Imedi /  20 სექტემბერი 2020, 23:18 / სანდო წყარო

კახეთში რთველი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს, გადამუშავებულია 95 ათას ტონაზე მეტი ყურძენი

რთველი

ბოლო წლებში სახელწმიფოს მწყობრმა პოლიტიკამ მევენახეობაზე თავისი შედეგი გამოიღო.

არსებული მონაცემებით, 2012 წელს საქართველოდან ექსპორტზე 23 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა, რაც 75 მლნ დოლარის ღირებულების იყო; 2019 წელს კი 94 მლნ ბოთლი ღვინო, ღირებულება - 237 მლნ დოლარს შეადგენდა. საერთო ჯამში, 2013-19 წლებში სულ 1,2 მილიარდი დოლარის ღვინო გაიყიდა.

ამასთან, 2012 წელს სულ საქართველოში 52 ათასი ტონა ყურძენი გადამუშვდა. 2019 წლისთვის კი ეს ციფრი 6-ჯერ გაიზარდა და 272 ათასი ტონა შეადგინა. რქაწითელის ფასი 70 თეთრი, ხოლო საფერავი 1,83 ლარი გახდა.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, 16 სექტემბრის მონაცემებით, ფერმერებზე უკვე 50 მლნ ლარია გაცემული.

2019 წელს ქართული ღვინის საშუალო ფასი 3,12 ევრო შეადგინა. ამ ციფრით საქართველო ღვინის მწარმოებელ ქვეყანათა ხუთეულშია.

გაიზარდა ქვეყნების რაოდენობა, სადაც ამჟამად ქართული ღვინო იყიდება. კერძოდ, 2012 წელს ღვინო 40 ქვეყანაში იყიდებოდა, დღეისთვის კი ეს ციფრი 54 ქვეყანას შეადგენს.

ამასთან, ამ სფეროში ბიზნესს მნიშვნელოვანი დახმარება „ქართუ ბანკმა“ გაუწია. ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, ვინც წლების განმავლობაში ქართულ ვაზზე განსაკუთრებით ზრუნავდა, ივანიშვილის ქველმოქმედების შედეგად, ჯიღაურას სანერგე მეურნეობაში გადარჩენილი და დაცულია 625 უნიკალური ქართული და ევროპული ჯიში. წლების განმავლობაში გაშენებული ეს უნიკალური სანერგე „ქართუმ“ საჩუქრად სახელმწიფოს გადასცა და ის ახლა სოფლის მეორნეობის სამინისტროს ბალანსზეა.

საზოგადოებას კარგად ახსოვს, 2012 წელს „ფონდი ქართუს“ მიერ გამოყოფილი 95 მილიონი ლარი დასეტყვილი ვენახების საკომპენსაციოდ, რასაც შემდგომში სახელწმიფოს მწყობრი პოლიტიკა და ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან მნიშვნელოვნად გაზრდილი დაფინანსება მოჰყვა.

როგორ იყო წლების წინ და როგორ მიმდინარეობს რთველი კახეთში დღეს „იმედის კვირის“ სიუჟეტიდან შეიტყობთ.

ყველა სიახლე

28 ოქტომბერი 2020, 15:45

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ლიეუტუვის ახლდადანიშნულ ელჩს შეხვდა

28 ოქტომბერს, საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა.

28 ოქტომბერი 2020, 15:41

COVID19

ბოლო 24 საათში, შიდა ქართლში კოვიდინფიცირების 76 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსისგან 9 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილზე კი ეპიდკვლევა მიმდინარეობს. ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.

28 ოქტომბერი 2020, 15:38

COVID19

ლაგოდეხში კოვიდინფიცირებული 65 წლის კაცი გარდაიცვალა

ლაგოდეხში „არქიმედეს“ კლინიკაში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. უცნობია, ჰქონდა თუ არა მას თანმხლები დაავადებები. ცნობილია, რომ პაციენტი კლინიკაში 4 დღის წინ მოათავსეს და ის მკურნალობის კურსს გადიოდა. იგეგმებოდა მისი თბილისში გადაყვანა, თუმცა 65 წლამდე კაცი დღეს მოულოდნელად გარდაიცვალა.

მამუკა მდინარაძე

28 ოქტომბერი 2020, 15:32

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ არჩევნების დღეს 12:00 საათიდან პარლამენტის წინ შეკრებას და ფსონის სიტუაციის რადიკალიზაციაზე გაკეთებას გეგმავს

ჩვენი ინფორმაციით, თბილისის მერიაში შესულია წერილი, რომლის მიხედვითაც ისინი არჩევნების დღეს პარლამენტის წინ 12:00 საათიდან იკრიბებიან. როგორც ჩანს, სრული რესურსის მობილიზაციას ისინი არა არჩევნების, არამედ ამ მიმართულებით აპირებენ და აანონსებენ მრავალათასიანი აქციის ჩატარებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

28 ოქტომბერი 2020, 15:27

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: აქამდე ვიცოდით, რომ არსებობენ ობიექტური დამკვირვებლები, ახლა უკვე ვიცით, რომ არსებობენ სუბიექტური დამკვირვებლებიც

„ჩვენ ისინი ვამხილეთ, იმისთვის რომ ვერ შეძლონ: პირველი, ქართული საზოგადოების და მეორე - ჩვენი საერთაშორისო დამკვირვებლების შეცდომაში შეყვანა და ამ მხილებით უზრუნველვყავით, რომ მაქსიმალურად შემცირდება რისკი იმისა, რომ რომელიმე მათი ტენდენციური და მიკერძოებული, სუბიექტური გამონათქვამი მოხვდეს საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშებში და ამით რაღაც ჩრდილი მიადგეს იმ დემოკრატიულ პროცესს, რაც არჩევნების დღეს ამ ქვეყანაში გაიმართება“, - განაცხადა მდინარაძემ.

28 ოქტომბერი 2020, 15:25

რეგიონი

მთიან აჭარაში საპიკნიკე ზონები მოეწყო

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მთიან აჭარაში, ტურისტულ მარშრუტებზე საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოაწყო. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ავთენტური და ეკოლოგიური მასალებით დამზადებული ერთ-ერთი საპიკნიკე ჩირუხის ალპურ ტურისტულ მარშრუტზეა განთავსებული, რომელიც საშუალებას აძლევს მოგზაურებს ღია სივრცეში, ავთენტურ გარემოში განიტვირთონ, დაისვენონ და ულამაზესი პანორამული ხედებით დატკბნენ. ზღვის დონიდან 2,148 მ სიმაღლეზე განთავსებული საპიკნიკე ინფრასტრუქტურა თავისი ჰამაკებით, საქანელებითა და ფანჩატურით საზაფხულო იაილებზე ტურისტებისთვის რეკრეაციული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.

28 ოქტომბერი 2020, 15:21

პოლიტიკა

გორის ოლქში შემავალ რამდენიმე უბანზე, კოვიდინფექციის შემთხვევების გამო, კომისიების შემადგენლობა იცვლება

ცესკო-ს საოლქო კომისიას საუბნო კომისიების შემადგენლობებში ცვლილებები ბოლო ორი დღეა შეაქვს. კომისიის თავმჯდომარის მალხაზ მირუაშვილის ინფორმაციით, საკადრო რესურსი საკმარისია და ამ მხრივ პრობლემები არჩევნების დღეს არ შეიქმნება.

28 ოქტომბერი 2020, 15:12

სამართალი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში ქალს მატარებელი დაეჯახა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში მატარებელი ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ქალი ლიანდაგზე გადადიოდა და მატარებლის ხმოვანი სიგნალი ვერ გაიგო. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 ოქტომბერი 2020, 15:06

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მიხეილ სააკაშვილი და მისი მოღალატე ბანდა არჩევნების შემდეგ პოლიტიკაში ვეღარ დარჩებიან

ქვეყნის მოღალატე, ძირძველი ტერიტორიებისა და წმინდა ადგილების გადამცემი, მკვლელი და ხალხის მჩაგვრელი მასხარა სააკაშვილი და მისი მოღალატე ბანდა არჩევნების შემდეგ ვეღარ დარჩებიან პოლიტიკაში, მოღალატე ძალა უნდა გაუქმდეს! - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ზე წერს.

გიორგი ვაშაძე

28 ოქტომბერი 2020, 14:37

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: პასუხისმგებლობით მოეკიდეთ სამოქალაქო ვალდებულებას და ყველას გთხოვთ, მიდი არჩევნებზე

​„რაც შეეხება კორონავირუსის ციფრებს, ამის თამაშის ერთადერთი მიზანია დააშინონ ამომრჩეველი, რომ ნაკლები მივიდეს საარჩევნო ყუთებთან, იმიტომ რომ თუ ცოტა ამომრჩეველი მოვა, ფიქრობენ, რომ უფრო მეტი შანსი აქვთ უკეთესი შედეგი ჰქონდეთ, თუმცა დარწმუნებული ვარ ყველა მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობს მიიღებს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

28 ოქტომბერი 2020, 14:35

COVID19

პოლონეთში კოვიდინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

პოლონეთში კოვიდინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, პოლონეთში კორონავირუსის 18,820 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 236 ინფიცირებული გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, პოლონეთში კორონავირუსის 299,049 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 4,851 ადამიანი გარდაიცვალა.

თამარ კორძაია

28 ოქტომბერი 2020, 14:23

პოლიტიკა

თამარ კორძაია: ხელისუფლებას ეკისრება ვალდებულება არჩევნები ჩაატაროს მშვიდობიანად

„ხელისუფლებამ არჩევნები უნდა ჩაატაროს კანონიერად, მშვიდობიანად. მიუხედავად იმისა, რომ ის ამომრჩეველს მოუწოდებს მოვიდნენ არჩევნებზე, პარალელურად ის აკეთებს იმას, რომ ადამიანები დარჩნენ სახლში“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

„ბრიუსელის კვირეული 2020

28 ოქტომბერი 2020, 14:20

რეგიონი

„ევროპის უნივერსიტეტისა" და „ქუთაისის უნივერსტიტეტის" სტუდენტებს „ბრიუსელის კვირეული 2020"-ზე ვირტუალურად დასწრების შესაძლებლობა ეძლევათ

„ევროპის უნივერსიტეტისა" და „ქუთაისის უნივერსტიტეტის" სტუდენტებს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ძალისხმევის შედეგად „ბრიუსელის კვირეული 2020"-ზე ვირტუალურად დასწრების შესაძლებლობა ეძლევათ, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტში" ვრცელებს.

28 ოქტომბერი 2020, 14:18

COVID19

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 2,241 პაციენტს დაუდასტურდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 2,241 პაციენტს დაუდასტურდა, 21 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 82,651 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1,243 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 52,508.

არჩილ თალაკვაძე

28 ოქტომბერი 2020, 14:16

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: გამოკითხვის საფარქვეშ, მოქალაქეებისთვის ძალის გამოყენების შეთავაზება ეწინააღმდეგება მშვიდობიანი არჩევნების იდეას

საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფარქვეშ, მოქალაქეებისთვის დესტაბილიზაციის და ძალის გამოყენების შეთავაზება, თუნდაც ირიბი სახით, ეწინააღმდეგება მშვიდობიანი, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების იდეას და საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგს გამოეხმაურა.

Charlie Hebdo

28 ოქტომბერი 2020, 14:05

მსოფლიო

ანკარის გენპროკურატურამ ჟურნალ Charlie Hebdo-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

ანკარის გენერალურმა პროკურატურამ ფრანგული სატირული ჟურნალის, Charlie Hebdo-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ტელეკომპანია NTV-ს ცნობით, გამოძიების დაწყების მიზეზი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანზე ჟურნალში გამოქვეყნებული კარიკატურა გახდა.

კელი დეგნანი

28 ოქტომბერი 2020, 14:03

პოლიტიკა

კელი დეგნანი: ჩვენ კვლავ ვიქნებით საქართველოს ძლიერი მეგობარი და პარტნიორი მისი დემოკრატიული განვითარების გზაზე

„ეს ნიშნავს, მუშაობის გააგრძელებს, რომ იყოს უფრო ინკლუზიური პროცესი, უფრო მჭიდრო მუშაობა სამოქალაქო საზოგადოებასთან, უფრო მეტი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება მართვის მიმდინარეობის შესახებ. შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას. ჩვენ კვლავ ვიქნებით საქართველოს ძლიერი მეგობარი და პარტნიორი მისი დემოკრატიული განვითარების გზაზე“, - აცხადებს კელი დეგნანი.

28 ოქტომბერი 2020, 14:02

სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური: სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს N18 (სამკურნალო) დაწესებულებაში პატიმრებს სათანადო სამედიცინო მომსახურება არ მიეწოდებათ

სოციალური ქსელის საშუალებით ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს N18 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებს მედპერსონალი ყურადღებას არ აქცევს. „ერთ-ერთ ჩემს კლიენტს, რომელსაც ერთი ფეხი მოკვეთეს იქვე და ახლა მეორე ფეხია მოკვეთის საშიშროების წინაშე, წამალსაც არ აწვდიან გამაყუჩებელს“, - წერს ადვოკატი კუბლაშვილი სოციალურ ქსელში. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე.

28 ოქტომბერი 2020, 13:58

რეგიონი

იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისში პროგრამამ „აწარმოე საქართველოში“ არაერთ საწარმოს გაუწია დახმარება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი სამკერვალო საწარმო "იმერში" დასაქმებულებს შეხვდა. "იმერი“ სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში გაფართოვდა. ქუთაისის მერობის კანდიდატი "იმერის“ მუშაობის პროცესს გაეცნო და საარჩევნო პროცესის სპეციფიკასა და პროგრამის პრიორიტეტებზე ისაუბრა, ასევე ხაზი გაუსვა მსგავსი საწარმოების მნიშვნელობას, მოქალაქეთა დასაქმებისა და სოციალური ყოფის მოწესრიგების კუთხით.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის გერბი

28 ოქტომბერი 2020, 13:56

რეგიონი

ოზურგეთის მერია ამომრჩევლისთვის დიდი ოდენობით სურსათის დარიგების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

რეალურად, ეს გახლავთ მუნიციპალიტეტის მიერ საბავშვო ბაღების ბენეფიციარებისთვის, კანონმდებლობის სრული დაცვით შესყიდული საკვები პროდუქტი, რომელიც პერიოდულად, პანდემიის პერიოდში ბაღების აღსაზრდელთა ოჯახებს გადაეცემათ, - ამის შესახებ ნათქვამია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.