imedi /  06 სექტემბერი 2020, 18:33 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: სახელმწიფო ტექნოლოგიურად, ცოდნით, ფინანსებზე წვდომით თითოეულ ფერმერს უნდა დაუდგეს გვერდით და გვექნება შედეგი

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

უაღრესად სასიამოვნოა ასეთ თბილ გარემოში ზუგდიდში, თან ასეთი მნიშვნელოვანი მიზეზით შეკრება. თხილი სამეგრელოსთვის მიუხედავად იმისა, რომ აქ საქართველოს ბევრი რეგიონიდან ვხედავ სტუმრებს და მარტო სამეგრელოში არ იზრდება თხილი, გურიაშიც მოჰყავთ, აჭარაშიც, კახეთშიც, იმერეთშიც, ყველაზე კარგი თხილი და ყველაზე ბევრი მაინც სამეგრელოში მოდის. ამიტომ ეს დღესასწაული, ეს ფესტივალი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს სამეგრელოში და უნდა იყოს ზუგდიდში, ამაზე უნდა შევთანხმდეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „თხილის ფესტივალთან“ დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მეთხილეობა საქართველოს ეკონომიკისთვის არის მნიშვნელოვანი და მიუხედავად იმისა, რომ ეს წელი იყო ეპიდემიოლოგიურად რთული და ბევრი შეზღუდვები იყო, სოფლის მეურნეობის სამუშაოები, ისევე როგორც ინფრასტრუქტურული სამუშაოები ერთი დღითაც არ გაჩერებულა.

„არის რაღაცები რაზეც მოგვიწევს შეთანხმება და ფიქრი, მაგალითად ბევრი ვიმსჯელეთ იმაზე, რა უნდა დაერქვას ამ ღონისძიებას. აგერ, ბატონმა ბრძანა, რომ "თხილობაო", ზოგმა თქვა, რომ "თხირიშ კოროფუა" უნდა დავარქვათო და ამიტომ ახლა შეიძლება "თხილობა" დავარქვათ, მაგრამ "კოროფუა" იქნება ეს ყოველთვის აქ, ზუგდიდში, ამიტომ მთავარია ის, რომ ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ ქართველი ფერმერი, მეთხილეობა არის ამ კუთხისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და საერთოდ საქართველოს ეკონომიკისთვის არის მნიშვნელოვანი.

ჩვენ ახლა რაც არ უნდა ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს წელი იყო რთული, მე ვამბობ, მხოლოდ ეპიდემიოლოგიურად, ბევრი შეზღუდვები გვქონდა, ეკონომიკურადაც კრიზისი იყო, მაგრამ სოფლის მეურნეობის სამუშაოები, ისევე როგორც ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სისტემურ ინფრასტრუქტურაზე მუშაობა არ გაჩერებულა არც ერთი დღით. ამიტომ, როგორც შედეგი დღეს ჩვენ გვაქვს რა და მე მინდა, ჩამოვთვალო, ატმის მოსავალი კახეთში, ატმით დავიწყეთ და ატმის მოსავლის ექსპორტი ექსპორტი ქვეყნიდან გაზრდილი არის დაახლოებით ორჯერ, დაახლოებით 20 000 ტონა ექსპორტი მოხდა, შარშან იყო დაახლოებით 10 000-ზე ცოტა მეტი. ახლა მივდივართ, ვაშლი - შიდა ქართლში, ქართლში უახლოეს პერიოდში დაწყება ვაშლის აღება და წელსაც 3-ჯერ მეტი მოსავალი გვექნება 120 000 ტონას ვუყურებთ დაახლოებით, ასეთი პროგნოზი გვაქვს. ახლა ვართ სამეგრელოში და თხილის აღება უკვე დაწყებულია, რასაც ეძღვნება ეს ჩვენი ღონისძიება და მოგეხსენებათ, საპროგნოზო ციფრები დღეს არის დაახლოებით 50 000 ტონა. 50 000 ტონა ექსპორტიდან რეგიონში შემოსავალი იქნება დაახლოებით 100 მლნ დოლარი,“ - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ 2016 წლის შემდგომ როდესაც ფაროსანას ეპიდემია დაიწყო სამეგრელოში, მას შემდეგ აშკარა პროგრესია და ფაროსანასთან ბრძოლა ქვეყანაში იყო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, როგორ შეიძლება მავნებლებს ებრძოლონ მსოფლიოში.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს არ არის კატასტროფულად დიდი ციფრი, იმასთან შედარებით რა დღეშიც იყო ეს დარგი 2,3,4 წლის წინ, 2016 წლის შემდგომ როდესაც ფაროსანას ეპიდემია დაიწყო სამეგრელოში, ჩვენ, რა თქმა უნდა, აშკარა პროგრესი გვაქვს. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფაროსანასთან ბრძოლა ქვეყანაში იყო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, როგორ შეიძლება მავნებლებს ებრძოლონ მსოფლიოში და ეს აღიარებულია საერთოდ, რადგან არიან ქვეყნები, ბევრად უფრო განვითარებულები, რომლებიც ათწლეულობით ებრძვიან ფაროსანას და ჯერ ბოლომდე ვერ გაუმკლავდნენ. საქართველოში დაგვჭირდა 3-4 წელი. რა თქმა უნდა, ჯერ ბოლომდე ეს დამარცხებული არ არის, მაგრამ ამას რომ დაემატა გლეხში, ფერმერში უფრო მეტი ცოდნა, მე მახსოვს ჩემს ბავშვობაში, მაგალითად დღეს ბიჭებთან ერთად ვსაუბრობდი, თხილში რომ შეხვიდოდი, ცა არ ჩანდა საერთოდ, სიბნელე იყო, დაჩრდილული ყველაფერი, ახლა თხილის ბაღებში რომ შედიხარ, გიხარია. ცოდნა, ერთობლივი მუშაობა სახელმწიფოს და ფერმერის, კოოპერატივების და ასოციაციის და გვექნება შედეგი,“- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ორგანიზებულობისთვის მადლობა გადაუხადა თხილის მწარმოებელთა ასოციაციას, ხაზი გაუსვა კოოპერირებას და აღნიშნა, რომ საქართველოს მარტივად შეუძლია, კარგი და ეფექტური მუშაობით, თხილის ექსპორტი გააორმაგოს.

„ამ ქვეყანას მარტივად შეუძლია, კარგი და ეფექტური მუშაობით, თხილის ექსპორტი გავაორმაგოთ. ჩვენს ქვეყანაში, 100 000 ტონა ხარისხიანი თხილი უნდა მოვიყვანოთ. ამისთვის ბაღებია გასაშენებელი, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ უფრო ეფექტურად, ჰექტრიდან მოსავალი უნდა გავზარდოთ. ამისთვის გვჭირდება ცოდნა, ტექნოლოგიები. მინდა მადლობა გადავუხადო ასოციაციას, პირველ რიგში, ამ ღონისძიების მოწყობისთვის. მე როგორც ვიცი, დღეს, ასოციაციას 25 000 წევრი ჰყავს და მინდა გითხრათ, რომ არც ერთ რეგიონში, არც ერთ დარგში ისეთი ორგანიზებული ასოციაცია, როგორიც არის მეთხილეობაში, საქართველოში არ არის. მეთხილეობაში, ეს კოოპერირებაც და ასოციაციის მუშაობაც იყო ძალიან ეფექტური და დარწმუნებული ვარ, რომ ეს უნდა გაგრძელდეს,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ერთობლივი მუშაობით, დღეს შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად პანდემიისა, ქვეყნიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტი იზრდება და ეს ფაქტია.

„საბოლოო ჯამში, აქ, ყველა უნდა შევთანხმდეთ თამაშის წესებზე. უნდა ვიცოდეთ, რომ სისტემური ცვლილებები, რეფორმები არის სახელმწიფოს გასატარებელი. სახელმწიფო, ტექნოლოგიურად, ცოდნით, ფინანასებზე წვდომით თითოეულ ფერმერს უნდა დაუდგეს გვერდით და ფერმერმა, თავისი კეთილსინდისიერი და ეფექტიანი შრომით, საბოლოო ჯამში, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები, გავაძლიეროთ სოფელი, ქალაქი, რეგიონი და ქვეყანა. ეს არის ჩვენი მიზანი და ამისთვის, ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ ისე, როგორც შრომობდით თხილის სექტორში ბოლო 3-4 წლის განმავლობაში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ, სოფლის მეურნეობას კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ეს ძალიან კარგად გახდა ნათელი, ამ პანდემიის დროს, როდესაც ელემენტარული, პირველადი მოთხოვნის პროდუქტების იმპორტი ქვეყანაში სისტემურად გახდა პრობლემა. დღეს, ერთობლივი მუშაობით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად პანდემიისა, ქვეყნიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტი იზრდება და ეს, ფაქტია. ამიტომ, აქ, თხილი სერიოზულ თავის ნიშას დაიკავებს და რაც მთავარია, მე მინდა გისურვოთ მშვიდობა და ეფექტიანი, ყოველდღიური შრომის შედეგი გვენახოს, თითოეულ ჩვენგანს და რა თქმა უნდა, რწმენა. არაფერი უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კეთილსინდისიერი შრომით მიღებული შემოსავალი და ამის შემდეგ სიამაყის გრძნობაა, არ არის. სახელმწიფო, ადგილობრივი ხელისუფლება, სამინისტრო, ჩათვალეთ, რომ სრულ მსახურებაში უნდა იყვნენ თქვენთან. დღეს, რიგით ფერმერებს ვეუბნებოდი, თუ ხედავთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ არ აქტიურობენ, მოკიდეთ ხელი და შეაჯანჯღარეთ. იმიტომ, რომ არაფერი იმაზე ღირსეული არ არის, რიგით ადამიანს რომ ემსახურო. დღეს, თხილის დარგში შედეგი სახეზეა. თითოეულ ფერმერს, თითოეულ ადამიანს, ვისაც ეს კულტურა მოჰყავს, შეუძლია ამით იამაყოს. წარმატებას, გამარჯვებებს გისურვებთ და გისურვებთ, რომ უახლოეს 3-5 წელიწადში თხილის ექსპორტი საქართველოდან გაგვეორმაგებინოს. ჩვენ ყველას, ეს შეგვიძლია.

ახლა, სიტყვა მინდა გადავცე ლევან დავითაშვილს, რომელიც ის ადამიანია, რომელმაც 2016-2017 წლიდან ფაროსანასთან დაკავშირებით დავალება მიიღო და უაღრესად ეფექტურად, რამდენიმე წელი იმუშავა და დღეს ჩვენ გვაქვს ის შედეგი, რომელიც გვაქვს. ძალიან კარგად მახსოვს, ასოციაციასთან ერთად, ბოლო პერიოდში, ეს შესაწამლი, დასამუშავებელი აპარატები, რა ენერგია, მუშაობა დაგვიჯდა, რომ მაქსიმალურად, თითოეული ფერმერის ოჯახში მიგვეტანა. ეს ლევანის დამსახურებაა,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ფესტივალის მონაწილეებს, ასევე, სიტყვით მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის ხელმძღვანელმა მარიკა ოლსონმა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი თოდუამ. ტუმრებმა დადიანების სასახლის ეზოში „თხილის ფესტივალის“ ფარგლებში ორგანიზებული გამოფენა დაათვალიერეს.

ყველა სიახლე

21 ოქტომბერი 2020, 00:52

ტაბლოიდი

სუპერმოდელი ირინა შეიკი Vogue-ს ყდაზე შიშველი გამოჩნდა

რუსი სუპერმოდელი ირინა შეიკი Vogue Czechoslovakia-ს ყდაზე შიშველი გამოჩნდა. შეიკის ფოტო გამოცემის Instagram-ზე გამოქვეყნდა.

ტომ ფელტონი

21 ოქტომბერი 2020, 00:44

კულტურა

ტომ ფელტონი „ჰარი პოტერის“ პირველი ფილმის გამოსვლის წლისთავის აღსანიშნავად სერიის მსახიობების შეკრებას აპირებს

„სხვა მსახიობებთან ყოველთვის კავშირზე ვარ WhatsApp-ით მეშვეობით. ეს კარგია, იმიტომ რომ 14 ნოემბერს „ჰარი პოტერის“ პირველი ნაწილი 19 წლის გახდება და ონლაინ-ზეიმის მოწყობას ვაპირებ, ახლა კი ვცდილობ ყველა ერთად შევკრიბო“, - განაცხადა ფელტონმა.

ემი კონი ბარეტი

21 ოქტომბერი 2020, 00:40

მსოფლიო

აშშ-ის სენატი ემი კონი ბარეტის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე კენჭს 26 ოქტომბერს უყრის

აშშ-ის სენატი ემი კონი ბარეტის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე კენჭს 26 ოქტომბერს უყრის. ამის შესახებ სენატის უმრავლესობის ლიდერმა, „რესპუბლიკელმა“ მიტჩ მაკკონელმა განაცხადა.

ნიკა ლალიაშვილი

21 ოქტომბერი 2020, 00:37

პოლიტიკა

ნიკა ლალიაშვილი: დავით გარეჯი მორწმუნისთვის საკრალური ტერიტორიაა, ათეისტისთვის - კულტურული მემკვიდრეობა და ყველასთვის ერთად - სახელმწიფო საზღვარი

დავით გარეჯი მორწმუნისთვის საკრალური ტერიტორია, ათეისტისთვის - კულტურული მემკვიდრეობა და ყველასთვის ერთად - სახელმწიფო საზღვარი, - ამის შესახებ „იმედის“ დირექტორმა, ნიკა ლალიაშვილმა გადაცემაში „პოზიცია“ განაცხადა. გადაცემაში სოციოლოგმა, ვაკა გორგილაძემ საუბარი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაიწყო, რომელიც დავით გარეჯის საკითხს უკავშირდება.

დავით მაღრაძე

21 ოქტომბერი 2020, 00:22

პოლიტიკა

დავით მაღრაძე: ამ ცეცხლმოკიდებულ კავკასიაში დღეს იმ უპასუხისმგებლო ხელისუფლების დაბრუნებაზე საუბარი ანაქრონიზმია

ამ ცეცხლმოკიდებულ კავკასიაში დღეს იმ უპასუხისმგებლო ხელისუფლების დაბრუნებაზე საუბარი საერთოდ ანაქრონიზმია, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემაში „პოზიცია“ პოეტმა დავით მაღრაძემ განაცხადა.

ნიკა ლალიაშვილი

21 ოქტომბერი 2020, 00:18

პოლიტიკა

ნიკა ლალიაშვილი: აქეთ არის ხალხი, ხელისუფლება, ექიმები, მართვა, „იმედი“. იქით არის გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“ და კორონავირუსი

„შეიძლება ვერ მართო იმ შემთხვევაში თუ არის პანიკა. პანიკას თესავენ ეს არხები, თესავენ ნაც. ექსპერტები, გავლენის აგენტები, რა თქმა უნდა პოლიტიკოსები. აი ეს არის დაპირისპირება სწორეთ. აქეთ არის ხალხი, ხელისფულება, ექიმები, მართვა, „იმედი“. იქით არის გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“ და კორონავირუსი“, - აღნიშნა ლალიაშვილმა. ​

ვაკა გორგილაძე

20 ოქტომბერი 2020, 23:59

პოლიტიკა

ვაკა გორგილაძე: უამრავი კვლევა ტარდება და ყველას შედეგები ემთხვევა ერთ რამეში - „ქართული ოცნების“ უპირატესობა არის სამმაგი

უამრავი კვლევა ტარდება, კვლევებს ატარებს „რუსთავი 2“, „ფორმულა“, „იმედი“ და სხვები. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ყველა კვლევა ერთმანეთს ემთხვევა ერთ რამეში - „ქართული ოცნების“ უპირატესობა არის სამმაგი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პოზიცია“ სოციოლოგმა, ვაკა გორგილაძემ განაცხადა.

დავით მაღრაძე

20 ოქტომბერი 2020, 23:54

პოლიტიკა

დავით მაღრაძე: ქართულ შურიანობას ხან პატრიოტიზმი, ხან ლიბერალობა ეწოდება

„აი ამ კითხვით იხსნება მდაბიოს ისტორია. და პროვოკატორიც ამას ეუბნება: შენ ვისზე ნაკლები ხარ და იმ ხალხის წინააღმდეგ აქეზებს და ამხედრებს მოსახლეობას, ვისით უნდა იამაყოს. და ეს ზოგჯერ წარმატებით გამოსდით. ბოლშევიკებს, მაგალითად როგორი წარმატებით გამოუვიდათ, დაახოცინეს ეს ხალხი“, - აღნიშნა პოეტმა.

ვაკა გორგილაძე

20 ოქტომბერი 2020, 23:46

პოლიტიკა

ვაკა გორგილაძე: თუ აღიარებ იმას, რომ დავით გარეჯი არის საქართველო, „ნაცმოძრაობას“ ხმას არ უნდა აძლევდე

თუ აღიარებ იმას, რომ დავით გარეჯი არის საქართველო, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას არ უნდა აძლევდე, ხოლო თუ „ნაცმოძრაობას“ აძლევ ხმას, მაშინ სამშობლოს ღალატში ხარ თანაზიარი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პოზიცია“ სოციოლოგმა, ვაკა გორგილაძემ განაცხადა.

დავით მაღრაძე

20 ოქტომბერი 2020, 23:42

პოლიტიკა

დავით მაღრაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: გორი და თბილისის ტრასა რომ დარჩენოდათ მარტო, გორს დარუბანდს დაარქმევდნენ, თბილისს ნიკოფსიას და იტყოდნენ, აი, შევქმენით ქართული იმპერია ნიკოფსიიდან დარუბანდამდე!

ეს ის ხალხია, მთელი საქართველოს ტერიტორია და მიწა-წყალი რომ დაეკარგათ და გორი და თბილისის ტრასა რომ დარჩენოდათ მარტო, გორს დარუბანდს დაარქმევდნენ, თბილისს ნიკოფსიას და იტყოდნენ, აი, შევქმენით ქართული იმპერია ნიკოფსიიდან დარუბანდამდე! რა გარეჯის გასხვისება გაუკვირდა ხალხს ამ ხალხისგან?!, - ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ „იმედის“ გადაცემაში „პოზიცია“ განაცხადა.

ზაზა შათირიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 23:33

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: ხელისუფლებაში სუვერენიტეტის თემით მოსულმა ძალამ თვითონვე ხელყო თავისი სუვერენიტეტი

ხელისუფლებაში სუვერენიტეტის თემით მოსულმა პარტიამ ტერიტორია ჩააბარა და თვითონვე ხელყო თავისი სუვერენიტეტი. ვიღაცისთვის დავით გარეჯი სიწმინდე, გარდა ამისა, ეს ეროვნული მემკვიდრეობის ძეგლიცაა, მაგრამ ყველაფერთან ერთად ეს სუვერენიტეტისა და მოქალაქის თემაა

დავით მაღრაძე

20 ოქტომბერი 2020, 23:24

პოლიტიკა

დავით მაღრაძე: როგორც შემეძლო ვაპროტესტებდი იმ ძალადობრივ, რეპრესიულ რეჟიმს, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამყარა

„საზოგადოება ჩემთვის არის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც განსაცდელის დროს ღირსებას ინარჩუნებს და იმ საზოგადოებამ, რომელიც დაუპირისპირდა რეპრესიულ რეჟიმს, შეინარჩუნა ეს ღირსება განსაცდელის დროს. ხოლო რაც შეეხება NGO-ების კრებულს, რომელსაც დაარქვეს დღეს სამოქალაქო საზოგადოება, ძალიან დიდი დიფერენცირება შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ NGO-ების დიდი ნაწილი ბავშვი რომ წყალს მიაქვს, ბავშვის შველაზე არა, მდინარის უფლებებზე იწყებენ საუბარს და ლაპარაკს და ეს განსხვავებაა საზოგადოებასა და NGO-ების კრებულს შორის“, - განაცხადა მაღრაძემ.

20 ოქტომბერი 2020, 23:19

COVID19

ჯანმო: ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 2.4 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 2.4 მილიონით გაიზარდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია.

ირაკლი ზარქუა

20 ოქტომბერი 2020, 23:05

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: ყველა უბანზე დამაჯერებელი უპირატესობით ვლიდერობთ და ჩვენს ინტერესებშია, რომ ეს არჩევნები მშვიდად ჩავატაროთ

ყველა უბანზე დამაჯერებელი უპირატესობით ვლიდერობთ და ჩვენს ინტერესებშია, რომ ეს არჩევნები მშვიდად ჩავატაროთ. ერთადერთი პარტია, რომელსაც ეს არ აინტერესებს, ესაა „ნაცმოძრაობა“ და მისი ანასხლეტები, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, ირაკლი ზარქუამ.

თეა წულუკიანი

20 ოქტომბერი 2020, 23:03

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ქართველი ხალხი ნამდვილად არ იგუებს ისეთ პოლიტიკურ ძლას, რომელმაც გადასცა თუნდაც მეგობარ, მაგრამ სხვა სახელმწიფოს, ქართული ტერიტორიები

ქართველი ხალხი ნამდვილად არ იგუებს ისეთ პოლიტიკურ ძლას, რომელმაც გადასცა თუნდაც მეგობარ, მაგრამ სხვა სახელმწიფოს, ქართული ტერიტორიები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წარმომადგენელმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“ განაცხადა. თეა წულუკიანმა დავით გარეჯის კონტექსტში სისხლის სამართლის კოდექსიდან გამქრალ ღალატის მუხლზე ისაუბრა და დაინტერესდა, თუ რატომ მოხდა ეს წინა ხელისუფლების პირობებში.

ირაკლი ზარქუა

20 ოქტომბერი 2020, 22:53

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა „ნაცმოძრაობაზე“: აპრიორი იციან რომ აგებენ არჩევნებს, ეს არის გაკოტრებული პარტია

„შესაბამისად, აპრიორი იციან, რომ აგებენ. ამიტომაც არიან, რომ ცხვირ-პირს ამტვრევენ ერთმანეთს და მელია მესამე ადგილას ჩაეწერა მის პარტიულ სიაში. იმიტომ რომ არ ენდობა გლდანელებს. იმიტომ რომ ზუსტად იცის, რომ დამარცხდება“, - აღნიშნა ზარქუამ.

ირაკლი ზარქუა

20 ოქტომბერი 2020, 22:47

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: ნიკა მელია გამოცდილი პროვოკატორია

მე პარტიული სიის წევრი ვარ, არ ვარ მაჟორიტარი, მაგრამ ისე მოხდა, რომ გლდანში ვეხმარები ლევან კობიაშვილს და იქვე იყრის კენჭს ნიკა მელია. თვითონ კარგად იცის, რომ მხარდაჭერა არ აქვს და ამიტომაც ჩაეწერა მესამე ნომრად სიაში. მელია არ ენდობა გლდანელებს და ზუსტად იცის, რომ გლდანელები მხარს არ დაუჭერენ ადამიანს, რომელიც 2011 წელს იყო აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, ირაკლი ზარქუამ.

თეა წულუკიანი

20 ოქტომბერი 2020, 22:37

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური არსებობისთვის სივრცე სერიოზულად უნდა შევავიწროვოთ

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური არსებობისთვის სივრცე სერიოზულად უნდა შევავიწროვოთ, რადგან მა თ ეს დაიმსახურეს. იქნება ეს აკრძალვა, მათთვის ისეთი პოლიტიკური პირობების შექმნა, რომ მხარდამჭერიც კი არ დარჩეთ, გარდა ვიწრო ჯგუფისა, რომელიც ერთმანეთს რაღაც ტყუილებით ამხნევებს და ამაგრებს და ობიექტური რეალობა მათ არჩევანს არ ასაბუთებს, ეს არის მომავალში სამსჯელო საქმე“.

20 ოქტომბერი 2020, 22:28

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 20 468 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 20 468 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 163 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

თეა წულუკიანი

20 ოქტომბერი 2020, 22:27

პოლიტიკა

თეა წულუკიანი დავით გარეჯის საკითხზე მიხეილ სააკაშვილის პოზიციას „მოღალატეობრივს“ უწოდებს

„ახლა უკვე ვხედავთ, რომ ეს ხალხი არაფრის გარანტი არ იყო და არ იყო არც გარანტი იმისა, რაც არის ჩვენი ფუნდამენტი, არსებობის მიზანი - ეს არის ჩვენი ტერიტორია, ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და ეროვნული იდენტობა. რას ნიშნავს იყო ქართველი დავით გარეჯის იმ მთლიანი ტერიტორიის გარეშე, რომელზეც დღეს მიდის საუბარი. ეს უბრალოდ არაფერს არ ნიშნავს. პრეზიდენტი, რომელიც უნდა იყოს (კონსტიტუციაში უწერია ასე მას) ტერიტორიული მთლიანობის გარანტი, შეგუებული იყო (ეს არის ჩვეულებრივი მოღალატეობრივი პოზიცია) იმას, რომ ჩვენს მეგობარ, პარტნიორ ქვეყანას მოლაპარაკებებში მიჰქონდა ასე ვთქვათ ის ტერიტორია, რომელიც არის ქართული მიწა“, - განაცხადა წულუკიანმა.