imedi /  07 სექტემბერი 2020, 13:53 / სანდო წყარო

დედოფლისწყაროში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

საქართველოს ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რიგით 83-ე საზოგადოებრივი ცენტრი დედოფლისწყაროში დღეს საზეიმოდ გახსნა.

საზოგადოებრივი ცენტრი კახეთის რეგიონში რიგით მეცამეტეა. ცენტრები ფუნქციონირებს შაშიანში, ყვარელწყალში, ნუკრიანში, შილდაში, კაბალში, იორმუღანლოში, არხილოსკალოში, სანიორეში, წნორში, კაჭრეთში, ახალსოფელსა და უდაბნოში. საზოგადოებრივი ცენტრი დედოფლისწყაროსა და მიმდებარე სოფლების – ზემო და ქვემო ქედის, ფიროსმანის, საბათლოს, სამთაწყაროს, ხორნაბუჯის, სამრეკლოს, ოზაანის, არბოშიკის, ზემო მაჩხაანის, მირზაანის, გამარჯვებისა და სხვათა – 28 000-მდე მცხოვრებს მოემსახურება.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა დედოფლისწყაროში შირაქის ქუჩაზე სპეციალურად საზოგადოებრივი ცენტრისთვის აშენდა. შენობას აქვს შშმ პირებისთვის განკუთვნილი პანდუსი.

საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში სწრაფად, ადგილიდან გაუსვლელად ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებელს ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით შეუძლია, აიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკადასტრო გეგმა თუ საარქივო მომსახურება და სხვა.
დედოფლისწყაროს საზოგადოებრივ ცენტრში გახსნის დღიდანვე ხელმისაწვდომია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სერვისები.

ეს მომსახურებები ხელმისაწვდომი იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში სამთავრობო პროგრამის –„სახელმწიფო – შენი პარტნიორი“ – ფარგლებში გახდა. პროგრამის მიზანი მეწარმეობისა და ფერმერული მეურნეობების განვითარების სტიმულირებაა. პროგრამის პრეზენტაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 21 აგვისტოს ამბროლაურში გამართა.

ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა.
ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრის, პრეზენტაციისა და დისტანციური სწავლების ჩატარებაა შესაძლებელი.

საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. აქ შესაძლებელია „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურების მიღება, მოსახლეობას შეუძლია, ასევე, ცენტრებში 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტითა და სკაიპის ოთახით ისარგებლოს.

დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის საზეიმო ღონისძიების მონაწილეთა სადღესასწაულო განწყობაზე გასართობი შოუპროგრამით ანიმატორებმა იზრუნეს.
ჩატარდა სახალისო ვიქტორინა საზოგადოებრივი ცენტრის საქმიანობის შესახებ, ცენტრის გახსნის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი, საზეიმო კონცერტი გაიმართა.

სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი რესურსით საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა წელს აქტიურად მიმდინარეობს. 2020 წელს საზოგადოებრივი ცენტრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში – ჭრებალოში, აბაშაში, ხობში, ჭიათურაში, ვანში, ხარაგაულსა და ჩოხატაურში გაიხსნა. საზოგადოებრივი ცენტრების პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი სოსო გიორგაძე და მოწვეული სტუმრები.

ყველა სიახლე

21 მაისი 2022, 00:02

ტექნოლოგიები

ბრიტანეთში ქმნიან ფეხსაცმელს, რომელიც ბავშვის ზრდის პარალელურად იზრდება 👟

ბრიტანული სტარტაპი Pip & Henry ქმნის ბავშვის სპორტულ ფეხსაცმელს, რომელიც ბავშვის ზრდის პარალელურად იზრდება. ფეხსაცმელს 3,5 ნახევარი ზომით გადიდება შეეძლება, ვიდრე ბავშვს საბოლოოდ დაუპატარავდება.

სერგეი შოიგუ

20 მაისი 2022, 23:32

მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ რუსულმა ძალებმა „აზოვსტალის“ ქარხანაზე სრული კონტროლი დაამყარეს

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხანაზე სრული კონტროლი დაამყარეს.

20 მაისი 2022, 23:04

მსოფლიო

ისრაელში, მაიმუნის ჩუტყვავილას პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ისრაელში, მაიმუნის ჩუტყვავილას პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს. ვირუსი 30 წელს გადაცილებულ მამაკაცს გამოუვლინდა, რომელიც დასავლეთ ევროპაში მოგზაურობიდან დაბრუნდა. მისი მდგომარეობა მსუბუქია.

20 მაისი 2022, 22:48

მსოფლიო

აშშ უკრაინას Patriot-ის ტიპის სარაკეტო კომპლექსებს გადასცემს

სენატის მიერ დამტკიცებული $40-მილიარდიანი დახმარების პაკეტის ფარგლებში აშშ უკრაინას Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს გადასცემს. ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი წერს.

20 მაისი 2022, 22:26

მსოფლიო

ზელენსკი: ოკუპანტებმა თავიანთ მტრებად კულტურა, განათლება და კაცობრიობა გამოავლინეს

ოკუპანტებმა თავიანთ მტრებად კულტურა, განათლება და კაცობრიობა გამოავლინეს, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის ოლქში კულტურულ ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას.

20 მაისი 2022, 22:05

მსოფლიო

ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტრო: 22 მაისიდან ბალტიის ქვეყნები რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტს წყვეტენ

ევროპული ენერგეტიკული ბირჟა Nord Pool-ი რუსულ ელექტროენერგიაზე ვაჭრობას წყვეტს, რაც იმას ნიშნავს, რომ 22 მაისიდან ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია რუსეთიდან ელექტროენერგიას აღარ მიიღებენ. ამის შესახებ ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტრო იტყობინება.

20 მაისი 2022, 21:44

საზოგადოება

განათლების კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზე ოკუპირებულ აფხაზეთში განათლების საკითხებზე იმსჯელეს

„ჩვენ დღეს მოვისმინეთ ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრის, ეკა ხოფერიას მოხსენება, რომელმაც საკმაოდ საინტერესო ინიციატივებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლებიც შეიძლება ქმნიდნენ გარკვეულ გამოსავალს ოკუპაციის თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებთან მიმართებაში. წარმოდგენილი იყო ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი. ასევე, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარომადგენლები და მნიშვნელოვანია, რომ ასეთი უწყებათაშორისი ძალისხმევის კოორდინაციის მეშვეობით ჩვენ შევეჭიდოთ იმ გამოწვევებს, რომელსაც ოკუპაცია წარმოშობს აფხაზეთსა და ცხინვალში განათლების თვალსაზრისით“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ.

20 მაისი 2022, 21:03

მსოფლიო

გერმანია და ყატარი ენერგეტიკულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ

გერმანია და ყატარი ენერგეტიკულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც, ყატარმა 2024 წლიდან გერმანიისათვის თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება შეიძლება დაიწყოს.

20 მაისი 2022, 21:01

კულტურა

თეა წულუკიანი ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმს ესტუმრა

„მინისტრმა დაათვალიერა სახლ-მუზეუმი და ადგილზე გაეცნო მისი მუშაობის სპეციფიკას. თეა წულუკიანმა მუზეუმის ხელმძღვანელობისგან მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გაართვა მუზეუმმა თავი პანდემიის პერიოდში არსებულ გამოწვევებს და რა გეგმები აქვს სამომავლოდ. მინისტრმა ნიკო ნიკოლაძის უნიკალური ნივთებიც დაათვალიერა და სამინისტროს სახელით მუზეუმს მხარდაჭერა აღუთქვა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

20 მაისი 2022, 20:43

მსოფლიო

ოკლაჰომაში აბორტი მხოლოდ გაუპატიურებისა, ინცესტის ან დედის ჯანმრთელობისთვის საფრთხის არსებობის დროს იქნება დაშვებული

აშშ-ში, ოკლაჰომის შტატში აბორტები აკრძალეს. გამონაკლისი მხოლოდ გაუპატიურებისა, ინცესტის ან დედის ჯანმრთელობისთვის საფრთხის არსებობის შემთხვევაში იქნება დაშვებული. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ირაკლი კობახიძე

20 მაისი 2022, 20:31

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის დერეფნებში დადიან და საპირისპირო კამპანიას აწარმოებენ. გათვლა არის ის, რომ კანდიდატის სტატუსის არ მიღებას მოჰყვეს არეულობა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა

,,ეს არის ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა. ეს არის ძალიან მარტივი გათვლა, რომელიც აქვს ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს. თუმცა, ამ გათვლებს, რეალურად არ უწერია აღსრულება. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, ჩვენი მხრიდან, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და იმისათვის, რომ ზოგადად, ქვეყანა იყოს წარმატებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ილია მეორე

20 მაისი 2022, 20:22

საზოგადოება

ილია მეორე: საქართველოს ეკლესია მიესალმება ძუძუთი კვების ტრადიციის აღდგენას

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ასოციაციას მიმართავს.

ვიქტორ დოლიძე

20 მაისი 2022, 20:09

პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძე: იენს სტოლტენბერგმა ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს მადრიდის სამიტზე მიიპატიჟა

ნატო-ში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს მადრიდის სამიტზე მიიპატიჟა.

20 მაისი 2022, 20:08

ეკონომიკა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და კომპანია Quantori-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„Quantori წარმოადგენს ბიოტექნოლოგიების მეცნიერებასა და ჯანდაცვის ინდუსტრიაში კომპლექსური მონაცემების, ტექნოლოგიებისა და ციფრული გადაწყვეტილებების უწყვეტი ჯაჭვის მიმწოდებელ კომპანიას. Quantori ბიოტექნოლოგიური, ფარმაცევტული და ჯანდაცვის კომპანიებისთვის ქმნის და ავითარებს ისეთი უახლესი ტექნოლოგიების სისტემებს, აპლიკაციებსა და ინფრასტრუქტურას, რომლებიც ახდენენ წამლების აღმოჩენის პროცესის აქსელერაციას და ხელს უწყობენ პაციენტთა მკურნალობის შედეგების გაუმჯობესებას“.

20 მაისი 2022, 20:02

მსოფლიო

Reuters: დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მაიმუნის ჩუტყვავილას განსახილველად საგანგებო სხდომას გამართავს

დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მაიმუნის ჩუტყვავილას განსახილველად საგანგებო სხდომას გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

20 მაისი 2022, 19:57

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: არიან ქვეყნის მოღალატეები, რომლებიც დადიან კარდაკარ და იხვეწებიან, რომ საქართველოს არ მიეცეს კანდიდატის სტატუსი

ქართველმა ხალხმა მინდა იცოდეს, რა ხდება დღეს ევროპულ სტრუქტურებში. გარდა იმისა, რომ არის კონკრეტული ლობისტური ხაზი, რომელიც პირდაპირ ფინანსდება ნაცმოძრაობის მხრიდან ქართველი ხალხის ნაძარცვი ფულით, არიან ქვეყნის მოღალატეები, რომლებიც დადიან კარდაკარ და იხვეწებიან, რომ საქართველოს არ მიეცეს კანდიდატის სტატუსი, - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

20 მაისი 2022, 19:49

ეკონომიკა

პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური საბჭოს წევრებს „ბორჯომისა“ და საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის შესახებ კონკრეტული დავალებები მისცა, ასევე ქვეყანაში არსებულ პოზიტიურ ეკონომიკურ ტენდენციებზე დეტალური ანგარიში მოისმინა

„ეკონომიკური საბჭოს წევრებმა ირაკლი ღარიბაშვილს მიაწოდეს ინფორმაცია საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის მიმდინარეობის შესახებ. საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს ჯამში 28 680-მა მოქალაქემ მიმართა, აქედან 12 502 ადამიანი საზოგადოებრივი სამუშაოების ვაკანსიაზე გადამისამართდა. პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს ლერი ბარნაბიშვილს დაავალა გააძლიეროს კოორდინაცია მუნიციპალიტეტების მერებთან, რათა მათ აქტიური ჩართულობით ხელი შეუწყონ პროგრამის წარმატებით განხორციელებას“.

ქიბარ ხალვაში

20 მაისი 2022, 19:33

პოლიტიკა

ქიბარ ხალვაში: მზად ვარ, შევხვდე დიპკორპუსის წარმომადგენლებს და ვაჩვენო ის სამწუხარო რეალობა, რაც „რუსთავი 2“-ში დაგვხვდა

ტელეკომპანია "რუსთავი2" -ის მფლობელი, ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ბიზნესმენი მზად არის, დაინტერესების შემთხვევაში, შეხვდეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და გააცნოს ის რეალობა, რომელიც ტელეკომპანიაში დახვდა.

კატრინ კოლონა

20 მაისი 2022, 19:18

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი კატრინ კოლონას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კატრინ კოლონას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნას ულოცავს.

ლევან ნიკოლეიშვილი

20 მაისი 2022, 19:14

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ხოჯევანიშვილზე: დაუფარავად, ოდნავი სითამამით ჩაერთო ნაცების კამპანიაში - ოღონდ ოცნების ხელისუფლებას არ მისცენ კანდიდატის სტატუსი და ყველაფერი წყალსაც წაუღია

„ღალატის ფორმულამ, ბოლი გახარიამ გამოაგორა თავისი მორიგი ჩინური ვერსია და ცოტა დაუფარავად, ოდნავი სითამამით ჩაერთო ნაცების კამპანიაში - ოღონდ ოცნების ხელისუფლებას არ მისცენ კანდიდატის სტატუსი და ყველაფერი წყალსაც წაუღია. ევროკავშირის სტატუსი იქეთ იყოს და გახარიას გუნდიდან რომ ვინმე სიტყვა „ღალატს“ ახსენებს , მანდ ყველაფერი დამთავრებულია“- წერს ნიკოლეიშვილი.