Imedi /  27 სექტემბერი 2020, 23:59 / სანდო წყარო

რა პროექტები განხორციელდა არჩილ თალაკვაძისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით ოზურგეთში - „იმედის კვირის“ სიუჟეტი

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, რომელიც ჯერ ოზურგეთის მაჟორიტარი იყო და შემდეგ ქვეყნის მთავარი კანონდებელი გახდა, ოზურგეთელებს ხშირად სტუმრობს.

არჩილ თალაკვაძე პირადად ამოწმებს როგორც სრულდება ის დაპირებები, რომელიც ამომრჩეველს თავის დროზე მისცა.

ფონდი „ქართუს“ და ბიძინა ივანშვილის ფინანსური მხარდაჭერით ოზურგეთის დრამატულ თეატრს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გარემონტდა თეატრის ორივე სცენა. დამონტაჟდა ახალი განათება. შეიძინეს ახალი ტექნიკა, მოეწყო სარეპეტიცო სივრცეები, საგრიმიეროები. შენობა უკვე ადაპტირებულია შეზრუდული შესაძლებლობის მქონეთათვის. სტუმრებისთვის თეატრშივე გამოიყო მოსასვენებელი ოთახი. მალე მზად იქნება ახალი რადიო სტუდია, სადაც რადიო სპექტაკლებს ჩაწერენ.

განახლებული თეატრი გურიის ახალი სიცოცხლეა, ისევე, როგორ ოზურგეთის ახლად რეაბილიტირებული პირველი საჯარო სკოლა, რომელიც 172 წელს ითვლის. სკოლა, სადაც ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, ეგნატე ნინოშვილი და კიდევ არაერთი ცნობილი საზოგადო მოღვაწე სწავლობდა, ახლა რეაბილიტირებულია. პროექტის განხორციელება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც სკოლის დირექტორმა და მასწავლებლებმა მაჟორიტარ დეპუტატს, არჩილ თალაკვაძეს წერილი მიწერეს. სკოლის შენობის რეაბილიტაცია 8 მლნ ლარი დაჯდა. განათლების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით სრულად შეიცვალა ინფრასტრუქტურა. გარე და შიდა ფასადი. სულ მალე, კი ამ შენობაში ინოვაციების ცენტრი განთავსდება.

ასევე, ბოლო წლების განმავლობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და ახლაც მიმდინარეობს. მათ შორისაა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი ოფისი, რომლის მშენებლობა თითქმის დასრულდა. ექიმები ახალ სივრცეში მუშაობას რამდენიმე დღეში დაიწყებენ.

ურეკში ფონდი „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. მოეწყო ურეკის ბულვარიც. ბიძინა ივანიშვილის დახმარებით გურიის მხარე მსოფლიო გაიცნო დენდროლოგიური პარკით, სასტუმრო „პარაგრაფითა“ და „ბლექსი არენით“. აშენდა ჭანიეთის ახალი სკოლა. რებილიტირებულია ფოლკლორის ცენტრი და მუზეუმი. რეგიონში გაიხსნა ახალი საწარმო. თურქულმა კომპანიამ გურიაში რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიცია განახორციელა.

თალაკვაძე ამაყობს, რომ მისი მაჟორიტარი დეპუტატობის დროს რეგიონში ახალი სამუშაო ადგილები გაჩნდა. კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ისტორიული შენობები აღდგა, განათლების კუთხით, კი რეგიონს ახალი შესაძლებლობები მიეცა.

არჩილ თალაკვაძისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით კიდევ რა პრექტები განხორციელდა ოზურგეთში, „იმედის კვირის“ სიუჟეტში ნახავთ.

ყველა სიახლე

04 დეკემბერი 2020, 20:13

ეკონომიკა

თურქეთიდან ჩინეთის მიმართულებით, ბაქო-თბილისი-ყარსის მონაკვეთის გავლით, დღეიდან რკინიგზის ტვირთების გადაზიდვა დაიწყო

საქართველოსთვის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო ცენტრისთვის, უმნიშვნელოვანესი პროექტი ოფიციალურად ამოქმედდა. ოფიციალურ ცერემონიას თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დაესწრო.

ირმა ინაშვილი

04 დეკემბერი 2020, 20:04

პოლიტიკა

ირმა ინაშვილი: ჩვენი პარტია ცალკე გაწერილი სტრატეგიით მოქმედებს და ელჩებთან ინდივიდუალურ შეხვედრას ამჯობინებს

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განმარტა, რატომ არ დაესწრნენ დღეს პარტიის წარმომადგენლები ოპოზიციის შეხვედრას ელჩებთან. როგორც ინაშვილი საქართველოს პირველ არხთან საუბარში აცხადებს, მას და მის პარტიას გაცხადებული პოზიცია აქვთ, დამოუკიდებლად და ცალკე გაწერილი სტრატეგიით მოქმედებენ.

დავით ზალკალიანი: სისერო მარტინს გარსია

04 დეკემბერი 2020, 20:03

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, სისერო მარტინს გარსიას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, სისერო მარტინს გარსიას შეხვდა. ელჩი დიპლომატიურ მისიას საქართველოში უახლოეს მომავალში ასრულებს.

04 დეკემბერი 2020, 20:02

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასო იქნება

გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლიდს განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასო იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Deutsche Welle ავრცელებს.

04 დეკემბერი 2020, 19:58

პოლიტიკა

დღეს, გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა, სოფიო ქაცარავამ დედოფალ ელისაბედ მეორეს რწმუნებათა სიგელები გადასცა

„მოხარული ვარ, რომ დღეს მომეცა შესაძლებლობა საქართველოს ახლად დანიშნული ელჩი წარმედგინა მისი უდიდებულესობა დედოფლისთვის, რათა მას გადაეცა რწმუნებათა სიგელები ბუკინგემის სასახლიდან. ასეთი ფორმატის ვირტუალური ცერემონია პირველად ჩატარდა. წარმატებებს ვუსურვებ სოფიო ქაცარავას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩად ასეთ მნიშვნელოვან დროს დაინიშნა. დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები განსაკუთრებული სიახლოვით გამოირჩევა და ჩვენ ქვეყნებს შორის მეგობრული კავშირები მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“, - აღნიშნა ბუკინგემის სასახლეში გამართული ცერემონიის შემდეგ, დიპლომატიური კორპუსის მარშალმა ალისტერ ჰარისონმა.

04 დეკემბერი 2020, 19:48

პოლიტიკა

7 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ სიტუაციას განიხილავს

7 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ შექმნილ სიტუაციას განიხილავს. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

შემოსავლების სამსახური

04 დეკემბერი 2020, 19:46

ეკონომიკა

საშემოსავლო და ქონების გადასახადის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადების მიზნით კომპანიებმა განცხადებით შემოსავლების სამსახურს უნდა მიმართონ

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეახსენებს გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომლებსაც 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე გადავადებული ჰქონდათ საშემოსავლო და ქონების გადასახადი და რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში (ასევე მასთან გათანაბრებულ სექტორში), საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა, 2021 წლის 1-ელ იანვრამდე, გადაევადებინათ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში.

ჰელგა შმიდი

04 დეკემბერი 2020, 19:32

მსოფლიო

ეუთოს ახალი გენერალური მდივანი ჰელგა შმიდი გახდა

გერმანელი დიპლომატი ჰელგა მარია შმიდი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ახალი გენერალური მდივანი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ ეუთოში გერმანიის წარმომადგენლობა Twitter-ზე ავრცელებს.

დაჯარიმება

04 დეკემბერი 2020, 19:10

სამართალი

იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი და მისი თანმხლები პირი დააჯარიმეს

იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი და მისი თანმხლები პირი დააჯარიმეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

04 დეკემბერი 2020, 19:09

სპორტი

„გაგრა“ საქართველოს თასის გამარჯვებულია

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში „გაგრამ“ წყალტუბოს „სამგურალი“ 11-მეტრიანთა სერიაში დაამარცხა და ისტორიაში მეორედ ქვეყნის თასის გამარჯვებული გახდა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

04 დეკემბერი 2020, 18:56

მსოფლიო

ერდოღანი: ვეთანხმები ალიევს, თუ ფრანგებს ასე უყვართ სომხები, მარსელი გადასცენ მათ

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საფრანგეთის პარლამენტის მიერ მთიანი ყარაბაღის შესახებ რეზოლუციის მიღება გააკრიტიკა.

04 დეკემბერი 2020, 18:38

მსოფლიო

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში საფრანგეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა

საფრანგეთის პარლამენტის მიერ მთიანი ყარაბაღის შესახებ რეზოლუციის მიღების გამო, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში საფრანგეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა.

04 დეკემბერი 2020, 18:36

საზოგადოება

არაფორმალური განათლების ორგანიზაციების სტრატეგიული პარტნიორობის ფორუმი გაიმართა

არაფორმალური განათლების ექსპერტმა, ქეთევან გრიგოლიამ, ისაუბრა სფეროს როლზე, არსებულ საერთაშორისო პრაქტიკაზე და ახალგაზრდების მოზიდვის მნიშვნელობაზე. მან განიხილა არაფორმალური განათლების თანამედროვე სტანდარტების თავისებურებები და საერთაშორისო პროგრამების დანერგვის მეთოდები.

კარლ ჰარცელი

04 დეკემბერი 2020, 18:34

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: ჩემთვის ნათელია, რომ ეს დისკუსია რთული იქნება და რთულად გაგრძელდება, მაგრამ, საბოლოო ჯამში, შესაძლებელი უნდა გახდეს გზის გამონახვა

„მინდა აღვნიშნო, რომ შეხვედრა, რომელიც დღეს საღამოს გაიმართა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმაში დასარწმუნებლად, რომ მოლაპარაკებები და ყველა მხარის ამბიციები საერთო პლატფორმის ძიების მიმართულებით ჯერ კიდევ აქტიურია, რომელსაც ჩვენ უკვე რამდენიმე კვირაა ვეძებთ“.

მამუკა მდინარაძე

04 დეკემბერი 2020, 18:30

COVID19

მამუკა მდინარაძე: კიდევ ერთხელ ვიმედოვნებ, საღი აზრი, სახელმწიფოებრივი მიდგომა ოპოზიციაშიც გაიმარჯვებს და მოლაპარაკება შედგება

კიდევ ერთხელ ვიმედოვნებ, საღი აზრი, სახელმწიფოებრივი მიდგომა ოპოზიციაშიც გაიმარჯვებს და მოლაპარაკება შედგება, მაგრამ ეს არ მოხდება წითელი ხაზების გადაკვეთის ხარჯზე და ქართველი ამომრჩევლების ნების რევიზიის ხარჯზე. ამას ჩვენი მხრიდან არ დაუშვებთ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ენტონი ფაუჩი

04 დეკემბერი 2020, 18:27

მსოფლიო

ენტონი ფაუჩი: თანახმა ვარ, სამედიცინო საკითხებში ჯო ბაიდენის მთავარი მრჩეველი ვიყო

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ თანახმა არის, სამედიცინო საკითხებში ჯო ბაიდენის მთავარი მრჩეველი იყოს.

04 დეკემბერი 2020, 18:23

სპორტი

ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის E ჯგუფის ბოლო 2 ტურის 4 მატჩი თბილისში გაიმართება

E ჯგუფის მონაწილე ოთხივე ეროვნული ნაკრები – საქართველო, სერბეთი, ფინეთი და შვეიცარია თბილისში შეიკრიბებიან, სადაც ეგრედწოდებული „ბაბლის” პრინციპით ჩვენი შესარჩევი ჯგუფის დასკვნითი 2 ტურის 4 შეხვედრა ჩატარდება.

დავით ზალკალიანი
უენდი მორტონი

04 დეკემბერი 2020, 18:22

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა

ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე საკითხებისა და პოსტ-პანდემიურ გარემოში თანამშრომლობის პერსპექტიულ მიმართულებებზე საუბრის პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ ქმედებებს. ამ კონტექსტში, საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიციის მნიშვნელობას. უენდი მორტონმა, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა.

მამუკა მდინარაძე

04 დეკემბერი 2020, 18:20

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მოსახლეობის რამდენ პროცენტს სჯერა, რომ „ნაცმოძრაობას“ დასაჭერთა სიები არ აქვს გამზადებული?

არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 27% აიღო, რაც, ჩემი აზრით, ძალიან ბევრია, მაგრამ 27%-ზე გაცილებით ნაკლებია იმ ადამიანთა რიცხვი, ​​რომლებსაც სჯერათ, რომ ეს ხალხი არასდროს დასაჭერთა სიებს არ გაამზადებს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

04 დეკემბერი 2020, 18:16

COVID19

ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსის 13 341 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 341 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 347 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.