imedi /  03 სექტემბერი 2020, 16:22 / სანდო წყარო

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა კასპის ფეხბურთის ცენტრალური სტადიონი და საფეხბურთო სკოლა დაათვალიერეს

„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა და გორი-კასპის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა კასპში, ფეხბურთის ცენტრალური სტადიონი და საფეხბურთო სკოლა დაათვალიერეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კასპში ხელოვნურსაფარიანი, უეფას II დონის საფეხბურთო ცენტრალური სტადიონი აშენდა, რომელიც 480 მაყურებელზეა გათვლილი.

„2019 წელს კასპში ხელოვნურსაფარიანი, უეფას II დონის საფეხბურთო ცენტრალური სტადიონი აშენდა, რომელიც 480 მაყურებელზეა გათვლილი. მოეწყო 4 გასახდელი, სამსაჯო, სამედიცინო და დელეგატთა ოთახები, დამონტაჟდა განათების თანამედროვე სისტემა, ასევე აღდგა ცენტრალური სტადიონის მიმდებარე მინი მოედანი.

სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა საფეხბურთო სკოლის შენობასაც, რომელიც 250 აღსაზრდელს ემსახურება.

სტადიონის და საფეხბურთო სკოლის მშენებლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და რეგიონული განვითარების ფონდმა დააფინანსა“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

სოზარ სუბარი

17 აპრილი 2025, 21:45

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ნამდვილად არ მაქვს ისეთი ცუდი წარმოდგენა ქართველ ხალხზე, რომ მისთვის ვიზალიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე იმ ანტიეროვნულ და ანტიქრისტიანულ პოლიტიკაზე უარის თქმა, რომლის თავსმოხვევასაც „დიფ სთეითი“ ცდილობს

რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ „დიფ სთეითმა“ ქართველ ხალხზე ზეწოლის ბერკეტად ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაც გამოიყენოს, - საკითხზე მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა ისაუბრა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

17 აპრილი 2025, 21:38

მსოფლიო

ზელენსკი: ჩინეთი რუსეთს არტილერიასა და დენთს აწვდის, ასევე იარაღის წარმოებაში ეხმარება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დაზვერვისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ჩინეთი რუსეთს არტილერიასა და დენთს აწვდის, ასევე ჩინელები რუსეთის ტერიტორიაზე გარკვეული სახის იარაღის წარმოებით არიან დაკავებულნი.

სოზარ სუბარი

17 აპრილი 2025, 21:21

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ანაკლიის პორტზე: თუ ამერიკელები გვეტყვიან - ჩვენ არ შემოვდივართ, მაგრამ ჩინელებიც არ შემოუშვათო, სამაგიეროდ რას ვიღებთ? არაფერს. პირადად ჩემი პასუხი ამაზე არის - არავითარ შემთხვევაში!

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ანაკლიის პორტში ჩინური კომპანიის შემოსვლის საკითხს მედიასთან ეხმიანება.

17 აპრილი 2025, 21:20

მსოფლიო

თურქეთის პოლიციამ ანკარაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 525 ნარკორეალიზატორი დააკავა

თურქეთის პოლიციამ ანკარაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 525 ნარკორეალიზატორი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

ზურაბ ქადაგიძე

17 აპრილი 2025, 21:18

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე პიტერ ფიშერს: ვინც აღიარებული კრიმინალი და დასასჯელია, მაგალითად, ადეიშვილი, იმას ლოჟაში სვამთ, ხოლო ვინც თქვენ ძირგამომპალ ლიბერალიზმს არ აღიარებს, იმათ ასანქცირებთ?!

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებას სანქციებთან დაკავშირებით, რომ „არ სურთ ადამიანის უფლებების დამრღვევები მათ ქვეყანაში ჩავიდნენ“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ირაკლი ქადაგიშვილი

17 აპრილი 2025, 21:16

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი დასავლეთის ქვეყნების კრიტიკაზე: იმდენი უსტანდარტობა არის ამ სამყაროში, რომ უკვე თვითონ ვეღარ ერკვევიან თავი და ბოლო სად არის, ვინ ვის უწესებს სანქციას, ვინ ვის ემეგობრება და ვინ ვის მტრობს

იმდენი უსტანდარტობა არის ამ სამყაროში, რომ უკვე თვითონ ვეღარ ერკვევიან თავი და ბოლო სად არის, ვინ ვის უწესებს სანქციას, ვინ ვის ემეგობრება და ვინ ვის მტრობს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს მიმართ დასავლეთის ქვეყნების კრიტიკაზე საუბრისას.

ირაკლი ქადაგიშვილი

17 აპრილი 2025, 21:16

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: მთელს მსოფლიოში ლტოლვილთა უმართავი ნაკადების წარმოშობის საფრთხე ჩანს. ქვეყანას უნდა ჰქონდეს ამ პროცესების მართვის ეფექტური საშუალება

მთელს მსოფლიოში ლტოლვილთა უმართავი ნაკადების წარმოშობის საფრთხე ჩანს. ქვეყანას უნდა ჰქონდეს ამ პროცესების მართვის ეფექტური საშუალება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა მიგრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით.

მაკა ბოჭორიშვილი

17 აპრილი 2025, 21:08

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი სამმხრივ შეხვედრაზე: საქართველოს აქვს მიზანი, რომ ჩვენს რეგიონში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მშვიდობას და სტაბილურობას. მნიშვნელოვანია ორივე მეზობელთან აზერბაიჯანთანაც და სომხეთთანაც ურთიერთობები ამ ფორმატში

საქართველოს პირველმა დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ ამიერკავკასიის სამ ქვეყანას შორის მუშაობა კვლავ გაგრძელდება. მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, ეს კარგი შესაძლებლობაა მხარეებმა რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილონ.

ლევან მახაშვილი

17 აპრილი 2025, 21:02

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი დასავლეთის ქვეყნების კრიტიკაზე: ყველა უყურებს თავის ინტერესებს და თუ ეს ინტერესები საჭიროებას მოითხოვს, კრემლთანაც ჩააბარებენ სამხედრო სალამს პუტინს, ირანსა და ჩინეთშიც დიდი სიამოვნებით ჩავლენ

ყველა უყურებს თავის ინტერესებს, უყურებს რა ინტერესია აქვს და თუ ეს ინტერესები საჭიროებას მოითხოვს, კრემლთანაც ჩააბარებენ სამხედრო სალამს პუტინს, ირანსა და ჩინეთშიც დიდი სიამოვნებით ჩავლენ, დღეს რომ აკრიტიკებენ იმ ქვეყნებში, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა საქართველოს მიმართ დასავლეთის ქვეყნების კრიტიკაზე საუბრისას.

ვოლოდიმირ ზელენსკი

17 აპრილი 2025, 21:00

მსოფლიო

ზელენსკიმ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი უკრაინაში ომის შესახებ რუსული ნარატივების გავრცელებაში დაადანაშაულა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი უკრაინაში ომის შესახებ რუსული ნარატივების გავრცელებაში დაადანაშაულა.

17 აპრილი 2025, 21:00

პოლიტიკა

ნიკა გვარამიას 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

ნიკა გვარამიას 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

17 აპრილი 2025, 20:49

პოლიტიკა

გახარიას და „ლელოს“ „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე ღიად უპირისპირდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციის მორიგი განხეთქილების საბაბი გახდა. ვინც დავალება უკვე მიიღო, ცდილობს კატეგორიულობა შეარბილოს და ოქტომბრისთვის არაფერი გამორიცხოს.

ირაკლი ქადაგიშვილი

17 აპრილი 2025, 20:40

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: გიგი უგულავამ ერთხელ უკვე თქვა, რასაც გვეტყვიან გარედან, იმას გავაკეთებთ საბოლოოდ ჩვენო. დაველოდოთ როგორი იქნება გარედან ჩვენი ეროვნული ოპოზიციის მიმართ გამოგზავნილი მორიგი დეპეშა

მათ დღეს თავიანთი პოლიტიკა აბსოლუტურად ჩამოუყალიბებელი აქვთ. ელოდებიან როგორი იქნება გარედან მითითება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრისას.

ვლადიმერ ბოჟაძე

17 აპრილი 2025, 20:30

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ოპოზიცია ელოდება გარედან საბოლოო დავალების მიღებას, როგორ ჩანს მათი დამფინანსებლები პატრონები კიდევ არ არიან ჩამოყალიბებული რა ფორმით უნდა მიიღოს ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა

ოპოზიცია ელოდება გარედან საბოლოო დავალების მიღებას, როგორ ჩანს მათი დამფინანსებლები პატრონები კიდევ არ არიან ჩამოყალიბებული რა ფორმით უნდა მიიღოს ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრისას.

17 აპრილი 2025, 20:25

პოლიტიკა

გრანტით გამოხატული პარიზული მხარდაჭერა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გრანტების მიზნობრიობის შესახებ კითხვები, კონკურსის წესი და სხვა დეტალები უცნობია, ან ბუნდოვანი, კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობა საბჭოთა წარსულის კვლევა მსგავსი დანიშნულების უკან რომ დავალების შესრულება დგას - ეს მმართველმა გუნდმა გამოცდილებით იცის. უკვე აქსიომაა.

17 აპრილი 2025, 20:10

პოლიტიკა

ჩრდილოეთის ხაზინა - რადიკალთა სალარო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხოშტარიას რუსული შემოსავალი გაიზარდა. მორიგი ტრანში აპრილით თარიღდება და წინა გადარიცხვას ბევრად აჭარბებს. რუბლების მომხმარებლებისთვის ეს თემა განსაკუთრებულად სენსიტიურია და როგორც წესი, მოგერიებას ლანძღვით ცდილობენ ხოლმე, თუმცა დღეს საერთოდ არ გვიპასუხეს.

17 აპრილი 2025, 19:46

რეგიონი

თელავში ელენე ახვლედიანის დაბადების დღისადმი მიძღვნილი სამხატვრო კონკურსი გაიმართა

ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ფიქრია ყუშიტაშვილი ესწრებოდნენ. კონკურსის სამ სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულები 500 ლარიანი საპრიზო ვაუჩერებით დააჯილდოვეს.

შალვა პაპუაშვილი

17 აპრილი 2025, 19:42

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სანქციები, თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული, რაც ღრმად არაევროპულია

საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და ბუნდესთაგის სტუმრების ლოჟაშიც კი ვიხილეთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შალვა პაპუაშვილი

17 აპრილი 2025, 19:39

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩის განცხადებაზე: გერმანიის მთავრობას ადამიანის უფლებების დამრღვევების მიმართ გულწრფელი მიუღებლობა რომ ჰქონოდა, გერმანიაში შესვლას აუკრძალავდა წამების და რეკეტის სისტემის შემოქმედს ზურაბ ადეიშვილს

გერმანიის მთავრობას ადამიანის უფლებების დამრღვევების მიმართ გულწრფელი მიუღებლობა რომ ჰქონოდა, ოფიციალურად ან არ უმასპინძლებდა, ან გერმანიაში შესვლას აუკრძალავდა წამების და რეკეტის სისტემის ერთ-ერთ მთავარ დადასტურებულ შემოქმედს, რაც არ მომხდარა, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში და გერმანიის ელჩის განცხადებას ეხმაურება.

კაროლინ ლევიტი

17 აპრილი 2025, 19:14

მსოფლიო

თეთრი სახლის სპიკერი: აშშ-თან ეკონომიკურმა პარტნიორობამ შესაძლოა რუსეთს ომის დასრულებისკენ უბიძგოს

თეთრი სახლის სპიკერმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-თან ეკონომიკურმა პარტნიორობამ შესაძლოა რუსეთს ომის დასრულებისკენ უბიძგოს.