IMEDI /  26 სექტემბერი 2020, 22:02 / სანდო წყარო

ირაკლი ხახუბია: ჩვენი გუნდი განაგრძობს სოფლის მეურნეობის დახმარებას ფერმერებზე მორგებული პროექტებით

ფოთის, ხობის და სენაკის დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ საქართველოს პარლამენტის წევრთან, სენაკის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი ბერაიასთან, სენაკის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან ილია ახალაიასთან და სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან კუპრეიშვილთან ერთად, ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში შპს ,,აგროთემას“ მოცვის ბაღები დაათვალიერა.

სახელმწიფოს ხელშეწყობით, ფერმერებმა სოფელ ზემო ფოცხოში, 22 ჰა მიწის ნაკვეთზე მოცვის პლანტაცია გააშენეს.პროექტი პროგრამა ,,დანერგე მომავლის" ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

შპს ,,აგროთემამ“ 100 000 ლარამდე სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, რომელიც კენკროვანი კულტურის ნერგებისა და თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემისთვის იყო განკუთვნილი.

პლანტაცია უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებითაა მოწყობილი. სამუშაოზე დასაქმებულია 50-მდე ადგილობრივი.

,,სენაკის მუნიციპალტეტს კენკროვანი კულტურების განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენი გუნდი გაარძელებს სოფლის მეურნეობის დახმარებას ფერმერებზე მორგებული პროექტებით" - აღნიშნა ირაკლი ხახუბიამ.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

20 ოქტომბერი 2020, 12:21

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავარი ამოცანაა სამართლიანი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ამისი ერთ-ერთი მთავარი გარანტი ჩვენი უცხოელი დამკვირვებლების დასწრება იქნება

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ მისები მაქსიმალურად წარმომადგენლობითი ყოფილიყო საქართველოშ და არაერთი მისია, მათ შორის საპარლამენტო ასამბლეის მისიები აკვირდებიან დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს, ამისათვის ხელისუფლებამ ყველა ზომა მიიღო“.

ამირან გამყრელიძე

20 ოქტომბერი 2020, 12:09

COVID19

ამირან გამყრელიძე: მთელ ქვეყანაში 800-900 საწოლია თავისუფალი

„საუბარია სხვადასხვა პროფილის საწოლზე, რადგან კოვიდ ავადმყოფები შეიძლება იყვნენ სხვა თანმხლები დაავადებებით და მოუწიოთ დიალიზის გამყოფილებაში დაწოლა ან შესაძლოა იყოს ონკო პაციენტი. ამიტომ ერთონაბაში ამდენი საწოლია მობილიზებული“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ნათია მეზვრიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 11:59

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საავადმყოფოში მოთავსება სჭირდებათ, სახელმწიფოს საკმარისი რესურსი გააჩნია

იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საავადმყოფოში მოთავსება სჭირდებათ, ვინც მძიმე და რისკ-ჯგუფის პაციენტია, სახელმწიფოს საკმარისი რესურსი გააჩნია, თუმცა მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ფრთხილად იმისათვის, რომ ეს სიტუაცია გრძელვადიან პერსპექტივაში შევინარჩუნოთ, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად მზარდი მაჩვენებლისა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

20 ოქტომბერი 2020, 11:58

COVID19

ბოლო 24 საათში ინფიცირებულებიდან 60 მედპერსონალია

1194 ახალი შემთხვევიდან 706 სიმპტომებიანი პაციენტია, 222 კი ინფიცირებულების კონტაქტი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირებულებს შორის 60 მედპერსონალია, 35 ადამიანი კი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და ვირუსი აღმოაჩნდა.

20 ოქტომბერი 2020, 11:53

COVID19

ნათია თურნავა: საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში შემოსვლას ვალიდური PCR ტესტის ცნობით შეძლებენ

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების შემოსვლის წესი იცვლება. საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში შემოსვლას ვალიდური PCR ტესტის ცნობით შეძლებენ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

20 ოქტომბერი 2020, 11:50

საზოგადოება

ხვალ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნება

ხვალ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნება, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა. „მინდა გითხრათ ძალიან სასიხარულო ამბავი, ხვალ არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა. მინდა მთელ საზოგადოებას მივულოცო ეს ამბავი, რადგან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ეს არის ჭეშმარიტად მსოფლიო სტანდარტის უნივერსიტეტი და გახსნის ცერემონია თქვენ ყველამ შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში იხილოთ,“- განაცხადა ჩხენკელმა.

ნათია თურნავა

20 ოქტომბერი 2020, 11:46

ეკონომიკა

ნათია თურნავამ რეგულარული რეისების განახლების დეტალები განმარტა

გამოიცა მთავრობის ახალი გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს ნოემბრის თვეში რეგულარული რეისების ეტაპობრივი გახსნის რეჟიმს. ჩვენ ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. ნათია თურნავას განმარტებით, ეს არის მთელი რიგი მიმართულებები, ძირითადად კი ევროპული.

მიხეილ ჩხენკელი

20 ოქტომბერი 2020, 11:44

საზოგადოება

განათლების მინისტრი განმარტავს, რა შემთხვევაში დაბრუნდებიან მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებში

„ჩვენი მიზანია რომ ეს მოხდეს ამ სემესტრში და მოხდება კიდეც, კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით საზოგადოებას ამის შესახებ ვაცნობებთ, ეს დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ეპიდსიტუაციაზე“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.

ნათია მეზვრიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 11:40

საზოგადოება

ნათია მეზვრიშვილი: მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო, ბიზნესისთვის დახმარების საკითხი დღის წესრიგიდან არც ერთი დღით არ მოხსნილა

მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო, ბიზნესისთვის დახმარების საკითხი დღის წესრიგიდან არც ერთი დღით არ მოხსნილა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ბიზნესის დახმარების შესახებ მსჯელობა ახლაც მიმდინარეობს და კონკრეტული გადაწყვეტილებებზე საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას.

მიხეილ ჩხენკელი

20 ოქტომბერი 2020, 11:34

საზოგადოება

სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია მოწყობილი, 28, 29 და 30 ოქტომბერს, დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ

მომავალ ოთხშაბათს ხუთშაბათსა და პარასკევს სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია, დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 11:31

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, პირბადე გარე სივრცეშიც ვატაროთ

ჩვენ ახლა ისეთ ეტაპზე ვიმყოფებით, რომ არ უნდა გვჭირდებოდეს ყოველდღიურ რეჟიმში შოლტის ეფექტით მუშაობა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პირბადეების ტარების შესახებ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სიტუაცია მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და მოქალაქეები რეკომენდაციებს გაგებით ეკიდებიან. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირბადე გარე სივრცეშიც ვატაროთ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

20 ოქტომბერი 2020, 11:21

COVID19

22:00 საათიდან რესტორნები მცხეთაშიც დაიკეტება

დღეს 22:00 საათიდან მცხეთაში რესტორნები დაიკეტება, ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

20 ოქტომბერი 2020, 11:20

COVID19

საპატრულო პოლიცია COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების აღსრულების მიზნით მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს აგრძელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, "კოვიდ-19"-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს აგრძელებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

20 ოქტომბერი 2020, 11:18

COVID19

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, 425 თბილისში დადასტურდა

„რაც შეეხება აჭარას, იქ 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იმერეთში - 372 , სამეგრელო ზემო-სვანეთი - 27, ქვემო ქართლში - 53, შიდა ქართლში - 64, კახეთთში - 3, გურიაში - 21, მცხეთა მთიანეთი - 18, სამცხე ჯავახეთი -9 , რაც შეეხება რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 9 ახალი შემთხვევაა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

20 ოქტომბერი 2020, 11:18

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1194 ადამიანს დაუდასტურდა, 328 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1194 ადამიანს დაუდასტურდა, 328 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა, ინფორმაციას ვებგვერდ StopCov-ზე გამოქვეყნდა.

20 ოქტომბერი 2020, 11:17

საზოგადოება

ა და ბე ტიპის გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყანაში ნოემბრის პირველ ნახევარში შემოვა

ა და ბე ტიპის გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყანაში ნოემბრის პირველ ნახევარში შემოვა, - აღნიშნულ საკითხზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ისაუბრა. ივანე ჩხაიძის თქმით წელს სახელმწიფოს მიერ 230 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას შემოტანაა განსაზღვრული. რომელსაც რისკჯგუფში შემავალი ადამიანები უფასოდ გაიკეთებენ. როგორც მედიკოსი ამბობს, ვაქცინის გასაკეთებლად საუკეთესო დრო ნოემბრის მეორე ნახევარია, რადგან ამ პერიოდში იწყება გრიპიანობის შემთხვევების მატება და პიკს დეკემბრის ბოლოს აღწევს. პროფესორის თქმით მნიშვნელოვანია აიცრან რისკჯგუფში შემავალი პაციენტები, რათა არ გართულდეს მათი მდგომარეობა და covid-19-ის პანდემიის პირობებში, გრიპის ვირუსის შემთხვევებმა ჯანდაცვის სისტემა არ გადატვირთოს.

20 ოქტომბერი 2020, 11:15

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 15 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოზე გახდა ცნობილი.

20 ოქტომბერი 2020, 11:12

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველოს მთავრობა მადლიერია აშშ-ის, თავისი მეგობრებისა და პარტნიორების მიერ ქვეყნის კიბერ უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით შეტანილი წვლილისთვის

საერთაშორისო საზოგადოების გაერთიანებული ძალისხმევა სასიცოცხლოდ აუცილებელია რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის სტაბილურობის, ინსტიტუციებისა და დემოკრატიული განვითარების შესასუსტებლად გამოყენებული საფრთხეების დასაძლევად“, – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

20 ოქტომბერი 2020, 11:10

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ 31 ოქტომბერს უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩევლის მაქსიმალური აქტივობა

31 ოქტომბერს საარჩევნო უბნები მაქსიმალურად იქნება დაცული და მოქალაქეებისთვის უსაფრთხო სივრცე იქნება, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელმაც შეიმუშავა ეფექტიანი წესები იმისათვის, რომ 31 ოქტომბერს საარჩევნო პროცედურები ამომრჩევლისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს. ირაკლი კობახიძის ცნობით, საარჩევნო უბნები აღიჭურვება და პროცედურები წარიმართება იმგვარად, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანი იქნება მაქსიმალურად უსაფრთხო სივრცე მოქალაქეებისთვის.

20 ოქტომბერი 2020, 11:09

რეგიონი

ლატალში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მესამე დღეა სვანეთში, სოფელ ლატალის მიმდებარე ტყეში გაჩენილ ხანძარს აქრობს. ძლიერი წვიმის მიუხედავად, ტყეში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა ორი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მონიტორინგზე, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.