19 სექტემბერი 2020, 16:14 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: ჩვენ ზედმიწევნით ვიცით, რომელ სოფელში რა პრობლემაა

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

ყველაზე მთავარი არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზედმიწევნით იცის სად, რომელ სოფელში რა პრობლემაა. ამ პრობლემების გადაწყვეტა უკვე დაწყებულია და ჩვენ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ერთად, უახლოეს პერიოდში ვიამაყოთ ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი, რა თქმა უნდა, განათლებული და ევროპული სახელმწიფოთი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანის და ხონის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენისას, სამტრედიაში განაცხადა.

„სამტრედია სოფლის მეურნეობის გარეშე შეუძლებელი და წარმოუდგენელია. ამიტომ, უნდა ვიშრომოთ და მივეხმაროთ ჩვენს გლეხს, რომ გახდეს ძლიერი ფერმერი. მე, სანამ აქ ჩამოვიდოდი, ციფრებში ჩავიხედე და ცოტა გულნაწყენი დავრჩი იმიტომ, რომ სახელმწიფო ძალიან ბევრ პროგრამას სთავაზობს, განსაკუთრებით გლეხებს. სამტრედიაში, რაც ვნახე, 2012 წლიდან სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამებით სულ არის დაახლოებით 16 მლნ ლარი გამოყენებული, არაფერია საერთოდ, ძალიან ცოტაა. ისევე როგორც, „დანერგე მომავლის“ ფარგლებში, სამტრედიაში გაშენებულია ახალი, თანამედროვე ინტენსიური კულტურებიც, სულ რაღაც 60 ჰექტარი, საერთოდ არაფერია ეს. მარტო სამტრედიაში არ ხდება ეს, სხვაგანაც ასეა. ამიტომ, ჩვენ გავაკეთეთ ახალი პროგრამა, რომელსაც ჰქვია - „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ქალაქში, მათ შორის სამტრედიაშიც საზოგადოებრივ ცენტრში ან იუსტიციის სახლში ზუსტად იმავე სერვისებს მიიღებთ, რისთვისაც გიწევდათ თბილისში ჩასვლა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახალგაზრდობა, რომელიც მზად არის, დაიწყოს თავისი საქმე, გახსნას ბიზნესი, ეს იქნება ტურისტული, სოფლის მეურნეობა, სატრანსპორტო, არ აქვს მნიშვნელობა, სახელმწიფო მიეხმაროს, წაახალისოს და მივეხმარებით. აქ ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ადამიანმა იგრძნოს პასუხისმგებლობა, არა მთავრობას და სახელმწიფოს შეჰყურებდეს ხელში, არამედ იგრძნოს პასუხისმგებლობა, გადადგას პირველი ნაბიჯი, დაიწყოს თავისი საქმე და ამას რა თქმა უნდა, მიხმარება სჭირდება იმისთვის, რომ ღირსეულად იშრომოს და ღირსეულად არჩინოს თავისი ოჯახი და შემდგომ მეზობელს დაეხმაროს, ნათესავს და ასე გაძლიერდეს ნელ-ნელა, გლეხი გახდეს ძლიერი ფერმერი. ამისთვის კეთდება ყველა ეს პროგრამა, იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ეს პირველი ნაბიჯი გადადგან. არ არის ეს მარტივი, რთულია, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ყველა ასეთ ადამიანს, ვისაც არ შეეშინდება, ვისაც ცოდნა, ინიციატივა აქვს, სახელმწიფო დაუდგება გვერდით,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა განათლებისა და საპენსიო რეფორმებზე, აგრეთვე, მასწავლებლის, ექიმისა და პოლიციელის პროფესიის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა სახელმწიფო ამ ადამიანებს გვერდით დაუდგეს.

„სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციაა იზრუნოს ბავშვზე - სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესი დაიცვას, საერთოდ არავის ახსოვდა ეს წლების წინ. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ბავშვებს სხვაობა არ ჰქონდეთ, დაიბადებიან ისინი თბილისში, ბათუმში, დიდ ჯიხაიშში თუ კიდევ სხვაგან, მათ ერთნაირი დონის განათლება უნდა მიიღონ და ამისთვის ტარდება განათლების რეფორმა. ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები არ უნდა იყვნენ დამოკიდებული იმაზე, რომელიმე პოლიტიკური ძალა დაპირდება თუ არ დაპირდება პენსიის გაზრდას. სწორედ, ამიტომ შევცვალეთ ჩვენ ეს საკანონმდებლო დონეზე და დღეს გარანტირებულია პენსიის ზრდა ყოველწლიურად, ეკონომიკურ ზრდასთან მიბმულია. სახელმწიფოს ფუნდამენტი არის ძლიერი მასწავლებელი, ძლიერი ექიმი, ძლიერი პოლიციელი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ხალხს გვერდით დავუდგეთ, რადგან ეს არის სახელმწიფოს განსახიერება, ეს ის ხალხია, რომლებიც ზრუნავენ ჩვენს მოქალაქეებზე,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია თითოეულ ადამიანს ქვეყანაში ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები.

„ყოველთვის ადამიანი ხდება ჩვენი ყოველი ნაბიჯის, ყველანაირი პოლიტიკის ცენტრში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მას შემდეგ, რაც ერთად, ერთობლივი შრომით ქვეყანას მოვიყვანთ წესრიგში, სისტემურ ინფრასტრუქტურას მოვიყვანთ წესრიგში, მას შემდგომ, რაც გვეყოლება ძლიერი მასწავლებელი, ძლიერი ექიმი და პოლიციელი, გვეყოლება ღირსეული სიბერის მქონე პენსიონერი, ვიზრუნებთ ბავშვებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ თანაბარი პირობები უნდა შევქმნათ თითოეული ადამიანისთვის და მივცეთ საშუალება, მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზება - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველამ კარგად იცით, რომ სამტრედიაში დღეს ძალიან მწვავე პრობლემებია, მაგალითად როგორიც არის წყალმომარაგება. სამტრედიის წყალმომარაგების და წყალარინების სისტემა არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ეს პროექტი უკვე დაწყებულია და მისახედია, უნდა გავაკეთოთ ისევე, როგორც სარწყავი წყლები. თქვენს შემთხვევაში, ზოგჯერ წყალი გასატანია, პირიქით, საირიგაციო სამუშაოები სხვანაირად არის გასაკეთებელი, მაგრამ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არც ერთი გოჯი მიწა არ დარჩეს დაუმუშავებელი. ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთად. აქ, ყველაზე მთავარი არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზედმიწევნით იცის სად, რომელ სოფელში რა პრობლემაა. ამ პრობლემების გადაწყვეტა უკვე დაწყებულია და ჩვენ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ერთად, უახლოეს პერიოდში ვიამაყოთ ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი, რა თქმა უნდა, განათლებული და ევროპული სახელმწიფოთი. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. დარწმუნებული ვარ, რომ გივი ჭიჭინაძე, ადამიანი, რომელიც ამ კუთხის შვილია, უმუშავია გუბერნატორად, ზედმიწევნით ზუსტად იცის თითოეული სოფლის, თითოეული რეგიონის პრობლემა, იქნება ღირსეული ხმა სამტრედიელებისა, ქვეყნის პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ყველანი ერთად, რაც მთავარია, სამართლიან ბრძოლაში გავიმარჯვებთ“- განაცხადა პრემიერმა.

ყველა სიახლე

20 ივლისი 2026, 22:57

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

ზოჰრან მამდანი დონალდ ტრამპი

20 ივლისი 2026, 22:29

მსოფლიო

ტრამპი პირობას დებს, რომ აშშ-ში ვიზიტისას ნეთანიაჰუს არ დააკავებენ, მიუხედავად მამდანის მცდელობისა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს „ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას არანაირი ფორმით და არავითარ შემთხვევაში არ დააკავებენ“.

თორნიკე სულაბერიძე

20 ივლისი 2026, 21:28

ეკონომიკა

თორნიკე სულაბერიძე: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციების სააგენტო მიმდინარე წელს 300-მდე ადგილობრივ მეწარმეს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება

ინვესტიციების სააგენტო მიმდინარე წელს 300-მდე ადგილობრივ მეწარმეს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება, - ამის შესახებ სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე სულაბერიძემ განაცხადა.

დონალდ ტრამპი

20 ივლისი 2026, 21:25

მსოფლიო

ტრამპი: ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი ამერიკელ ჯარისკაცს მოკლავს, ისინი ამ მკვლელობისთვის მრავალჯერადად აგებენ პასუხს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანი გააფრთხილა და განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ განხორციელებულ ყოველ თავდასხმას მკაცრი და მრავალჯერადი პასუხი მოჰყვება.

20 ივლისი 2026, 21:10

რეგიონი

არსებული მდგომარეობის შესაფასებლად, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში ხვალ გეოლოგები იმუშავებენ

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის უზრუნველსაყოფად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მობილიზებული ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, - აღნიშნულია ლენტეხის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვოლოდიმირ ზელენსკი მიხაილო ფედოროვი

20 ივლისი 2026, 20:57

მსოფლიო

Financial Times: ზელენსკიმ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მიხაილო ფედოროვს ფართო უფლებამოსილებების მქონე სხვა თანამდებობა შესთავაზა, თუმცა, ფედოროვს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში დაბრუნება სურს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მიხაილო ფედოროვს ფართო უფლებამოსილებების მქონე სხვა თანამდებობა შესთავაზა, თუმცა, ფედოროვს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში დაბრუნება სურს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი უკრაინელ მაღალჩინოსნებსა და ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

20 ივლისი 2026, 20:39

საზოგადოება

ათეულობით წლის ლოდინი დასრულდა - კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულმა კიდევ 58-მა ოჯახმა დიდ დიღომში ახალი ბინები მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულმა კიდევ 58-მა ოჯახმა დიდ დიღომში ბინები მიიღო. ათეულობით წლის მოლოდინის შემდეგ, მოქალაქეებს ახალი საცხოვრებელი ფართები აქვთ.

20 ივლისი 2026, 20:29

ეკონომიკა

ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი და ადგილობრივი ექსპორტის 50%-იანი ზრდა - როგორია საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და დადებითი დინამიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქვეყანაში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება. დადებითი დინამიკა როგორც ივნისის, ისე წლის პირველი ნახევრის მონაცემებში აისახა. განსაკუთრებული ზრდაა ადგილობრივ ექსპორტშიც.

20 ივლისი 2026, 20:26

საზოგადოება

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შანხაიში გამართულ მათემატიკის 67-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩინეთში, ქალაქ შანხაიში გამართულ მათემატიკის 67-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IMO 2026) ოქროს მედალი მოიპოვა.

20 ივლისი 2026, 20:24

ეკონომიკა

რეკორდული მაჩვენებლები საქართველოს ტურიზმში - წლის პირველ ექვს თვეში ქვეყანამ 3 მილიონზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა. განსაკუთრებული მატებაა ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

ჟან-ნოელ ბარო

20 ივლისი 2026, 20:22

მსოფლიო

პარიზი თეირანს დიპლომატიური იმუნიტეტის უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ მკაცრად დაგმო ირანის უსაფრთხოების სამსახურების ქმედება თეირანში მყოფი ორი ფრანგი დიპლომატის წინააღმდეგ, რომელთაგან ერთ-ერთზე ფიზიკურად იძალადეს.

20 ივლისი 2026, 20:21

სამართალი

ფინანსური სანქციები სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარებისთვის - ბრძოლა სიძულვილის ენასთან გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენის გამოყენება და მოქალაქეების შეურაცხყოფა გამოხატვის თავისუფლების საზღვრებს სცდება. სასამართლომ რამდენიმე მოქალაქის საქმე განიხილა და დააჯარიმა.

20 ივლისი 2026, 20:18

პოლიტიკა

სიძულვილის ენა, უცენზურო ლექსიკა და ეროვნული ღირებულებების შეურაცხყოფა - მწვავე გამოხმაურება გავრცელებულ სკანდალურ პოდკასტზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ პოდკასტს, სადაც აქტივისტი ონისე ოქრიაშვილი უცენზურო ლექსიკას იყენებს, მწვავე გამოხმაურებები მოჰყვა.გადაცემაში გახმიანებულმა რეპლიკებმა, მათ შორის მწერალ ნოდარ დუმბაძისა და რელიგიური თემების მისამართით, მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია

20 ივლისი 2026, 20:15

რეგიონი

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად გარე სამყაროს დროებით მოწყვეტილ 30-ვე სოფელთან საავტომობილო კავშირი აღდგენილია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მძიმე ტექნიკა მუშაობს ქუთაისი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზეც. აქ უსაფრთხოების მიზნით მოძრაობა დროებით მხოლოდ სპეციალური ტექნიკის დახმარებითაა შესაძლებელი.

ენდი ბერნემი

20 ივლისი 2026, 19:53

მსოფლიო

ბრიტანეთის პრემიერი: ბრიტანეთმა მსოფლიოს უნდა დაუმტკიცოს, რომ სტაბილურობის აღდგენა ხელახლა შეგვიძლია

დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმ თავის პირველ გამოსვლაში, წლების მანძილზე არსებული არასტაბილურობის შემდეგ პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის პირობა დადო.

20 ივლისი 2026, 19:36

მსოფლიო

The New York Times: პენტაგონმა ირანთან ომში აშშ-ის სამხედროების დაშავების ათობით ფაქტი დამალა

იმ კვირაში, რომელიც წინ უძღოდა პარასკევს იორდანიაში განხორციელებულ ირანულ თავდასხმას - რასაც ორი ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, ხოლო ერთი სამხედრო მოსამსახურე დაკარგულად ითვლება - ირანმა ქვეყანაში აშშ-ის ძალების წინააღმდეგ კიდევ სამი დარტყმა მიიტანა, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი სტატიაში სათაურით „პენტაგონმა ირანთან ომში აშშ-ის სამხედროების დაშავების ათობით ფაქტი დამალა“.

20 ივლისი 2026, 19:19

სამართალი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

კევინ კიგანი

20 ივლისი 2026, 18:50

სპორტი

ინგლისის ფეხბურთის ლეგენდა, კევინ კიგანი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა

Sky Sports-ის ცნობით, ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი კევინ კიგანი ონკოლოგიური დაავადების შედეგად, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ენდი ბერნემი

20 ივლისი 2026, 18:26

მსოფლიო

ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ზელენსკის მხარდაჭერა გამოუცხადა

ბრიტანეთის ახლადდანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ ამ თანამდებობაზე პირველ სატელეფონო ზარებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან განახორციელებს.

ლევან ნიკოლეიშვილი

20 ივლისი 2026, 18:23

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ირან-ამერიკის ურთიერთობებზე: ვერც ერთი მხარე ვერ იკმაყოფილებს იმას, რაც მას მართებულად მიაჩნია. ეს ყოველთვის იძლევა იმის საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ ომი ასე ადვილად არ დასრულდება

რეალურად, არ ხდება შეთანხმება. ვერც ერთი მხარე ვერ იკმაყოფილებს იმას, რაც მას მართებულად მიაჩნია. ეს ყოველთვის იძლევა იმის საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ ომი ასე ადვილად არ დასრულდება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა ირან-ამერიკის ურთიერთობების ახალ ფაზაზე საუბრისას.