http://imedi.ge/ /  14 სექტემბერი 2020, 21:12 / სანდო წყარო

„ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბაზრობის ხელმძღვანელობას და მოვაჭრეებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რესან კონცელიძე, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატთან, ტიტე აროშიძესთან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად, „სავაჭრო ცენტრ - 2009“-ში, ბაზრობის ხელმძღვანელობას და მოვაჭრეებს შეხვდნენ.

კანდიდატის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო მათ საჭიროებებს, დასაქმებულების პრობლემებს და გადაჭრის გზებს. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა ვირუსის პრევენციის საჭირო ღონისძიებებზე.

აღინიშნა, რომ წელს რეგიონის მთავრობამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით გამოცხადებული პანდემიის ფონზე, შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა გაითვალისწინა და მცირე მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, მოიჯარეები ძირითადი საიჯარო გადასახადებისგან, 5 თვის ვადით გაათავისუფლა.

„სავაჭრო ცენტრი-2009“ ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. ამ პერიოდის განმავლობაში ყოველდღიურად ტარდება ვირუსის საპრევენციო ღონისძიებები, მოვაჭრეთა საქმიანობა ყველა საჭირო რეგულაციებისა და რეკომენდაციების დაცვით ხორციელდება. ამ სავაჭრო ცენტრში, ჯამში, დასაქმებულია 4-ათასამდე ადამიანი.

ყველა სიახლე

ნონა ეფაძე

22 სექტემბერი 2020, 12:00

COVID19

ბოლო მონაცემებით, აჭარის კლინიკებში COVID19-ზე 550 პაციენტი მკურნალობს

„სამწუხაროა გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. ეს გახლდათ 67 წლის კაცი დატვირთული ანამნეზით, ანუ თანმხლები დაავადებებით“, - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ განაცხადა.

22 სექტემბერი 2020, 11:59

COVID19

ზუგდიდში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აღებული 253 ნიმუშიდან, 6 კოვიდდადებითია. რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულებიდან, სამი პირი ფოთის მკვიდრია. ინფიცირებულთა შორის ერთი ქალი სენაკის მკვიდრია. ამ დროისთვის, მიმდინარეობს მისი კონტაქტების მოძიება. ორი ინფიცირებულული კი გალის რაიონის სოფელ საბერიოს კლასტერის კონტაქტია.

22 სექტემბერი 2020, 11:56

სპორტი

ევროპის 2022 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სისტემა შესაძლოა შეიცვალოს

კორონავირუსის პრევენციის მიზნით შესაძლოა ევროპის 2022 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სისტემა შეიცვალოს. ფიბა განიხილავს ვარიანტს, რომლის მიხედვითაც ნოემბერში საშინაო და საგარეო შეხვედრების ნაცვლად, გუნდებმა შესარჩევი თამაშები ერთ ქალაქში ჩაატარონ. დაცული უნდა იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლი და ერთ ლოკაციაზე მაქსიმუმ რვა ქვეყნის ნაკრების ჩასვლაა შესაძლებელი, მასპინძელი ქვეყანა კი რეგიონალური პრინციპით შეირჩევა. კალენდრის მიხედვით საქართველოს ნაკრებმა 27 ნოემბერს ფინეთის გუნდთან, 30 ნოემბერს კი ასევე სტუმრად შვეიცარიის ნაკრებთან უნდა ითამაშოს.

22 სექტემბერი 2020, 11:48

COVID19

ქვეყანაში 16 კრიტიკულად მძიმე კოვიდინფიცირებულია

როგორც ენდელაძემ აღნიშნა, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე სულ 33 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ერთი კრიტიკული პაციენტია, კიდევ ერთის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება. „ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 33 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან სამი ინტენსიურ თერაპიისა და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული, ერთის კი მძიმეა“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

22 სექტემბერი 2020, 11:47

სამართალი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ კაბალში მოხდა. თვითმხილველების თქმით, „ნივის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. დაშავებული მიყენებული დაზიანებების შედეგად სასწრაფო დახმრების მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ლევან დავითაშვილი

22 სექტემბერი 2020, 11:42

რეგიონი

ლევან დავითაშვილი: სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ რთველი წარმატებით ჩატარდეს და მევენახე ფერმერების შრომა დაფასდეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში, მევენახე ფერმერის, მალხაზ პავლიაშვილის ოჯახს ესტუმრა და რთველში მიიღო მონაწილეობა, - ამის შეასახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საკარმიდამო ნაკვეთზე გაშენებულ ვენახში, ფერმერს სხვადასხვა ჯიშის ყურძენი ბიომეთოდით მოჰყავს და ორგანულ ღვინოს აწარმოებს. მევენახემ 3 ტონა რქაწითელი უკვე ჩააბარა. ამჟამად კი, საფერავის ჯიშის ყურძნის მოსავალს იღებს.

22 სექტემბერი 2020, 11:42

COVID19

იმერეთში კორონავირუსის 26 შემთხვევა გამოვლინდა

იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, COVID19-ის შემთხვევები, როგორც ცნობილ, ასევე ახალ კლასტერებს უკავშირდება. „რამდენიმე პაციენტი ოქროს ბირჟის თანამშრომელია. კორონავირუსი მაღაზიის რამდენიმე თანამშრომელს გამოუვლინდა. ასევე კორონავირუსი დაუდასტურდა საირმეში სასტუმროში მყოფ რამდენიმე პირს“, - აცხადებს შალამბერიძე.

მარინა ენდელაძე

22 სექტემბერი 2020, 11:35

COVID19

მარინა ენდელაძე: ქვეყანაში მდგომარეობა საყურადღებოა და არა საგანგაშო

„ჯერჯერობით ყველა კონტაქტი გამოკვლეულია. ქვეყანაში მდგომარეობა საყურადღებოა და არა საგანგაშო. მართალია ციფრები დიდია, მაგრამ ეს დრამატული მატება არ არის“, - აცხადებს მარინა ენდელაძე.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

22 სექტემბერი 2020, 11:25

სპორტი

ნოვაკ ჯოკოვიჩმა რომის ტურნირი მოიგო

რომში ჩოგბურთის ტურნირი Internazionali BNL d’Italia გაიმართა. ტურნირის მთავარ მატჩში ერთმანეთს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და არგენტინელი დიეგო შვარცმანი დაუპირისპირდნენ.

22 სექტემბერი 2020, 11:23

რეგიონი

ჭიათურის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ჭიათურის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჭიათურაში მოეწყო წყლის სრულად ახალი სათავე ნაგებობა, წყლის შემკრები რეზერვუარი, წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელი და ჭაბურღილები. აგრეთვე, აშენდა საქლორატორო სადგური. რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ სატუმბ სადგურებსა და რეზერვუარებს, ასევე აშენდა ახალი რეზერვუარი.

22 სექტემბერი 2020, 11:17

ეკონომიკა

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა 5 ოქტომბერს დაიწყება

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა და საგრანტო პროგრამის გრანტის მოცულობის ზედა ზღვარი 30 000 ლარი გახდა. პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხა კი 20%-ის ნაცვლად 10%-ია, მაღალმთიან რეგიონებში კი, 5%. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის სამიზნე ტერიტორიულ ერთეულებს ემატება თბილისი.

მარინა ენდელაძე

22 სექტემბერი 2020, 11:12

COVID19

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 137 აჭარაში, 47 კი თბილისში გამოვლინდა

მარინა ენდელაძის თქმით, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 40-ით გაიზარდა და ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 50%-ზე ცოტა ნაკლებია.

22 სექტემბერი 2020, 11:10

საზოგადოება

ჩუღურეთში მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყო

ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ჩიხი N2-ში 1 100 კვადრატულ მეტრზე მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყო. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განათების სისტემა დამონტაჟდა, საფეხმავლო ბილიკი ფილებით მოპირკეთდა, ასევე, საბავშვო გასართობი ზონა, საპარკე ავეჯი და ქუჩის კალათბურთის ფარი მოეწყო. სკვერში დაირგო ხე-მცენარეები და ტერიტორია უსაფრთხოების მოაჯირით შემოიფარგლა.

ივან რაკიტიჩი

22 სექტემბერი 2020, 11:03

სპორტი

ივან რაკიტიჩმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

ივან რაკიტიჩმა სანაკრებო კარიერა დაასრულა.32 წლის ხორვატმა ნახევარმცველმა მიღებული გადაწყვეტილება ჯერ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს გააცნო, შემდეგ კი გულშემატკივარს სოციალური ქსელის საშუალებით აცნობა. ხორვატიის ნაკრებში 13 წლის მანძილზე გამართულ 106 შეხვედრაში რაკიტიჩმა 15 გოლი გაიტანა. სანაკრებო დონეზე ყველაზე დიდ წარმატებას კი 2018 წელს მიაღწია, როდესაც ის და მისი თანაგუნდელები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები გახდნენ.

22 სექტემბერი 2020, 11:02

COVID19

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილ 67 წლის კაცს აგვისტოში ჰემორაგიული ინსულტი ჰქონდა გადატანილი

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 67 წლის კაცი გარდაიცვალა, რომელიც კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. კლინიკაში შესვლისას პაციენტის დიაგნოზი იყო: ინსულტი, პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, მოციმციმე არითმიის ქრონიკული ფორმა.

22 სექტემბერი 2020, 10:57

მსოფლიო

ბრიტანეთის მთავრობა კარანტინის გამკაცრებას გეგმავს

ბრიტანეთის მთავრობამ COVID19-ის მეორე ტალღასთან დაკავშირებით საკარანტინო წესების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ Reuters წერს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დღეს პარლამენტს და ხალხს მიმართავს. ის საზოგადოებას კარანტინის ახალ წესებს გააცნობს.

22 სექტემბერი 2020, 10:55

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 218 ადამიანი დაინფიცირდა, 40 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3913 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1574 ადამიანი, 20 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კორონავირუსი გარდაცვალება 21

22 სექტემბერი 2020, 10:48

COVID19

საქართველოში კორონავირუსით დღეს ორი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 22-ე პაციენტი გარდაიცვალა. 67 წლის კაცს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფიში მკურნალობდნენ. მას თანმდები დაავადება ჰქონდა. მანამდე ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ 80 წლის ქალი გარდაიცვალა.

22 სექტემბერი 2020, 10:37

მსოფლიო

ტეხასს ტროპიკული შტორმი „ბეტა“ დაატყდა თავს

აშშ-ში ტეხასის სანაპიროს შტორმი „ბეტა“ დაატყდა თავს. ინფორმაციას აშშ-ის ნაციონალური ცენტრი ავრცელებს.შტორმი „ბრტა“ მექსიკის ყურეში შაბათს ჩამოყალიბდა.

22 სექტემბერი 2020, 10:34

COVID19

კორონავირუსით გარდაცვლილი 21-ე პაციენტი 80 წლამდე ქალია, მას მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა

80 წლამდე ქალს მძიმე თანმხლები დაავადებები – ინსულტი, დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება, ორმხრივი პნევმონია ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს.