IMEDI /  01 სექტემბერი 2020, 15:11 / სანდო წყარო

სიმონ ნოზაძე: პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ხაშურის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობა გრძელდება

სიმონ ნოზაძე

სიმონ ნოზაძე

პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ხაშურის მუნიციპალიტეტში გრძელდება მნიშვნელოვან პროექტებზე, მათ შორის, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა. 22 აგვისტოს გაიხსნა ხაშურის შემოვლითი გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთი. ეს გახლავთ უნიკალური საინჟინრო პროექტი და მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია საქართველოში ყველაზე მაღალ ბურჯებზე მდგომი ხიდი. ხაშურის - ხევის გზის მონაკვეთზე დასაქმებულია 1000-ზე მეტი ხაშურელი. გზის მიმდებარედ მოეწყობა სავაჭრო ადგილები, სადაც მოსახლეობას საშუალება ექნება რეალიზაცია გაუკეთოს საკუთარ პროდუქციას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სიმონ ნოზაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, 31 ივლისს, საფრანგეთის განვითარების ეროვნულ სააგენტოსთან ხელი მოეწერა საკრედიტო შეთანხმებას 58 მილიონ ევროზე ხაშურისა და მიმდებარე დასახლებების, კერძოდ: ცხრამუხისა და ოსიაურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მომსახურების გაუმჯობესების შესახებ.

„ესეც თავისთავად უნიკალური ნაგებობაა. 220 მილიონ ლარზე მეტი ჯდება მისი მშენებლობა. ამ პროექტთან ერთად დაიწყება ხაშურის გზების აღდგენაც. ამ პროექტშიც რამდენიმე ასეული ხაშურელი იქნება დასაქმებული“, - განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, მიმდინარეობს სურამის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა.

„ამ გეგმის მიღების შემდეგ აღიკვეთება სურამი უსისტემო განაშენიანება და სურამი გადაიქცევა საქართველოს წამყვან საკურორტო-ტურისტულ ცენტრად. ასევე, გადაწყვეტილია სურამი ციხის რეაბილიტაცია და მისი ინფრასტრუქტურის მოწყობა“, - განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

მისივე თქმით, დაიწყო 11 მილიონ ლარად ღირებული პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა, რომელიც დეფიციტურ პროფესიებში ახალგაზრდებს მოამზადებს. ასევე, ინტენსიურად მიმდინარეობს ახალი სტადიონის მშენებლობა.

„ინფრასტრუქტურის ძირითადი ნაწილი, მათ შორის, სპორტული მოედანი მოწყობილი იქნება ოქტომბერის თვეში. მთლიანად სტადიონი კი, გაიხსნება მომავალი წლის მარტში და ვემზადებით საფეხბურთო კლუბ „ივერიის“ აღორძინებისთვის“, - განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებით მოხდება დავით აღმაშენებლის წაღვლის სასახლის აღდგენა და გაკეთდება ეპოქის მუზეუმიც.

„მიმდინარეობს სხვა საკითხებზეც მუშაობა. ეს გახლავთ: გზების კეთილმოწყობა, სოფლების სასმელი წყლით უზრუნველყოფის გაუმჯობესება, სასოფლო სავარგულების გასარწყავიანება, გაზიფიცირების დამთავრება და ა.შ. საერთო შეფასებით, ის რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაკეთდა და კეთდება დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ხაშურში არ გაკეთებული“, - აღნიშნა სიმონ ნოზაძემ.

მისივე თქმით, შეიქმნა ხაშურის განვითარების ახალი კონცეფცია, რომლის რეალიზაციაც ხაშურის იერსახესაც ძირფესვიანადა შეცვლის და ქვეყნის გეოგრაფიული ცენტრის პარალელურად, ქალაქს საკურორტო, ტურისტულ, სპორტულ, სატრანზიტო, საგანმანათლებლო, კულტურულ და ისტორიულ ცენტრად გადააქცევს.​

ყველა სიახლე

კახა კალაძე

21 ოქტომბერი 2020, 11:15

საზოგადოება

კახა კალაძე: ჩვენი ხელისუფლების მთავარი მამოძრავებელი არის ის, რომ შევინარჩუნოთ ძვირფასი, რაც თბილისს გააჩნია

თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება ძველი თბლისის შენობა-ნაგებობებზე, ძველ თბილისზე, თუ როგორი მოწიწებით ვუდგებით და ყველა დეტალს განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა, ეს გამოიხატა ორბელიანის სარეაბილიტაციო სამუშაოებში და რა თქმა უნდა განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გუდიაშვილის რეაბილიტაცია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

21 ოქტომბერი 2020, 11:14

COVID19

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. 73 წლის კაცი გალიდან, ხოლო 70 წლის ქალი კი სამეგრელოდან იყო. ორივე პაციენტს თანმდევი დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ლურჯი ავტობუსები

21 ოქტომბერი 2020, 11:13

საზოგადოება

თბილისის მერია მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალ მარშრუტებს პარასკევს წარუდგენს

„პარასკევს გვინდა საზოგადოებას, თბილისის მოსახლეობას გავუკეთოთ პრეზენტაცია იმასთან დაკავშირებით თუ როგორი იქნება ახალი მარშრუტები. გვექნება სრული პრეზენტაცია - რა ნომრები შემოდის, რა მიმართულებით იმოძრავებს ეს მარშრუტები. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადამიანებს გავუჩინოთ კომფორტი, ადამიანებმა შეძლონ ახალი ავტობუსებით მგზავრობა. და რაც ყველაზე მთავარია, ავტობუსი მიკროავტობუსთან უნდა იყოს თანხვედრაში, მეტროსთან. შესაბამისად, ეს ყველაფერი წარმოდგენილი იქნება პარასკევს“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე

21 ოქტომბერი 2020, 11:13

საზოგადოება

კახა კალაძემ შესაბამის სამსახურს სერვისცენტრებში მომსახურების დროს არსებული რიგების უზრუნველყოფა დაავალა

როგორც თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, სერვისცენტრებში მისულმა მოქალაეებმა უნდა დაიცვან რიგები. ყველა ადამიანს უნდა დაურიგდეს პირბადე, რომელთაც არ ეკეთებათ. ამით ისინი დაიცვან სხვა ადამიანების ჯანმრთელობას.

21 ოქტომბერი 2020, 11:05

რეგიონი

სოფელ გვიშტიბში, დევნილებისთვის მშენებარე კორპუსებისთვის წყალარინების ქსელი მოეწყო

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მშენებარე 8 კორპუსის წყალარინების (კანალიზაციის) ქსელის მოწყობის სამუშაოები დაასრულა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო კანალიზაციის ჭები, გამყვანი კოლექტორი და წყალარინების ქსელი, ხოლო სამშენებლო სამუშაოებს 128 549 ლარი მოხმარდა.

21 ოქტომბერი 2020, 10:58

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

21 ოქტომბერი 2020, 10:57

სპორტი

გიორგი შერმადინმა 21 წუთში, 26 ქულა დააგროვა

ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ახალი გათამაშება დაიწყო, რომელშიც გიორგი შერმადინის „ტენერიფე იბეროსტარი“ ასპარეზობს. პირველ ტურში ტენერიფელებმა დანიის „ბაკენ ბიარს“ უმასპინძლეს და 98:73 გაიმარჯვეს. ამ გამარჯვებაში ქართველმა ცენტრმა დიდი როლი შეასრულა.

კორონავირუსი

21 ოქტომბერი 2020, 10:56

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1351 ადამიანს დაუდასტურდა, 337 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1351 ადამიანს დაუდასტურდა, 337 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა, ინფორმაციას ვებგვერდ StopCov-ზე გამოქვეყნდა.

21 ოქტომბერი 2020, 10:52

თემა

როგორ დავეხმაროთ ალკოჰოლდამოკიდებულს. ინსტრუქცია

თუ ამჩნევთ, რომ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს მიღებული ალკოჰოლის რაოდენობის კონტროლი უჭირს ან სასმელი მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ოჯახზე, სამსახურსა თუ სწავლაზე უარყოფით გავლენას ახდენს, ეს უკვე, დიდი ალბათობით, პრობლემაა. ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევას ეხება, თუ ალკოჰოლის მიღება პრობლემებს თქვენს ცხოვრებაშიც იწვევს. მაშინაც კი, თუ თქვენი ახლობელი ადამიანი ყოველდღე არ სვამს და სამსახურებრივ თუ სწავლის საქმეებს უმკლავდება, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არის. ისეთ სიტუაციებშიც კი, როდესაც ალკოჰოლდამოკიდებულების დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, პრობლემა არ უნდა უგულებელყოთ: ზღვარი სასმელის ჭარბი რაოდენობით მოხმარებასა და დამოკიდებულებას შორის მცირეა. ასეთი სირთულეების მქონე ადამიანს თავად პრობლემისა და მკურნალობისადმი უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. როგორც წესი, ის ზოგჯერ და ნაწილობრივ მაინც აღიარებს, რომ რაღაც რიგზე ვერ არის და მკურნალობის შესაძლებლობას განიხილავს, მაგრამ ყოყმანობს. თუ ის თავის პრობლემას საერთოდ არ ცნობს, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ამას არასდროს აღიარებს. სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელსაც აქვს შანსი, ამ პროცესზე გავლენა იქონიოს.

კორონავირუსი ბრაზილია

21 ოქტომბერი 2020, 10:48

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსი კიდევ 23 227 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსის 23 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 661 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რობოტიზაცია

21 ოქტომბერი 2020, 10:47

ტექნოლოგიები

კვლევა: 2025 წლისთვის სამუშაო ამოცანების ნახევარს მანქანები შეასრულებენ

კვლევა მსოფლიოს 300 უმსხვილესი კომპანიაში ჩატარდა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ „რობოტების რევოლუცია“ მსოფლიოს მასშტაბით 97 მილიონ სამუშაო ადგილს შექმნის, მაგრამ დაახლოებით ამავე რაოდენობის ადამიანი სამსახურს დაკარგავს, რაც უამრავი ადამიანის კეთილდღეობას რისკის ქვეშ დააყენებს.

21 ოქტომბერი 2020, 10:37

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 54,044 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 54,044 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 7,651,108-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ინდოეთში 717 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 115,914-ს აღწევს. ჯამში 6,795,103 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

21 ოქტომბერი 2020, 10:22

თავდაცვა

საქართველოს სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფებმა ნატოს სერტიფიცირების პროგრამის მე-2 დონის შეფასება გაიარეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფებმა ნატოს სერტიფიცირების მეორე დონის შეფასების პირველი საფეხური [SEL-2] გაიარეს. შსს-ს ინფორმაციით, შეფასების პროცესი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდ HMS DRAGON-ის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

ნიგერია საპროტესტო

21 ოქტომბერი 2020, 10:20

მსოფლიო

BBC: ნიგერიაში საპროტესტო აქციის 20-მდე მონაწილე მოკლეს

თვითმხილველები აცხადებენ, რომ დემონსტრანტებს ცეცხლი ჯარისკაცებმა გაუხსნეს. შედეგად 20-მდე ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 50 კი დაიჭრა. Amnesty International-ში აცხადებენ, რომ დაღუპულების შესახებ უტყუარი ინფორმაცია აქვთ.

21 ოქტომბერი 2020, 09:51

COVID19

შსს-ს თანამშრომლები COVID19-ის პრევენციისთვის აგრარული ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე მონიტორინგს ახორციელებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, რეგიონული დანაყოფების თანამშრომლები, COVID19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს აგრარული ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.

21 ოქტომბერი 2020, 09:43

სპორტი

უეფას ჩემპიონთა ლიგის სეზონი „მანჩესტერმა“ გამარჯვებით დაიწყო

საფეხბურთო კლუბმა „იუნაიტედმა“ პარკ დე პრენსზე ტურნირის შარშანდელი ფინალისტი პსჟ ბრუნო ფერნანდეშისა და მარკუს რაშფორდის გოლებით დაამარცხა, მასპინძლებმა კი ერთადერთი ბურთი ანტონი მარსიალის ავტოგოლის შედეგად გაიტანეს და შეხვედრა 1:2 დასრულდა.

21 ოქტომბერი 2020, 09:26

სამართალი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში 5 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში 5 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

21 ოქტომბერი 2020, 09:17

რეგიონი

დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნება

დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს. უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიალზე ​პირველკურსელები საზეიმო ფიცს დადებენ.

21 ოქტომბერი 2020, 09:08

ტაბლოიდი

ჟან-კლოდ ვან დამმა ჩიხუახუას ლეკვი გადაარჩინა

ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა და რეჟისორმა ჟან-კლოდ ვან დამმა 3 თვის ჩიხუახუას ლეკვი, სახელად რაია სიკვდილისგან იხსნა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი წერს.

21 ოქტომბერი 2020, 09:03

ტაბლოიდი

ბათუმის დელფინარიუმს კიდევ ერთი ბინადარი დაემატა

ახალშობილი დელფინი თავს კარგად გრძნობს და აუზში აქტიურად დაცურავს. ამჟამად დედა პატარა დელფინს სწორ სუნთქვასა და სინქრონულ ცურვას, ასევე კოორდინირებულ მოძრაობას ასწავლის.