მიწა აჭარაში დამუშავდა. წელსაც, გასული წლის მსგავსად, დავუდგებით ციტრუსის ნაწილში გვერდით ჩვენს გლეხს, როგორც არასტანდარტული, ისე სტანდარტული მოსავლის ნაწილში და მივეხმარებით ექსპორტზე მის გატანაში. შარშან გავიტანეთ 30 ათასი ტონა, წელს გვექნება კიდევ უფრო უკეთესი მოსავალი. ამ რეგიონში ცოტა თხილიც გვაქვს და გახსოვთ ფაროსანასთან ბრძოლის ნაწილიც. ესეც ადამიანზე ზრუნვის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. რა თქმა უნდა, სამეგრელოში, გურიაში, იმერეთში, კახეთში, თხილი ცოტა უფრო ბევრი მოდის, მაგრამ წელს აჭარაში დაახლოებით 5 ათას ტონა თხილს ველოდებით. ძალიან კარგი, საუკეთესო ფასი იქნება და აქაც გლეხს ყველანაირად გვერდით დავუდგებით. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფოს ვალდებულებაა - გაუფრთხილდეს თითოეულ მოქალაქეს, იყოს სამართლიანი, კეთილსინდისიერი, ეფექტიანი და თითოეულ ადამიანს მისცეს საშუალება, ღირსეულად იშრომოს, თავისი ოჯახის, სოფლის, ქალაქის და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

„მთავრობის ვალდებულება უნდა იყოს, გაუფრთხილდეს თითოეულ მოქალაქეს, იყოს სამართლიანი, კეთილსინდისიერი, ეფექტიანი და თითოეულ ადამიანს მისცეს საშუალება, ღირსეულად იშრომოს, თავისი ოჯახის, სოფლის ქალაქის და ქვეყნის საკეთილდღეოდ. გასაკეთებელი საქმე ყოველთვის ბევრი გვექნება. ზოგიერთებმა თქვეს, პრემიერ-მინისტრმა 8 წლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ თურმე გზა არის დასაგებიო. არა, ბატონებო! ამ გზას ვაგებდით და კიდევ 8 წელი დავაგებთ და ყველა ერთად გავაგრძელებთ შრომას. ჩვენ არ გვჭირდება ფასადური რეკლამები და პიარი, რადგან დაგებული გზა, აშენებული სკოლა კიდევ უფრო თვალსაჩინო მაგალითია და გაკეთებულ საქმეს ბევრი ხმაური და ყვირილი არ სჭირდება. მაგალითისთვის, ნაპირსამაგრი სამუშაოები ქობულეთში, ქობულეთის ბულვარი, ბევრი რამ არის კიდევ გასაკეთებელი, გაზგაყვანილობა ბოლომდეა მისაყვანი, დეტალურად ვიცი მაღალი ძაბვის გადამცემი ანძების პრობლემა ქობულეთში ბინათმშენებლობის ნაწილში და მოსაფიქრებელი გვაქვს რაღაც, რომ ეს ყველაფერი მიწისქვეშ ჩავიტანოთ, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ მთავრობის საზრუნავი, ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ და ერთად ვიშრომოთ იმისთვის, რომ მოვუაროთ ამ პატარა ლამაზ კუთხეს და ლამაზ ქვეყანას. ეს არის ჩვენი მიზანი ყველანაირი ხმაურის, ყვირილის და რეკლამის გარეშე, წყნარად, მშვიდად, ვისაც რა უნდა, ის ილაპარაკოს, ჩვენ კი მშვიდად გავაკეთოთ ჩვენი საქმე. ამ ნაწილში დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება თქვენი წარმომადგენელი როგორც უმაღლეს საბჭოში, ასევე ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. დარწმუნებული ვარ, ეს ღირსეული ადამიანები გააგონებენ თითოეული ქობულეთელის ხმასა როგორც პარლამენტში, ასევე უმაღლეს საბჭოში. ჩვენ ყველა ერთად, რაც მთავარია სამართლიანად, მშვიდად უნდა მივიდეთ 31 ოქტომბერს და რა თქმა უნდა, სამართლიანად გავიმარჯვოთ. გამარჯვებას გისურვებთ!“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველა სიახლე

01 დეკემბერი 2021, 01:36

COVID19

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი: ადრეული მინიშნებები არსებობს, რომ ბოლო ექვს თვეში სრულად ვაქცინირებული ადამიანები კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტისგან დაცულნი არიან

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა, ნიცან ჰოროვიცმა განაცხადა, რომ ადრეული მინიშნებები არსებობს, რომ ბოლო ექვს თვეში სრულად ვაქცინირებული ადამიანები კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტისგან დაცულნი არიან.

01 დეკემბერი 2021, 00:55

მსოფლიო

მიჩიგანის შტატის ქალაქ ოქსფორდის სკოლაში სროლას, სულ მცირე, 3 მოსწავლე ემსხვერპლა

აშშ-ში, მიჩიგანის შტატის ქალაქ ოქსფორდის სკოლაში სროლას, სულ მცირე, 3 მოსწავლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ადბგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელე

01 დეკემბერი 2021, 00:54

სპორტი

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ირლანდიასთან 0:11 დამარცხდა

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში ირლანდიასთან 0:11 დამარცხდა.

მერლინ მენსონი

01 დეკემბერი 2021, 00:41

ტაბლოიდი

სექსუალური შევიწროების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მერილინ მენსონის სახლი გაჩხრიკეს

ლოს-ანჯელესის შერიფის დეპარტამენტმა People-ს დაუდასტურა, რომ სამხილის ძიების მიზნით ლოს ანჯელესში, 52 წლის მუსიკოსის სახლში ჩხრეკა განხორციელდა. ჩხრეკა მენსონის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებასთან უკავშირდება. მას 15-ზე მეტი ქალის, მათ შორის „ოქროს გლობუსის“ სამგზის ნომინანტის, ივან რეიჩელ ვუდსის მიმართ განხორციელებულ სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ედება ბრალი.

ჯო ბაიდენი

01 დეკემბერი 2021, 00:33

COVID19

ჯო ბაიდენი: ამ პანდემიის დასამარცხებლად, მსოფლიო უნდა ავცრათ

ამ პანდემიის დასამარცხებლად, მსოფლიო უნდა ავცრათ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

უღურ შაჰინი

01 დეკემბერი 2021, 00:22

COVID19

კომპანია BioNTech-ის თანადამფუძნებელი: Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა, სავარაუდოდ, ძლიერ დაცვას უზრუნველყოფს „ომიკრონი“ შტამით გამოწვეული ნებისმიერი მძიმე დაავადებისგან

გერმანული კომპანია BioNTech-ის თანადამფუძნებელმა, რომელმაც კომპანია Pfizer-თან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნა, განაცხადა, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა, სავარაუდოდ, ძლიერ დაცვას უზრუნველყოფს „ომიკრონი“ შტამით გამოწვეული ნებისმიერი მძიმე დაავადებისგან.

01 დეკემბერი 2021, 00:22

ტაბლოიდი

რიანას ბარბადოსის რესპუბლიკის ეროვნული გმირის წოდება მიანიჭეს

მომღერლისთვის 2021 წელი საკმაოდ წარმატებული გახდა. ეროვნული გმირის წოდების მიღებისა გარდა, აგვისტოში ის ოფიციალურად მილიარდერი გახდა. Forbes-ის მონაცემებით, რიანას ქონება 1.7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ასევე, მომღერალმა ცნობილ რეპერ ასაპ როკისთან სასიყვარულო ურთიერთობაც გაასაჯაროვა.

01 დეკემბერი 2021, 00:10

ტაბლოიდი

ავსტრალიის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი 10 წლის განმავლობაში გარდაცვლილ კლიენტებს „ემსახურებოდა“ 💰

ავსტრალიური ბანკი Westpac-ი ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩადენილი დარღვევების გამო 113 მილიონ ავსტრალიურ დოლარს (80 მილიონი აშშ დოლარი) გადაიხდის. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ფასიანი ქაღალდების სახელმწიფო კომისია (ASIC) ავრცელებს.

30 ნოემბერი 2021, 23:59

ტექნოლოგიები

ისლანდიაში მსოფლიოში პირველ ვულკანურ ობსერვატორიას ააშენებენ🌋

პროექტის ღირებულება 100 მილიონ დოლარად ფასდება. მასზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო, მაგრამ პრაქტიკული სამუშაოების დაწყება მხოლოდ 2024 წელს იგეგმება. პროექტზე მეცნიერთა საერთაშორისო გუნდი მუშაობს 11 ქვეყნიდან, მათ შორის აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და საფრანგეთიდან. მათი მიზანი მაგმის დედამიწის ზედაპირზე ამოფრქვევამდე შესწავლაა.

იენს სტოლტენბერგი

30 ნოემბერი 2021, 23:48

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია ძვირად დაუჯდება, რასაც სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვება

რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია ძვირად დაუჯდება, რასაც სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვება, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მფრინავი ტაქსი პარიზი

30 ნოემბერი 2021, 23:45

ტექნოლოგიები

პარიზში 2024 წლის ოლიმპიური თამაშების მაყურებლებისთვის მფრინავი ტაქსების ამუშავებას გეგმავენ

ამის მიზეზი 2024 წლის ოლიმპიური თამაშებია, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში ჩატარდება. პროექტის მიზანი სულ მცირე ორი საჰაერო მარშრუტის შედგენაა, რომლითაც გულშემატკივრები ისარგებლებენ. შედეგად, პარიზის სატრანსპორტო სისტემაზე დატვირთვა უნდა შემცირდეს.

30 ნოემბერი 2021, 23:29

კულტურა

EU4Culture საქართველოში კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით 3 ქალაქს გრანტს გადასცემს

თბილისში, EU4Culture საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით პრესკონფერენციას და 3 შერჩეული ქალაქის დაჯილდოების ცერემონიას გამართავს, რომლებიც მიიღებენ 30 000 ევროს ოდენობის გრანტს კულტურის განვითარების სტრატეგიების მოსამზადებლად.

30 ნოემბერი 2021, 23:18

COVID19

ჯანმო: მოგზაურობის სრულად აკრძალვა ხელს არ შეუშლის კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელებას

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მოგზაურობის სრულად აკრძალვა ხელს არ შეუშლის კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელებას და ქვეყნებს მოუწოდებს, რისკზე დაფუძნებული მიდგომა მიიღონ.

30 ნოემბერი 2021, 23:03

COVID19

„ომიკრონი“ შტამის გავრცელების ფონზე, ჯანმო კორონავირუსით ინფიცირების რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს, მათ შორის 60 წელზე უფროს პირებს მოგზაურობას არ ურჩევს

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების ფონზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსით ინფიცირების რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს, მათ შორის 60 წელზე უფროს პირებს მოგზაურობას არ ურჩევს.

იენს სტოლტენბერგი

30 ნოემბერი 2021, 22:43

მსოფლიო

ნატოს გენმდივანმა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებისთვის პირობა დაასახელა

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებისთვის პირობა დაასახელა. მისი განცხადებით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ალიანსის 30-ვე წევრი ასეთ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს, თუმცა რუსეთს ამ პროცესში ჩარევა არ შეუძლია.

30 ნოემბერი 2021, 22:13

პოლიტიკა

დავიდ მარია სასოლი: ევროპარლამენტი უპირობოდ უჭერს მხარს ასოცირებული ტრიოს ინიციატივას და ევროკავშირთან მათი პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას

ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ მარია სასოლი ასოცირებული ტრიოს ფორმატში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრებთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

ნატალია გავრილიცა

30 ნოემბერი 2021, 22:11

პოლიტიკა

ნატალია გავრილიცა: იმედი გვაქვს, ევროკავშირსა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა იქნება იმ საკითხებზე, რომელსაც აქვს პოტენციალი, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაში პოზიტიური ტრანსფორმაცია მოახდინოს

იმედი გვაქვს, ევროკავშირსა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა იქნება იმ საკითხებზე, რომელსაც აქვს პოტენციალი, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაში პოზიტიური ტრანსფორმაცია მოახდინოს- ამის შესახებ მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.

30 ნოემბერი 2021, 22:04

საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრო „მწვანე პასპორტებთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მონიტორინგს, შერჩევის პრინციპით, განახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური, შსს-ს და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, სურსათის ეროვნული სააგენტო.

ნიკოლოზ სამხარაძე

30 ნოემბერი 2021, 21:41

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე პარტნიორებს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე მადრიდში საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის დასრულებას ეხმაურება.

კახა კუჭავა

30 ნოემბერი 2021, 21:06

პოლიტიკა

კახა კუჭავა: საქართველოს პარლამენტმა უნდა გააგრძელოს დემოკრატიული კონსოლიდაცია, სახელმწიფო ინსტიტუტების შენება, ადამიანის უფლებების დაცვა და პროდასავლური საგარეო პოლიტიკის განხორციელება

საქართველოს პარლამენტმა უნდა გააგრძელოს დემოკრატიული კონსოლიდაცია, სახელმწიფო ინსტიტუტების შენება, ადამიანის უფლებების დაცვა და პროდასავლური საგარეო პოლიტიკის განხორციელება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ.