imedi /  21 სექტემბერი 2020, 13:52 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში დგას ადამიანი - ეს არის გარანტირებული კონსტიტუციის დონეზე

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნება“ უახლეს ისტორიაში ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეცვალა საარჩევნო სისტემა და გაატარა ისეთი დემოკრატიული საკონსტიტუციო რეფორმა, რომლითაც რეალური ძალაუფლება, კონტროლი სახელმწიფო მმართველობაზე დაუბრუნდა ხალხს და სწორედ ამიტომ არის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში დგას ადამიანი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობისა და ხარაგაულის მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ 2012 წლის შემდეგ განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე საუბრისას აღნიშნა, ის, რომ სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში ადამიანი დგას, გარანტირებულია არა მხოლოდ კონსტიტუციის, არამედ „ქართული ოცნების“ მუშაობის პრინციპების დონეზეც.

მისი თქმით, მიუხედავად აგრესიული, ძველი ოპოზიციის მიერ დღემდე კონტროლირებადი დეზინფორმაციის კამპანიისა, მმართველმა გუნდმა ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება და საზოგადოებასთან ნდობის განმტკიცება შეძლო.

„ჩვენ შევძელით ყველაზე უკეთ მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია რაიმე განვითარების მიღწევა ქვეყანაში. ჩვენ შევძელით ზრუნვა ადამიანზე, მის ჯანმრთელობაზე და მისი უფლებების დაცვაზე და ბოლო, ყველაზე კარგი მაგალითი - საყოველთაო ჯანდაცვის, C ჰეპატიტის პროგრამის, სხვა რეფორმების შემდეგ, არის საქმე, რომელიც გიორგი გახარიას მთავრობამ გლობალური პანდემიის პირობებში გააკეთა და მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ საქართველომ ყველაზე უკეთ შეძლო პანდემიის და კორონავირუსის პირველი ტალღის მოგერიება და ვირუსის ფართო გავრცელების შეზღუდვა. ახლაც, თქვენ რომ შეხვიდეთ გლობალური სტატისტიკის გვერდზე, ნახავთ, რომ მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით, ევროპაში, არის შემთხვევების მკვეთრი მატება და ამ ფონზეც საქართველო რჩება ვირუსის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გავრცელების ზონად და ინარჩუნებს მწვანე სტატუსს. ეს არის იმის დამსახურება, რომ ქვეყანას ჰყავს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და ძლიერი ლიდერები. ჩვენ სწორედ ამ გამოცდილი გუნდით, სწორედ ამ პასუხისმგებლობით გავაგრძელებთ ზრუნვას მომავალზე და დღეს მოვედით თქვენთან, რომ ეს ნდობა განვამტკიცოთ და განვაგრძოთ თქვენთან ერთად ზრუნვა ქვეყნის გამთლიანებაზე, ქვეყნის გაძლიერებაზე“, - მიმართა დამსწრეებს არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა გამოწვევებზეც. მისი თქმით, გაჭირვების პირისპირ არაერთი ოჯახი რჩება, თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ მოთმინებით, შრომისმოყვარეობით, სწორი, თანმიმდევრული გადაწყვეტილებებით, „ქართული ოცნება“ კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს.

არჩილ თალაკვაძემ საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, პაატა კვიჟინაძისა და ხარაგაულის მერობის კანდიდატის - კობა ლურსმანაშვილის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა და მათ მიერ პარლამენტში გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრა.

„პაატა კვიჟინაძე, რომელიც ამ წლების განმავლობაში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში იყო ყოველი ლარის დარაჯი და ის ყველაზე მეტად ზრუნავდა, რომ ბიუჯეტი სამართლიანად ყოფილიყო განაწილებული და რაციონალურად ყოფილიყო დახარჯული. მას ყოველთვის ჰქონდა საქმიანი კითხვები და საქმიანი პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც პარლამენტში განიხილებოდა. ეს არის პროფესიონალი, კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და უყვარს თავისი ხალხი. მე მინდა, მხარდაჭერა გამოვხატო ასევე, ბატონი კობა ლურსმანაშვილის მისამართით. არ ყოფილა არცერთი სესია ამ ოთხი წლის განმავლობაში, როდესაც სხვა საერთო საკითხებთან ერთად, ბატონ კობას თავისი კუთხის, თავისი ხალხის საჭიროებები არ დაეყენებინა სხდომაზე, კომიტეტებში თუ უმრავლესობის შეხვედრებზე. დამიჯერეთ, რომ ეს ადამიანი მართლაც ღირსეულად, შედეგზე ორიენტირებულად გააგრძელებს თავის საქმიანობას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ყველა სიახლე

გიორგი ვოლსკი

01 დეკემბერი 2020, 14:56

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ასლან ვაშაყმაძის მუქარა იმ შინაარსს გამოხატავს, რაც საერთო ოპოზიციურ გუნდს აქვს

„დღეს ეს ადამიანი ოპოზიციამ დაბალ ღობედ წარმოადგინა და ყველა გაემიჯნა. სააკაშვილს გაემიჯნონ იმ განცხადებაში, რაც გააკეთა. ერთიც უბადრუკია და მეორეც, მაგრამ რეალურად გამოხატავს გაერთიანებული ოპოზიციის შინაარსს, სახელმწიფოს სტაბილურობის მიმართ მათი ქმედებებსა და დამოკიდებულებას“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

01 დეკემბერი 2020, 14:45

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა.

01 დეკემბერი 2020, 14:44

COVID19

ავსტრიაში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყო

ავსტრიაში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყო. ქვეყნის მოსახლეობამ ეს გადაწყვეტილება იმ ინფიცირებულთა გამოსავლენად მიიღო, რომლებსაც დაავადება უსიმპტომოდ გაადაქვთ.

ლაშა გუჯეჯიანი

01 დეკემბერი 2020, 14:39

სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ყავს. ამ თანამდებობაზე ნოდარ მეტრეველი ლაშა გუჯეჯიანმა შეცვალა, რომელიც აქამდე ახალგაზრდულ ნაკრებს ავარჯიშებდა. გუჯეჯიანი „გამოწვევა 2020“-ის ერთ-ერთი ავტორია. პროექტმა რამდენიმე წარმატებული სპორტსმენი, ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე, გელა ზაალიშვილი და ლაშა ბექაური აღმოაჩინა. პირველი ტურნირი, რომლისთვისაც გუჯეჯიანს ნაკრების მომზადება მოუწევს, მსოფლიოს მასტერსია, რომელსაც 11-13 იანვარს ყატარის დედაქალაქი დოჰა უმასპინძლებს.

01 დეკემბერი 2020, 14:24

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა.

01 დეკემბერი 2020, 14:20

სამართალი

თბილისის ზღვის ჰოსპიტალი დააყაჩაღეს

„ორი კაცი იარაღის მუქარით ითხოვდა კარის გაღებას. 3-ჯერ გაისროლეს, რის შედეგადაც დაზიანდა კლინიკის ქონება. შემდეგ შემოიჭრნენ შენობაში და წაიღეს თანხა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. კლინიკა სრული დატვირთვით აგრძელებს მუშაობას და პაციენტებს საფრთხე არ ემუქრებათ”, - განაცხადა ნინი კილაძემ.

თორნიკე რიჟვაძე

01 დეკემბერი 2020, 14:11

რეგიონი

აჭარის მთავრობა 7 000-ზე მეტ სოციალურად მოწყვლად ოჯახს სასურსათო უზრუნველყოფის კალათებს გადასცემს

ანტიკრიზისული პაკეტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის გეგმასთან ერთად აჭარაში ამოქმედდება კონკრეტული ღონისძიებები, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეების, თვითდასაქმებულების, ბიზნესის მხარდაჭერას, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ ყურადღება გაამახვილა გაფართოებული წერტილოვანი შეზღუდვების პერიოდში ბიზნესის ხელშეწყობასა და მოქალაქეების დახმარებაზე.

01 დეკემბერი 2020, 14:11

COVID19

გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, საჯარო უწყებებს ვირუსისგან დამცავი სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა

საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, მოქალაქეების მხრიდან წესების დაცვის მნიშვნელობა და საჯარო უწყების თანამშრომლებისა და მოწყვლადი ჯგუფების დამცავი სამედიცინო საშუალებებით აღჭურვის მნიშვნელობა, - ამ საკითხებზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორის საკითხებში ლელა აქიაშვილმა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, NCDC-ს საფინანსო დეპარტამენტის უფროსმა, ოთარ ნამიჭეიშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.

დავით დუნდუა

01 დეკემბერი 2020, 14:07

ეკონომიკა

დავით დუნდუა: საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია თავისუფალ, სამართლიან, ინკლუზიურ და მდგრად განვითარებაზე

ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე სტრატეგიული ადგილმდებარეობით, საქართველო იძლევა ბევრ უპირატესობას იმპორტისა და ექსპორტის აქტივობისთვის, საერთაშორისო ბიზნესსაქმიანობისათვის, უცხოური ინვესტიციების განხორციელებისათვის და სხვა. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია თავისუფალ, სამართლიან, ინკლუზიურ და მდგრად განვითარებაზე, რაც უზრუნველყოფს ეფექტურ საჯარო მომსახურებას, ბაზარზე ღია და სამართლიან კონკურენციას, ინტელექტუალური და საკუთრების უფლების სათანადო დაცვასა და თავისუფალი სასამართლო სისტემის ხელმისაწვდომობას, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთში, დავით დუნდუამ ჟურნალ „Maritime Economies“-თან განაცხადა.

01 დეკემბერი 2020, 13:47

COVID19

ქუთაისის გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელს და რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ცენტრის უფროსს, მაია რუხაძეს ვირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები ეტაპობრივად დაინფიცირდნენ. უმეტესობამ ვირუსი უკვე დაამარცხა და მუშაობას აგრძელებს.

01 დეკემბერი 2020, 13:46

COVID19

კახეთის რეგიონში კორონავირუსით 69 წლის ქალი გარდაიცვალა

კახეთში, კორონავირუსით 69 წლის ქალი გარდაიცვალა. imedinews- ის ინფორმაციით, პაციენტი საგარეჯოს „ჯეო -ჰოსპიტალსის“ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკიდან გადაიყვანეს, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა. მედიკოსების განმარტებით, პაციენტს ვირუსთან ერთად თანმხლები დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

მიხეილ ხიდურელი

01 დეკემბერი 2020, 13:33

ეკონომიკა

მიხეილ ხიდურელი: პანდემიის მიუხედავად, შევძელით შოკოლადის მწარმოებელი, მსხვილი საერთაშორისო კომპანიის შემოყვანა

არსებული გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შევძელით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, საერთაშორისო კომპანიის საქართველოში შემოყვანა. მოხარულები ვართ, რომ შვეიცარულმა კომპანიამ ნდობა გამოხატა და რამდენიმეწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, საქართველოში ინვესტიციის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, - განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა.

01 დეკემბერი 2020, 13:30

მსოფლიო

თურქეთმა და რუსეთმა მთიან ყარაბაღში ერთობლივი სადამკვირვებლო ცენტრის შექმნის შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერეს

თურქეთმა და რუსეთმა მთიან ყარაბაღში ერთობლივი სადამკვირვებლო ცენტრის შექმნის შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გელა ბეჟუაშვილი

01 დეკემბერი 2020, 13:14

სამართალი

გელა ბეჟუაშვილი დავით გარეჯის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში ადვოკატთან ერთად მივიდა

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გელა ბეჟუაშვილი გენერალურ პროკურატურაში ადვოკატთან ერთად მივიდა. როგორც ცნობილია, ის დავით გარეჯის საქმეზე გამოკითხვაზეა დაბარებული. პროკურატურაში შესვლამდე ბეჟუაშვილმა კომენტარი არ გააკეთა და მედიის წარმოამდგენლებს განუცხადა, რომ კომენტარს საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებს.

01 დეკემბერი 2020, 13:11

რეგიონი

ზუგდიდის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს მერია სასურსათო პროდუქტს ურიგებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისათვის საკვები პროდუქტების გაცემა დაიწყო. პირველადი სასურსათო პროდუქტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 62 საბავშვო ბაღის 4280 აღსაზრდელს გადაეცემა. ახალსოფლის საბავშვო ბაღში, პროდუქტების გაცემის პროცესს მონიტორინგი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ გაუწიეს.

01 დეკემბერი 2020, 13:10

COVID19

კახეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 3 929-მდე გაიზარდა

კახეთში დაინფიცირებულთა რაოდენობა 3 929-მდე გაიზარდა. 72 ახალი დადასტურებული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია imedinews- ს რამდენიმე წუთის წინ აცნობეს. რეგიონში მუნიციპალიტეტების მიხედვით ეპიდემიოლოგიური სტატისტიკა ასეთია: ახმეტაში 284 კოვიდინფიცირებულია, გურჯაანში - 778, დედოფლისწყაროში - 350, თელავში -1078, ლაგოდეხში - 154, საგარეჯოში -378, სიღნაღში - 236 და ყვარელში - 310.

01 დეკემბერი 2020, 12:58

საზოგადოება

გიორგი შამუგია: კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება MVNO-ების დაშვებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ნაბიჯია ქვეყნისა და სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარებისთვის

„მნიშვნელოვანია კომუნიკაციების კომისიის აქტიური ჩართულობა ქსელის ოპერატორებსა და MVNO-ებს შორის ურთიერთთანამშრომლობის დასარეგულირებლად, რათა გაუთვალისწინებელმა წვრილმანებმა საქმე არ გააფუჭოს შემდგომში და ბაზარს მიმზიდველობა არ დაუკარგოს MVNO-ებისთვის, ურთიერთობაში არ წარმოიშვას უსამართლობის ელემენტები“,- აღნიშნა შამუგიამ.

თენგიზ ცერცვაძე

01 დეკემბერი 2020, 12:58

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ახლა პიკში ვართ და ეს კიდევ 2-3 კვირა გაგრძელდება

„მინდა მოსახლეობას ვუთხრა, ვიცი არის დაძაბულობა, შფოთი რაღაც საშიშის, რომ შეიძლება ჯანდაცვის სისტემა ამ ყველაფერს ვერ გაუმკლავდეს, მინდა მოგმართოთ როგორც პიროვნებამ, რომელიც სიტუაციას ფლობს, მიუხედავად იმისა, რომ ახალი შემთხვევები ძალიან მზარდია, რაღაც მონაკვეთში საქართველო მოსახლეობის ერთეულზე პირველ ადგილზეც კი გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილობამ მოიმატა, მინდა გითხრათ, მიუხედავად ყველაფრისა ქვეყანა, მისი ჯანდაცვა სიტუაციის მართვას ახერხებს“.

01 დეკემბერი 2020, 12:56

საზოგადოება

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დაქვემდებარებულ რისკჯგუფებს პედაგოგები, 65 წლისა და უფროსი ასაკის პირები დაემატნენ

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დაქვემდებარებულ რისკჯგუფებს დაემატა კიდევ ერთი პრიორიტეტული ჯგუფი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგები და 65 წლის და უფროსი ასაკის პირები, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ხორციელდება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

ილჰამ ალიევი

01 დეკემბერი 2020, 12:55

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანის არმიამ რეგიონში ახალი რეალობა შექმნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანელ ხალხს ლაჩინის რაიონის გათავისუფლება მიულოცა. ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის არმიამ და ოფიციალურმა ბაქომ რეგიონში ახალი რეალობა შექმნეს.