IMEDI /  11 სექტემბერი 2020, 20:59 / სანდო წყარო

შალვა კერესელიძე: მცხეთაში „ქართულ ოცნებას“ ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს, ამიტომ მჯერა და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ საქართველოს წარმატებისთვის

შალვა კერესელიძე

შალვა კერესელიძე

იყო მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული, გუბერნატორი ეს არს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულება საზოგადოების და ქვეყნის წინაშე, მაგრამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა იყო მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, - ასე მიმართა მცხეთაში შეკრებილებს „ქართული ოცნების“ დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, შალვა კერესელიძემ.

„მცხეთა-მთიანეთი არის მხარე სადაც იქმნებოდა საქართველოს ისტორია. მცხეთა არის უძველესი სატახტო ქალაქი, საიდანაც იწყება ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება, სადაც იწერებოდა და იწყებოდა მართლმადიდებლობის ისტორია საქართველოში, ყაზბეგი, ჩვენი ქვეყნის კარიბჭე. ღირსეულად ხვდებოდნენ მტერს და ღირსეულად იცავდნენ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს. მებრძოლი მთიულები, ქსანელები, თიანელები ყოველთვის გამოირჩეოდნენ მეფისა და ქვეყნის ერთგულებით და ყოველთვის წარმატებულები იყვნენ სამშობლოს დაცვაში“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

კანდიდატმა იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოება არჩევანს ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდზე გააკეთებს

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ამომრჩეველი მიიღებს ღირსეულ გადაწყვეტილებას და მხარს დაუჭერს ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ორიენტირებულია ქვეყნის განვითარებაზე, ორიენტირებულია სახელმწიფოს და თითოეული მოქალაქის წარმატებაზე. მინდა ვუთხრა ჩვენს ამომრჩეველს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ამომრჩეველს, რომ ჩემი მთავარი მიზანი ეს არის ჩვენი ქვეყნის ხალხის სამსახურში ყოფნა. ჩემი და ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია ის, რომ ჩვენ ვზრუნავთ საზოგადოებაზე, საზოგადოების კეთილდღეობაზე და ჩვენ ეს არაერთხელ დავამტკიცეთ თუნდაც მიმდინარე წელს კოვიდ პანდემიის ბრძოლის დროს, როდესაც ადამიანის სიცოცხლე, ადამიანის ჯანმრთელობა და სახელმწიფო უსაფრთხოება პირველ ადგილზე, ყველაზე ძვირფასი და ღირებული გახდა. ვიბრძოლებთ და ყოველთვის მხარს დავუჭერთ ჩვენი რეგიონის განვითარებას“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

როგორც კანდიდატმა აღნიშნა, 2008 წელს იძულებით გადაადგილებულ პირებისათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, ხელისუფლების პრიორიტეტი იქნება.

„ჩვენი მთავარი მიზანი დევნილების ყოფითი პირობების გაუმჯობესებაა, რომლებიც მცხეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში საკმაოდ დიდ, წილკნის და ფრეზეთის ჩასახლებებში ცხოვრობენ წეროვნის. შეძლებისდაგვარად მათ მოვუწესრიგეთ ყოფითი პირობები, ასე გაგრძელდება მომავალშიც. ვერასოდეს შევძლებთ გავუკეთოთ იმის კომპენსირება, რაც 2008 წლის ომის შედეგად ჩვენმა ქსანელებმა და ხეობელებმა შეიგრძნეს, მაგრამ მე ღრმად მჯერა ჩვენს გუნდთან ერთად მალე გავიმარჯვებთ და დავბრუნდებით ქსნის ხეობაში და დავბრუნდებით სამაჩაბლოშიც“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

როგორც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა აღნიშნა, მცხეთა-მთიანეთის რეგიონს სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების მხრივ დიდი პოტენციალი აქვს და მუშაობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაძლიერდება.

„ჩვენი მთავარი მიზანი ტურიზმის განვითარება გახლავთ. სწორედ ტურიზმი იყო, რომელმაც გამოაცოცხლა მცხეთა-მთიანეთის რეგიონი. მცხეთ არის ქალაქი, მცხეთა, არის მუნიციპალიტეტი, რომელსაც გააჩნია ყველაზე დიდი პოტენციალი ტურიზმის განვითარებაში. ამიტომ, ამ მხრივ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ტურიზმის განვითარება იქნება. მნიშვნელოვანი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა იქნება. მცხეთა-მთიანეთის რეგიონს და მცხეთის მუნიციპალიტეტს თავისი მდებარეობიდან გამომდინარე აქვს დიდი რესურსები, ძალიან დიდი მასშტაბები იმისათვის, რომ განვავითაროთ ბიო-მიმართულება იმიტომ, რომ ჩვენ ვერცერთ შემთხვევაში ვერ შევეჯიბრებით კახეთს, ქვემო ქართლს რაოდენობრივ მაჩვენებელში, მაგრამ ჩენ შეგვიძლია სოფლის მეურნეობის კუთხით შევქმნათ ისეთი საწარმოები, შევქმნათ ისეთი ფერმერული მეურნეობები, რომელიც ორიენტირებული იქნება ბიო-მეურნეობებზე და მას ექნება ძალიან დიდი მოთხოვნა როგორც შიდა, ასევე საგარეო ბაზრებზე. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია განათლება. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში არ დარჩება არცერთი საბავშვო ბაღი, არ იქნება არცერთი საჯარო სკოლა, სადაც არ იქნება შექმნილი შესაბამისი ინფრასტრუქტურული გარემო. ჩვენი მიზანი ხარისხიანი განათლების შექმნაა. ჩვენი მიზანი ასევე არის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ამ მხრივ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა მცხეთის მუნიციპალიტეტში და მთლიანად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, მაგრამ კვლავ რჩება ისეთი გამოწვევები როგორიცაა წყალმომარაგების სისტემების მოწესრიგება, საგზაო ინფრასტრუქტურა, გაზმომარაგება და ასე შემდეგ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ურთიერთობა, რომელიც მე მქონდა, მაქვს და მომავალში კიდევ უფრო აქტიურად მექნება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდი, პარტია“ ქართული ოცნების“ გუნდი დამაჯერებელი ანგარიშით გაიმარჯვებს. თქვენთან უკვე ორი წელია ვთანამშრომლობ, ერთად ვიბრძვით აწმყოსა და მომავლის განვითარებაზე, ერთად ვიბრძვით ჩვენი რეგიონის წარმატებაზე, ერთად ვიბრძვით მცხეთის და მცხეთის მუნიციპალიტეტის განვითარებაზე. მცხეთაში ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს ,,ქართულ ოცნებას“, ამიტომ მჯერა და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ საქართველოს წარმატებისთვის“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

ყველა სიახლე

ანდრია ჯაღმაიძე

26 სექტემბერი 2020, 22:10

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტების გამოჩენის შესახებ ცნობა ძალიან სასიხარულო იყო

ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. მისი თქმით, ის რომ, ეს საბუთი კომისიის მუშაობის პროცესში გამოჩნდებოდა, მოსალოდნელი იყო და საპატრიარქოს ამის იმედი ჰქონდა.

ალექსანდრე მოწერელია

26 სექტემბერი 2020, 22:08

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია: ჩემი მიზანი სწორედ მოქალაქეების საჭიროებებზე დროული რეაგირება და მათი დახმარებაა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია, მარტვილში აბედათის მოსახლეობას შეხვდა.

26 სექტემბერი 2020, 22:02

რეგიონი

ირაკლი ხახუბია: ჩვენი გუნდი განაგრძობს სოფლის მეურნეობის დახმარებას ფერმერებზე მორგებული პროექტებით

ფოთის, ხობის და სენაკის დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ საქართველოს პარლამენტის წევრთან, სენაკის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი ბერაიასთან, სენაკის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან ილია ახალაიასთან და სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან კუპრეიშვილთან ერთად, ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში შპს ,,აგროთემას“ მოცვის ბაღები დაათვალიერა.

კახა კალაძე

26 სექტემბერი 2020, 21:53

პოლიტიკა

კახა კალაძე: არ ვიკადრებ, რომ ოპონენტების ოჯახის წევრებს შევეხო ან მათ საცხოვრებელ სახლებში დრონები ვაფრინო

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე გადაცემაში „ქრონიკა“ მედიაში მასზე და ოჯახის წევრებზე გასულ რეპორტაჟებს გამოეხმაურა. კალაძის განცხადებით, მედიაში მცდარი ინფორმაცია „ფეიკ ნიუსები“ ვრცელდება, რასაც ის სიმართლეს დაუპირისპირებს.

26 სექტემბერი 2020, 21:25

რეგიონი

ირაკლი ხახუბია სენაკის მუნიციპალიტეტის უხუცეს ქალს ესტუმრა

ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან ილია ახალაიასთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის ყველაზე უხუცეს ქალს, ნათელა გოგიას ესტუმრა.

კახა კალაძე

26 სექტემბერი 2020, 21:23

პოლიტიკა

კახა კალაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ყველაზე დიდი მტერი, მათი პოლიტიკური წარსულია

დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ყველაზე დიდი მტერი არის მათი პოლიტიკური წარსული. ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხდა. თბილისის მერის თქმით, ხელისუფლებას უნდა ჰყავდეს ძლიერი ოპოზიცია, უნდა იყოს ჯანსაღი კონკურენცია თუ პოლემიკა ჯანდაცვის სფეროს საკითხებზე და ბევრ სხვა თემაზე, თუმცა რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია.

26 სექტემბერი 2020, 21:16

COVID19

მდგომარეობის დამძიმების გამო, კოვიდინფიცირებული ორსული ბათუმიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმის სამშობიარო სახლიდან ერთი ორსული თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის დირექტორის ნუგზარ პაპავას განცხადებით, პაციენტს სუნთქვის უკმარისობა, მაღალი ტემპერატურა და ხველება აღენიშნებოდა.

კახა კალაძე

26 სექტემბერი 2020, 20:44

პოლიტიკა

კახა კალაძე: უკვე თვლა ამერია იმდენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ჰყავს ოპოზიციას, ყველას დირექტორობა უნდა

არსებული ვითარება, რაც ოპოზიციურ პლატფორმაზეა, აისახება მათ წარუმატებლობაზე. ხომ ხედავთ, პრემიერმინისტრობის რამდენი კანდიდატია დასახელებული, ყველას დირექტორობა უნდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხდა.

კახა კალაძე

26 სექტემბერი 2020, 20:43

პოლიტიკა

კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ„ქართული ოცნების“ კანდიდატები ოცდაათივე მაჟორიტარულ ოლქში, პირველივე ტურში გაიმარჯვებენ

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შერჩევას, კვლევები უძღოდა წინ. ამის შესახებ თბილისის მერმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. კახა კალაძის თქმით, დღეს დასახელებულებს ყველაზე მეტი შანსი და შესაძლებლობა აქვთ იმის, რომ არჩევნები პირველივე ტურში გამარჯვებით დაასრულონ.

26 სექტემბერი 2020, 20:36

საზოგადოება

შს მინისტრის მოადგილეებმა საარჩევნო პერიოდში არსებულ შესაძლო დარღვევებზე, სახალხო დამცველთან შეხვედრა გამართეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა ვლადიმერ ბორცვაძემ და ნინო ცაციაშვილმა სახალხო დამცველთან ნინო ლომჯარიასთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შედგა და მას ომბუდსმენის მოადგილეც ესწრებოდა. შეხვედრაზე მხარეებმა წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით ისაუბრეს, განიხილეს ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ინციდენტები.

კახა კალაძე

26 სექტემბერი 2020, 20:30

პოლიტიკა

კახა კალაძე: რეალურად, ჩვენს გუნდს აქვს შესაძლებლობა, რომ 60%-მდე მხარდაჭერა მიიღოს

„არც ერთი კვლევა არ მიუთითებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება გაუჭირდება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პარტია, რომელსაც რეალურად აქვს გამარჯვების შანსი ისე, რომ არანაირი კოალიცია არ დასჭირდეს. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი აცხადებს, რომ რეალურად, ეს მხარდაჭერა 60%-მდეა.

Washington Post

26 სექტემბერი 2020, 19:50

COVID19

Washington Post-ი: მაშინ, როდესაც covid-19-ზე შვედეთის რეაგირებასთან დაკავშირებით კამათი გრძელდება, ქვეყანაში შემთხვევათა რაოდენობა მატულობს

შვედეთში, სადაც მკაცრი იზოლაციის არქონამ მსოფლიო დებატები გამოიწვია, Covid-19-ის ახალი ტალღაა. ქვეყნის ეპიდემიოლოგმა ამ კვირაში განაცხადა, რომ ზამთარი ახლოვდება და ისინი „არასწორი მიმართულებით“ მიდიან. ამის შესახებ Washington Post-ში ადამ ტეილორის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

26 სექტემბერი 2020, 19:24

სამართალი

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. შედეგად, საიტის თავსართში ჰაკერებმა ჩააშენეს კოდი, რომელიც ხელს უშლის გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე პირდაპირ წვდომას და მომხმარებლებს ამისამართებს სხვადასხვა, კონტენტთან კავშირში არმყოფ მასალაზე.

26 სექტემბერი 2020, 19:23

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: დღეში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა შეიძლება ოთხ ასეულამდე ავიდეს, შემდეგ მდგომარეობა დასტაბილურდება

„ჩემი აზრით, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის მატება რამდენიმე დღის განმავლობაში მოსალოდნელია. იქნება სამი ასეულის ფარგლებში. მაქსიმუმ შეიძლება ავიდეს ოთხ ასეულამდე, არამგონია იყოს მეტი. შემდეგ მდგომარეობა დასტაბილურდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა, .

ვოლოდიმირ ზელენსკი

26 სექტემბერი 2020, 19:08

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 სექტემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 სექტემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, გლოვის დღეს, მთელს უკრაინაში დროშები უნდა დაუშვან. „გუშინ ჩვენ დავკარგეთ, ახალგაზრდა კურსანტები და გამოცდილი მეომრები, რომლებსაც წინ მთელი ცხოვრება ჰქონდათ. რთულია სიტყვების პოვნა ამ დანაკარგისგან გამოწვეული ტკივილის გამოსახატად. მე ხელი მოვაწერე ბრძანებას, რის თანახმადაც 26 სექტემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

26 სექტემბერი 2020, 19:02

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: თელავში, საკარანტინო ზონაში გარდაცვლილ ახალგაზრდას, წინასწარი ინფორმაციით, მეტადონის პროგრამაში მონაწილეობაზე განაცხადი არ ჰქონდა გაკეთებული

„თელავში, ერთ-ერთ საკარანტინო ზონაში გარდაცვლილ ახალგაზრდას წინასწარი ინფორმაციით, მეტადონის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი არ ჰქონდა გაკეთებული“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

26 სექტემბერი 2020, 18:58

COVID19

დღე-ღამეში მსოფლიოში 5 800-მდე კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 985 ათასს გადააჭარბა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 985 823 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 32 429 965 ადამიანი დაინფიცირდა.

26 სექტემბერი 2020, 18:53

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდელებს უყვართ შრომა, არიან ნიჭიერები და შეუძლიათ ინოვაციები დანერგონ

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ჩიქოვანი პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარს, მარინა ქარდავას და ახალგაზრდა მეწარმეს, ირაკლი ჩიქავას ესტუმრა, რომელმაც სახელმწიფო პროგრამის დახმარებით დაფნის საწარმო შექმნა.

26 სექტემბერი 2020, 18:46

კულტურა

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2020-ის გამარჯვებულები ცნობილია

მწერალთა სახლში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურული პრემიის „ლიტერას” დაჯილდოება გაიმართა. რიგით მეხუთე საიუბილეო დაჯილდოებაზე გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოვლინდნენ.

თამარ გაბუნია

26 სექტემბერი 2020, 18:35

COVID19

თამარ გაბუნია: ქუთაისში კორონავირუსის შემთხვევები ძირითადად ბაზრობებს უკავშირდებოდა

ქუთაისში კორონავირუსის შემთხვევები ძირითადად ბაზრობებთან იყო დაკავშირებული, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს კახეთში განუცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, მიმდინარეობს მასიური ტესტირება, კონტაქტების მოკვლევა და სწორედ აქედან გამომდინარეობს დღეს დაფიქსირებული ყველაზე მაღალი შემთხვევა. „იმედი გვაქვს, რომ ეს „კლასტერიც“ ჩაიხურება და ინფექცია მის მიღმა არ გავრცელდება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.