imedi /  03 სექტემბერი 2020, 17:44 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: ჩვენი ქვეყნის მომავალი არის შრომა, ძლიერი ეკონომიკა, ევროპული სახელმწიფო, ამას ყველაფერს უნდა მივაღწიოთ თანმიმდევრულად, მიზანმიმართულად და ქვეყნის შენებით

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

ჩვენი ქვეყნის მომავალი არის შრომა, ძლიერი ეკონომიკა, ევროპული სახელმწიფო და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაალ დუგლაძის წარდგენაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსული ოკუპაცია, რომელიც დღეს ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, ქვეყანამ თანმიმდევრულად, მიზანმიმართულად და ქვეყნის შენებით უნდა დაძლიოს.

„აქ, საქართველოს ცენტრში, საქართველოს გულია. ნიჭიერი, კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე და რაც მთავარია, მებრძოლი ხალხი და ბრძოლა, ამ კუთხისთვის და ამ მიწისთვის უცხო არ არის. ბრძოლა იყო ჩვენი ყოველდღიურობა და სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეშიც მოგვიწია იარაღით ხელში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არის შრომა, ძლიერი ეკონომიკა, ევროპული სახელმწიფო და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ძლიერ ევროპულ სახელმწიფოში ჩვენი ოსი და აფხაზი ძმებისთვის ვიქნებით იმდენად მიმზიდველები, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ მივაღწევთ, უნდა იყოს მათიც. ეს არის ჩვენი მომავალი და ამას უნდა მივაღწიოთ შრომით. რუსული ოკუპაცია, რომელიც დღეს ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, უნდა დავძლიოთ ყველამ ერთად. რაც არ უნდა მოხდეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება იქნება განპირობებული ამ ოკუპაციით, სანამ ჩვენ ამას არ დავძლევთ და სანამ ბოლო, ერთი ადამიანი დევნილი გვეყოლება. მაგრამ ამას ყველაფერს უნდა მივაღწიოთ თანმიმდევრულად, მიზანმიმართულად და ქვეყნის შენებით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა სახელმწიფოს მხრიდან გლეხის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ხალხს შეუქმნას პირობა, ყოველდღიური შრომით, ღირსეულად არჩინონ თავიანთი ოჯახები.

„აქ, ქარელში, სადაც მადლიანი მიწა გაქვთ და უზომოდ შრომისმოყვარე ხალხი გყავთ, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ამ ხალხს შეუქმნას პირობა, ყოველდღიური შრომით, ღირსეულად არჩინონ თავიანთი ოჯახები. მარტივ ციფრებს გეტყვით - მე არ მოვყვები იმას, რა გაკეთდა. უფრო მეტი უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ და როგორ. ბოლო წლების განმავლობაში ქარელში თანამედროვე ბაღები 420 ჰექტარზე გაშენდა. „დანერგე მომავალის“ საშუალებით. ეს უნდა გავაგრძელოთ და უნდა გავაკეთოთ ისე, რომ აქ მოყვანილი პროდუქტი, ვაშლი იქნება, თუ ბოსტნეული, ყველაფერი უნდა იყოს თბილისში, საერთაშორისო ბაზრებზე და ყველგან. ეს ჩვენი გლეხის სიძლიერეა, გლეხის, რომელიც უნდა გახდეს ფერმერი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, კიდევ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვს. სისტემური ინფრასტრუქტურა წესრიგშია მოსაყვანი, ჯერ კიდევ ბევრი გზა დაგვრჩა გასაკეთებელი, სკოლები - გასარემონტებელი. მიუხედავად იმისა, რომ ქარელში 7 საბავშვო ბაღი აშენდა, ეს გასაგრძელებელია, რადგან ჩვენს თითოეულ მოქალაქეს არ უნდა ჰქონდეს სხვაობა, სად იზრდება ბავშვი - ქარელში, თბილისში, ბათუმში, თელავში, ყველას ერთი და იგივე პირობები უნდა ჰქონდეს. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სამართლიანი ქვეყანა, რომლის ყურადღების ცენტრი ადამიანია, არის ის, რისთვისაც ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ. ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ კიდევ, მარტივი წამოწყებები - ქარის ელექტროსადგურები, გზები, სკოლები, წყალმომარაგება, მაგრამ ყველას ყოველთვის უნდა გვახსოვდეს საოკუპაციო ხაზი და ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ამ ხაზის გასწვრივ ცხოვრობენ. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მათდამი ყურადღება უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური საფიქრალი. ვიცი, რომ ქარელში ბევრი რამ კეთდება, გაზიფიცირებისა და სოფლების წყალმომარაგების ნაწილში, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ეს ხალხი ამით მხოლოდ და მხოლოდ ვანუგეშოთ. მინდა იცოდეთ, რომ ეს არჩევნები იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ყველასთვის, ქვეყნისთვის, რადგან ბევრი მნიშვნელოვანი და ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე ჩვენ ერთად უნდა დავასრულოთ.

დარწმუნებული ვარ, ზაზა დუგლაძე იქნება ქარელის ღირსეული ხმა საქართველოს პარლამენტში და დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად, რაც მთავარია სამართლიან ბრძოლაში გავიმარჯვებთ. გამარჯვებას გისურვებთ როგორც არჩევნებში, ასევე ყველგან, ყოველდღიურობაში და იმ მთავარ გამარჯვებას გისურვებთ, რომელიც ერთიან ქვეყანაში უნდა ვიზეიმოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველა სიახლე

20 სექტემბერი 2020, 00:55

ტაბლოიდი

ჩინეთში ოჯახმა 38 წლის წინ დაკარგული შვილი იპოვა

ჩინეთში ოჯახმა 38 წლის წინ დაკარგულ შვილი დაიბრუნა. ბავშვი 2 წლის იყო როდესაც გაიტაცეს. ამის შესახებ Daily Mail წერს. გამოცემის ცნობით ოჯახი პროვინცია შენსიში სოფლად ცხოვრობდა. 2 წლის ვაჟი 1982 წლის 12 მაისს მოულოდნელად დაიკარგა. დედამ აღმოაჩინა, რომ დილით ბავშვი სახლში არ იყო. ბავშვის ძებნაში მთელი სოფელი ჩაერთო, თუმცა გაუჩინარებული ბიჭი ვერ იპოვეს.

20 სექტემბერი 2020, 00:45

ტაბლოიდი

მიანმაში ორთავიანი ბავშვი დაიბადა

მიანმაში, ქალაქ ნეიპიდოში ორთავიანი ბავშვი დაიბადა. ამის შესახებ Myanmar Times წერს. ჩვილი 16 სექტემბერს გაჩნდა და ის ოჯახში მეორე ბავშვია. ჩვილის დედა 29 წლის სანდა მინი კლინიკაში გართულებული მშობიარობით გადაიყვანეს. ბავშვი საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადა.

20 სექტემბერი 2020, 00:32

ტექნოლოგიები

იაპონიაში მტვირთავი რობოტების გამოცდა დაიწყეს

იაპონიაში, რობოტებს სულ უფრო ხშირად იყენებენ მაღაზიებში, იმისთვის რომ მომხმარებელს დაეხმარონ, ასევე გააკონტროლონ პროდუქციის მარაგები საწყობში. რობოტები ასევე ადგენენ რუკას, სადაც დატანილია ინფორმაცია, თუ სად დევს პროდუქტი.

20 სექტემბერი 2020, 00:17

მსოფლიო

50 Cent-მა „ბურგერ კინგის“ თანამშრომლებს $30 000 დაურიგა. ვიდეო

ცნობილი ამერიკელი რეპერი 50 cent-ი „ინსტაგრამ“ ინფლუენსერის, ჯეი მაცინის კამპანიაში ჩაერთო და ნიუ-იორკში, ქუინსში „ბურგერ კინგის“ თანამშრომლებს, $30,000-ზე მეტი დაურიგა. აღსანიშნავია, რომ ინფლუენსერი და რეპერი ადგილზე ერთად იმყოფებოდნენ და მოგვიანებით 2-ვე მათგანმა ვიდეო საკუთარ გვერდზე დაპოსტა.

20 სექტემბერი 2020, 00:10

სამართალი

პოლიციამ კასპში მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა

პოლიციამ კასპში განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი ადამიანი ცხელ კვალზე დააკავა, – ინფორმაციას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1958 წელს დაბადებული მ.კ. განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, კასპში, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

20 სექტემბერი 2020, 00:03

მსოფლიო

ახალი ტრენდის მიხედვით, „ტიკ-ტოკერები“ კბილებს იქლიბავენ. ვიდეო

ონლაინ ვიდეო პლატფორმა „ტიკ-ტოკის“ მომხმარებლები ახალ ტრენდში ჩაერთვნენ, რომელიც კბილების გაქლიბვას გულისხმობს, - ამის შესახებ ინფორმაციას Uni Lad-ი ავრცელებს. პლატფორმის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ვიდეოს გადაღებამდე განაცხადა, რომ მისი კბილები არაა იდეალური და უსწორმასწოროა და ბიუჯეტშიც შეზღუდულია.

რუმინეთი

19 სექტემბერი 2020, 23:45

მსოფლიო

პოლიციამ რუმინეთში €2.7 მილიონის ღირებულების მოპარული წიგნები იპოვა

პოლიციამ რუმინეთში, რეიდისას €2.7 მილიონის ღირებულების მოპარული წიგნები იპოვა. წერს Euronews-ი. 3 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც წიგნები ლონდონის მახლობლად, საცავიდან მოიპარეს. პოლიციამ დაახლოებით 200-მდე წიგნი ამოიღო, რომელთა საერთო ღირებულება £2.5 მიოლიონს შეადგენს. ოპერაცია ქალაქგარეთ მდებარე სახლში ჩატარდა.

19 სექტემბერი 2020, 23:29

ეკონომიკა

სამთავრობო პროგრამაში „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ინვესტირებულია 300 მილიონი ლარი. ამ თანხამ დაახლოებით 2 მლრდ 700 მილიონამდე კერძო და საბანკო რესურსი მოიზიდა

COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად, მიმდინარე სამეურნეო წელი, უხვმოსავლიანობის თვალსაზრისით, გამორჩეულია. როგორც დარგის ექსპერტები აცხადებენ, ამაში დიდი წვლილი სახელმწიფოს მონაწილეობით შექმნილმა პროგრამებმა შეიტანა განვლილ პერიოდში, სახელმწიფო პროგრამაში „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ინვესტირებულია 300 მილიონი ლარი.

19 სექტემბერი 2020, 23:24

ეკონომიკა

2012 წლიდან დღემდე, სოფლის მეურნეობაში იმპორტის შემცირებისა და ექსპორტის ზრდის გამო, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი $400 მილიონით შემცირდა

გადაცემამ „ბიზნესი იმედზე“ სოფლის მეურნეობაში არსებული ტენდენციები შეაჯამა. ხორბალი, ატამი და ვაშლატამა, ვაშლი, თხილი, ყურძენი - ამ კულტურებში წელს მოსავალიც კარგია და პროდუქციის რეალიზაციით მიღებული შემოსავალიც.

ნაომი ოსაკა

19 სექტემბერი 2020, 22:47

სპორტი

იაპონელი ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა, როლან გაროსის პრესტიჟულ გათამაშებას გამოტოვებს

ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონი ნაომი ოსაკა როლან გაროსის პრესტიჟულ გათამაშებას გამოტოვებს. ამის მიზეზი ბარძაყის ტრავმაა, რომელიც იაპონელმა ჩოგბურთელმა ვიქტორია აზარენკასთან ფინალური შეხვედრისას მიიღო.

19 სექტემბერი 2020, 22:27

სპორტი

ლიბანელი ფეხბურთელი მოჰამედ ატვი ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა

ბეირუთის ქუჩებში ერთი თვის წინ, აფეთქების შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნის საპატივცემულოდ ისროლეს და ერთი ტყვია თავში ფეხბურთელს მოჰამედ ატვი შემთხვევით მოხვდა.

19 სექტემბერი 2020, 22:15

სპორტი

გარეტ ბეილი მადრიდის „რეალიდან“ „ტოტენჰემში“ გადავიდა

31 წლის უელსელმა ფეხბურთელმა ლონდონის კლუბთან ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ინგლისელები ფეხბურთელს ხელფასის მესამედს გადაუხდიან, დანარჩენ თანხას კი მადრიდელები დაფარავენ.

შალვა კერესელიძე

19 სექტემბერი 2020, 21:50

პოლიტიკა

მცხეთა-მთიანეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა

შალვა კერესელიძე ყაზბეგში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. მცხეთა-მთიანეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სნოს ხეობის სოფლების და ყაზბეგში გერგეტის უბნის მცხოვრებლებს შეხვდა. კანდიდატის პრესსამსახურის ცნობით, შალვა კერესელიძემ მოსახლეობისგან არსებული საჭიროებები პირადად მოისმინა და გადაჭრის გზებზე ადგილობრივებთან ერთად იმსჯელა.

19 სექტემბერი 2020, 21:47

თავდაცვა

ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი გაიხსნა

დღეიდან, ყველა იმ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია იმსახუროს საქართველოს თავდაცვის ძალებში, შესაძლებლობა ექნება საწყისი საბრძოლო მომზადება თანამედროვე სტანდარტის, უახლესი ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობილ სამხედრო ბაზაზე გაიაროს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი ჩიქოვანი

19 სექტემბერი 2020, 21:45

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქიოვანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩასა და კოკში მოსახლეობას შეხვდა

ზუგდიდში ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ხურჩასა და კოკში შეხვდა. კანდიდატის პრესსამსახურის ცნობით, მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლოებას ის გეგმები გააცნო, რის განხორციელებასაც გამარჯვების შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაიწყებს.

კახა კახიშვილი

19 სექტემბერი 2020, 21:24

პოლიტიკა

კახა კახიშვილი: კოალიციური მთავრობის შექმნის მოლოდინი არ მაქვს

კახა კახიშვილი კოალიციური მთავრობის ალბათობას არ უშვებს. ამის შესახებ ისანში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. მისი თქმით, კოალიციური მთავრობის შედეგად არც ერთი ქვეყანა არ დანგრეულა და საქართველოსაც ახსოვს კოჰაბიტაციის პერიოდი.

კახა კახიშვილი

19 სექტემბერი 2020, 21:09

პოლიტიკა

კახა კახიშვილი: ქვეყანაში საარჩევნო გარემო უკეთესობისკენ შეიცვალა

ქვეყანაში საარჩევნო გარემო უკეთესობისკენ შეიცვალა. კერძოდ ცვლილებებია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და საჩივრების მიღების წესებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი რამ დაიხვეწა, - ამის შესახებ ისანში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

კახა კახიშვილი

19 სექტემბერი 2020, 21:08

პოლიტიკა

კახა კახიშვილი: აქ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების არ მჯერა

კახა კახიშვილს საქართველოში ჩატარებული ასეთი კვლევების არ სჯერა. ამის შესახებ ისანში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. არასდროს არ მჯეროდა სოციოლოგიური კვლევების. 47 წლის კაცი ვარ და არ მახსოვს, ვინმეს რამე ეკითხა. როგორ მოხდა ისე, რომ არც ერთ სოციოლოგიურ კვლევაში ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა, რომელიც ჩემთან რაღაც საკითხით მოვიდა.

ბათუმი

19 სექტემბერი 2020, 20:45

რეგიონი

აჭარაში 400-ზე მეტ ტურისტულ ობიექტს კოვიდსტანდარტების გაუმჯობესებაში გიდები ეხმარებიან

როგორ დავიცვათ კოვიდსტანდარტები და ჰიგიენის ნორმები ტურისტების მიღებისას - ამ საკითხებთან დაკავშირებით აჭარაში გიდები კონსულტაციებს საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და ტურისტული ობიექტების მეპატრონეებს უწევენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის გიდების დროებითი დასაქმების პროექტის ფარგლებში გიდებმა 400-ზე მეტი ტურისტული ობიექტის მეპატრონეს მიაწოდეს ინფორმაცია თუ როგორ უმასპინძლონ ტურისტებს უსაფრთხოდ კოვიდის პირობებში.

19 სექტემბერი 2020, 20:36

სამართალი

კასპში დაჭრილი კაცის მდგომარეობა სტაბილურია

კასპში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაჭრილი კაცის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.