imedi /  02 სექტემბერი 2020, 14:12 / სანდო წყარო

გიგი უგულავა, ზუგდიდის რაიონში, სოფელ ჭკადუას მოსახეობას შეხვდა და ადგილობრივების პრობლემები მოისმინა

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ზუგდიდის რაიონში, სოფელ ჭკადუას მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივების პრობლემები მოისმინა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრიპული საქართველო“ ავრცელებს.

გიგი უგულავას თქმით, ადგილობრივებს მრავალი პრობლემა აწუხებთ. მათ შორის უმნიშვნელოვანესია სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. მისი თქმით, ადამიანები სამუშაოდ თურქეთში, სეზონურ სამუშაოზე მიდიოდნენ, თუმცა მთავრობა მათ ამის საშალებას აღარ აძლევს.

გიგი უგულავამ ასევე ყურადღება გაამახვილა რეგიონის ერთ-ერთ მთავარ აგროპროდუქტზე. მისი თქმით, თხილი არის უდიდესი ეკონომიკური პოტენციალი რეგიონისათვის, ხოლო მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივებს, რათა მათი პროდუქტი გახდეს კონკურენტული მსოფლიო ბაზარზე.

„სამეგრელოსთვის თხილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აგროპროდუქტია და შესაბამისად, მეტი ყურადღებაა საჭირო, იმიტომ, რომ უამრავი ოჯახი არის ჩართული ამ ბიზნესში. უკანასკნელ წლებში ფაროსანამ დიდი ზიანი მიაყენა რეგიონს, ფაროსანა წელსაც პრობლემაა, თუმცა არა იმ მასშტაბის. ეხლა მთავარია, რომ ყველამ, ვინც ამ საქმეშია ჩართული, გავაცნობიერთ ის, რომ აუცილებელია შეწამლვა და მოვლის ის სტანდარტი, რომელიც შემდეგში ამ პროდუქტს გახდის კონკურენტუნარიანს, რადგან მსოფლიოში დიდი კონკურენციაა.

რაც მთავარია, ფასმა უნდა აიწიოს, ხოლო ამისათვის საჭიროა, რომ გაიზარდოს ხარისხი. ჩემი აზრით, ძალიან დიდი პოტენციალია აქ, სამეგრელოში, ისევე როგორც მთლიანად დასავლეთ საქართველოში და მეტი ყურადღებისა და ხელშეწყობის პირობებში, მეტი თავისუფალი ბაზრის ხელშეკრულების პირობებში, ჩვენ შევძლებთ, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ საქმეში და რაც მთავარია ნახოს შემოსავალი.

მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, სწორედ ეს უნდა იყოს, იმიტომ, რომ ხალხს პოსტპანდემიურ პირობებში ელემენტარული გამოკვება სჭირდება, შესაბამისად, ჩვენ მეტი ძალისხმევა და ყურადღება გვმართებს, ნაცვლად იმისა, რომ ჩავუკეტოთ ადამიანებს საზღვრები, რადგან მრავალი ადგილობრივი სამუშაოდ თურქეთში გადადის სამუშაოდ, სეზონურ სამუშაოზე და მთელი წლის შემოსავალს იქ შოულობს. სინამდვილეში, ეს იყო ერთადერთი შემოსავალი ძალიან ბევრი ადამიანისთვის, დღეს მთავრობამ მათ გზა ჩაუკეტა და პრაქტიკულად აწვალებს, ატყუებს და თან ეუბნება, რომ უშვებს, მაგრამ სინამდვილეში არ უშვებს. ჩვენ თუ დროზე არ მივხედეთ საქმეს, მივიღებთ კატასტროფას ეკონომიკური თვალსაზრისით დასავლეთ საქართველოში“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ყველა სიახლე

ლევან დავითაშვილი

22 სექტემბერი 2020, 11:42

რეგიონი

ლევან დავითაშვილი: სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ რთველი წარმატებით ჩატარდეს და მევენახე ფერმერების შრომა დაფასდეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში, მევენახე ფერმერის, მალხაზ პავლიაშვილის ოჯახს ესტუმრა და რთველში მიიღო მონაწილეობა, - ამის შეასახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საკარმიდამო ნაკვეთზე გაშენებულ ვენახში, ფერმერს სხვადასხვა ჯიშის ყურძენი ბიომეთოდით მოჰყავს და ორგანულ ღვინოს აწარმოებს. მევენახემ 3 ტონა რქაწითელი უკვე ჩააბარა. ამჟამად კი, საფერავის ჯიშის ყურძნის მოსავალს იღებს.

22 სექტემბერი 2020, 11:42

COVID19

იმერეთში კორონავირუსის 26 შემთხვევა გამოვლინდა

იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, COVID19-ის შემთხვევები, როგორც ცნობილ, ასევე ახალ კლასტერებს უკავშირდება. „რამდენიმე პაციენტი ოქროს ბირჟის თანამშრომელია. კორონავირუსი მაღაზიის რამდენიმე თანამშრომელს გამოუვლინდა. ასევე კორონავირუსი დაუდასტურდა საირმეში სასტუმროში მყოფ რამდენიმე პირს“, - აცხადებს შალამბერიძე.

მარინა ენდელაძე

22 სექტემბერი 2020, 11:35

COVID19

მარინა ენდელაძე: ქვეყანაში მდგომარეობა საყურადღებოა და არა საგანგაშო

„ჯერჯერობით ყველა კონტაქტი გამოკვლეულია. ქვეყანაში მდგომარეობა საყურადღებოა და არა საგანგაშო. მართალია ციფრები დიდია, მაგრამ ეს დრამატული მატება არ არის“, - აცხადებს მარინა ენდელაძე.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

22 სექტემბერი 2020, 11:25

სპორტი

ნოვაკ ჯოკოვიჩმა რომის ტურნირი მოიგო

რომში ჩოგბურთის ტურნირი Internazionali BNL d’Italia გაიმართა. ტურნირის მთავარ მატჩში ერთმანეთს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და არგენტინელი დიეგო შვარცმანი დაუპირისპირდნენ.

22 სექტემბერი 2020, 11:23

რეგიონი

ჭიათურის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ჭიათურის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჭიათურაში მოეწყო წყლის სრულად ახალი სათავე ნაგებობა, წყლის შემკრები რეზერვუარი, წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელი და ჭაბურღილები. აგრეთვე, აშენდა საქლორატორო სადგური. რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ სატუმბ სადგურებსა და რეზერვუარებს, ასევე აშენდა ახალი რეზერვუარი.

22 სექტემბერი 2020, 11:17

ეკონომიკა

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა 5 ოქტომბერს დაიწყება

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა და საგრანტო პროგრამის გრანტის მოცულობის ზედა ზღვარი 30 000 ლარი გახდა. პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხა კი 20%-ის ნაცვლად 10%-ია, მაღალმთიან რეგიონებში კი, 5%. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის სამიზნე ტერიტორიულ ერთეულებს ემატება თბილისი.

მარინა ენდელაძე

22 სექტემბერი 2020, 11:12

COVID19

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 137 აჭარაში, 47 კი თბილისში გამოვლინდა

მარინა ენდელაძის თქმით, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 40-ით გაიზარდა და ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 50%-ზე ცოტა ნაკლებია.

22 სექტემბერი 2020, 11:10

საზოგადოება

ჩუღურეთში მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყო

ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ჩიხი N2-ში 1 100 კვადრატულ მეტრზე მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყო. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განათების სისტემა დამონტაჟდა, საფეხმავლო ბილიკი ფილებით მოპირკეთდა, ასევე, საბავშვო გასართობი ზონა, საპარკე ავეჯი და ქუჩის კალათბურთის ფარი მოეწყო. სკვერში დაირგო ხე-მცენარეები და ტერიტორია უსაფრთხოების მოაჯირით შემოიფარგლა.

ივან რაკიტიჩი

22 სექტემბერი 2020, 11:03

სპორტი

ივან რაკიტიჩმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

ივან რაკიტიჩმა სანაკრებო კარიერა დაასრულა.32 წლის ხორვატმა ნახევარმცველმა მიღებული გადაწყვეტილება ჯერ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს გააცნო, შემდეგ კი გულშემატკივარს სოციალური ქსელის საშუალებით აცნობა. ხორვატიის ნაკრებში 13 წლის მანძილზე გამართულ 106 შეხვედრაში რაკიტიჩმა 15 გოლი გაიტანა. სანაკრებო დონეზე ყველაზე დიდ წარმატებას კი 2018 წელს მიაღწია, როდესაც ის და მისი თანაგუნდელები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები გახდნენ.

22 სექტემბერი 2020, 11:02

COVID19

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილ 67 წლის კაცს აგვისტოში ჰემორაგიული ინსულტი ჰქონდა გადატანილი

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 67 წლის კაცი გარდაიცვალა, რომელიც კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. კლინიკაში შესვლისას პაციენტის დიაგნოზი იყო: ინსულტი, პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, მოციმციმე არითმიის ქრონიკული ფორმა.

22 სექტემბერი 2020, 10:57

მსოფლიო

ბრიტანეთის მთავრობა კარანტინის გამკაცრებას გეგმავს

ბრიტანეთის მთავრობამ COVID19-ის მეორე ტალღასთან დაკავშირებით საკარანტინო წესების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ Reuters წერს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დღეს პარლამენტს და ხალხს მიმართავს. ის საზოგადოებას კარანტინის ახალ წესებს გააცნობს.

22 სექტემბერი 2020, 10:55

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 218 ადამიანი დაინფიცირდა, 40 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3913 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1574 ადამიანი, 20 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კორონავირუსი გარდაცვალება 21

22 სექტემბერი 2020, 10:48

COVID19

საქართველოში კორონავირუსით დღეს ორი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 22-ე პაციენტი გარდაიცვალა. 67 წლის კაცს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფიში მკურნალობდნენ. მას თანმდები დაავადება ჰქონდა. მანამდე ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ 80 წლის ქალი გარდაიცვალა.

22 სექტემბერი 2020, 10:37

მსოფლიო

ტეხასს ტროპიკული შტორმი „ბეტა“ დაატყდა თავს

აშშ-ში ტეხასის სანაპიროს შტორმი „ბეტა“ დაატყდა თავს. ინფორმაციას აშშ-ის ნაციონალური ცენტრი ავრცელებს.შტორმი „ბრტა“ მექსიკის ყურეში შაბათს ჩამოყალიბდა.

22 სექტემბერი 2020, 10:34

COVID19

კორონავირუსით გარდაცვლილი 21-ე პაციენტი 80 წლამდე ქალია, მას მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა

80 წლამდე ქალს მძიმე თანმხლები დაავადებები – ინსულტი, დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება, ორმხრივი პნევმონია ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს.

22 სექტემბერი 2020, 10:18

COVID19

საქართველოში კორონავირუსით 21-ე პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა. პაციენტი ქუთაისში კლინიკა "ბომონდში" დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, პაციენტი ბათუმიდან იყო. 80 წლის ქალს რამდენიმე თანმდევი დაავადება ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს.

ჟაკლინ სტალონე

22 სექტემბერი 2020, 09:44

მსოფლიო

სილვესტერ სტალონეს დედა გარდაიცვალა

მისი გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ჟაკლინ სტალონე ცნობილი ასტროლოგი და ასევე მოცეკვავე იყო. ჟაკლინ სტალონე 1921 წელს ვაშინგტონში დაიბადა. მამის მხრიდან მისი წინაპრები ოდესიდან აშშ-ში 1888 წელს გადავიდნენ.

22 სექტემბერი 2020, 09:21

COVID19

ათონის მთაზე კორონავირუსით სულ მცირე 8 ბერი დაინფიცირდა

ერთ-ერთი ინფიცირებული სასულიერო პირი წმინდა პავლეს სახელობის მონასტრიდან სალონიკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომაროება მძიმეა. კორონავირუსის შემთხვევები რამდენიმე მონასტერშია გამოვლენილი, რის გამოც ათონის მთაზე პილიგრიმების ჩასვლა შეზღუდულია.

22 სექტემბერი 2020, 08:44

საზოგადოება

მშვიდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მაღალი დონის ვებინარი გაიმართა

დისკუსიას მოდერაცია გაუწია საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა საბინ მახლმა. ღონისძიებაში დისტანციურ რეჟიმში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოში აკრედიტებულმა სხვადასხვა ქვეყნის ელჩებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, საელჩოებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა.

22 სექტემბერი 2020, 08:24

რეგიონი

ზუგდიდში საბავშვო ბაღებს დეზინფექცია ჩაუტარდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბერს დაიწყება. სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად საბავშვო ბაღებში დაცული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასცა. პრევენციის მიზნით საბავშვო ბაღებს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა, რომელსაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა თოლორაია გაეცნო.