27 სექტემბერი 2020, 08:53 / სანდო წყარო

მთიან აჭარაში ევროპული დონის ველობილიკზე მუშაობა დაიწყო

მთიან აჭარაში პირველ, ევროპული დონის სამთო ველობილიკზე მუშაობა დაიწყო. 6-კილომეტრიან ველომარშრუტზე, რომელიც შუახევსა და ქედას ერთმანეთთან დაკავშირებს, მარტივ საველოსიპედე ბილიკთან ერთად ე.წ. „Down Hill“–ის, ექსტრემალური დაშვების ბილიკის ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.

ველობილიკის ინფრასტრუქტურის პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია და მასში ქართველი და უცხოელი ექსპერტებია ჩართული, რომლებიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად ველობილიკის ტურისტულ პოტენციალს ადგილზე გაეცნენ.

სათავგადასავლო და სპორტული ტურიზმის განვითარების მიზნით მსგავსი ტიპის ექსტრემალური საველოსიპედე ინფრასტრუქტურა რეგიონში პირველად იქმნება. პროექტის განხორციელებას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ორგანიზაცია CENN-თან ერთად, ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით გეგმავს.

„ეს იქნება პირველი ევროპული დონის სამთო ველობილიკი აჭარაში, რომელიც გათვლილი იქნება, როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული ველოსიპედისტებისთვის. ველობილიკი გადის ულამაზეს ტყეში და სრულებით იზოლირებულია სატრანსპორტო გზიდან, რაც ხელს შეუწყობს ველომრბოლელებს ისიამოვნონ ულამაზესი ბუნებით. ველობილიკის ინფრასტრუქტურის მოწყობისას ვგეგმავთ მოსასვენებელი და რეკრეაციული სივრცეების, ველო და ავტოპარკინგის, წყლის პუნქტებისა და საპირფარეშოების გაკეთებას, ასევე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ველობილიკისადმი ადაპტირებული ინვენტარის ინსტალაციას,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლელა გოგუაძემ.

ექსპერტი ჯეიმს დი კი აცხადებს, რომ ეს ადგილები შესანიშნავია შესაბამისი ბილიკების მოსაწყობად.

„მარშრუტის დათვალიერების შედეგად დავრწმუნდი, რომ ეს ადგილები შესანიშნავია შესაბამისი ბილიკების მოსაწყობად მთის ბაიკინგის მოყვარულებისათვის და არა მხოლოდ. ამ ადგილებს შეგიძლია ეწვიო ოჯახთან ერთად, წამოიყვანო ბავშვებიც. აქ ულამაზესი ტყე და ფანტასტიური ჰაერია. ეს მცირე ჩამონათვალია იმ უპირატესობებისა, რაც ამ პროექტს აქვს. ვინაირდან ეს ადგილი არც თუ ისე შორსაა ბათუმისგან, ეს ხელსაყრელი იქნება ადგილობრივებისთვის. მთავარ ველობილიკთან ერთად, ასევე ვაკეთებთ უფრო ექსტრემალური თვისებებით დატვირთულ ბილიკსაც, უფრო გამოცდილი და ექსტრიმის მოყვარული ველომრბოლელებისთვის. რადგან ტურიზმის ბიზნესში ვართ, ჩვენი გადმოსახედიდან, ეს ყველაფერი უცხოელი კლიენტების ინტერესსაც გამოიწვევს, გახდნენ მისი ნაწილი. ასე რომ, ამ პროექტს დიდი პოტენციალი აქვს“- განაცხადა ჯეიმს დიმ.

ყველა სიახლე

25 ოქტომბერი 2020, 15:34

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა. საქმე ეხება „პატრიოტთა ალიანსის“ ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, რომელშიც საზოგადოებრივი აზრის კვლევაა გამოყენებული.

25 ოქტომბერი 2020, 15:32

COVID19

შიდა ქართლში კოვიდინფიცირების 33 შემთხვევა დაფიქსირდა

შიდა ქართლში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 2 კოვიდინფიცირებული, 1 ქარელის ხოლო მე-2 კი ხაშურის მცხოვრებელი, გარდაიცვალა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 7 ადამიანი გამოჯანმრთელდა. უცნობი ინფიცირების წყაროს მქონე პაციენტებზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა. ინფიცირებულთა ყველა კონტაქტი გადაყვანილია თვითიზოლაციაში.

25 ოქტომბერი 2020, 15:26

COVID19

კორონავირუსის გამო, საქართველოში თურქეთის საკონსულო მუშაობას აჩერებს

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის ზრდის გამო, საქართველოში თურქეთის საკონსულო მუშაობას აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საელჩო Facebook-ზე ავრცელებს. თურქეთის საკონსულო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ საჭიროების შემთხვევაში საკონსულოს მითითებული სატელეფონო ნომრის საშუალებით დაუკავშირდნენ.

იმრან ხანი

25 ოქტომბერი 2020, 15:22

მსოფლიო

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ემანულე მაკრონს ისლამზე თავდასხმაში ადანაშაულებს

მისი კომენტარი ემანუელ მაკრონის განცხადებას მოჰყვა, როდესაც მედიის ცნობით, მაკრონმა ისლამურ სეპარატიზმს ომი გამოუცხადა. უფრო კონკრეტულად, მაკრონმა განაცხადა, რომ „პარიზში მასწავლებელი მოკლეს, რადგან ისლამისტებს ჩვენი მომავლის დაუფლება სურთ“.

25 ოქტომბერი 2020, 15:21

COVID19

რამდენი წუთია საჭირო კორონავირუსით ინფიცირებისთვის - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

არა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, თუმცა, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შეიტანა ცვლილებები კორონავირუსის გადაცემის დროსთან დაკავშირებით. ეს მოხდა იმაზე დაკვირვებაზე დაყრდნობით, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „დილის შოუს“ ეთერში განაცხადა.

პოლონეთი

25 ოქტომბერი 2020, 14:57

COVID19

ვარშავაში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციაზე 278 ადამიანი დააკავეს

ვარშავაში პოლიციამ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციაზე 278 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. პოლიციის განცხადებით, დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს, ბოთლები და აალებადი ნივთიერებებიც ესროლეს. თავის მხრივ, პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

25 ოქტომბერი 2020, 14:53

სამართალი

შსს: „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დავადგინეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღური თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დაადგინა და ის იდენთიფიცირებულია, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

თორნიკე რიჟვაძე

25 ოქტომბერი 2020, 14:39

COVID19

თორნიკე რიჟვაძე აჭარაში კოვიდინფექციის შემთხვევათა ზრდას „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო შეკრებებს უკავშირებს

გასულ კვირასთან შედარებით, აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა. ამ დროისთვის 4000-ზე მეტი კოვიდპაციენტია რეგისტრირებული. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მომდევნო დღეების სტატისტიკა მოსახლეობის ქცევაზეა დამოკიდებული, ასევე, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას პოლიტიკოსთა პასუხისმგებლობაზე.

25 ოქტომბერი 2020, 14:25

მსოფლიო

ეპიდვითარების მიუხედავად, უკრაინაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება

რთული კოვიდსტატისტიკის მიუხედავად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უკრაინაში მაღალი აქტივობით მიმდინარეობს. დღეს საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა. მოსახლეობა ქალაქის მერებსა და საკრებულოს წევრებს ირჩევს, რეგისტრირებულია 28 მილიონზე მეტი ადამიანი.

25 ოქტომბერი 2020, 14:21

COVID19

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო: დღეს 15:00-დან 19:00 საათამდე ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა განახორციელებს მოქალაქეთა მიღებას კორონავისრუსზე უფასო PCR ტესტირებისთვის

აჭარაში, კორონავირუსის შემთხვევათა მატების გამო, დღეს 15:00-დან 19:00 საათამდე ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა განახორციელებს მოქალაქეთა მიღებას კორონავისრუსზე უფასო PCR ტესტირებისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო Facebook-ზე ავრცელებს. როგორც ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, ვირუსისთვის დამახასიათებელი სპიმპტომების მქონე ადამიანებს, ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. N2-ში უფასო ტესტირების გაკეთება შეეძლებათ.

უნგრეთი

25 ოქტომბერი 2020, 14:05

COVID19

უნგრეთში კოვიდინფიცირების შემთხვევების დღიურმა რაოდენობამ 3000-ს პირველად გადააჭარბა

უნგრეთში კორონავირუსის 3,149 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. უნგრეთში კოვიდინფიცირების შემთხვევების დღიურმა რაოდენობამ 3000-ს, პირველად გადააჭარბა. 10 მილიონიან ქვეყანაში კოვიდინფექციის შემთხვევების საერთო რაოდენობა 59 247-მდე გაიზარდა, გარდაცვალების 35 ახალი შემთხვევით სიკვდილიანობის საერთო რაოდენობამ 1,425 შეადგინა.

25 ოქტომბერი 2020, 14:02

საზოგადოება

ქუთაისში საერთაშორისო ეკო-პლენერი გაიმართა

ქუთაისში საერთაშორისო ეკო-პლენერი გაიმართა, რომელიც ერთდროულად სამ ქვეყანაში - საქართველოში, მოლდოვასა და რუმინეთში მიმდინარეობდა. ეკო-პლენერი პროექტის „მდინარეები ნარჩენების გარეშე-სუფთა შავი ზღვა“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ევროკავშირის შავი ზღვის 2014-2020 წწ პროგრამითაა გათვალისწინებული.

ხობის მუნიციპალიტეტი

25 ოქტომბერი 2020, 13:46

რეგიონი

ხობის მუნიციპალიტეტში ფონდი ,,ქართუს“ დაფინანსებით სკოლის გადახურვის სამუშაო მიმდინარეობს

სკოლის არსებული სახურავი ამორტიზირებული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. სოფელში აქტიურად მიმდინარეობს სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოც, გაღმა და გამოღმა ქარიატაში დაიგო ასფალტ-ბეტონის გზა, მოეწყო წყლის და გარე განათების სისტემები, ორ ადგილზე აშენდა ნაპირდამცავი გაბიონი, განხორციელდა სამელიორაციო სამუშაოები. იწყება გაღმა და გამოღმა ქარიატის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა.

შსს

25 ოქტომბერი 2020, 13:43

COVID19

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, „112“-ში დეზინფექცია ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ღონისძიება საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით გატარდა.

ვახტანგ გომელაური

25 ოქტომბერი 2020, 13:36

სამართალი

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობაში იმყოფება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობაში მოადგილესთან, ვლადიმერ ბორცვაძესთან ერთად იმყოფება. მასთან ერთადაა ცენტრალური კრიმინლაური პოლიციის უფროსი მამუკა ჭელიძე. სამხარეოს შენობაში მათ პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა დახვდა. ამ ეტაპზე მედიასთან კომენტარი მაღალჩინოსნებს არ გაუკეთებიათ, თუმცა სავარაუდოდ, საქმე ბანკზე თავდასხმას ეხება.

ზუგდიდი

25 ოქტომბერი 2020, 13:20

COVID19

ზუგდიდის ინფექციურში გამოკვლეული 276 ნიმუშიდან, კორონავირუსი 93-ს დაუდასტუდა

რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 276 ნიმუშის პასუხებიდან, 93 დადებითია. 59 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში. 10 - ფოთში, 7 - წალენჯიხაში. 7 - ჩხოროწყუში, 6 - სენაკში, 3 - ხობში, ერთი - ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან, მათი ნაწილი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან, ხოლო ნაწილი, ახალი შემთხვევები, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში ცხელების სიმპტომით შეიყვანეს.

25 ოქტომბერი 2020, 13:17

რეგიონი

აჭარაში პირველად კანიონინგისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა ეწყობა

ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს აჭარაში ჩანჩქერებზე თოკით დაშვება შეეძლებათ. კანიონინგისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა უჩხოს ხეობაში, 12 კასკადოვან ჩანჩქერზე მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, უკვე მოეწყო 22 სადგური, სადაც თავგადასავლების მოყვარულები უჩხოს კილომეტრნახევრიანი კანიონის დალაშქვრასა და ჩანჩქერებზე დაშვებას შეძლებენ. პროექტს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ევროკავშირის დაფინანსებითა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ანხორციელებს.

25 ოქტომბერი 2020, 13:12

სამართალი

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე დაზარალებულის სტატუსი კიდევ ერთ ადამიანს მიენიჭა

ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილ მურიკო ბულიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. ის დაკითხვაზე ორჯერ იმყოფებოდა. დაზარალებულის სტატუსი ენიჭებათ სხვა მძევლებსაც. მეოთხე დღეა, პოლიცია ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის დროს მძევლად აყვანილ პირებს კითხავს.

დიდი ბრიტანეთი

25 ოქტომბერი 2020, 13:05

COVID19

მედია: დიდი ბრიტანეთში კოვიდინფიცირებულთა კონტაქტებისთვის კარანტინის 10 ან 7 დღემდე შემცირების საკითხს განიხილავენ

დიდი ბრიტანეთის მთავრობა კარანტინის დღეების 14-დან 10 დღემდე შემცირების საკითხს განიხილავს. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც კოვიდინფიცირებულებთან კონტაქტში იყვნენ. ევროპის სხვა, მრავალი ქვეყნის მსგავსად, დიდ ბრიტანეთშიც იმატებს კოვიდინფექციის შემთხვევები.

25 ოქტომბერი 2020, 13:01

რეგიონი

ზაზა დუგლაძე ქარელის მერის ანგარიშს მოსახლეობასთან ერთად გაეცნო

„ქართული ოცნების“ ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა დუგლაძე ქარელის მერის ზაზა გულიაშვილის ანგარიშს მოსახლეობასთან ერთად გაეცნო. ქარელის მერმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ პროექტებზე ისაუბრა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა და ქარელის მერმა მოსახლეობასთან ერთად ქარელის განვითარების სამომავლო გეგმები დასახეს.re