imedi /  21 სექტემბერი 2020, 15:29 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით „ქართულმა ოცნებამ“ რეალური ძალაუფლება ხალხს დაუბრუნა

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, 2012 წლის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“, საზოგადოების მხარდაჭერით, ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები გაატარა. სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით გახდა შესაძლებელი, რომ რეალური ძალაუფლება დაუბრუნდათ ადამიანებს, დაუბრუნდა ხალხს და ქვეყანას დემოკრატიული ინსტიტუტები მართავს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყურადღების ცენტრში არის ადამიანი, მისი უფლებები და მისი ღირსება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საჩხერეში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, პაატა კვიჟინაძე წარადგინა.

არჩილ თალაკვაძემ მმართველი გუნდის მიერ 2012 წლის შემდეგ განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებსა და ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მმართველმა გუნდმა კიდევ ერთხელ მიიღოს საზოგადოების მხარდაჭერა, რათა ქვეყანამ განვითარება გააგრძელოს.

„არჩევანის გაკეთების წინ ყველა ადამიანი ფიქრობს, თუ რისი გაკეთება შევძელით ჩვენ ერთად და რის გაკეთებას შევძლებთ მომავალში. რამდენიმე მნიშვნელოვანი მაგალითი რომ მოვიყვანოთ მხოლოდ - „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ყველაზე უკეთ შეძლო ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა, რაც, დამეთანხმებით, რომ განვითარების მთავარი პირობაა. ყველაზე უკეთ შეძლო ზრუნვა ადამიანზე, მის ჯანმრთელობაზე, რომ არაფერი ვთქვათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურაზე, რომელიც აშენდა, C ჰეპატიტის პროგრამაზე, რომელზეც გადაწყვეტილება სწორედ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მიიღო, როდესაც ის გახლდათ პრემიერ-მინისტრი, ბოლო მაგალითიც, ადასტურებს, რომ ქვეყანას ძლიერი მმართველობა და ინსტიტუტები აქვს - როდესაც საქართველომ, მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესოდ გაართვა თავი პანდემიასთან ბრძოლას, შეძლო ვირუსის ყველაზე სახიფათო ტალღის შეკავება - ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმის, რომ ჩვენ შევქმენით ნამდვილად ეფექტური და ადამიანზე ორიენტირებული მმართველობის სისტემა. მინდა, განსაკუთრებით გავუსვა ხაზი ბიზნესის თავისუფლებას და საკუთრების უფლებას. ჩვენ ერთად შევძელით, დაგვესრულებინა დრო, როდესაც ბიზნესმენები და მესაკუთრეები შუაღამით მიდიოდნენ და სახელმწიფოს ჩუქნიდნენ საკუთარ ქონებას. სამწუხაროდ, ეს იყო უსამართლო სახელმწიფო და სწორედ ჩვენ შევძელით ერთად, რომ დღეს სახელმწიფო თავის მოქალაქეებთან ურთიერთობაში არის სამართლიანი, არის ობიექტური და არ აძლევს თავის თავს უფლებას, რომ სხვისი საკუთრების უფლებაში ჩაერიოს. ჩვენ შევძელით პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის წარმოება, დღეს ჩვენი ქვეყანა სარგებლობს უვიზო რეჟიმით ევროპასთან, სარგებლობს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით ევროპასთან, ჩვენ გავაფორმეთ ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან და გვაქვს მტკიცე თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ კშტატებთან, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან. სწორედ ეს საქმეები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ გვყავს ძლიერი პოლიტიკური ლიდერი, ძლიერი გუნდი და გვაქვს ხედვა, როგორც იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ადგილზე, ასევე, გვაქვს ხედვა, თუ რა ხდება დღეს მსოფლიო პოლიტიკაში და რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას ამ რეგიონში. ჩვენ შევძელით, მნიშვნელოვნად დავხმარებოდით მეწარმეებს და კერძო სექტორს. მხოლოდ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის სააგენტოს 2.9 მილიარდის პროექტები და გრანტები აქვს გაცემული და აქვე მინდა გითხრათ „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებშიც 1.4 მილიარდის პროექტები არის დაფინანსებული. ეს არის მხოლოდ რამდენიმე მაგალითი, რომლითაც 84 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, შექმნა ახალი ბიზნესი, დაასაქმა ადამიანები, ან გააფართოვა უკვე არსებული საწარმო. ჩვენ შევძელით ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვნად განვითარება. პრემიერ-მინისტრი საუბრობდა ამ მნიშვნელოვან პროექტზე, რომელიც ახლა გზაში დავათვალიერეთ, მაგრამ ასეთივე პროექტები დღეს კეთდება მთელ საქართველოში და ეს პროცესი გაგრძელდება. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვჭირდება, რომ განვამტკიცოთ ნდობა თქვენთან, მივიღოთ კიდევ ერთხელ, თქვენი მხარდაჭერა, რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა, ადამიანის უფლებები იყოს დაცული და ჩვენმა ქვეყანამ განაგრძოს განვითარება“, - მიმართა შეკრებილებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ყველა სიახლე

ამინდი

30 ოქტომბერი 2020, 09:06

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსების პროგნოზით, 30 ოქტომბერს ქუთაისში დღისით ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება, ღამით კი 13. ოზურგეთში, +23 გრადუსამდეა მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი არის ნავარაუდევი. ბათუმში ნავარაუდევია +23 გრადუსი სითბო დღის განმავლობაში, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება

ბელგია

30 ოქტომბერი 2020, 08:42

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებულებს სამკურნალოდ ბელგიიდან გერმანიაშიც გადაიყვანენ

ბელგიას შეუძლია კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანოს. გერმანელ კოლეგებთან მიღწეული შეთანხმების შესახებ ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

გორი

30 ოქტომბერი 2020, 08:30

სამართალი

გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, შსს ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. „2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

კორონავირუსი

30 ოქტომბერი 2020, 08:10

COVID19

ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში 47 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა

გასულ დღე-ღამეში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 445 მხოლოდ თბილისში დაფიქსირდა. რაც შეეხება თბილისის ინფექციური პათოლოგიის ცენტრს, იქ ჯამში 62 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას. პაციენტების უმეტესობა მძიმე და საშუალო სიმძიმისაა. თითოეული მათგანის მდგომარეობასაყურადღებოა, შესაბამისად კოვიდინფიცირებულებს სხვადასხვა ტიპის მართვითი სუნთქვა ესაჭიროებათ, მათ შორის ე.წ „სიპაპ“ რეჟიმით ჟანგბადის უწყვეტი მიწოდება.

არჩევნები

30 ოქტომბერი 2020, 07:58

პოლიტიკა

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით 3657 საარჩევნო უბანი გაიხსნება

საარჩევნო უბნები კოვიდრეგულაციების სრული დაცვით 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იფუნქციონირებს. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი. კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე 3 657-ივე საარჩევნო უბანს დეზიფექცია ჩაუტარდება.

ლაშა ნაცვლიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 01:39

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: გარეჯი საქართველოა, საქართველო მარადიულია და ის 31 ოქტომბერს იმარჯვებს

გარეჯი საქართველოა, საქართველო მარადიულია და ის 31 ოქტომბერს იმარჯვებს!, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა იმედის გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა.

ლაშა ნაცვლიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 01:38

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: როგორ შეიძლება „ოცნებას“ ეჩხუბებოდე მიშას შენ ინახავო და იმავდროულად, ეუბნებოდე, ნუ იჭერ ამ ხალხსო

„მინდა მივმართო ოპოზიციურად განწყობილ საზოგადობას, რომელიც ფიქრობს, რომ „ქართულ ოცნებას“ აწყობს მიხეილ სააკაშილი როგორც ალტერნატივა, მოდით „ქართულ ოცნებას“ გამოვაცალოთ ეს კომფორტი და არც ერთი ხმა არ მივცეთ „ნაციონალურ მოძრაობას“, მოდი რახან „ოცნება“ არ ამთავრებს „ნაციონალურ მოძრაობს“, იმიტომ რომ ამ ვერსიით და ლეგენდით აწყობს, მოდით დანარჩენებმა დაამთავროს მიშა სააკაშვილი. ხომ ბევრი არიან, დაამთავრონ. იმას კი ნუ ამთავრებენ, ვინც არ დაწყებულა, ეს დაამთავრონ“.

30 ოქტომბერი 2020, 01:33

სამართალი

გორთან ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

გორთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ხუთი ადამიანი. რამდენიმე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მიკროავტობუსი თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ლაშა ნაცვლიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 01:20

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი დავით-გარეჯის საკითხზე: აზერბაიჯანელები ჩვენი ძმები არიან და არ არიან ის ხალხი, რომლებმაც შავზე თეთრი თქვან

მე დარწმუნებული ვარ, რომ მიშა სააკაშვილის ამომრჩევლების ნახევარმა ზუსტად იცის, რომ მიშას მოსვლით მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, მაგრამ ის რევანშისტია და უნდა დასაჯოს ის, ვინც დღეს კარგად არის, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა იმედის გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა.

დავით მათიკაშვილი

30 ოქტომბერი 2020, 01:20

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: რუსულად ნამღერი „თბილისო“, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე

ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე: რუსულად ნამღერი „თბილისო“!!! უჭირთ დამალვა, თბილისი რუსულად „უყვართ“, ისევე როგორც კოდორი და ცხინვალის რეგიონი, რომელიც რუსეთს ჩააბარეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რეალურად კაცთმოძულე და სამშობლოს მოღალატე „ნაციონალური მოძრაობა“, ხელების ფშვნეტით რევანშისთვის, ციხეების გადავსებისთვის, ხალხის წამებისთვის და საქართველოს კვლავ და უკვე მერამდენედ, ღალატისთვის და გაყიდვისთვის ემზადება.

ლაშა ნაცვლიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 01:04

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: ვერ ვიქნები იმ მოქალაქის აღშფოთებისადმი სოლიდარული, რომელიც ბუბა კიკაბიძის „ტბილისოზე“ აღშფოთდა და 9 წლის განმავლობაში, ხალხს რომ აწამებდნენ, პეპლებს „აშეარებდა“

მე ვერ შევუერთდები და სოლიდარული ვერ ვიქნები ბუბა კიკაბიძის მიერ რუსულად შესრულებულ სიმღერაზე აღშფოთებულ იმ ჩემს თანამოქალაქეს, რომელიც „ტბილისოზე“ აღშფოთდა და 9 წლის განმავლობაში ხალხს რომ აწამებდნენ პეპლებს „აშიარებდა“, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა „იმედის“ გადაცემა „პოზიციაში“, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე ბუბა კიკაბიძის რუსულად სიმღერაზე საუბრისას განაცხადა.

ვაკა გორგილაძე

30 ოქტომბერი 2020, 01:03

პოლიტიკა

ვაკა გორგილაძე: არახამია აპირებს, სააკაშვილის მიერ დაქირავებული თვითმფრინავით ჩამოსვლას საქართველოში და საარჩევნო პროცესზე დაკვირვებას

არახამია, სხვა სუბიექტებთან ერთად აპირებს სააკაშვილის მიერ დაქირავებული თვითმფრინავით ჩამოსვლას საქართველოში და დაკვირვებას არჩევნებზე, - ამის შესახებ იმედის გადაცემა „პოზიციაში“ სოციოლოგმა და ერთ-ერთმა წმყვანმა, ვაკა გორგილაძემ განაცხადა.

დონალდ ტრამპი

30 ოქტომბერი 2020, 00:59

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჯო ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში, ის საზარელი თავდასხმები, რაც საფრანგეთში ვიხილეთ, ჩვენს ქალაქებშიც მოვა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანაში საფრანგეთის მსგავსი ტერაქტები დაიწყება.

ლაშა ნაცვლიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 00:50

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: სააკაშვილს ფეიკ ეგზიტპოლის გვერდით სჭირდება ფეიკი დამკვირვებელი, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლის მანტიით შეიფუთება

სააკაშვილს სჭირდება ფეიკი კვლევა, ფეიკი ეგზიტპოლის გვერდზე კი სჭირდება ფეიკი დამკვირვებელი, როემლიც საერთაშორისო დამკვირვებლის მანტიაში შეიფუთება, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა იმედის გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა.

ლაშა ნაცვლიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 00:42

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: საქმე გვაქვს ყალბი და მოძალადე დამკვირვებლების ცირკულარულ მიგრაციასთან საქართველოსა და უკრაინას შორის

უკრაინაში ერთი ფანჯრის პრინციპით მიხეილ სააკაშვილი უკვეთავს რევოლუციას. ის მივიდა რაღაც ფანჯარაში და უთხრა, რომ მას სჭირდება რევოლუცია. იქ ალბათ უთხრეს, რომ ჩვენ გვაქვს ფართო ასორტიმენტი, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა იმედის გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა.

ლაშა ნაცვლიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 00:20

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ადამიანის მაკომპრომიტირებელი ფარული ჩანაწერის რანგში აიყვანეს რუსულად სიმღერა და თვითონ გაებნენ ამ კაკანათში

„ჩემთვის ტრაგიკული ის კი არ არის, რომ ბუბა კიკაბიძემ რუსულად შეასრულა სიმღერა, ჩემთვის ტრაგიკულია დისკუსიის ის დონე, სადაც ჩაგვიყვანა მიშამ. აქ ე.წ. კომპრომატი არის რუსულ ენაზე სიმღერა. მიშა სააკაშვილი რასაც ეხება ყველაფერს აზიანებს და ის რა ნაგავიც არის ყველანაირად ცდილობს ნებსით თუ უნებლიეთ დასვაროს“.

მამუკა მდინარაძე

30 ოქტომბერი 2020, 00:18

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: აქამდე ვიცოდით, რომ დამკვირვებელი უნდა იყოს ობიექტური და ახლა გვყავს სუბიექტური დამკვირვებლები

გახსოვთ ხომ ბათუ ქუთელიას ცნობილი ქეისი, სიმბოლიზმი იმისა, როგორ მოქმედებენ ადამინების სიმწირის გამო ე.ი. კაცი არ ჰყავდათ ნაცმოძრაობაში, რომ თან არასამთავრობო სექტორის ხელმძღვანელობაზე თავი არ დაედო და თან ლობისტებთან შეკვეთა თავის ხელმოწერით განეხორციელებინა. ერთ დღეს დოკუმენტებით გაიშიფრა, რომ არის „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი ლობისტებთან ურთიერთობაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.

დონალდ ტრამპი

30 ოქტომბერი 2020, 00:12

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ეს არჩევნები ამერიკულ ოცნებასა და სოციალისტურ კოშმარს შორის არჩევანია

ეს არჩევნები ამერიკულ ოცნებასა და სოციალისტურ კოშმარს შორის არჩევანია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ვაკა გორგილაძე

30 ოქტომბერი 2020, 00:09

პოლიტიკა

ვაკა გორგილაძე: აქციაზე რომ ვიღაცას ფონოგრამა შეეშალა და ამღერა მთელი შეკრება რუსულად, ამაშია სიმბოლიზმი და ტრაგიკომედია

„მე მახსოვს, საბჭოთა კავშირის დროს, რუსული აუდიტირია ბუბა კიკაბიძეს საბჭოთა ფრენკ სინატრასაც ეძახდა და აქციაზე რომ ვიღაცას ფონოგრამა შეეშალა და გაუშვა რუსული ფონოგრამა, ამაშია სიმბოლიზმი და ტრაგიკომედია“,- განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.

29 ოქტომბერი 2020, 23:55

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 47 636 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 47 636 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 250 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.