imedi /  01 სექტემბერი 2020, 18:12 / სანდო წყარო

გოჩა ენუქიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

მეტად საინტერესო შეხვედრა მქონდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, - ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.

მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ყველა ის პრობლემა მოუგვაროს, რომლის წინაშეც ისინი დგაგან.

„კულტურული ცხოვრება ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენდა ჩვენს რეგიონს, ამიტომ აუცილებელია მხარდაჭერას და მუდმივად გვერდში დგომას გრძნობდნენ ადამიანები, რომლებიც გულით ემსახურებიან საკუთარ პროფესიებს და ცდილობენ მრავალფეროვნება შემატონ ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებას.

ყველაფერს გავაკეთებ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად, რომ მათ ყველა პრობლემა მოვუგვარო, რომლის წინაშეც დგანან, რათა ბოლომდე იღვაწონ ჩვენი და ჩვენი ამბროლაურის კულტურული ცხოვრების განვითარებისთვის“ - წერს გოჩა ენუქიძე.

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე

28 სექტემბერი 2020, 12:20

COVID19

ამირან გამყრელიძე: სლოგანი, „დარჩი სახლში“ უნდა დავაბრუნოთ

„გთხოვთ, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის ნაკლები იყოს კონტაქტი და გარეთ სიარული, „დარჩი სახლი“ ეს სლოგანი ისევ დავაბრუნოთ, უპირატესად ამ ეტაპზე აჭარაში. მობილობის დაგდება, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის მნიშვნელოვანია ინფექციის შემდგომ არგავრცელებისთვის“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე

28 სექტემბერი 2020, 12:20

COVID19

ამირან გამყრელიძე: შემთხვევათა რაოდენობა იქნება ჯერჯერობით დაახლოებით 200-400 და 500-ს შორის ყოველდღიურად

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყოველდღიური შემთხვევების ზრდა იქნება, თუმცა მთავარია, რომ ამ ეტაპე სისტემა მას მართავს და ეპიდსიტიაცია რჩება კონტროლირებადი. „შემთხვევათა რაოდენობა იქნება ჯერჯერობით დაახლოებით 200-400 და 500-ს შორისაც შეიძლება, მაგრამ 72% ჯერჯერობით მოდის აჭარაზე. ამიტომ მთელი ყურადღება მიმართულია აჭარისკენ“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

28 სექტემბერი 2020, 12:15

თემა

ვის მოსწონს დისტანციურ რეჟიმში მუშაობა და ვის - არა? დასრულდა თუ არა საოფისე ეკონომიკის ეპოქა?

ახალმა კორონავირუსმა საოფისე ეკონომიკაში რევოლუცია მოახდინა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანი მუშაობს სახლიდან, არ სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და არც კაფეებში სადილობს. ამ თემაზე ბევრს კამათობენ. ზოგს ხმაურიანი ბიზნესცენტრები, პირადი კონტაქტები და საქმიანი სადილები ენატრება. სხვებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისა და კოლეგებთან შეხვედრის გახსენებაზე ცივი ოფლი ასხამთ. ნაწილი კი დისტანციური მუშაობის რეჟიმის პირობებშიც კი ცოცხალ კონტაქტებს ეფექტიანად ინარჩუნებს. თუ როგორ დასრულდება საოფისე ეკონომიკის ისტორიაში უდიდესი ექსპერიმენტი, მხოლოდ პანდემიის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. თუმცა სანამ ეს მოხდება, BBC ოფისებში დაბრუნების მომხრეებისა და მათი ოპონენტების ძირითად არგუმენტებს გვაცნობს.

28 სექტემბერი 2020, 12:10

თავდაცვა

თავდაცვის ძალებში დაზვერვის ქვედანაყოფები ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით აღიჭურვება

საქართველოს თავდაცვის უწყებამ ესპანელი პარტნიორებისგან უპილოტო სადაზვერვო სისტემები შეიძინა, არსებული ძველი საფრენი აპარატები განაახლა და მოახდინა პერსონალის მომზადება/გადამზადება, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციითლ, დაიწო დაზვერვის ქვედანაყოფების ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით დაკომპლექტება, რომელიც ითვალისწინებს ამ ქვედანაყოფების აღჭურვას თანამედროვე ტაქტიკური და ოპერატიული უპილოტო სადაზვერვო სისტემებით.

თამარ გაბუნია

28 სექტემბერი 2020, 12:06

COVID19

რა შემთხვევაში ჩაითვლება უსიმპტომო კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელებულად - ჯანდაცვის სამინისტრო გაიდლაინს ცვლის

„პირი, რომელსაც ტესტირების დღიდან გაუვიდა 12 დღე და მას სიმპტომი არ აღენიშნება, ჩაითვლება გამოჯანმრთელებულად და მას შეუძლია დაუბრუნდეს სოციალურ აქტივობას პოლიმერაზულ ჯაჭვური რეაქციის ტესტის განმეორებით ჩატარების გარეშე. რაც შეეხება სიმპტომურ პირებს, რომლებიც იმყოფებიან საავადმყოფოში, აქ მინიმალური ხანგრძლივობა გამოჯანმრთელებამდე არის 13 დღე“, - განაცხადა გაბუნიამ.

დონალდ ტრამპი

28 სექტემბერი 2020, 12:02

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: არა მგონია, რომ ხელისუფლების გადაცემა მოხდეს, რადგან ჩვენ გავიმარჯვებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მეგობრულ გადაცემას ექნება ადგილი.

28 სექტემბერი 2020, 12:02

საზოგადოება

აჭარის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას 12 ოქტომბერს განაახლებენ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გარდა აჭარისა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას 12 ოქტომბერს განაახლებენ.

თამარ გაბუნია

28 სექტემბერი 2020, 12:00

COVID19

თამარ გაბუნია: დღეისთვის ბინაზე 800-მდე კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს

დღეისთვის ბინაზე მკურნალობას 800-მდე კოვიდდადასტურებული პაციენტი იტარებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსის შემთხვევების მართვასთან დაკავშირებით ასევე აღნიშნა, რომ აჭარაში ბინაზე 600 პაციენტი მკურნალობს, დანარჩენი თბილისსა და იმერეთში.

თამარ გაბუნია

28 სექტემბერი 2020, 12:00

COVID19

თამარ გაბუნია: 27 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში 775 საწოლია თავისუფალი

„დანარჩენი საწოლები დაკავებულია ნაწილი კოვიდპაციენტების მიერ და ნაწილი მათზე, ვინც შეფასების ეტაპზე იმყოფება, უფრო მეტი დატვირთვა არის აჭარაში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

28 სექტემბერი 2020, 11:57

საზოგადოება

პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, მოსწავლეები 1-ლი ოქტომბრიდან სწავლას სკოლებში გააგრძელებენ

პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები 1-ლი ოქტომბრიდან სწავლას სკოლებში გააგრძელებენ, თუმცა ეს არ ეხება აჭარას,- ამის შესახებ განათლების მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მიხეილ ჩხენკელის თქმით, თუ მოსწავლეების მშობლები გადაწყვეტენ, რომ მათ ურჩევნიათ ბავშვებმა სასწავლო პროცესი დისტანციურად გააგრძელონ, ეს სრულად უზრუნველყოფილი იქნება.

28 სექტემბერი 2020, 11:57

საზოგადოება

აჭარის გარდა, საქართველოს ყველა უნივერსიტეტსა და პროფესიულ სასწავლებელში 19 ოქტომბრიდან სწავლა აუდიტორიებში განახლდება

19 ოქტომბერს, აჭარის გარდა, ყველა რეგიონში, სტუდენტები აუდიტორიებში დაბრუნდებიან. შესაბამისად, უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები უკვე არადისტანციურად, აუდიტოებში ანაახლებენ ფუნქციონირებას, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

თამარ გაბუნია

28 სექტემბერი 2020, 11:56

COVID19

თამარ გაბუნია: სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი პრაქტიკულად გადამდები არ არის

„ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი პრაქტიკულად გადამდები არ არის და ტესტი შესაძლოა დადებითი იყოს, თუმცა ვირუსის უნარი დააინფიციროს სხვა ადამიანი მინიმალურია, ანუ პრაქტიკულად არ არსებობს. აქედან გამომდინარე, სქემა, რომელსაც ჩვენ დღეს განვიხილავთ და რაც იქნება ასახული ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინებში, შეეხება უსიმპტომო პირებისთვის გამოჯანმრთელებულის სტატუსის მინიჭებას“, - განაცხდა გაბუნიამ.

28 სექტემბერი 2020, 11:47

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით 8000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 135 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 1 159 573-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 61 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 20 385-ს აღწევს. ამასთან, 909,357 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

28 სექტემბერი 2020, 11:39

COVID19

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 14 არასრულწლოვანი რეპეტიტორისგან დაინფიცირდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 20 ახალი შემთვევევა გამოვლინდა, მათგან 14 არასრულწლოვანია. რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით აღებულ იქნა 200 ტესტი, მათგან 20 ნიმუშის პასუხი დადებითია. ახალი შემთხვევებიდან 14 არასრულწლოვანია. მათი ინფიცირება მოხდა რეპეტიტორისგან. მასწავლებელი კი ოქროს ბირჟის კლასტერია.

ილჰამ ალიევი

28 სექტემბერი 2020, 11:37

მსოფლიო

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

პრეზიდენტის განკარგულებით თანახმად, მობილიზაციისა და გაწვევის სახელმწიფო სამსახურმა სამხედროების გაწვევა დამტკიცებული გეგმის მიხედვით უნდა უზრუნველყოს.

28 სექტემბერი 2020, 11:36

რეგიონი

შატილის მიმართულებით 18-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე 18 კმ-იანი მონაკვეთის (კმ31-კმ51) რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტირებული გზა მდ. არაგვის სანაპიროს მიუყვება და მთავრდება სოფელ „კორშა“-ს შესასვლელემდე. ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზა ერთადერთი გზაა, რომელიც ცენტრალურ რეგიონს აკავშირებს შატილთან და პირიქითა ხევსურეთთან, ამიტომ ამ გზის კეთილმოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

28 სექტემბერი 2020, 11:33

COVID19

„დიდი ოცეულის“ სამიტი ვირტუალურ რეჟიმში გაიმართება

საუდის არაბეთის მეფის, სალმან ბენ აბდელ აზიზ ალ საუდის თავმჯდომარეობით „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტი 21-22 ნოემბერს ვირტუალურ რეჟიმში გაიმართება. ამის შესახებ „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

28 სექტემბერი 2020, 11:27

თემა

რამდენ ხანს რჩება ადამიანის ორგანიზმში ანტისხეულები? შეიძლება თუ არა Covid-19-ით ხელმეორედ დაინფიცირება?

როდესაც წლის დასაწყისში გაირკვა, რომ ჩინეთში წარმოქმნილი დაავადების გამომწვევი მიზეზი ახალი კორონავირუსი იყო, ქვეყანაში მზარდი ეპიდემიის შესახებ მეცნიერთა შეშფოთება ლამის სასოწარკვეთილებამ ჩაანაცვლა. როგორც წესი, ამ ვირუსის ოჯახის წარმომადგენლები პაციენტებში ძლიერ იმუნიტეტს არ ტოვებენ: გამოჯანმრთელებიდან უკვე ექვსი თვის ან ერთი წლის შემდეგ იმავე ინფექციის დაბრუნება მარტივად შეიძლება. თუმცა რაც უფრო მეტს ვიგებთ ახალი კორონავირუსის შესახებ, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ Sars-Cov-2 თავისი წინამორბედებისგან ძალიან განსხვავდება. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს იმედი, გამოჯანმრთელებულ პაციენტებში იმუნური დაცვა გაცილებით გრძელვადიანი იყოს, შესაძლოა, სამუდამოც კი. თუმცა ეს ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდია. ძირითადი კითხვები, რომლებზეც ეპიდემიასთან ბრძოლის სტრატეგიაა დამოკიდებული, უპასუხოდ რჩება. რა გაიგეს მეცნიერებმა Covid-19-ის იმუნიტეტის შესახებ პანდემიის დაწყებიდან ექვსი თვის განმავლობაში და ვირუსის მკვლევართა თუ ვაქცინების შემქმნელთა უმეტესობა რატომ არის ოპტიმისტურად განწყობილი? ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებს პასუხი BBC-მ გასცა.

28 სექტემბერი 2020, 11:25

საზოგადოება

თემურ მღებრიშვილი საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ახლად დანიშნულ შიდა უსაფრთხოების ატაშეს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი და მისი პირველი მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ახლადდანიშნულ ატაშეს, ერვე ჟამეს და მიგრაციის საკითხებში მეკავშირე ოფიცერს, ამინ ტარტაგის შეხვდნენ.

28 სექტემბერი 2020, 11:24

სამართალი

შს სამინისტრომ თბილისში მომხდარი ჯანმრთელობის დაზიანებისა და ძალადობის ფაქტი გახსნა და 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი ჯანმრთელობის დაზიანებისა და ძალადობის ფაქტი გახსნა. დაკავებულია 2 პირი, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული შ.ლ. - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, ხოლო 1984 წელს დაბადებული ვ. შ. ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.