imedi /  04 სექტემბერი 2020, 20:55 / სანდო წყარო

ფოთში მაშველებმა წყლიდან უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი გამოიყვანეს

ფოთში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მორიგეობისას მეხანძრე-მაშველმა წყალში მყოფი მოქალაქე შენიშნა, რომელიც ვერ ახერხებდა ნაპირზე გამოსვლას და სჭირდებოდა მაშველების დახმარება, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოქალაქის დასახმარებლად, დაუყონებლივ, სკუტერით გავიდნენ მეხანძრე-მაშველები. ქალბატონი მდგომარეობის გათვალისწინებით, საჭირო გახდა დამატებითი ძალების მობილიზება და პროცესში ჩაერთო სამაშველო კატარღა.

მეხანძრე-მაშველებმა უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი ნაპირზე გამოიყვანეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მოსვლამდე პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.

ამ დროისთვის, მოქალაქე გადაყვანილია სტაციონარში და უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

ყველა სიახლე

23 სექტემბერი 2020, 16:19

საზოგადოება

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ნატალია ვუტოვა.

23 სექტემბერი 2020, 16:15

ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $40 მილიონი გაყიდა

დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2641 შეადგინა.

გიორგი გახარია

23 სექტემბერი 2020, 16:08

ეკონომიკა

„ქართული ოცნება“ იმერეთში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ ვიდეორგოლს აქვეყნებს

სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პირველი მონაკვეთის მშენებლობა, ზემო იმერეთი - რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, რძის გადამამუშავებელი საწარმო თერჯოლაში, წყალმომარაგების პროექტი ჭიათურაში - „ქართული ოცნება“ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე იმერეთში მიმდინარე და განხორციელებული წარმატებული პროექტების შესახებ ვიდეორგოლს აქვეყნებს.

რატი იონათამიშვილი

23 სექტემბერი 2020, 15:46

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: „ნაცმოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ საზოგადოებასთან ფაქტობრივად არ უსაუბრიათ

არჩევნებამდე თვეზე ცოტა მეტია დარჩენილი და რასაც ვუყურებთ, როგორ იქცევა ხელმოცარული ოპოზიცია, არის სრულიად ამაზრზენი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

23 სექტემბერი 2020, 15:45

მსოფლიო

რომის პაპი: ღმერთს უყვარს LGBTQ ბავშვები ისეთები, როგორებიც არიან

რომის პაპი, ფრანცისკე ორგანიზაცია „LGBTQ+ კათოლიკე მშობლების“ 40-მდე დედასა და მამას შეხვდა. როგორც UniLad-ი იუწყება, მშობლება 83 წლის პაპთან იმ ხშირ შემთხვევაზე ისაუბრეს, როცა მათი შვილები ეკლესიის მხრიდან დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან. აღსანიშნავია, რომ ფრანცისკემ მშობლებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

უეფა საუკეთესო ფეხბურთელები

23 სექტემბერი 2020, 15:45

სპორტი

უეფამ 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა. პირველ სამეულში „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინე, რობერტ ლევანდოვსკი და მანუელ ნოიერი (ორივე - მიუნხენის „ბაიერნი“) მოხვდნენ.

BIllboard Music Awards 2020

23 სექტემბერი 2020, 15:30

კულტურა

Billboard Music Awards 2020-ის ნომინანტები დასახელდნენ

ლიდერი ნომინაციების რაოდენობით Post Malone-ი გახდა. ის გამარჯვებისთვის 16 კატეგორიაში იბრძოლებს. მეორე ადგილზეა Lil Nas X-ი 13 ნომინაციით, ბილი აილიში და Khalid-ი კი 12 კატეგორიაში არიან წარდგენილები.

კლინიკა „ბომონდი“

23 სექტემბერი 2020, 15:28

COVID19

ქუთაისის კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრი კიდევ სამმა მოზარდმა დატოვა

„სამმა პაციენტმა დატოვა „კლინიკა ბომონდი“ კლინიკური სიმპტომატიკის გარეშე. სამივე მათგანი ქუთაისის მკვიდრია. ამ დროისათვის ჩვენს სტაციონარში 14 ბავშვია მოთავსებული. თითოეულ მათგანს კორონავირუსი დადასტურებული აქვს, თუმცა უსიმპტომო პაციენტები არიან. გვყავს პაციენტები ქუთაისიდან, ქობულეთიდან, ბათუმიდან და ვანიდან. დამატებით ველოდებით კიდევ რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას. უკვე გაწერილ პაციენტებს ეძლევათ თვითიზოლაციის რეკომენდაცია. ასევე, აუცილებელია დაიცვან ჰიგიენა, დისტანცია და ატარონ ნიღაბი“, - განაცხადა „კლინიკა ბომონდის“ პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა ედიშერ ასათიანმა.

23 სექტემბერი 2020, 15:06

ეკონომიკა

EBRD-მა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას 217 მლნ ევრო გამოუყო

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის, გიორგი ბახტაძის განცხადებით, აღნიშნული სასესხო ხელშეკრულება კორპორაციის გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს და ასევე, მნიშვნელოვნად ამცირებს მის საფინანსო დანახარჯებს.

23 სექტემბერი 2020, 15:04

საზოგადოება

SAFE YOU - ძალადობისგან თავის დასაცავად შექმნილი მობილური აპლიკაციით სარგებლობა ბილაინის აბონენტებს ინტერნეტის გარეშე შეუძლიათ

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი ბილაინის აბონენტებს, ძალადობისგან თავის დასაცავად შექმნილი მობილური აპლიკაციით SAFE YOU სარგებლობა ინტერნეტის გარეშე შეუძლიათ. შედეგად, ხსენებული აპლიკაციის გამოყენებისას, ბილაინის მომხმარებელს არ ეხარჯება ინტერნეტი და სარგებლობა იმ შემთხვევაშიც შეუძლია, თუ ინტერნეტის ბალანსზე არაფერი ერიცხება. SAFE YOU აპლიკაციის პროექტის ავტორი საქართველოში ორგანიზაცია საფარია.

სასამართლო

23 სექტემბერი 2020, 14:45

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მიხეილ რამიშვილს კითხავენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს კითხავენ. მიხეილ რამიშვილისგან პროკურატურა ინტერესდება იმ ე.წ. სატელიტის ფოტოებით, რომელიც ადვოკატმა გაასაჯაროვა და ექსპერტიზის დასკვნით, გაყალბებულია.

თემურ მიქელაძე

23 სექტემბერი 2020, 14:38

საზოგადოება

პედიატრი: სწორი კვება და სეირნობა რეკრეაციულ ზონებში, გრიპის სეზონისთვის ბავშვის იმუნიტეტს აძლიერებს

ბავშვებსა და მოზარდებში სერიოზული პრობლემაა ჯანსაღი და სწორი კვება. მცირე ასაკის ბავშვებში ქრონიკული პათოლოგია გაცილებით ნაკლებია მოზრდილებთან შედარებით. შესაბამისად ნებისმიერი ინფექცია და მათ შორის COVID-19 მათთან შედარებით უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, - ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ „იმედის დღეში“ განაცხადა.

Time წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანები

23 სექტემბერი 2020, 14:25

მსოფლიო

Time-მა წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა

წელს რეიტინგში 54 ქალია, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. სიაში ასევე პირველად მოხვდა ამდენი ექიმი და მეცნიერი. გამოცემამ სიაში მოხვედრილები 5 კატეგორიად დაყო: ტიტანები, ნოვატორები, ხელოვნების მოღვაწეები, ლიდერები და კერპები.

მაზახირ ეფენდიევი

23 სექტემბერი 2020, 14:24

პოლიტიკა

აზერბაიჯანელი დეპუტატი: ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის ისტორიულად არსებული მეგობრობისა და ურთიერთობების გაუარესება ვერავინ შეძლო

„ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხს შორის მეგობრული კავშირები ისტორიულად არსებობდა და ჩვენი ურთიერთობების გაუარესება ვერავინ შეძლო. ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ ჩვენი ქვეყნების ბედი მსგავსია. ისტორია გვიჩვენებს, რომ უნდა ვითანამშრომლოთ, ერთობლივად დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა და ცივილიზებულ მსოფლიო სივრცეში მოვახდინოთ ინტეგრირება“, - წერს აზერბაიჯანელი პარლამენტარი სტატიაში სათაურით „აზერბაიჯანულ-ქართული კავშირები, როგორც რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტია“.

ქართველმა სუმოისტი, ლევან გორგაძე

23 სექტემბერი 2020, 14:14

სპორტი

ტოჩინოშინმა ტოკიოში მიმდინარე სექტემბრის სუპერტურნირზე დღეს მე-5 გამარჯვება იზეიმა

დასავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე მე-11 ორთაბრძოლა კომუსუბი ენდოსთან ჩაატარა, რომელთანაც დღემდე თანაბარი ბალანსი 6-6 გააჩნდა. ტოჩინოშინს თავიდან მთავარმა მსაჯმა წაგება ჩაუთვალა, თუმცა მსაჯთა კომისია შედგა, რომლის გადაწყვეტილებითაც 32 წლის ქართველ სუმოისტს გამარჯვება დაუფიქსირდა.

ისრაელი კორონავირუსი

23 სექტემბერი 2020, 14:05

COVID19

ისრაელში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

სულ ისრაელში კორონავირუსი 200 041 ადამიანს დაუდასტურდა. 1 316 პაციენტი გარდაიცვალა.

კორონავირუსი

23 სექტემბერი 2020, 14:04

COVID19

კორონავირუსით გარდაცვლილი 25-ე პაციენტის შესახებ დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი

კორონავირუსით გარდაცვლილი 25-ე პაციენტის შესახებ დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი. 76 წლის პაციენტი ბათუმის კლინიკა „მედ ემერჯენსში“ 22 სექტემბერს 00:52 საათზე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა, დიაგნოზით - სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ცხელება.

დიმიტრი ხუნდაძე

23 სექტემბერი 2020, 13:53

პოლიტიკა

ჯანდაცვის კომიტეტმა „შრომის კოდექსში“ ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც დოკუმენტი ითვალისწინებს, ესაა შრომის ინსპექციის გაძლიერება, რომელსაც დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში სამინისტროსა და სასამართლოსთან წინასწარი შეთანხმების გარეშე შეუძლია კონკრეტული დაწესებულების შემოწმება.

მარინა ენდელაძე

23 სექტემბერი 2020, 13:52

COVID19

მარინა ენდელაძე: ამ დაავადების მართვას მხოლოდ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით შევძლებთ

„ვიცით, რომ გვაქვს ქორწილის, დაბადების დღის კლასტერი, ვიცით რომ დაინფიცირება პირბადის არგამოყენების გამო ხდება, ამიტომ აუცილებელია ამ საკითხებზე კონტროლის გამკაცრება. თუ ინფიცირებულთა დიდი მატება იქნება, მაშინ ძალიან გაგვიჭირდება. დღევანდელი სიტუაცია საყურადღებოა, მაგრამ განგაში საჭირო არ არის, საჭიროა რეკომენდაციების დაცვა“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

23 სექტემბერი 2020, 13:46

თავდაცვა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა ხაზი გაუსვა გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვან მხარდაჭერას საქართველოს წინაშე კიბერუსაფრთხოებისა და დეზინფორმაციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებთან ბრძოლაში . მხარეებმა ასევე უსაფრთხოების კუთხით, ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.